ЭКОНОМИКА

ცხინვალში რუსეთის მიერ აღიარების მეშვიდე წლისთავს ზეიმობენ

20.11.15 16:56




დღეს, 26 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების მეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ.

"ეს დიდი დღესასწაულია, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ხალხი ბევრი წელი ელოდა. ჩვენს გმირებს ყველაზე რთულ დროსაც სწამდათ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი გახდებოდა. ხალხი, რომელმაც ათეული წლები მძიმე გამოცდებს გაუძლო, ღირსია, რომ აღორძნებულ რესპუბლიკაში იცხოვროს. ჩვენი ხედვა მიმართულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისკენ, რუსეთისთკენ, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშაოთ და სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, კულტურა, განათლება და ის სფეროები უნდა განვავითაროთ, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სჭირდება,"- ამბობს რეს-სთან საუბარში ერიკ პუხაევი, სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

"რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება, რამდენად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ჩვენი ხალხისთვის, ზოგადად გეოპოლიტიკურ ჭრილში. რუსეთის ეს ნაბიჯი პრაქტიკულად სიმბოლოა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი უბრუნდება დიდი სახელმწიფოების რიცხვს", - ამბობს ვიაჩესლავ გობოზოვი, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის დეპუტატი.

26 აგვისტო სამხრეთ ოსეთში დასვენების დღედაა გამოცხადებული.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента