ЭКОНОМИКА

ხაჯიმბა: ჩვენი აღიარებით რუსეთმა ძლიერი ქვეყნის სტატუსი დაამტკიცა

20.11.15 16:56




"შვიდი წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების განკარგულებას.
აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსი მნიშვნელოვნად გამყარდა, პოლიტიკურ-სამართლებრივმა რეალიებმა კი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ამ რთული, თუმცა სწორი ნაბიჯით რუსეთმა მსოფლიოში ძლიერი ქვეყნის სტატუსი დაამტკიცა", - აცხადებს რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ამ აღიარებით აფხაზეთის ხალხის ოცნება საერთაშორისო აღიარების კუთხითაც რეალობად იქცა.

როგორც ხაჯიმბა ამბობს, აფხაზეთის წინაშე დგას ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო ინსიტუტების გაძლიერება, ყველა საზოგადოებრივი სფეროს მოდერნიზება, თვითფინანსირება, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება, კანონის უზენაესობის აღსრულება.

"ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ აფხაზეთმა შეძლოს რუსეთის სრულყოფილი და პასუხისმგებლობიანი მოკავშირეობა და სხვა ქვეყნების მიერ აღიარებაც მოიპოვოს".

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента