ЭКОНОМИКА
20.11.15 20:57
ბათუმში, "ალი და ნინოს" ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რა დროსაც, როგორც კომპანია "არნაბი 21"-ის წარმომადგენელი მამუკა ჟღენტი ამბობს, ძეგლის ერთი ნაწილი მცირედით დაზიანდა, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს დაზიანება ერთ საათში აღმოფხვრილი იქნება.
კომპანიამ, რომელსაც მამუკა ჟღენტი წარმოადგენს, "ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაციის მიერ 5 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერი „ალი და ნინოს“ სხვა ადგილზე გადასატანად იყო გამოცხადებული. სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებული იყო, სატენდერო პირობების სრული დაცვით განახორციელებინა ბათუმის სანაპიროზე არსებული ქანდაკების „ალი და ნინოს“ ადგილმონაცვლეობა.
"ბულვარის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელი გიორგი ზირაქიშვილი აცხადებს, რომ ძეგლს 2-3 ფრთა აქვს დაზიანებული და იგი ერთ კვირაში აღდგება. მამუკა ჟღენტის თქმით, ძეგლის ახალ ადგილზე მონტაჟი 5 სექტემბერს დასრულდება და იგი დღევანდელი ადგილსამყოფელიდან 50 მეტრში გადაინაცვლებს.
ქანდაკების ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქანდაკების ტექნიკური ნორმების დარღვევით დადგმამ გამოიწვია: "მძიმე ქანდაკების ზღვასთან ახლოს განთავსებამ საფრთხე შეუქმნა „ალის და ნინოს“, რადგან ტალღების მიმოქცევის შედეგად, ქანდაკებას საძირკველი დაუზიანდა".
ბათუმის საკრებულოს წევრი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ძეგლის გადატანა უკანონოდ მიმდინარეობს, რადგან ამაზე არ არსებობს საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც უარყოფს "ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაციის უფროსი და ამბობს, რომ ტენდერი კანონის სრული დაცვით განხორციელდა. კირთაძის თქმით, გადატანის მოტივაციის მიხედვით, ძეგლის 50 მეტრით ადგილმონაცვლეობა საფრთხეს არ ამცირებს და აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და არა - ძეგლის გადატანა.
ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 234 975 ლარი. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
„ალი და ნინოს“ ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ვალდებულია ქანდაკების ადგილმონაცველობა შეათანხმოს ავტორთან. ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ეს შეთანხმება თამარ კვესიტაძესთან ოფიციალურად მიღწეულია. „ალი და ნინო“ ზღვის სანაპიროდან, რამდენიმე მეტრით ზემოთ, ბულვარის მიმართულებით გადაინაცვლებს.
Прочитано : 1
Напишите комментарии
Новостная Лента
-
18:0009.05.24
-
17:3009.05.24
-
Министр обороны почтил память бойцов, погибших во Второй мировой войне
16:5009.05.24
-
16:1209.05.24
-
15:2009.05.24
-
14:4009.05.24
-
Ираклий Кобахидзе почтил память погибших во Второй мировой войне в Парке культуры и отдыха ветеранов
14:0009.05.24
-
13:1209.05.24
-
12:2709.05.24
-
11:5609.05.24
-
10:4009.05.24
-
Хайская община Абхазии поддержала Тавушских реваншистов во главе с Багратом Галстаняном
9:4409.05.24
-
19:2708.05.24
-
19:1508.05.24
-
Послы ЕС поддержали выделение Грузии 30 миллионов евро из «Европейского фонда мира»
15:3608.05.24
-
14:5008.05.24
-
14:0908.05.24
-
13:2408.05.24
-
12:3208.05.24
-
Georgian Wings начало регулярные рейсы по направлению Тбилиси-Прага
11:4208.05.24
-
10:4008.05.24
-
18:0907.05.24
-
Франция сеет хаос на Южном Кавказе, хотя в самой Франции созрела гражданская война
17:1807.05.24
-
Зураб Джапаридзе - У меня оригинальные методы революции, я никого не слушаю
15:4007.05.24
-
15:0007.05.24
-
Из-за оползня на перекрестке Чабуа Амиреджиби будет временно ограничено автомобильное движение
14:2007.05.24
-
АМЮГ - Страсбургский суд установил нарушение по делу о 20 июня 2019 года
13:4007.05.24
-
Госсекретарь министерства экономики Германии Свен Гигольд посетит Грузию
13:0007.05.24
-
"Грузстат" - В марте в Грузии выросли цены на строительство
12:1207.05.24
-
На участке Гудаури-Коби запрещено автомобильное движение
11:1107.05.24
-
Согласно постановлению правительства, 7, 8 и 10 мая являются выходными
10:3007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2806.05.24
-
Ираклий Чиковани почтил память павших героев
16:5006.05.24
-
По прогнозам синоптиков, дождь продолжится в Грузии до второй половины дня 7 мая
16:0506.05.24
-
Владимир Путин издал указ о проведении учений с применением тактического ядерного оружия
14:4506.05.24