ЭКОНОМИКА

გასროლა ოხურეისთან... 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

20.11.15 16:48




23 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20 000-30 000 ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000 დევნილად იქცა. "აღმოვჩნდით მიამიტები, ვერ გავითვალისწინეთ, რომ ომისთვის, ბრძოლის გარდა, დამახასიათებელია მზაკვრობა, სიტყვის გატეხა, ხელშეკრულების დარღვევა... სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდით"...”

გია ყარყარაშვილი

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

"საქართველოს რკინიგზაზე, ძირითადად აფხაზეთის მონაკვეთზე, იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდი მანეთის ზარალი, საიდანაც 4 მილიარდი ღირებულების ტვირთი სომხეთს ეკუთვნოდა."
თენგიზ სიგუა, სამხედრო საბჭოს წევრი, 1992 წ.

"იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი იყო, მაგრამ ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში, აფხაზეთის, უფრო ზუსტად, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი-ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა. ეს ყველასთვის ნაცნობი სტატისტიკაა. ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო, საბრძოლო შვეულმფრენებით და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს".
სერგეი შამბა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, 2007

"საქართველოს პოლიცია ყველა ღონეს იხმარს, წელს ზევით გავშიშვლდებით, შიშვლები შევვარდებით და ამ ბანდფორმირებებს აფხაზეთში შავ დღეს დავაყრით."
რომან გვენცაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი,
1992 წლის აგვისტო
1989 წლის ივლისში სოხუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა... სოხუმის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა მარტში მიღებულ ლიხნის დეკლარაციას (დეკლარაცია აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვდა) აპროტესტებდა, რის გამოც უნივერსიტეტი აფხაზი ნაციონალისტების გახშირებული თავდასხმის ობიექტი გახდა, ივლისში უნივერსიტეტში, მისაღები გამოცდების დროს, ქართველ აბიტურიენტებს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ, რამდენიმე დღეში მღელვარება დაპირისპირებაში გადაიზარდა და 1989 წლის 17 ივლისს სოხუმში ქართველ მოსახლეობასა და აფხაზ ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის დროს დაიღუპა 16, დაიჭრა 140 კაცი, მათი უმრავლესობა ქართველები იყვნენ.
იმ დროისთვის საბჭოთა საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, ამიტომ სოხუმში ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმებმა სტაბილური ხასიათი მიიღო. 1992 წელს აფხაზეთში სიტუაცია უკვე აფეთქების ზღვარზე იდგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ივლისში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, 1992 წლის 23 ივლისს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.

მძიმე სიტუაცია იყო დასავლეთ საქართველოშიც - დამშეული მოსახლეობა პერიოდულად რუსეთიდან მომავალ მატარებლებს აყაჩაღებდა და ტვირთს იტაცებდა. სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების დატაცებით ხელს ითბობდნენ შეიარაღებული სამხედრო ფორმირებებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში მრავლად იყვნენ. გარდა ამისა, აქ გააქტიურდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები - ისინი ზუგდიდს აკონტროლებდნენ. სომხეთის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა საქართველოს რკინიგზაზე შექმნილი მდგომარეობის გამო. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მიიღო რკინიგზის დაცვის გადაწყვეტილება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა დაერწმუნებინა არძინბა, რომ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად ქართული პოლიციის 300-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი შეეშვა.
თბილისში უკვე ლაპარაკობდნენ სახელმწიფო საბჭოს ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზანსა და საფრთხეებზე."

"11 აგვისტოს შემატყობინეს, რომ მიღებული იყო ამგვარი გადაწყვეტილება. ვუსაბუთებდი, ყველას ვუხსნიდი, მათ შორის
სამხედრო ხელმძღვანელობასაც, - ცხინვალმა დაგვანახა, რომ ძალით ტერიტორიული მთლიანობის პრობლებას ვერ გადავჭრით. აუცილებლად Mმოხდება კონფლიქტის ესკალაცია, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას სამხედრო კონფლიქტის დაწყება მოჰყვება, ხოლო ამას, ცხინვალის მსგავსად, უპირობოდ მოჰყვება რუსული ჯარის სამშვიდობოდ შემოსვლა".
გიორგი ყარყარაშვილი, 2007წ.

1992 წლის 14 აგვისტოს, დილით, ვლადისლავ არძინბამ დაურეკა გალის რაიონის გამგებელს, რუდიკ ცატავას და გააფრთხილა, - დახვედროდა ქართულ შეიარაღებულ შემადგენლობას და ოჩამჩირემდე გაეცილებინა, სადაც კოლონას უკვე ოჩამჩირის გამგებელი დახვდებოდა.
მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა...

"ჩვენ ვიცოდით, რომ თბილისიდან შეიარაღებული კოლონა მოდიოდა, თუმცა არც კი გვიფიქრია, რომ ისინი გალის აფხაზეთში შემოვიდოდნენ, რადგან, თუ საქართველოს მაშინდელ სიტუაციას გავაანალიზებთ, ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებით უფრო უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, ვინაიდან ამ რეგიონს ცენტრალური ხელისუფლება უკვე ვეღარ იმორჩილებდა. თანაც სწორედ სამეგრელოში იტაცებდნენ სარკინიგზო ტვირთებს. აფხაზეთში, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ძალიან დაძაბული იყო, თუმცა კრიზისის დაძლევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ მთლიანად არ იყო ამოწურული. ამიტომ, რას ვიფიქრებდით, თუ პრობლების მოსაგვარებლად ომი დაიწყებოდა.

როდესაც გალსა და სამეგრელოში გამსახურდიას მხარდამჭერი თითო-ოროლა შეიარაღებული კაცი გამოჩნდა, უშიშროების სამინისტროს მივწერეთ, - მავანნი დაუფარავად დადიან და ხმამაღლა ლაპარაკობენ თავიანთ გეგმებზე. თანაც მოსახლეობა მათ ძალიან უჭერს მხარს, ეს კი კარგს არაფერს მოგვიტანსო. მაგრამ ჩვენს შეტყობინებებს რეაგირება არ მოჰყოლია.

ცოტა ხანში სამეგრელოში გაჩნდნენ გამსახურდიას მხარდამჭერთა მთელი საჯარისო ფორმირებები, ზუგდიდში უკვე იყო ლოთი ქობალია, თავისი ე.წ. გვარდიით, გალის რაიონის სოფელ რეჩხში დაბანაკებული იყო ე.წ. გალის ბატალიონი, ვფიქრობდით, რომ თბილისიდან მომავალ კოლონას სამეგრელოში წინააღმდეგობა შეხვდებოდა. სოფელ ჭუბურხინჯში, ენგურის ხიდის საგუშაგოზე აფხაზების რამდენიმეკაციანი ჯგუფი იდგა. სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ისინი საშიშნი არ იყვნენ.

1992 წლის 14 აგვისტოს, დილით, ჩვენმა სამსახურმა არ იცოდა, რომ სამხედრო კოლონა გალში შემოვიდოდა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, კოლონა ზუგდიდთან გააჩერეს და მხოლოდ მოლაპარაკების შემდეგ დართეს ქალაქის გავლის ნება. როგორც მითხრეს, კოლონის მეთაურებმა "ზვიადისტები" დაარწმუნეს, რომ ისინი მათ "ჭკუის სასწავლებლად" კი არ მოდიოდნენ, არამედ უფრო დიდი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი - აფხაზეთი უნდა აეღოთ. შემდეგ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: სამხედრო კოლონამ ენგურის ხიდი კი არ გაიარა, სოფელ თაგილონთან ფონით გადმოვიდა გალის რაიონის ტერიტორიაზე. გალში მოსახლეობა ქართველებს ზეიმით ხვდებოდა, მახსოვს, კოლონიდან ხალხს უყვიროდნენ, - სოხუმში მივდივართო. ქართული შეიარაღებული ნაწილები გალში ისე შემოვიდნენ, რომ ენგურზე მდგარმა აფხაზებმა ვერაფერი გაიგეს. კოლონამ ქალაქის ცენტრალური ქუჩა გაიარა და გზა ოჩამჩირისკენ განაგრძო, გამგეობის შენობაში არც შემოსულან. ყველა გაკვირვებული ვიყავით, ორიოდ საათის შემდეგ გავიგეთ, რომ სოფელ ოხურეისთან (ოჩამჩირის რაიონი) ქართულ შეიარაღებულ ნაწილებს აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაახლოებით ერთ საათში გალში ქართული კოლონის მეთაურებმა 30 აფხაზი სამხედრო მოიყვანეს და გალის პოლიციის უფროსს ჩააბარეს. ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა (დევი ჭანკოტაძე, - ავტ.) პოლიციის უფროსს უთხრა, - ეს ხალხი სამხედრო ტყვეებია. ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაათავისუფლოთ, თორემ მთელ სამსახურს სამხედრო ტრიბუნალი არ აგცდებათო. როდესაც მან სამხედრო ტყვეები ახსენა, ცხადი გახდა, რომ საომარი მოქმედებები იყო დაწყებული. წასვლის წინ დევი ჭანკოტაძემ წაიტრაბახა, - საღამოს არძინბას ტანკით ავუვარდებით სახლშიო. სიტუაცია ძალიან გაურკვეველი იყო".
ვახტანგი, გალის რაიონის სამართალდამცავი სამსახურის ყოფილი მოხელე

ქართული შეიარაღებული ნაწილები სოხუმისკენ დაიძრნენ. გულრიფშის რაიონში მათ კვლავ გაუხსნეს ცეცხლი. დაიღუპა რამდენიმე ქართველი პოლიციელი. ბოლოს, აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და უკან, სოხუმისკენ დაიხიეს. ქართულმა კოლონამ სოხუმში შესვლა გადაიფიქრა და ე.წ. წითელ ხიდთან გაჩერდა. ეგონათ, რომ სოხუმში, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი დამსვენებელი იყო თავმოყრილი და სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად არძინბასთან მოლაპარაკება გადაწყვიტეს.I იმ დროისთვის სოხუმს იცავდა 300-კაციანი აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის ხელმძღვანელი იყო აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი.

აფხაზები შოკში იყვნენ. ჩვენებს სჯეროდათ, ორ დღეში ყველაფერი დამთავრდებოდა და ტყვარჩელში ერთი ტანკიც არ გაუგზავნიათ, რომ ქართული შეიარაღებული ძალების არსებობა ერთი სატანკო ეკიპაჟით მაინც დაფიქსირებულიყო.

22 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20 000-30 000 ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000 დევნილად იქცა.

"საქართველოს რკინიგზაზე, ძირითადად აფხაზეთის მონაკვეთზე, იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდი მანეთის ზარალი, საიდანაც 4 მილიარდი ღირებულების ტვირთი სომხეთს ეკუთვნოდა."
თენგიზ სიგუა, სამხედრო საბჭოს წევრი, 1992 წ.

"იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი იყო, მაგრამ ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში, აფხაზეთის, უფრო ზუსტად, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი-ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა. ეს ყველასთვის ნაცნობი სტატისტიკაა. ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო, საბრძოლო შვეულმფრენებით და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს".
სერგეი შამბა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, 2007

"საქართველოს პოლიცია ყველა ღონეს იხმარს, წელს ზევით გავშიშვლდებით, შიშვლები შევვარდებით და ამ ბანდფორმირებებს აფხაზეთში შავ დღეს დავაყრით."
რომან გვენცაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი,
1992 წლის აგვისტო

1989 წლის ივლისში სოხუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა... სოხუმის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა მარტში მიღებულ ლიხნის დეკლარაციას (დეკლარაცია აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვდა) აპროტესტებდა, რის გამოც უნივერსიტეტი აფხაზი ნაციონალისტების გახშირებული თავდასხმის ობიექტი გახდა, ივლისში უნივერსიტეტში, მისაღები გამოცდების დროს, ქართველ აბიტურიენტებს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ, რამდენიმე დღეში მღელვარება დაპირისპირებაში გადაიზარდა და 1989 წლის 17 ივლისს სოხუმში ქართველ მოსახლეობასა და აფხაზ ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის დროს დაიღუპა 16, დაიჭრა 140 კაცი, მათი უმრავლესობა ქართველები იყვნენ.
იმ დროისთვის საბჭოთა საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, ამიტომ სოხუმში ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმებმა სტაბილური ხასიათი მიიღო. 1992 წელს აფხაზეთში სიტუაცია უკვე აფეთქების ზღვარზე იდგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ივლისში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, 1992 წლის 23 ივლისს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.

მძიმე სიტუაცია იყო დასავლეთ საქართველოშიც - დამშეული მოსახლეობა პერიოდულად რუსეთიდან მომავალ მატარებლებს აყაჩაღებდა და ტვირთს იტაცებდა. სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების დატაცებით ხელს ითბობდნენ შეიარაღებული სამხედრო ფორმირებებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში მრავლად იყვნენ. გარდა ამისა, აქ გააქტიურდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები - ისინი ზუგდიდს აკონტროლებდნენ. სომხეთის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა საქართველოს რკინიგზაზე შექმნილი მდგომარეობის გამო. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მიიღო რკინიგზის დაცვის გადაწყვეტილება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა დაერწმუნებინა არძინბა, რომ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად ქართული პოლიციის 300-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი შეეშვა.
თბილისში უკვე ლაპარაკობდნენ სახელმწიფო საბჭოს ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზანსა და საფრთხეებზე.”

"11 აგვისტოს შემატყობინეს, რომ მიღებული იყო ამგვარი გადაწყვეტილება. ვუსაბუთებდი, ყველას ვუხსნიდი, მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობასაც, - ცხინვალმა დაგვანახა, რომ ძალით ტერიტორიული მთლიანობის პრობლებას ვერ გადავჭრით. აუცილებლად Mმოხდება კონფლიქტის ესკალაცია, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას სამხედრო კონფლიქტის დაწყება მოჰყვება, ხოლო ამას, ცხინვალის მსგავსად, უპირობოდ მოჰყვება რუსული ჯარის სამშვიდობოდ შემოსვლა".
გიორგი ყარყარაშვილი, 2007
წ.

1992 წლის 14 აგვისტოს, დილით, ვლადისლავ არძინბამ დაურეკა გალის რაიონის გამგებელს, რუდიკ ცატავას და გააფრთხილა, - დახვედროდა ქართულ შეიარაღებულ შემადგენლობას და ოჩამჩირემდე გაეცილებინა, სადაც კოლონას უკვე ოჩამჩირის გამგებელი დახვდებოდა.
მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა...

"ჩვენ ვიცოდით, რომ თბილისიდან შეიარაღებული კოლონა მოდიოდა, თუმცა არც კი გვიფიქრია, რომ ისინი გალის აფხაზეთში შემოვიდოდნენ, რადგან, თუ საქართველოს მაშინდელ სიტუაციას გავაანალიზებთ, ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებით უფრო უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, ვინაიდან ამ რეგიონს ცენტრალური ხელისუფლება უკვე ვეღარ იმორჩილებდა. თანაც სწორედ სამეგრელოში იტაცებდნენ სარკინიგზო ტვირთებს. აფხაზეთში, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ძალიან დაძაბული იყო, თუმცა კრიზისის დაძლევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ მთლიანად არ იყო ამოწურული. ამიტომ, რას ვიფიქრებდით, თუ პრობლების მოსაგვარებლად ომი დაიწყებოდა.

როდესაც გალსა და სამეგრელოში გამსახურდიას მხარდამჭერი თითო-ოროლა შეიარაღებული კაცი გამოჩნდა, უშიშროების სამინისტროს მივწერეთ, - მავანნი დაუფარავად დადიან და ხმამაღლა ლაპარაკობენ თავიანთ გეგმებზე. თანაც მოსახლეობა მათ ძალიან უჭერს მხარს, ეს კი კარგს არაფერს მოგვიტანსო. მაგრამ ჩვენს შეტყობინებებს რეაგირება არ მოჰყოლია.

ცოტა ხანში სამეგრელოში გაჩნდნენ გამსახურდიას მხარდამჭერთა მთელი საჯარისო ფორმირებები, ზუგდიდში უკვე იყო ლოთი ქობალია, თავისი ე.წ. გვარდიით, გალის რაიონის სოფელ რეჩხში დაბანაკებული იყო ე.წ. გალის ბატალიონი, ვფიქრობდით, რომ თბილისიდან მომავალ კოლონას სამეგრელოში წინააღმდეგობა შეხვდებოდა. სოფელ ჭუბურხინჯში, ენგურის ხიდის საგუშაგოზე აფხაზების რამდენიმეკაციანი ჯგუფი იდგა. სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ისინი საშიშნი არ იყვნენ.

1992 წლის 14 აგვისტოს, დილით, ჩვენმა სამსახურმა არ იცოდა, რომ სამხედრო კოლონა გალში შემოვიდოდა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, კოლონა ზუგდიდთან გააჩერეს და მხოლოდ მოლაპარაკების შემდეგ დართეს ქალაქის გავლის ნება. როგორც მითხრეს, კოლონის მეთაურებმა "ზვიადისტები" დაარწმუნეს, რომ ისინი მათ "ჭკუის სასწავლებლად" კი არ მოდიოდნენ, არამედ უფრო დიდი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი - აფხაზეთი უნდა აეღოთ. შემდეგ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: სამხედრო კოლონამ ენგურის ხიდი კი არ გაიარა, სოფელ თაგილონთან ფონით გადმოვიდა გალის რაიონის ტერიტორიაზე. გალში მოსახლეობა ქართველებს ზეიმით ხვდებოდა, მახსოვს, კოლონიდან ხალხს უყვიროდნენ, - სოხუმში მივდივართო. ქართული შეიარაღებული ნაწილები გალში ისე შემოვიდნენ, რომ ენგურზე მდგარმა აფხაზებმა ვერაფერი გაიგეს. კოლონამ ქალაქის ცენტრალური ქუჩა გაიარა და გზა ოჩამჩირისკენ განაგრძო, გამგეობის შენობაში არც შემოსულან. ყველა გაკვირვებული ვიყავით, ორიოდ საათის შემდეგ გავიგეთ, რომ სოფელ ოხურეისთან (ოჩამჩირის რაიონი) ქართულ შეიარაღებულ ნაწილებს აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაახლოებით ერთ საათში გალში ქართული კოლონის მეთაურებმა 30 აფხაზი სამხედრო მოიყვანეს და გალის პოლიციის უფროსს ჩააბარეს. ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა (დევი ჭანკოტაძე, - ავტ.) პოლიციის უფროსს უთხრა, - ეს ხალხი სამხედრო ტყვეებია. ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაათავისუფლოთ, თორემ მთელ სამსახურს სამხედრო ტრიბუნალი არ აგცდებათო. როდესაც მან სამხედრო ტყვეები ახსენა, ცხადი გახდა, რომ საომარი მოქმედებები იყო დაწყებული. წასვლის წინ დევი ჭანკოტაძემ წაიტრაბახა, - საღამოს არძინბას ტანკით ავუვარდებით სახლშიო. სიტუაცია ძალიან გაურკვეველი იყო".
ვახტანგი, გალის რაიონის სამართალდამცავი სამსახურის ყოფილი მოხელე

ქართული შეიარაღებული ნაწილები სოხუმისკენ დაიძრნენ. გულრიფშის რაიონში მათ კვლავ გაუხსნეს ცეცხლი. დაიღუპა რამდენიმე ქართველი პოლიციელი. ბოლოს, აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და უკან, სოხუმისკენ დაიხიეს. ქართულმა კოლონამ სოხუმში შესვლა გადაიფიქრა და ე.წ. წითელ ხიდთან გაჩერდა. ეგონათ, რომ სოხუმში, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი დამსვენებელი იყო თავმოყრილი და სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად არძინბასთან მოლაპარაკება გადაწყვიტეს.I იმ დროისთვის სოხუმს იცავდა 300-კაციანი აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის ხელმძღვანელი იყო აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი.

აფხაზები შოკში იყვნენ. ჩვენებს სჯეროდათ, ორ დღეში ყველაფერი დამთავრდებოდა და ტყვარჩელში ერთი ტანკიც არ გაუგზავნიათ, რომ ქართული შეიარაღებული ძალების არსებობა ერთი სატანკო ეკიპაჟით მაინც დაფიქსირებულიყო.

იქაურები მიყვებოდნენ, რომ ქართველებს მთელი დღე ელოდნენ. ეს, ვფიქრობ, ჩვენი შეიარაღებული ძალების ტაქტიკური შეცდომა იყო, რადგან ამით საშუალება მივეცით აფხაზებს, ტყვარჩელი მოგვიანებით სტრატეგიულ პლაცდარმად ექციათ. 14 აგვისტოს საღამოს აფხაზმა სამხედრო ტყვეებმა გალის პოლიციიდან გაქცევა მოახერხეს - ფანჯრიდან გადაძვრნენ. პოლიცია შეშფოთდა. გაქცეულთა ხელახალი დაკავება პოლიციელებმა მხოლოდ მეორე დღეს, საღამოთი შეძლეს (ისინი შემდეგ თბილისში ჩამოიყვანეს და, როგორც ვიცი, მოგვიანებით ქართველ ტყვეებზე გაცვალეს).

სოხუმში ხელისუფლებამ ტელევიზიით საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.
"სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალების აგრესიამ დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოხსნა საქართველოს დღევანდელ ლიდერებს და გამოააშკარავა მათი დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ. ჩვენთან მხოლოდ ქვემეხებისა და ავტომატების ენით სურთ ლაპარაკი, ამ ძნელბედობის ჟამს მე მივმართავ ყოველ მოქალაქეს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი, დაიცავით აფხაზეთი".
ვლადისლავ არძინბა, 14 აგვისტო, 1992 წ.

სოხუმში მოხალისეებისგან ქალაქის დამცველი ბატალიონების შექმნა დაიწყო. ქალაქი პანიკამ მოიცვა, სოხუმს ტურისტები და მოსახლეობა ტოვებდნენ. ქართული მხარე ამაოდ ცდილობდა არძინბასთან მოლაპარაკებას.
14 აგვისტოს, გვიან ღამით, საქართველოს დევნილმა ხელისუფლებამ რუსულ ენაზე გაავრცელა მიმართვა:
"შევარდნაძის კრიმინალურ-ფაშისტური ხუნტა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს ეწევა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ახალი გენოციდით ემუქრება.
ჯერ კიდევ 12-13 მარტს საქართველოს ტელევიზიით გამოვიდნენ ხუნტის მოთავეები - სისხლიანი ჯალათები: თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, რომლებსაც არაერთხელ გაუსვრიათ ხელი საკუთარი მოქალაქეების სისხლით და განაცხადეს, რომ ამზადებენ დიდ სადამსჯელო ოპერაციას სამეგრელოში, რათა ერთხელ და სამუდამოდ”ჭკუა ასწავლონ”მოსახლეობას. მიზეზი კი ის არის, რომ სამეგრელოს მოსახლეობამ მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და არ ემორჩილება დამნაშავეობრივ რეჟიმს, არ უნდა მონაწილეობა ძმათა მკვლელ ომში აფხაზეთში. აგრეთვე, არ აძლევს საშუალებას მათ ბანდიტურ დაჯგუფებებს, შევიდნენ ქალაქებსა და სოფლებში.
მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, ხმა აღიმაღლონ სამეგრელოს დასაცავად და ხელი შეუშალონ ახალი ტრაგედიის დატრიალებას, რომელიც შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, აგრეთვე გააძლიეროს ძალისხმევა სამშვიდობო გადაწყვეტილების მისაღებად აფხაზეთის კრიზისთან დაკავშირებით."
ზვიად გამსახურდია, საქართველოს პრეზიდენტი დევნილობაში

ვინაიდან სამეგრელოს რეგიონს გამსახურდიას შეიარაღებული მხარდამჭერები აკონტროლებდნენ, საომარ კონფლიქტში ჩართული ქართული შეიარაღებული ძალები ზურგის გარეშე დარჩნენ. 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო, რომლისთვისაც მზად არ ვიყავით".
ვახტანგი

"აღმოვჩნდით მიამიტები, ვერ გავითვალისწინეთ, რომ ომისთვის, ბრძოლის გარდა, დამახასიათებელია მზაკვრობა, სიტყვის გატეხა, ხელშეკრულების დარღვევა... სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდით"...”
გია ყარყარაშვილი

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента