ЭКОНОМИКА

ცხინვალი: კულტურული ძეგლების აღდგენა რუსი რესტავრატორის რჩევებით გაგრძელდება

20.11.15 16:58




მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია

რესტავრატორმა რუსეთიდან ალექსანდრ ლესოვოიმ, როგორც გამოცემა Sputnik-ossetia წერს, სამშენებლო კომპანია "უიუტის" ["Уют"] მუშებს კულტურული ძეგლების გამაგრებითი სამუშაოების წარმართვა ასწავლა.
"შესაბამისად, სამხრეთ ოსეთში სამი ტაძრის აღდგენა უკვე რუსი რესტავრატორის მკაცრი რეკომენდაციებითა და სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს კონტროლით განხორციელდება", - აცხადებს ნელი თაბუევა, კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი.

"ალექსანდრ ლესოვოიმ მოინახულა იკორთას, გომართის ტაძრები და თირის მონასტერი. მან შენიშვნები მისცა ტაძრების ტერიტორიაზე მომუშავეებს და მუშებს შეცდომებზე მიუთითა. მისცა კონკრეტული რეკომენდაციები", - აცხადებს თაბუევა.

მანამდე მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ედურდ ძაგოევმა განაცხდა, რომ "უიუტს" კულტურული ძეგლების ტერიტორიებზე სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია და აღიარა მისი სამინისტროს პასუხისმგებლობა თირის მონასტრისთვის მიყენებულ ზიანში.

ცხინვალში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასწრაფო კონსერვაციას 250 კულტურული ძეგლი საჭიროებს.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента