ЭКОНОМИКА

ჰააგის სასამართლომ რუსეთისგან ცხინვალში საბრძოლო მოქმედებებზე მასალები მოითხოვა

20.11.15 17:09




მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბასტირკინი აცხადებს, რომ მოსკოვისგან ჰააგის სასამართლომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებში საგამოძიებო მასალები მოითხოვა.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ "ესეც გარკვეული სანქციაა", ვინაიდან ქართულმა მხარემ თავის კონტრარგუმენტები წარადგინა და "ალბათ ჩვენზე დაიწყება ზეწოლა და აგრესიაში დაგვდებენ ბრალს".

"ჰააგიდან წერილი მოვიდა, სადაც გვთხოვენ, ბოლოს და ბოლოს, წარვადგინოთ მასალები", - აცხადებს ბასტრიკინი. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საგამოძიებო კომიტეტის მუშაობის სეროზულ შედეგების იგნორირებას ახდენს, მაგალითად, 2008 წლის მოვლენებისა ოსეთში.

"ჩვენ 500 ტომი გამოვიძიეთ. ამ დრომდე არც ერთი საერთაშორისო ინსტანცია ამ საქმით არ დაინტერესებულა. ვცდილობდით შეგვეტანა ჩვენი მასალები. ჩვენ ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს სამხედროთა ქმედებებს საერთაშორისო და სამხედრო დანაშაულად ვაკვალიფიცირებთ", - ამბობს რუსეთის წარმომადგენელი.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента