ЭКОНОМИКА

გურამ მარხულია „დაშნაკცუტუნის“ სისხლიანი ნაკვალევი' თავი IV

21.11.15 11:54


დაშნაკცუთუნის სტრუქტურა
დაშნაკთა მამამთავრებმა გადაწყვიტეს, რომ სომხებს მობეზრდათ მშვიდი ცხოვრება და საჭიროა საკუთარი ხალხის სისხლის დაღვრა. დაშნაკი იდეოლოგების მოწოდებაზე, მომაკვდავი ლომის დასაფლეთად მაშინათვე მოირბინეს აფთრებმა და ტურებმა. რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ დაშნაკთა საიდუმლოებებზე, მათი იდეოლოგების აზრით, სომეხთა ნამდვილი საიდუმლო იმაში არაა, თუ როგორ იცხოვრეს მათ, არამედ მათ სიკვდილშია, ასე აცხადებდნენ დაშნაკი ბელადები თავის ერზე.
ჯერ კიდევ 1919 წელს კავკასიაში მყოფმა ინგლისელმა ჟურნალისტმა შენიშნა ,,დიდი არმენიის" ნაციონალური იდეების მესვეურთა მიდრეკილება სისხლიანი სპექტაკლების მოსაწყობად. კერძოდ, პარტია ,,დაშნაკცუთუნის" შესახებ ის წერდა: ,,ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც წლების მანძილზე აქეზებდა სომხებს თავს დასხმოდნენ მუსლიმებს. როცა ამ უკანასკნელთაგან განიცადეს დამსახურებული შურისძიება, მათ დაიწყეს ამის შესახებ ხმების გავრცელება, რათა მოეპოვებინათ საერთაშორისო სიმპათია ,,საწყალი სომხებისადმი". მაშ ასე, რა ჩაიდინეს ,,საწყალმა სომხებმა", რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მათ მოწყინდათ ცხოვრება?
ასე, მეფის რუსეთის მცდელობა, მის მფარველობაში შესულ სომხებზე დაყრდნობით, წაერთვა თურქეთისათვის გარკვეული ტერიტორიები, მოგე-რიებულ იქნა ახლო აღმოსავლეთში მისი მთავარი მეტოქის - ინგლისის მიერ. ბერლინის კონგრესზე ინგლისის დაჟინებული მოთხოვნით აღნიშნული $ 16 შეიცვალა ახალი მუხლით (მუხლი 61), რომელიც თურქეთის მთავრობას ავალდებულებდა სომხურ პროვინციებში აუცილებელი რეფორმების გატარებას, ". მაგრამ გასატარებელ რეფორმებზე კონტროლი გადაეცა არა ერთპიროვნულად რუსეთს, არამედ ბერლინის კონგრესში მონაწილე ექვსი დიდი ქვეყნის ,,კონცერნს".
ბერლინის კონგრესის დადგენილებამ სომხური ბურჟუაზიის მმართველ წრეებში გააჩინა იმედი იმისა, რომ სომხური ნაციონალური სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლაში მათ დახმარებას გაუწევდა უკვე არა რუსეთი, არამედ ყველა დიდი სახელმწიფო. ამ ილუზიებს განსაკუთრებით აძლიერებდა ინგლისის დიპლომატია, რომელიც სომხებს პირდებოდა ,,ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმულ დიდ არმენიას". თუმცა ორიენტაციის შეცვლამ გამოიწვია საერთაშორისო თვალსაზრისით სომხეთის სრული იზოლაცია. მათ თვითონვე თქვეს უარი რუსეთ¬ზე, ინგლისს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ის სურდა, რომ ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში რუსეთს არ გამოეყენებინა სომხები. მისი საკუთარი პოლიტ¬იკი¬სათვ¬ის თურქეთში - ამ დროისთვის სომხები საჭირო არ იყვნენ: ამ პოლიტიკის მორი¬გი ამოცანები გადაჭრილ იქნა თურქეთთან ფარული შეთან¬ხმებით, რომლის თანახმადაც რუსეთისაგან თურქეთის დაცვის სანაცვლოდ ინგლისმა მიიღო კუნძული კვიპროსი. ამდენად, ინგლისმა ჩააგდო მეფის რუსეთის მიერ თურქეთის სომხებზე გაკეთებული ფსონი, ხოლო ეს უკანასკნელნი მიატოვა თურქეთის მთავრობის ანაბარა.
დიდი სახელმწიფოების იმედზე მყოფი სასოწარკვეთილი სომხური ბურჟუაზია, რომელიც დადგა ,,დიდი არმენიის" ბაზისად მოაზრებული გლეხთა მასების ფიზიკური განადგურების წინაშე, შეიარაღებულ ბრძოლაზე გადავიდა. იწყება ნაციონალისტური პარტიების შექმნა. რუსულ ამიერკავკასიაში დაფუძნებული პარტიები თურქეთში გზავნიან აგიტატორებსა და პროპაგანდისტებს, ქმნიან ამხოხებულთა რაზმებს, რომელთა გამოსვლა მიზნად ისახავს არა იმდენად რეალურ სამხედრო წარმატებებს, არამედ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა ყურადღების მიპყრობას, რათა აიძულონ მათ ბერლინის ტრაქტატის 61-ემუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ერთ¬ნაი¬რად დაივიწყეს თურქეთმაც და ევროპის დიდმა სახელმწიფოებმაც. ამ მიმართულებითვე დასავლეთ ევროპაში გაძლიერებულ მუშაობას ეწეოდნენსომხური პარტიების საზღვარგარეთის კომიტეტებიც.
დიდი სახელმწიფოები ამ მოვლენებს (სომეხთა გამოსვლებს) გულგრილად ეკიდებოდნენ. ინგლისის წუთიერი დაინტერესება სომხებით გაქრა: ამასთან, ის დაკავშირებული იყო რუსეთთან, რომელმაც განაცხადა, რომ ის ,,არ დაუშვებს რომელიმე დიდი სახელმწიფოს მხრიდან თვითნებურ გამოსვლას." რაც შეეხება რუსეთს, ის ამ პერიოდში ამიერკავკასიაში ეწეოდა რუსიფიკაციის პოლიტიკას და ღიად აპროტესტებდა ,,აზიაში ისეთი ტერიტორიის შექმნას, სადაც სომხები ისარგებლებდნენ განსაკუთრებული უპირატესობებით". გარდა ამისა, ბულგარეთში განცდილი მარცხის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ კნიაზ ლობანოვროსტო¬ვსკის პირით განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს ,,სხვა ბულგარეთის" შექმნას. გერმანია კი, რომელიც დაკავებული იყო ბაღდადის გზაზე კონცესიების შეძენით, არათუ აპროტესტებდა ოსმანთა ქმედებებს არამედ იმპერატორმა ვილჰელმ II-მ ღიად მოიწონა აბდულ-ჰამიდის პოლიტიკა ,,მეამბოხე ქვეშევრდომების" მიმართ .
1890-იანი წწ. მარცხმა დაშნაკცუთუნს პოლიტიკა შეაცვლ¬ევ¬ინა: მან შეთანხმება დადო ახალგაზრდა თურქებთან; 1907 წ. დაშნაკთა ინიციატივით პარიზში გაიმართა ოსმალეთის იმპერიის ყველა ოპოზიციური პარტიის სხდომა, რომელზეც შეიმუსავეს სახელმწიფო გადატრიალების გეგმა.
გადატრიალება მოხდა 1908 წელს, მაგრამ მან დაშნაკებს არ მისცა მოსალოდნელი შედეგი – სომეხთა მდგომარეობა ახალი რეჟიმის პირობებში არაფრით გაუმჯობესებულა. ამის გამო სომხეთის პოლიტიკური წრეები კვლავ იცვლიან ორიენტაციას და უბრუნდებიან თავდაპირველ საყრდენ ბაზას – რუსეთს. მეფის ხელისუფლება ამჯერად ხალისით დგამს შემხვედრ ნაბიჯს. მომწიფებულია მსოფლიო ომი; სომხები, რომლებიც, მილიუკოვის თქმით, ,,სახლობენ რუსეთისა და თურქეთის გზაგასაყარზე" დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენენ.
თავდაპირველად აქტიურმა ლიდერებმა დაიწყეს სომეხთა ფსიქიკაზე ზემოქმე¬დება იმ მხრივ, რომ თურქეთში სომეხთა მდგომარეობა აუტანელია და აუცილებელია მათი განთავისუფლება თურქთა უღლისაგან, ხოლო ამისთვის კი საჭიროა თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა რესურსის თავმოყრა და ორგანიზება. თუ ეს მიღწეული იქნება და სომხები დაიწყებენ ბრძოლას, მაშინ ევროპული ქვეყნები დაეხმარებიან მათ ბერლინის შეთანხმების 61-ე მუხლის საფუძველზე. შემდეგ კი შეიქმნება სომხეთის სამეფო. სომეხთა წინამძღოლებმა ამჯობინეს დრო არ გაეწელათ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის ეჩვენ¬ებინათ თავიანთი ძალა და მიეპყროთ მათი ყურადღება. ამისათვის კი სისხლი უნდა დაღვრილიყო. დაშნაკები იწყებენ პარტიის რეფორმირებას ახალი პრინციპების, ახალი მოთხოვნების საფუძველზე.
1905-1906 წწ. კავკასიაში ძალიან დაძაბული გამოდგა და სისხლიანი მო¬ვ¬ლენებით აღინიშნა, რაც გამოწვეული იყო სომხებსა და მუსლიმებს შორის არ¬სებულისაუკუნოვანი დაპირისპირების ექსკალაციით. ,,დაშნაკცუთუნმა" აჩვენა თავისი ,,სიძლიერე", ხოლო მუსლიმებმა ზღეს თავიანთი ზედმეტი მიმდობლობის გამო. აქ ორმაგ თამაშს ჰქონდა ადგილი: პირველ რიგში, გადმოანთხიეს მუს¬ულ¬მანთა მიმართ არსებული ზიზღის ნაწილი მაინც, ხოლო მეორე მხრივ, ბეჭდური საშუალებებისა და პროპაგანდის საშუალებით ყოველივე მომხდარში დადანაშაულებულ იქნა რუსეთის მმართველობა. ამდენად, გამოჩნდა მძლავრი სააგიტაციო მასალა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ მთლიანად კავკასიის მოსახლეობაში რევოლუციური განწყობის გასაღვივებლად. ამის შემდეგ, ,,და¬შნაკებმა" შესთავაზეს და დადეს კიდეც კავშირი უფრო კულტურულ და რევოლუციურ საქმეებში გამოცდილქართველებთან და მუსულმანებთან, რითაც მოტყუებით ხელში ჩაიგდეს ისინი. შედეგად კი ტერორის გზით განადგურებულ იქნა სომეხთათვის მიუღებელი უამრავი რუსი ადმინისტრაციული მოხელე თუ კერძო პირი: გენერალი ალიხანოვი, გუბერნატორები: ნაკაშიძე, ანდრეევი, პოლკოვნიკი ბიკოვი, სახაროვი და მთავრობის ბევრი სხვა აგენტი (პარტიის ანგარიშიდან). მეორე მიზანი, რომელიც ამასთან ერთად დასახული იყო, ნაწილობ¬რივ იქნა მიღწეული: ამიერკავკასიის ტერიტორიაზე სომხების მუსულ¬მანებ¬ისაგან გამიჯვნა და მიწების განთავისუფლება თურქეთიდან და ნაწილობრივ ირანიდან გადმოსახლებული სომხებისათვის, რომელთა რიცხვმა სულ რაღაც 5-6 წლის განმავლობაში ½1/2 მილიონს მიაღწია, რომელთაგანაც 200 ათა¬ს¬მა რუსული ადმინისტრაციის შუამდგომლობით მიიღო ქვეშევრდომობა. ელიზავეტოპოლის (დღევ. განჯა), ერევნისა და ყარსის ოლქებში დემარკაცია ნაწილობრივ მიღწეულ იქნა და გაათავისუფლეს მიწების ნაწი¬ლი, რამ¬დე¬ნადაც უამრავმმა მუსლიმმა იქიდან გაქცევით უშველა თავს. როდესაც რუსე¬თში აჯანყება ჩახშობილ იქნა, პარტიამ აქტიური სამხედრო გამოსვლები შეწყვიტა. თუმცა აქ მშვიდობამ მაინც ვერ დაისადგურა, რამდენადაც გამოსვლების შემდეგ დარჩა მძარცველთა და გამომძალველთა ბრბოები. ისინი ფორმირებული იყვნენ ამბოხებულთა საფარქვეშ და ატერორებდნენ მოსახლეობას, რომელმაც თანდათანობით ზურგი შეაქცია ორგანიზაციას. ორგანიზაციაში მიხვდენენ რა ზიანის მომტანი იყო ეს მოვლენა და დაიწყეს მათი დევნა, მით უმეტეს, რომ შიშობდნენ, ბანდიტთა მოქმედებებს არ გამოეწვია მთავრობის მხრიდან პარტიისა და საერთოდ სომხების მიმართ რეპრესიები. ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი კიდევ უფრო შორს წავიდა. ისინი ხედავდნენ, რომ ,,დაშნაკცუთუნის" ღია რევოლუციურ გამოსვლას, რომელსაც ითვალისწინებდა 1904 წლის ყრილობის დადგენილება, რუსეთში სიტუაციის დაწყნარების შემთხვევაში, შეიძლებოდა გამოეწვია სომხების მოქცევა რუსეთ-თურქეთის მხრიდან ორმაგი წნეხის ქვეშ. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ამ დადგენილების იგნორირება და თითქმის აშკარად დაიწყეს რუსული ადმინისტრაციის დახმარება მკვლელებისა და მძარცველების განეიტრალების საქმეში, რითაც ცდილობდნენ მთავრობისათვის ეჩვენებინათ თავისი ლოიალობა და რომ რევოლუციური საქმიანობა წინანდებურად მხოლოდ თურქეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასეთი პირები, რომლებიც ძირითადად სამხედრო ორგანიზაცია ,,ზინვოროვებიდან" იყვნენ, სამწუხაროდ ძალიან მცირე აღმოჩნდა. მათი საქმიანობა ძირითადად გამოვლინდა ამ ბრძოლისათვის სპეციალურად ფორმირებულ ე.წ. ,,მწვანე გვარდიის," ან ,,მწვანე ასეულის" გამოსვლებში.
,,mwvane gvardiis" saTaveSi mdgomi pirebis TviTneburi moqmedeba ეწინააღმდეგებოდა ყრილობის დადგენილებას ,,ruseTze Ria Setevასთან" დაკავშირებით. es ki erTis mxriv emuqreboda partiul disciplinas, xolo meore mxriv warmoadgenda ,,daSnakcuTunis' erT-erTi umTavresi kanonis darR¬vevaთ.
ეს ე.წ. ,,mwvane gvardiis" რაზმები სულ 8 იყო, ხოლო მერვე იყო ნახიჩევანში. რუსეთისთვის ე.ი. რუსეთში სამოქმედოთ, რუსეთის წინააღმდეგ, შექმნილი იყო როსტოვში, მოსკოვში ამ რაზმს ეწოდებოდა „ეკეგეცი", პეტერბურგსა და კიევში - სომეხთა „მწვანე რაზმს" ეწოდებოდა „იხტავაირი", მიუხედავად ამისა რუსეთში ზუსტად მაინც არვიცით რამდენი იყო შექმნილი. სპარსეთში სომხური რაზმების დისლოკაციის ადგილი თეირანში და თავრიზში იყო. ე.წ. თურქეთის სომხეთში, ე.ი. მცირე აზიაში – ერზრუმში და ვანში. ყველა ესენი 13 ან 14 (შესაძლოა მეტიც) რომლის ცენტრალური კომიტეტი მდებარეობდა თბილისში. თბილისი ითვლებოდა სომხური ნაციონალისტური პარტიის დაშნაკცუთუნის უმაღლესი ორგანოს ,,აღმოსავლეთის ბიუროს" ცენტრად.
დანარჩენებსაც ასეთივე ორგანოები ადევნებდნენ თვალყურს-,,დასავლეთის ბიურო", რომელიც მდებარეობდა ჟენევაში; დანარჩენი კომიტეტების განლაგება ასეთია: ეგვიპტეში – 1, მაკედონიაში – 1,ბულგარეთში – 1, შემდეგ – ვენაში, პარიზში, ლო¬ნდ¬ონ¬ში, ბოსტონში და სავარაუდოდ ნიუ-იორკში. ყველა ცენტ¬რალურ კომ¬იტეტს უკვე გააჩნიაა ავტონომია, რა თქმა უნდა სამოქმედო პროგრამის ფარგლებში და წარმოადგენს ჩვენი ყველა საგუბერნიო დაწესებულების ერთობლიობას სრული ძალაუფლების მქონე სასამარ¬თლოსთან ერთად, სიკვდილით დასჯის უფლების ჩათვლით. ცენტრალურ კომიტეტთანვე გამოდის პარტიული გაზეთიც.
ცენტრალური კომიტეტების ჯგუფს განაგებს ,,პასუხისმგებელი ორგანო". თუმცა ამ ორგანოთა რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ გასულ წელს შეიქმნა, უცნობია. დარწმუნებით შეიძლება მხოლოდ ითქვას, რომ ერთი თბილისში მდებარეობს, რომელიც მართავს ამიერკავკასიის მხარეს; ერთიც ერზრუმსა თუ ვანში – აზიური თურქეთისათვის; ასეთივე სპარსეთისათვის და ერთიც ბალკანეთის ნახევარკუნძულისათვის. ალბათ არსებობს ასევე ქ. ბაქოში – ჩრდილოეტ კავკასიის, ბაქოს გუბერნიისა და ელიზავეტოპოლის აღმოსავლეთ ნაწილისათვის, მეორე ყარსში ან ერივანში უკვე თავისუფალი არმენიის სამართავად (ცენტრალური კომიტეტები: ყარსი, ერივანი, ნახიჩევანი, შუშა), მესამე – პეტერბურგში და ერთიც პარიზში. ,,პასუხისმგებელი ორგანო" მარ¬თა¬ვს თავისი რაიონის სომეხ მოსახლეობას, აწარმოებს საგარეო კავშირებს და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უშუალოდ დაკავშირებულია ,,აღმოს¬ავლ¬ეთ¬ის" ან ,,დასავლეთის ბიუროსთან". ,,ბიურო" კი თავის მხრივ წარმოადგენს პასუხისმგ¬ებელ სამინისტროს, ოღონდ მხოლოდ უმაღლესი ხელისუფლების წინაშე და მართავს მხოლოდ მისთვის დაკისრებული სპეციალური უფლებამო¬სილ¬ებით: ევალება შემოსავლების როგორც ფინანსური, ასევე სტატისტიკური და პოლიტიკური კონტროლი, ეწევა ყველა ორგანოს საპროკურორო ზედამხედველობას და მთლიანად განაგებს პრესას (ამ უკანასკნელს, რა თქმა უნდა აქვს სიტყვის სრული თავისუფლება, ოღონდ თავისუფლება პარტიულ ჩარჩოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორი ითვლება პარტიის მოღალატედ და გადაეცემა სასამართლოს). გარდა ამისა, ბიურო ადგენს წესდებებსა და ინსტრუქციებს პარტიული დაწესებულებების საშინაო თუ საგარეო სამსახურებისათვის.
ადგილობრივი დაწესებულებებიდან ყველაზე ფართო უფლებებით სარგებლობს მმართველობის ერთი ორგანო - ,,რაიონული კრება", მაგრამ ,,ბიურო" მას არ ემორჩილება, მხოლოდ მხედველობაში იღებს კრებაზე შემუშავებულ წინადადებებს. რაიონული კრება სამია: კავკასიის, არმენიის და ევროპის. ისინი პერიოდულად იკრიბებიან ძირითადად საგარეო პოლიტიკური საკითხების განსახილველად. თითოეული კრების უფლებამოსილება მხოლოდ თავის ტერიტორიაზე ვრცელდება. კავკასიის რაიონული კრება მართავს მთელ რუსეთს, სომხეთისა – სპარსეთს, ხოლო ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს. დაბოლოს, მთელი პარტიის სათავეში დგას ,,საერთო კრება", რომელიც ძალზე იშვიათად იკრიბება და ფლობს მთელ ძალაუფლებას. კრებაზე მიღებული ახალი წესებისა და გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება ეკისრება კრების მიერვე დანიშნულ ,,კავშირის საბჭოს",,საბჭოს" სესია იკრიბება ყოველ წელს, სექტემბრის თვეში.
დასახელებული 9 ორგანო წარმოადგენს მხოლოდ ძირითად რგოლებს და ამით არ ამოიწურება მთელი ორგანიზაციის სტრუქტურა; მათ გარდა კიდევ არსებობს დამატებითი, ძირითადად სპეცდანიშნულების ორგანოები, რომლებიც მათი მნიშვნელობის მიხედვით ექვემდებარება სხვადასხვა მთავარ ორგანოს. ალბათ, არსებობს ისეთი ორგანიზაციები და ორგანოებიც, რომელთა შესახებაც არავითარი ცნობა არ არსებობს. ცნობილებიდან კი დამატებით ორგანოებს მიეკუთვნება: ,,პროფესიული და სასოფლო კავშირები", ,,წითელი ჯვარი", ,,პარტიათაშორისი ორგანო", ,,კვლევის ორგანო", ,,პრესის ორგანიზაცია", ,,კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება", ,,დამხმარე წევრები", ,,პატორიკ", ,,თავდაცვის კომიტეტები", ,,ორგანიზაცია ,,დელი", ,,ტერორისტული კომიტეტი," ,,დაშინების ორგანიზაცია" და ორი ,,სტუდენტური ორგანიზაცია".
პროფესიული კავშირები შედგება პარტიის დაბალი რგოლის აგენტებისაგან; აქ გადაბირებულები იღებენ პოლიტიკურ-რევოლუციურ აღზრდას, რის სემდეგაც ირიცხებიან შესაბამის კავშირში. თითოეული კავშირი ხელმძღვანელობს ბიუროს მიერ შემუშავებული წესდებით, ხოლო მის ტაქტიკას განსაზღვრავს ცენტრალური კომიტეტი. წესდება შესაბამის მასალებთან ერთად ისწავლება ხუმბებში, რომლებიც სახელს ატარებენ თავიანთი სპეციალური მეცადინეობების ან დანიშნულების მიხედვით, პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ხუმბები: სააფთიაქო, პარიკმახერების, მეღვინეების, მჭედლების, მეაბრეშუმეების და ა.შ. მეცადინეობის ხასიათისდა მიხედვით. მეორე კატეგორიას მიეკუთვნება: წითელი ჯვრის, ტერორისტების, ,,დელი". თავდაცვის და ,,ზინვორების".
,,წითელი ჯვრის" ხუმბები, მართალია იმყოფება ქვეკომიტეტის უწყებაში, მაგრამ მათ განაგებს კომიტეტი ან ცენტრალური კომიტეტი. ქვეკომიტეტი კი მხოლოდ სწავლებასა და აღზრდას ეწევა. ,,წითელი ჯვრის" მიზანია – ფუ¬ლ¬ის შეგროვება პატიმრებისა და გაჭირვებულთათვის, გადასახ-ლებულ¬ები¬სა¬თვის, ტუსაღების მომარაგება საკვებით, ფულით, რევოლუციური ლი¬ტე¬რა¬ტურით, წერილების გადაცემა, ყველანაირი ზომის მიღება პატიმრების გასათავისუფლებლად, იქნება ეს მოსყიდვის, ქრთამის, ადმინისტრაციასა თუ სასამართლოზე მორალური ზეწოლის, გაქცევის ორგანიზებისა თუ თვით შეიარაღებული თავდასხმის გზით. ეს უკანასკნელი ქმედება ხორციელდება სხვა ორგანოებთან ერთად.
შემდეგი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი სპეციფიკური მოწყობა და სარგებლობს გარკვეული ავტონომიით, ესაა სასწავლო. მისი მოწყობა შემდეგნაირია: ის ქმნის საკუთარ – პროპაგანდისტების, რაზმელებისა და მოსამზადებელ ხუმბებს. ხუმბათა წარმომადგენლები (ხუმბანატები) ქმნიან ქვეკომიტეტს. ქვეკომიტეტების კრება ირჩევს 4-6 კაციან კომიტეტს....დელეგატთა საერთო კრებაზე ირჩევენ ერთ წარმომადგენელს , ცენტრალურ კომიტეტსა და ,,აღმასრულებელ ხელმძღვანელ ორგანოში". სასწავლო ორგანიზაციის მიზანია ყოველნაირი გზით ხელი შეუწყოს პარტია ,,დაშნაკცუთუნის" მიზნების მიღწევაში და აღზარდოს პარტიის მომავალი ინტელიგენტი და განათლებული ხელმძღვანელები.
უფრო ინტელიგენტურ ორგანოებს წარმოადგენს ,,პარტიათაშორისი ორგანო" და ,,კვლევის ორგანო". ისინი დამოკიდებული არიან მხოლოდ ,,პასუხისმგებლობით ორგანოზე" ან ,,ბიუროზე". ,,პარტიათაშორისი ორგანო", რომელიც რევოლუციურ საქმიანობაში ძალზე დიდი მნიშვნელობისა იყო, ევალებოდა ნებისმიერ ფასად მოეგვარებინა ,,დაშნაკებსა" და სხვა რევოლუციურ ორგანიზაციებს, ასევე სომხებთან შეხებაში მყოფ სხვა ხალხებთან არსებული უთანხმოებები. ამ ორგანოს გადაწყვეტილება უაპელაციო იყო.
,,კვლევის ორგანო" შედგება ინტელიგენტთა წრისაგან. მათი მოვალეობა იყო შეეგროვებინათ დაწვრილებითი, ყოველმხრივი სამხედრო-სტატისტიკური ცნობები როგორც მომავალი ,,დიდი არმენიის" რესპუბლიკის ტერიტორიის, ასევე მასთან დაკავშირებული სახელმწიფოების – რუსეთის, თურქეთისა და ირა¬ნის შესახებ. პროპაგანდის საკითხში უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს ,,პრესის ორგანიზაციას" და ,,კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებას". ორივეს ხელმძღვანელობს ,,ბიურო". კულტურული ორგანიზაციები ხელისუფლების ნებართვით ბოლო ხა¬ნებში კავკასიაშიც წარმოიქმნა. ისინი განათლების გავრცელების საფარქვეშ მიზნად ისახავენ კავკასიის ხალხების თვითგამორკვევას, მასებში რევოლუციური განწყობის გაღვივებას, მშობლიურ ენაზე სკოლების დაარსების, სახალხო უნივერსიტეტების ორგანიზების, საჯარო ლექციების გზით.
რაც შეეხება პრესას, ის მთლიანად ,,ბიუროს" ხელშია. ის მართავს ყველა პარ¬ტიულ გაზეთს და გამოცემას როგორც სომხურ, ასევე რუსულ და სხვა ადგილობრივ ენებზე. პარტიას აქვს თავისი სტამბები, რედაქციები, წიგნის მაღ¬ა¬ზი¬ები, ბიბლიოთეკები და გამომცემლობები. საერთოდ, კავკასიის თიტქმის მტ¬ე¬ლი პრესას ორგანიზაცია განაგებს. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, თვით ცენზ¬ურ¬¬ის კომიტეტიც კი, ,,დაშნაკთა" მოწინააღმდეგებს დევნის.
სრულიად გვერდზე დგას ,,დაშნაკცუთუნის" რუსი და ევროპელი სტუდენტების ორი ორგანიზაცია. ერთიც და მეორეც ეწევა სტუდენტების გა-და¬ბ¬ი¬რებას და პროპაგანდას; ოღონდ თავის სტუდენტებში პროპაგანდას უწევ¬ე-ნ ნა¬ც¬ი¬ონალურ-რევოლუციურ, ხოლო დანარჩენებთან – საერთორე¬ვოლუციურ, კოს¬მ¬ო¬პ¬ოლ¬იტურ იდეებს. ორგანიზაციასთან კავშირი ხორციელდება მხოლოდ რაიონული და საერთო ყრილობების წარმომადგენელტა მეშვეობით.
ორგანიზაციასთან ასევე არ არიან დაკავშირებული ე.წ. ,,დამხმარე წევრები". მათ რიცხვში შედის ყველა, ვინც იზიარებს ,,დაშნაკთა" შეხედულებებს და ეხმარება მათ მატერიალურად ან სხვა სახით. ასეთ წევრებს ზოგჯერ იწვევენ ორგანიზაციის კრებაზე და შეიძლება მათ გარკვეული დავალებებიც მისცენ. თუმცა, ისინი ორგანიზაციაში არავითარი უფლებით არ სარგებლობენ. ,,დამხმარე წევრების" სოციალური შემადგენლობა ძალზე ჭრელია და ფართო, უღატაკესი მუშით ან ყაჩაღით დაწყებული, მილიონერითა და ცნობილი სახელმწიფო მოღვაწით დამთავრებული, მაგ., ისეთით, როგორიც იყო ფრანგი დეპუტატი და სოციალისტების ბელადი ჟორესი.
ყველა ზემოთდასახელებული ორგანოსა თუ ორგანიზაციის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ,,კავშირის საბჭოს" ემო¬რჩილება. ესაა ეჩმიაძინის სინოდთან არსებული სასულიერო პარტია ,,პატ-ორ¬იკი". პარტიის საბრძოლო ჯგუფებიდან ცნობილია: ,,თავდაცვა", ,,დაშინების ორგანიზაცია", ,,ტერორისტული მოსამზადებელი კომიტეტი", ,,პასუხისმგებელი მოქმედი კომიტეტი" და ,,დელი". ,,თავდაცვა" –ესაა სახე-ლმ¬წიფო მილიცია. ის წარმოიქმნა კავკასიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობების დროს. მილიციონერთა რიგები ივსება სომხებისაგან, რომელთაც გააჩ¬ნ¬იათ საკუთარი იარაღი. მილიციას აქვს თავისი კომიტეტები და ქვე¬კომ¬იტე¬ტე¬ბი, რომლებსაც კონტაქტი აქვთ ცენტრალურ კომიტეტთან. ,,თავდაცვა" მოქმედებას იწყებს სახალხო მღელვარებებისა და მასობრივი არეულობების დროს. დანარჩენი გასამხედროებული ორგანიზაციები აწარმ-ოებდ¬ნ¬ენ პარტიის კონსპირაციულ საქმეებს, ძირითადად მკვლელობებს.
საერთო ყრილობა ნიშნავს სამ პირს, რომლებიც ხელმძღვანელობენ პარტიის მთელ ტერორისტულ საქმიანობას. სწორედ ამ სამ კაცს უწოდებ¬¬ენ ,,მოსამზადებელ ტერორისტულკომიტეტს". ისინი ემორჩილებიან მხოლოდ ,,კავშირის საბჭოს". უმაღლესი ხელმძღვანელობა და ტერორის მომზ¬ადება ,,მოსამზადებელ კომიტეტს" ევალება. ,,მოქმედ კომიტეტს" აქვს თავისი ქვეკომიტეტები და ტერორისტული ხუმბები. ,,მოქ¬მედ კომიტეტს" ცენტრალურის ბრძანებით სის¬რუ¬ლეში მოყავს ტერორისტული განაჩენი მხოლოდ ადმინისტრაციის დაბალი რგოლების და ადგილ¬ობრივი მოსახლეობის მიმართ. უფრო სერიოზული ხასიათის დავალებას ახორციელებს პასუხისმგებელი ორგანოს ბრძანებით. ,,მოქმედი კომიტეტის" მოვალეობაში შედი¬ოდა ასევე იარაღისა და ასაფეთქებელი მასალის დამზადება და შეძენა. სხვა¬თა შორის, მე-4 ყრილობის დადგენილებით, პარტიამ ამ საქმიანობისათვის საკუთარი სახელოსნოები და ფაბრიკები შეიძინა. ისინი კავკა¬სი¬ის ფარგლებს გარეთ, რუსეთში ფუნქციონირებდნენ. ცენტრალურ კომიტე¬ტთ¬ან არსებობს კონსპირაციული ორგანიზაცია ,,დელი" ანუ მზვერავები. მათ ჰქონდათ სპეციალური მოვალეობა – დაედგინათ ყველა იმ პი¬რის ვინაო¬ბა, ვინც ხელს უშლიდა ,,დაშნაკცუთუნს" საქმიანობაში და დაეწესებინათ მათ¬ზე მეთვალყურეობა. სხვა არავითარი ინფორმაცია ამ ორგა¬ნი¬ზ¬ა¬ციაზე არ არსებობს.
,,დაშნაკცუთუნის" ორგანოების მოკლე მიმოხილვიდანაც ვხე¬დ¬ავთ, რომ მას გააჩნია საკუთარი უწყებები: საკანონმდებლო, საგან¬მანათ¬ლებლო, სასამართ¬ლო, რელიგიური თუ საგარეო საქმეების, პოლიცია, ფინანს¬უ¬რი სისტემა, მილიცია, ე.ი. სამხედრო ძალა.
როგორც ჩანს, შიდა-სახელმწიფოებრივი მოწყობის მხრივ ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული, მაგრამ ,,დაშნაკცუთუნი", რომელიც მიზნად ისახავს ,,თავისუფალი დიდი არმენიის" შექმნას შეაიარაღებული ამბოხების გზით, არ თვლიდა რომ სახალხო მილიციის რაზმებით შესაძლებელი იყო დამოუკიდებლობის მიღწევა. ამიტომაც, სხვა საერთორევოლუციური პროგრამების საწინააღმდეგოდ, შექმნა საკუთარი რევოლუციური არმია. მის შესახებ აქამდე ჯერ არაფერი მითქვამს, რამდენადაც საჭიროდ ვთვლი ამ საკითხს საგანგებოდ შევეხო. არმიის ფორმირებას ზინვორებისაგან (ჯარის-კაც¬ები) საფუძველი ჩაეყარა 16 წლის წინ, I ყრილობაზე, რომელიც 1892 წელს გაიმართა.ახალწვეულთა მიღება და პარალელურად მათი შეიარაღება პარტიის სახსრებით უწყვეტად მიმდინარეობდა, მაგრამ ეს საქმე ძირითადად გამოუცდელი ხალხის ხელში იყო. ამიტომ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, არმია პოლიტიკური სანდოობისა და დისციპლინის თვალსაზრისით დაბალი ხარისხის გამოდგა. რუსეთში რევოლუციური გამოსვლების დროს, ,,დაშნაკცუთუნმა" თავისი არმიის შემადგენლობა 100 ათას კაცამდე გაზარდა.
არმენიის სახელმწიფოს აღდგენა ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ რუსეთში გამოსვლები მალევე ჩახშობილ იქნა. ამასთან დაიწყო რეაქცია. ამავე დროს კავკსასიაში სომხებმა ვერ შეძლეს მუსულმანებისადმი სიძულვილის შეკავება და აქ ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. დაიხოცა უამრავი მუსლიმი, მათგან გაიწმინდა ტერიტორიების ნაწილი, ნაწილი კი გამიჯნული იქნა. არავინ იცის, რით დამტავრდებოდა ეს ყველაფერი, სომხური არმია რომ ბრძოლისუნარიანი ყოფილიყო და მის შენახვაზე დახარჯული დიდძალი თანხა რევოლუციურ ფონდს დაცარიელებით არ დამუქრებოდა. ზინვორების ხელფასების დაგვიანებამ გამოიწვია ის, რომ დაიწყო მძარცველთა ბანდების ფორმირება, რომლებიც არბევდნენ და კლავდნენ არა მხოლოდ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, არამედ სომხებსაც. ამას კი სედეგად მოყვა ,,დაშნაკცუთუნის' ავტორიტეტის სწრაფი ვარდნა. იმავე დროს სამხედრო ზედაფენებში დაინახეს, რომ ასეთ სიტ¬უ¬ა¬¬ცი¬აში აშკარა გამოსვლა და აჯანყების დაწყება უშედეგოდ დამთავ¬რდებ¬ოდა და სომხეთი ორმაგი, რუსეთისა და თურქეთის მხრიდან მოექცეოდა წნეხის ქვ¬ეშ. არ უნდოდათ რა ამის დაშვება, ზოგიერთმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უგულვებელეყოთ მე-3 ყრილობის დადგენილება რუსეთზე აქტიური შეტევის შესახებ და დამალულიყვნენ! ისევ ლოიალურობის ნიღბით, რაც იმაში გამოიხატა რომ ,,დაშნა¬კცუთუნისადმი" კვლავ ერთგულად განწყობილი ზინვორებისაგან დაიწყეს ,,მწვ¬ანე გვარდიის" ფორმირება, რომელიც შესთავაზეს რუსულ ხელ-ისუ¬ფ¬ლებას ბანდიტური ბრბოების გასანადგურებლად. რათა აეწიათ თავიანთი ავტორ¬იტე¬ტი, გამოცხადებულ იქნა სამხედრო დიქტატურა. ორგანიზაციამ ამაზე რეაგირება გა¬¬აკ¬ეთა გასული წლის დასაწყისში მე-4 ყრილობით. ყრილობამ დაუყოვნებლივი პა¬¬¬¬სუ¬ხი გასცა ,,დაშინების ორგანიზაციის" ფორმირებით, გამოაცხადა ტერორი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა როგორც დიქტატუ¬რ¬ის ხელმძღვანელებს, ას¬¬ე¬¬ვე იმ მეთაურებსა და ზინვორებს, ვინც არ დაემორჩ¬ილებოდა ყრილობის გადაწყვეტილებას. ამასთან, ორგანიზაციებს მისცეს ბრძანება: მძარცველები და ყაჩაღები შეეპყროთ და ტავიანთი სასამართლოთი გაენადგურებინათ. მთელი 1907 წელი აღინიშნა პარტიის გადაწყვეტილებით განხორციელებული მასიური მკვლელობებით. ამბოხება ჩახშობილ იქნა. ძარცვა-ყაჩაღობა აღიკვეთა. ტერორის გამოცხადებასტან ერთად დაიწყო შეიარაღებული ძალების გარდაქმნა. რეგულარულ არმიაში დატოვებულ იქნა მხოლოდ ძალზე დისციპლინირებული ზინვორები. ზინვორი ვალდებულია იმუშაოს და თუ აქვს საშუალება, შეიძინოს იარაღი. ზინვორების შეიარაღება განახლდა, შეიქმნა პარტიული არსენალები, მათ შორის ცენტრალური ერივანშია. ხელფასს ზინვორი იღებს მხოლოდ ომისა და ლაშქრობის დროს. ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე ბულგარეთში დაარსებულ იქნა სასწავლებელი, რომელიც შარშან 53 ოფიცერმა დაამთავრა. სასწავლებელში შემდეგი საგნები ისწავლება:
1. თვალთვალი ................... 10 გაკვეთილი
2. სამხედრო დაზვერვა...................... 10 გაკვეთილი
3. ქირურგია........................................ 24 გაკვეთილი ...
4. სტრატეგია ...................... 25 გაკვეთილი
5. ადმინისტრაცია ................... 15 გაკვეთილი
6. ტაქტიკა ................... 20 გაკვეთილი
7. საველე სამსახური ................... 25 გაკვეთილი
8. შინაგანი სამსახური ................... 10 გაკვეთილი
9. სადივიზიო სამსახური ................... 10 გაკვეთილი
10. არტილერია ................... 80 გაკვეთილი

რამდენადაც, პარტია ,,დაშნაკცუთუნის" ძლიერება, შეიარაღებული რევოლუციისა და მცდარი ფინანსური ტაქტიკის გამო, ეცემოდა, მისი გაძლიერებისათვის საჭირო იყო დროის მოგება. თუ რუსეთში რევოლუციის ჩახშობის შემდეგ სომეხთა მიმართაც დაიწყებოდა რეპრესიები,პარტია საბოლოოდ განადგურდებოდა. თუმცა, ,,დაშნაკცუთუნმა" მოტყუებით შეძლო რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მეტიც, უტიფარი ქმედებებით დაიწყო თავისი ძალების გაზრდა.ამისთვის კი პარტიის პროგრამა შეიცვალა და იგი უფრო საერთო-რევოლუციური სულისკვეთების გახდა, რითაც შეაჩერეს პარტიის რიგებიდან იმ ხალხის გადინება, ვინც მომხდარი მოვლენების გამო სხვა რევოლუციურ ორგანიზაციებს, პირველ რიგში კი, სოციალ დემოკრატები და ესერები miemxro. mag., s.-d.-s miemxro partiis marjvena frTa, ,,mSakistebi" (saxeli momdinareobs gazeT ,,mSak"-idan), xolo s.-r.-s _ ,,ახალგაზრდა დაშნაკები" ანუ მარცხენა ფრთა. თუმცა განხეთქილება დიდხანს არ გაგრძელებულა. პროგრამა მიიღებულიქნა ს.-რ. მიერ. ახალგაზრდა დაშნაკები და ს.დ. ამ წლის დასაწყისში კვლავ ჩადგნენ დაშნაკთა რიგებში. ამის სემდეგ კი დაიწყო სხავადასხვა ხალხებისა და ქვეყნების რევოლუციურ ძალებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება. თუმცა, ცალკეული კავშირები, მაგ., ფინეთთან, დაშნაკებს უკვე დამყარებული ჰქონდათ ჯერ კიდევ რუსეთსა და კავკასიაში მიმდინარე საერთო-რევოლუციური გამოსვლების დროს.განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომემოქმედათ რუსეთის, თურქეთისა და სპარსეთის ყველა უკმაყოფილო ელემენტებთან ერთად. უკანასკნელ ხანებში ,,დაშნაკცუთუნმა" მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: პირველი რიგში, ,,კავკასიაში ყველაფერი მშვიდადაა" და სწრაფი ტემპით დაიწყო სხვადასხვა ,,საგანმანათლებლო ორგანიზაციების", ,,სახალხო უნივერსიტეტების", საქველმოქმედო სკოლების დაარსება, პრესისა და ლიტერატურის არნახული განვითარება; შენელდა ძარცვა-ყაჩაღობა. ხშირად გაიგებთ რუსული ადმინისტრაციის ქებასაც. მთელი ადგილობრივი მოსახლეობა მშვიდადაა. ეს კი კავკასიისათვის უცხო მოვლენაა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ შირმაა და რეალობა სულ სხვაა.ყველა ხალხმა, რომლებიც კულტურული თვალსაზრისით თითქმის ველურები არიან, უცებ წამოაყენა პოლიტიკური პროგრამა. ეს პროგრამები წარმოადგენენ სომხური პროგრამის ანალოგს და ყოველი მხრიდან გაისმის მოწოდება ,,დაე, დაიქცეს თანამედროვე რუსეთი და გაუმარჯოს რუსეთის ფედერალურ რესპუბლიკას!!!", დაარსებულს კომუნალურ საწყისებზე და მის მოკავშირე დამოუკიდებელი არმენიის, საქართველოს, გურიის, სამეგრელოს, თვით დაღესტნის და კიდევ სხვა - ასთერთმეტ რესპუბლიკას. ამასთან, ყველგან შესამჩნევია გამალებული შეიარაღება.
სახელმწიფო მექანიზმის და არმიის შესანახად, იარაღის შესაძენად, პროპაგანდის საწარმოებლად და საერთოდ, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ,,დაშნაკცუთუნს" რა თქმა უნდა, სჭირდებოდა ფული, თანაც დიდძალი. ამისთვის პარტიას გააჩნდა თავისი ფინანსური სისტემა. პირველ რიგში, თითოეული ადამიანი, რომელიც შედიოდა ორგანიზაციაში, ასევე დამხმარე წევრი იხდიდა თავისი შემოსავლის არანაკლებ 2 %. გარდა ამისა, ფონდი ივსებოდა შემოწირულობებით, საჯარო ლექციების, სპექტაკლების, ლატარიის, საქველმოქმედო საღამოებიდან მიღებული შემოსავლებით; მთელი სომეხი მოსახლეობის დაბეგვრა 2% გადასახადით მათთვის სახელმწიფოს ნაცვ¬ლად თავისი სასამართლოს შემოღებისა, ასევე მუსულმანებისა თუ ბანდიტების, ას¬ე¬ვე ყოველგვარი შევიწროებისა და ექსპლოუატაციისაგან დაცვის სანაცვლოდ.
როგორც ჩანს, მოსახლეობა სიხარულით იხდის ამ გადასახადს. გარდა ამისა, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მსხვილი თანხის ერთბაშად ხელში ჩასაგდებად პარტია ხშირად მიმართავს ორგანიზებულ შეიარაღებულ თავდასხმებს (ექსპროპრიაცია) და მდიდარი ადამიანების დაბეგვრას. მაგალითად, ნავთობმწარმოებელმა მანთაშოვმა, 1 მილიონი გადაიხადა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ეს გააკეთა როგორც ,,დაშნაკცუთუნის" ,,დამხმარე წევრმა". ეს ის მანთაშოვია, რომელმაც ლონდონში დაარსა სომხური ნაციონალური ბანკი და კავშირშია მთელი ისრაელის კერპთან – როტშილდთან. ,,დაშნაკცუთუნის" ორგანიზაციებში გაერთიანებული აქტიურად მოქმედი წევრების რაოდენობა, ორგანიზაციისავე ერთი წლის წინანდელი ანგარიშის მიხედვით 165 ათასს, ხოლო მათი წლიური შენატანი 1 მილიონს შეადგენდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს თუ რამდენად საშიშია და ძლიერი ,,დაშნაკცუთუნი". თუმცა მისი სიძლიერე მხოლოდ ამით არ ამოიწურება.პარტიას გააჩნია Mმძლავრი საგარეო კავშირები. საფრანგეთის მთავრობა ჟორესის მეშვეობით და ,,ისრაელის კავშირი" მთლიანად ,,დაშნაკცუთუნის" მხარეზეა. დაშნაკები საზღვარგარეთ ეწევიან აქტიურ პროპაგანდას საზოგადოებრივი აზრის მისაპყრობად და რუსეთ-თურქეთის დისკრედიტაციისათვის. განსაკუთრებით ძლიერია მისი მოკავშირე ებრაელობა. თუ ყურადღებით გავაანალიზებთ საერთო-პოლიტიკურ მოვლენებს და შევაჯერებთ მას ორგანიზაციის შესახებ არსებულ მონაცემებთან, ვნახავთ, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მძვინვარე ქრონიკული ხანძარი მხარდაჭერილია ,,დაშნაკცუთუნის" მიერ; და თუ ის ახლა ოდნავ მინელდა, ეს შედეგია მხოლოდ იმისა, რომ ერთის მხრივ, პარტია დაკავებული იყო საკუთარი საქმეების მოწესრიგებით, ხოლო მეორე მხრივ, ამაზე დიდი გავლენა იქონია ,,დაშნაკცაკანის" ამბოხებული ბანდების ბელადის – სარაფოვის სიკვდილმა.
იმავე მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ,,დაშნაკცუთუნის" ბოლო გეგმა ასეთი იყო: მისი გავლენის ქვეშ მყოფი და მოკავშირე, თურქეთისა და სპარსეთის რევოლუციური ელემენტების მეშვეობით ეცადათ ერთდროულად მოეკლათ შაჰი და სულთანი; შესაძლოა, რომ იმავე დროს მომხარიყო თავდასხმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და ხელმწიფე-იმპერატორზე, რომელსაც სტოლიპინთან ერთად გამოტანილი ჰქონდა სასიკვდილო განაჩენი; ისარგებლებდნენ რა შექმნილი ქაოსითა და არეულობით, ბალკანეთში, არაბეთში, თურქეთსა და სპარსეთში ერთდროულად დაწყებული ამბოხებებით, გამოაცხადებდნენ დიდი არმენიის დამოუკიდებლობას. დადგენილია, რომ შაჰს სომხური ბომბი ესროლეს, ხოლო სულთანს იმავე დროს იგივე ,,დაშნაკისტებმა" ,,ახალგ¬აზრდა თურქების" დახმარებით საძინებელში ბომბი დაუდეს. ასევე ცნობილია, რომ კავკასიის ზინვორებმა მიიღეს ბრძანება გადაელახათ საზღვარი და თურქეთში შეჭრილიყვნენ.ასე რომ, დაიწყო ამ გეგმის განხორციელება, თუმცა, მკვლელობის განხორციელება ვერ მოხერხდადა ეს გეგმა ჩაიშალა. ,,მთავარ სამხედრო საბჭოში" სომხებს, სულთანისა და შაჰის მკვლელობების გარდა, კიდევ სხვა გეგმებიც ჰქონდათ შემუშავებული. ცნობილია ყარსის აღების გეგმა, ამიერკავკასიაში აჯანყების პირობებში არზრუმთან 60 ათასიანი არმიის სწრაფი კონცენტრირება, ქალაქის აღება და შემ¬დგომი ოპერაციებისათვის მისი ბაზად გადაქცევა. საერთო გეგმა კი ასეთია: აჯ¬ანყება დაიწყოს შემოდგომაზე, რადგანაც ზამთარში თურქეთს გაუჭირდება ჯა¬რების თავმოყრა და საომარი მოქმედებების წარმოება.ამასთან, თუ ზინვო¬რე¬ბი აიღებენ ისეთ სტრატეგიულ პუნქტს, როგორიცაა არზრუმი, და ზამთარში კიდევ უფრო გაძლიერდებიან, მაშინ ზაფხულის კამპანიასაც გაუძლებენ. ამასობაში მათი ევროპელი მეგობრები მოასწრებენ კონგრესის შეკრებას და გამოაცხადებენ არმენიის დამოუკიდებლობას. გეგმა ნათელია. როგორც ჩანს, სწორედ ამ გეგმის არსებობით აიხსნება ჩვენს საზღვრებთან თურქეთის ჯარების კონცენტრაცია, ასევე მათ მიერ სპარსეთის ტერიტორიების ნაწილის დაკავება, რომელიც სპარსეთის ხელისუფლების სისუსტის გამო სომხური არმიის თავმოყრის ადგილი გახდებოდა. თურქეთმა მოახდინა ბალკანეთზე, სომხეთსა და ამიერკავკასიაში მბჟუტავი ხანძრის ლოკალიზება, მაგრამ ის არაა ჩამქრალი. ამითვე უნდა აიხსნას ჩვენში თურქი ემისრების გამოჩენა.მათიმეშვეობით და პანისლამიზმზე დაყრდნობით, თურქეთი, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი სისუსტე, იმედოვნებსგაძლიერდეს კავკასიელი მუსულმანების დახმარებით.აქაც განხეთქილებაა: მცირე ნაწილი ჯერ კიდევ რუსეთის ერთგულია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება: მათი ნაწილი შედის რევოლუციურ ორგანიზაციებში და ამიტომ, თავიანთი საერთომუსულმანური პოლიტიკური განუვითარებლობის შედეგად, ,,დაშნაკცუთუნის" ხელშია; უმრავლესობა კი, კავკასიაში რუსულ მმართველობას მიუღებლად მიიჩნევს და, ბუნებრივია, თურქეთისაკენ მიისწრაფის და მზადაა დადგეს მის მხარეს, ოღონდ რუსეთსა და თურქეთს შორის ომის შემთხვევაში.
ამით მე ვამთავრებ ნარკვევს პარტია ,,დაშნაკცუთუნზე". ყოველივე ზემოთქმულში დარწმუნებული ვარ, რაც ეყრდნობა სხვადასხვა ადგილას მოპოვებულ დოკუმენტებს, ძირითადად კი მისი კავკასიაში იმპერატორობითი უდიდებულესობის ნაცვლის კანცელარიის განსაკუთრებულ განყოფილებაში, ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოში და ,,დაშნაკცუთუნის" პარტიულ პრესაში. აგენტურული ცნობები თითქმის არაა გათვალისწინებული."

სომხეთის რევოლუციური და სოციალისტური პარტიის დაშნაკცუთუნის
პროგრამა დამტკიცებულია პარტიის ყრილობის მიერ 1907 წ.
პროგრამა-მინიმუმი

სომხეთის რევოლუციური ფედერაცია როგორც რევოლუციური და სო¬ც¬¬ი¬ა¬ლისტური პარტია მიზნად ისახავს სომეხი მშრომელი მასების ეკონომიკური, პოლიტიკური და ნაციონალური ინტერესების დაცვას, ითვალის¬წ¬ინ¬ებს რა მონარქიის სახალხო მმართველობით, ხოლო კაპიტალიზმის – წა¬რ¬მ¬ოების საშუალებებისა და შრომის იარაღების სოციალიზაციით შეცვლას.
ხელმძღვანელობს რა სოციალიტური პრინციპებით და ამავე დროს ითვალისწინებს სომხებით დასახლებულ მხარეთა რეალურ საჭიროებებს, პარტია აყენებს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს (პროგრამა-მინიმუმი).
1. პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე
თურქეთის სომხეთისათვის
1. პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება, დაფუძნებული ადგილობრივ ავტონომიასა და მთელ თურქეთტან ფედერაციულ ურთიერთობის საწყისებზე.
2. ოტომანთა ცენტრალური მთავრობა, ორგანიზებული კონსტიტ-უციურ და დემოკრატიულ საწყისებზე, განაგებს მთელი სახელმწიფოს საერთო საქმეებს _ საგარეო პოლიტიკას, არმიას, ფინანსებს, საბაჟოებს, ფოსტას, ტელეგრაფს და რკინიგზას, _ სხვა სახელმწიფო ფუნქციებს ავტონომიური ოლქები განაგებენ.
3. თურქეთის არმენია, წარმოადგენს თურქეთის შემადგენელ ნაწილს და სარგებლობს ფართო ავტონომიით მთელ შიდა საქმეებში.
4. როგორც ცენტრალური, ასევე სამხარეო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოები უნდა იყოს არჩევითი საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული საარჩევნო უფლებების საფუძველზე, განურჩევ¬ლად ეროვნებისა, რელიგიისა და სქესისა.
ბ. ამიერკავკასიისათვის (კავკასიისათვის)
5. ამიერკავკასიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგებს რუსეთის სემადგენელ ნაწილს. პირველი მეორეზე დამოკიდებულია სახელმწიფოს დაცვის, საგარეო პოლიტიკის, მონეტრულ და საბაჟო საკითხებში.
6. ამიერკავკასიის რესპუბლიკა დამოუკიდებელია მთელ თავის საშინაო საქმეებში: მას ჰყავს საყოველთაო, პირდაპირი, თანაბარი, ფარული და პროპორციული კენჭისყრით არჩეული პარლამენტი. თითოეული მოქალაქე, განურჩევლად სქესისა, რომელსაც შეუს¬რუ¬ლდა 20 წელი, სარგებლობს საარჩევნო უფლებით.
7. ამიერკავკასიას სრულიად რუსეთის პარლამენტში ყავს ტავისი წარმომადგენლები, რომლებიც არჩეული არიან იმავე საყოველთაო კენჭისყრის სისტემით.
8. ამიერკავკასიის რესპუბლიკა კანტონებად იყოფა, რომელიც სარგებლობს ფართო ადგილობრივი ავტონომიით. კომუნები (თემები) სარგებლობენ თანაბარი უფლებებით შიდა საკითხებში.
9. კანტონების საზღვრების დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის გეოგრაფიულ ტოპოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ და კულტურულ თავისებურებებს მოსახლეობის რაც შეიძლება ერთგვაროვანი ჯგუფების თავმოყრისათვის.
10. საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუ¬ფ¬ლ¬ების ყველა წარმომადგენელი ირჩევა მოსახლეობის მიერ ზემოთ აღნიშნული საარჩევნო სისტემით.
11. პირდაპირი კანონმდებლობა: ინიციატივისა და რეფერენდუმის უფლება.
გ. საერთო ორივე ქვეყნისათვის:
12. სინდისის, სიტყვისა და ბეჭდვის, შეკრებების, კავშირებისა და გაფიცვის თავისუფლება.
13. ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსგან.
14. ერის უფლება თავისუფალ თვითგამორკვევაზე. ყველა ნაციონალური და რელიგიური ჯგუფების სრული თანასწორობა. ყველა მემკვიდრეობითი პრივილეგიების გაუქმება.
15. პიროვნების, ბინისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობა.
16. გადაადგილების თავისუფლება; საპასპორტო სისტემის შექმნა.
17. საყოველთაო, სავალდებულო და უფასო პირველდაწყებითი სწავლება. ყველა სასულიერო სკოლის საეროდ გარდაქმნა. სწავლა მშობლიურ ენაზე.
18. უფასო სამართალწარმოება.
20. ორი მთავარი ადგილობრივი ენის აუცილებელი ცოდნა კან¬ტონებისა და თემების თანამდებობის პირთათვის, და სამი ადგი¬ლობრივისა _ მთელი მხარის ადმინისტრაციისათვის. სახ¬ე-ლ¬¬¬მწიფო ენის ცოდნა აუცილებელია.
21. მუდმივი არმიის შეცვლა სახალხო მილიციით. იარაღის ტარების უნარის მქონე თითოეული მოქალაქე მონაწილეობს მილიციაში. მილიციონერები მოვალეობას იხდიან თავიანთ ოლქებში. მილიციის გაწვევა ხდება მაშინ, როცა სახელმწიფოს თავისუფლებასა და ერთიანობას საფრთხე ემუქრება...

II. ეკონომიკური მხარე:
1. მიწის სოციალიზაცია.
ა) მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმება.
2) არაპირდაპირი გადასახადების მოსპობა (ფუფუნების საგნებზე გადასახადების გარდა).
3) პროგრესული გადასახადი მემკვიდრეობაზე და შემოსავლებზე, რომელიც აღემატება საარსებო მინიმუმს.
4) პროტექციონიზმის სისტემის მოსპობა.
5) ყველასთვის მისაწვდომი სახელმწიფო კრედიტი.
8) კოოპერატიული დაწესებულებების განვითარება.
9) რვასაათიანი სამუშაო დღე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მშრომელთათვის და კიდევ უფრო მოკლე სამუშაო დღე ჯანმრთელობისათვის მავნებელ და საშიშ საწარმოებში.
10) ქალაქებსა და სოფლებსი სახელფასო მინიმუმის დაწესება.
14) ყოველკვირეული დასვენება.
15) საწარმოო დაწესებულებების დირექციის არჩევა მუშების მიერ. ამ უკანასკნელთა მონაწილეობა ფაბრიკებისა და ქარხნების მართვაში.
16) მუშათა დაზღვევა უბედური შემთხვევებისგან, ავადმყოფობის, სიბერისა და უმუშევრობისგან სახელმწიფოსა და დამქირავებლის ხარჯზე.
17) უფასო სამედიცინო დახმარება
18) შრომის ბირჟები.

,,დაშნაკცუთუნის" წესდება

დამტკიცებული 1907 წლის საერთო კრების მიერ

წევრები
1. თითოეული ადამიანი, ვისაც სურს გახდეს სომხეთის რევოლუციური კავშირის წევრი, სრულიად უნდა იზიარებდეს პარტიის პროგრამასა და ტაქტიკას, უნდა ემორჩილებოდეს მის წესდებას.
2. კავშირის (,,დაშნაკცუთუნის") წევრები იყოფა 2 ჯგუფად:
ა) მოქმედ
ბ) დამხმარე წევრებად
მოქმედ წევრებად ითვლება ისინი, რომლებიც მონაწილეობენ კავშირის რომელიმე ორგანოში და იხდიან თავისი შემოსავლის არანაკლებ 2 პროცენტს.
დამხმარე წევრებად ითვლება ვინც იზიარებს ჩვენი კავშირის პროგრამას, მატერიალურად ეხმარება მას, არ ხელმძღვანელობს ორგანიზაციის წესებითა და ტაქტიკით.
შენ.: დამხმარე წევრებს არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ცალკეული მოღვაწეები

ცალკეული მოღვაწეები იყოფა ორ კატეგორიად:
ა) პროპაგანდისტები
ბ) წარმომადგენლები
პროპაგანდისტები ეწოდებათ იმ ამხანაგებს, რომლებიც ცენტრალური კომიტეტის ნებართვით რაიონებში ეწევიან პროპაგანდას.
წარმომადგენელი ეწოდება იმ მოქმედ ამხანაგს, რომელიც კავშირის ორგანოს სახელით მიემგზავრება განსაზღვრული ადგილებში, განსაზღვრული დროითა და განსაზღვრული დავალებით, რაც აღნიშნული უნდა იყოს მის მოწმობაში.

Oორგანიზაცია
4. კავშირის ორგანოებად ითვლება:
ა) ჯგუფი
ბ) ქვეკომიტეტი
გ) კომიტეტი
დ) ცენტრალური კომიტეტი
ე) პასუხისმგებელი ორგანო
ვ) ბიურო

ჯგუფი
5. შვიდი ან მეტი დაშნაკცაკანი შეადგენს ჯგუფს
კავშირის ჯგუფები იყოფა პოლიტიკურ, საბრძოლო, პროფესიონალ, სოფლის, წითელი ჯვრის და სხვ.
6. ახალი წევრი ირჩევა ჯგუფის წევრების ურთიერთშეთანხმებით.

ქვეკომიტეტი
7. რაიონში შეიზლება იყოს ქვეკომიტეტი, თუ იქ არის არანაკლებ 50 მოქმედი წევრი.
8. ქვეკომიტეტის წევრების არჩევა ხდება ჯგუფის წევრთა მიერ ხმათა უმრავლესობით.
9. ქვეკომიტეტი განაგებს ჯგუფების საერთო საქმეებს და წარმოადგენს ჯგუფებსა და უფრო მაღალ ორგანოებს შორის შუამავალს.
10. ქვეკომიტეტი შედგება 3-5 წევრისაგან.
Kკომიტეტი
11. რაიონს შეიძლება ყავდეს კომიტეტი, თუ იქ არის არანაკლებ 200 მოქმედი წევრი.
12. კომიტეტებს ირჩევს ჯგუფების წევრები ან მათი წარმომადგენლები. ორივე შემთხვევაში საჭიროა კენჭისყრაში 2/3 მონაწილეობა.
13. კომიტეტი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან.
14. ადგილობრივი საქმეების გადაწყვეტაში კომიტეტი დამოუკიდებლად მოქმედებს. მაგრამ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხორციელებაში კომიტეტმა უნდა იმოქმედოს ცენტრალური კომიტეტის ან პასუხისმგებელი ორგანოს თანხმობით.
15. კომიტეტი თავის კაპიტალს აგზავნის რაიონის ცენტრალური კომიტეტის ხაზინაში, გამონაკლის შემთხვევებში კი თავის ბიუროში, წინასწარ ატყობინებს რა ამის შესახებ ცენტრალურ კომიტეტს.
16. კომიტეტს არა აქვს ბეჭედი.

ცენტრალური კომიტეტი
17. რაიონს შეიძლება ქონდეს ცენტრალური კომიტეტი, თუ ჰყავს არანაკლებ 1000 მოქმედი წევრი.
18. ცენტრალურ კომიტეტს ყოველწლიურად ირჩევს თავისი რაიონის დელეგატთა კრება.
19. დელეგატთა კრება შედგება დელეგატებისგან, რომლებსაც ნიშნავენ თითოეული რაიონის დაშნაკცაკანების რაოდენობის მიხედვით.
შენიშვნა: დელეგატთა რაიონულ კრებას აქვს უფლება შეამოწმოს ამ რაიონის ხმების რაოდენობა.
20. ცენტრალური კომიტეტი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან.
22. წელიწადში ერთხელ, დეკემბრის დასაწყისში ცენტრალური კომიტეტი თავის ბიუროში აგზავნის ცნობებს რაიონში თავისი საქმიანობის შესახებ.
28. ცენტრალურ კომიტეტს აქვს თავისი ბეჭედი.
29. ყველა საგარეო კავშირი ხორციელდება ცენტრალური კომიტეტის მეშვეობით ან მისი ნებართვით.
30. ცენტრალური კომიტეტი დასავლეთის ბიუროში შესანახად აგზავნის თავის ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ქაღალდებსა და ნივთებს, რომლებსაც აქვთ რევოლუციურ-ისტორიული მნიშვნელობა, დანარცენებს ანადგურებს...
პასუხისმგებელი ორგანო
პასუხისმგებელი ეწოდება საერთო კრების მიერ არჩეულ იმ ორგანოს, რომელსაც ეკისრება გარკვეულ რაიონში საქმიანობის ხელმძღვანელობა და მსხვილი ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა.
შენიშვნა: პასუხისმგებელი ორგანოების რაოდენობას და ადგილმდებარეობას განსაზღვრავს საერთო კრება.
55. პასუხისმგებელი ორგანო შედგება არანაკლებ 5 წევრისგან, მათგან სამს ირჩევს საერთო კრება, ხოლო ორს _ რაიონის ცენტრალური კომიტეტი.
57. პასუხისმგებელ ორგანოს ენიჭება ხელმძღვანელი როლი იმ ადგილებში, რომელიც შედის მისი საქმიანობის რაიონში.
58. პასუხისმგებელი ორგანო ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმოს თავისი რაიონის ყველა ორგანოს ანგარიშები.
64. ფულის კრიზისის დროს პასუხისმგებელ ორგანოებს აქვთ უფლება გაგზავნოს ერთი წევრი, მეზობელი კომიტეტებისა ან ბიუროს მიერ არჩეულ ამხანაგებთან ერთად, სხვა ადგილებში ფინანსური საშუალებების მოსაძიებლად.
ბიურო
65. კავშირს (,,დაშნაკცუთუნს") აქვს ორი ბიურო:
ა) აღმოსავლეთის
ბ) დასავლეთის
66. ბიურო ვალდებულია მეთვალყურეობა გაუწიოს საერთო და რაიონული კრების გადაწვეტილებებს.
67. ბიურო თავის ცენტრალურ კომიტეტებს აყენებს საქმის კურსში ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და 6 თვეში ერთხელ აცნობს მათ ბიუროს საქმიანობის ანგარიშს.
68.აუცილებლობის შემთხვევასი ბიურო ამხანაგებს ცენტრალური კომიტეტის გასაძლიერებლად.
70) მხოლოდ ბიუროს აქვს ბეჭდის დამზადების უფლება.
73) ბიურო ვალდებულია წლის ბოლოს მის გამგებლობაში მყოფი ყველა ორ-გ¬ა¬ნ¬ოს ანგარიშს რეზიუმირება გაუკეთოს და აცნობოს ცენტრალურ კომიტე-ტე¬ბს.
74) ბიუროები ვალდებული არიან შეინახონ თავიანთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა ოქმები.
75. ბიურო ვალდებულია სამ დღეში პასუხი გასცეს ქვეყნიდან მირებულ წერილებს (,,ქვეყანაში" იგულისხმება ე.წ. ,,თურქეთის სომხეთი", აღმოსავლეთ ანატოლია).
Aა) აღმოსავლეთის ბიურო
77. აღმოსავლეთის ბიუროს რაიონში შედის:
ა) ქვეყანა: კირასან-ხარბერდი-ტიგრანოკერტის აღმოსავლეთ ხაზიდან;
ბ) კავკასია, რუსეთი და სპარსეთი.
78. აღმოსავლეთის ბიურო შედგება ყველაზე მცირე შვიდი წევრისგან, რომელთაგან ხუთს ირჩევს საერთო კრება, ხოლო ერთს ირჩევს ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანოები.
79. ქალაქს, სადაც უნდა მდებარეობდეს აღმოსავლეთის ბიურო, წყვეტს კავკასიის რაიონული კრება.
80. აღმოსავლეთის ბიუროს სამი წევრი მაინც ვალდებულია დაკავებული იყოს მხოლოდ რევოლუციური საქმიანობით, ისინი საარსებოდ საჭირო თანხებს ორგანიზაციისაგან იღებენ.
81. მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად აღმოსავლეთის ბიურო იწვევს რაიონის საგანგებო კრებას.
ბ) დასავლეთის ბიურო
85. დასავლეთის ბიუროს რაიონში შედის:
ა) მცირე აზია, კირასან – ხარბერდ – ტიგრანოკერტის ხაზიდან დასავლეთით.
ბ) ბალკანეთის ნახევარკუნძული, ამერიკა, ეგვიპტე და მთელი საზღვარგარეტი რუსეთისა და სპარსეთის გარდა.
86. აღმოსავლეთის ბიურო შედგება ხუთი წევრისგან, რომელთაგან სამს ირჩევს საერთო კრება, ხოლო ორს _ დასავლეთის რაიონის პასუხისმგებელი ორგანოები.
88. დასავლეთის ბიურო თავისი საერთო ორგანიზაციული საქმიანობის გარდა:
ა) გამოსცემს ,,დროშაკს" (სიტყვა ,,დროშაკი" ნიშნავს დროშას _ ,,დაშნაკცუტუნის" ძირითადი ორგანო)
ბ) გამოსცემს სხვა ორგანოებსაც უცხოურ ენებზე, რომლებიც ეძღვნება სომხურ საკითხს.
გ) ეწევა პროპაგანდას საზღვარგარეთ
რაიონული კრებები
91. კავშირის რაიონული კრებები სამია:
ა) დიდი არმენიის
ბ) კავკასიის
გ) დასავლეთ რაიონის
92. რაიონულ კრებებს იწვევენ საჭიროებისა და შესაძლებლობის მიხედვით, ხოლო კავკასიაში – წელიწადში არანაკლებ ერთხელ. ისინი შედგება შემდეგი წარმომადგენლებისაგან:
ა) ბიუროს;
ბ) პასუხისმგებელი ორგანოების;
გ) ცენტრალური კომიტეტის რაიონული კრების;
დ) რაიონის ოფიციალური რედაქციის;
ე) რაიონის სტუდენტობის;
ვ) მოწვეული მოქმედი ამხანაგების.

შენიშვნა: კრებას იწვევს ბიურო.
94. რაიონული კრება შეიმუშავებს თავისი რაიონის ყველა ორგანოს შიდა მოწყობის წესდებას საერთო კრების წესდებისა და გადაწყვეტილებების თანახმად.

კავშირის საბჭო
95. კავშირის საბჭო შედგება:
ა) ორი ბიუროს წარმომადგენლებისაგან;
ბ) პასუხისმგებელი ორგანოების წარმომადგენლებისაგან;
გ) აღმოსავლეთ და დასავლეთ რაიონული კრებების არჩეული წევრებისაგან: აღმოსავლეთიდან ორი და დასავლეთის ერთი წარმომადგენელი.
97) კავშირის საბჭო არაკომპეტენტურია, თუ კრებაზე მყოფი პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენელტა რაოდენობა 2/3-ზე ნაკლებია.
98) კავშირის საბჭოს მოვალეობებს შეადგენს:
Aა) პასუხისმგებელი ორგანოებისა და ბიუროს მუსაობის შეფასება:
ბ) პასუხისმგებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებათა სეფასება და განხილვა და სედეგების მოხსენება საერთო კრებისთვის;
გ) რევოლუციური ძალების ორგანიზება;
დ) ფულადი სახსრების მოძიება;
ე) საგარეო კავსირების ხელმძღვანელობა სომეხთა რევოლუციური კავსირის სახელით სხვა ორგანიზაციებთან და ელემენტებთან;
ვ) მოულოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროს თავის პასუხისმგებლობაში აი¬ღ¬¬ოს და საქმიანობას მისცეს ახალი მიმართულება, ოღონდ ის არ უნდა ეწინ¬აა¬ღმ¬დეგებოდეს საერთო კრების დებულებებს.
ზ) საბჭო ითვლება სასამართლო საკითხებში უმაღლეს დაწესებულებად;
თ) კავშირის საბჭოს აქვს ორი ბეჭედი: სომხურ და ფრანგულ ენებზე. უკანასკნელზე შემდეგი ტექსტია _ ჩონსეილალა Fედერატიონ ღევოლუტიონნაირე Aრმენიენნე.
ეს ბეჭდები ინახება ბიუროში.
საერთო კრება
101. საერთო კრების მორიგი სხდომის დრო განისაზღვრება საერთო კრების მიერ; ექსტრემალურ სიტუაციაში იწვევს კავშირის საბჭო.
102. საერთო საბჭოში მონაწილეობენ წარმომადგენლები:
ა) ბიუროსი;
ბ) პასუხისმგებელი ორგანოების;
გ) ცენტრალური კომიტეტების რაიონული კრებების;
დ) ცენტრალური კომიტეტების...
112. ბიურო ვალდებულია საგანგებო კომისიის მეშვეობით შეიმუსავოს მასალები საერთო კრებისათვის;
114. ყველა დეპუტატი ვალდებულია საერთო კრებას ამცნოს თავისი რაიონის არა მარტო უმრავლესობის, არამედ უმცირესობის აზრიც.
115. საერთო კრება გახსნილად ითვლება კანონიერად, თუ მასში მონაწილეობს დელეგატების 2/3.
116. საერთო კრების გადაწყვეტილება დადგენილებად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე დელეგატების 2/3.
117. თითოეულ დელეგატს აქვს ერთი ხმის უფლება. შენიშვნა: ქვეყნის დელეგატებს აქვთ ორი ხმა.
120. საერთო კრების გადაწყვეტილება საბოლოოდ ითვლება მხოლოდ მაშინ, რო¬ცა ხელი მოეწერება ყველა პროტოკოლს და კრება დახურულად გამოცხა-დ¬დ¬ება.
121. საერთო კრებას არ შეუძლია განახორციელოს რაიმე ძირეული ცვლილება, რო¬მელიც ეხება კავშირის მიზნებს და ორგანიზაციის სისტემას, თუ ეს საკითხი წი¬ნასწარ წარდგენილი არაა ცენტრალურ კომიტეტში.
აუცილებელი მოთხოვნები
122. ცენტრალური კომიტეტი. ყველა ცენტრალური კომიტეტი მოვალეა:
ა) ყავდეს 1000 მოქმედი წევრი;
ბ) ჰქონდეს წელიწადში ყველაზე მცირე 20 000 ფრანკი შემოსავალი. შენიშვნა: ქვეყანაში ცენტრალური კომიტეტების შემოსავალი საკმარისია იყოს 10 000 ფრანკი.
გ) ყოველწლიურად მოამზადოს არანაკლებ 50 შეიარაღებული ამხანაგი, რომელთაგანაც 10 მზად იქნება გადავიდეს ქვეყანაში.
123. სტუდენტობა. სტუდენტი-დაშნაცაკანები საზღვარგარეთ და რუსეთში მონაწილეობენ საერთო კრებაში, როცა წევრების რაოდენობა არანაკლებია -საზღვარგარეთ 100-ზე და რუსეთში - 200-ზე.
124. ვინც ვერ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს ერთმევა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება.
ფულადი სახსრები
125. ფულად სახსრებს შეადგენს:
ა) საწევრო გადასახადი (შემოსავლის 2-დან 10 პროცენტამდე);
ბ) შემოწირულობები;
გ) გამოწერები;
დ) შემთხვევითი შემოსავლები;
126. თითოეული დაშნაკცაკანი ვალდებულია ყოველთვიურად შეიტანოს კავშირის ადგილობრივ ორგანოს სალაროში თავისი თვიური შემოსავლის 2%.
შენიშვნა: დაშნაკცაკანი, რომელსაც სამი თვის მანძილზე არ გადაუხდია გადასა¬ხა¬დი, კარგავს ხმის უფლებას სანამ არ გადაიხდის.
127. ფულის აკრეფის საქმეში ძალის გამოყენება მკაცრად იკრძალება.
Bბუხჰალტერია
130. ორგანოები ვალდებული არიან ფულის, იარაღის და ნივთების გაცემისას ჰქონდეთ მიმღებთა სია თავის ხარჯთაღრიცხის წიგნში...
143. ორგანიზაციის საერთო შემოსავლის 5 პროცენტი უნდა დარჩეს სათადარ¬იგ¬ოდ ბიუროს სალაროში რევოლუციური ფონდისათვის.
საბრძოლო ჯგუფები
147. ორგანიზაცია თავისი რევოლუციური საქმიანობისათვის ქმნის სამხედრო ჯგუფებს.
148. თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს 10 მებრძოლისგან.
149. ყველა მებრძოლი ვალდებულია გაეცნოს კავშირის პროექტს და მზად იყოს მის შესასრულებლად.
150. სამხედრო ჯგუფები ხელმძღვანელობენ ადგილობრივი ორგანოებისა და ბიუროს მიერ გამოცემული ინსტრუქციებით.
151. თითოეული მებრძოლი ვალდებულია ეწეოდეს შრომით საქმიანობას და ქონდეს საკუთარი იარაღი.
შენიშვნა: აქტიურ საქმიანობაში ყოფნის დროს მებრძოლი ორგანიზაციისაგან იღებს ცხოვრებისათვის საჭირო სახსრებს.
გაერთიანებები
152. გაერთიანებები შემდეგნაირია:
ა) პროფესიონალური
ბ) სასოფლო
153. პროფესიონალური გაერთიანებების მიზანია ფაბრიკებისა და სახელოს¬ნო-ების მშრომელთა შეჯგუფება მათი ინტერესების დასაცავად.
154. სასოფლო გაერთიანებების მიზანია ხელმძღვანელი ამხანაგობების მეშვეო¬ბ¬ით სოფლის საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და მათი განთავისუფლება მევახშეების, მემამულეების და სხვა ექსპლუატატორებისაგან.
შენიშვნა: პროფესიონალური და სოფლის გაერთიანებების პარალელურად ან მათგან დამოუკიდებლად შეიძლება ორგანიზებულ იქნეს ასევე კოოპერატიული გაერთიანებები.
ტერორი
155. ტერორი უნდა იყოს ორმხრივი:
ა) პოლიტიკური;
ბ) ორგანიზაციული
156. მხოლოდ ცენტრალური კომიტეტებს და პასუხისმგებელ ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ტერორის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები ერთხმად უნდა იყოს მიღებული.
157. მძიმე ორგანიზაციულ დარღვევებზე (იარაღისა და ფულის მითვისება) და დანაშაულზე (ღალატი, ამხანაგის გაცემა და მოკვლა) ტერორით დასჯა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს სხვა ორგანოს დასტური (ცენტრალური კომიტეტისთვის – პასუხისმგებელი ორგანოს ან ბიუროს თანხმობა, ხოლო პასუხისმგებელი ორგანოსთვის _ ბიუროს თანხმობა).
რევოლუციური პრესა
158. დაშნაკთა პრესა ვალდებულია აკურატულად მისდევდეს ორგანიზაციის პროექტს და ავრცელებდეს მის იდეებს.
159. კავშირის ოფიციალური ცენტრალური ორგანო ,,დროშაკი" ხელ¬მძღ¬ვან-ელ¬ობს საერთო კრების ინსტრუქციებით.
160. რაიონულ კრებებს აქვთ უფლება თავიანთ რაიონებში დაარსონ ოფიციალ¬ური რაიონული ორგანოები, აძლევს მათ ინსტრუქციებს და თუ საჭიროა მატერიალურადაც ეხმარება.
161. ცენტრალურ კომიტეტებს შეუძლიათ გამოსცენ კავშირის ადგილობრივი ფურცელი, თუმცა მისი ხასიათის – ოფიციალურია თუ ნახევრადოფიციალური – განსაზღვრის გარეშე.
162. კავშირის საბჭოს და რაიონულ კრებებს შეუძლიათ არაპარტიულად გამოაცხადონ კავშირის ის ფურცლები, რომლებიც უხვევს ორგანიზაციის პროექტისაგან.
შენიშვნა: პროკლამაციების, წერილობითი პროპაგანდის შესახებ ბიურო გასცემს განსაკუთრებულ ინსტრუქციებს.
დისციპლინა
163. თუ რომელიმე ორგანოს წევრი ან მისი უმცირესობა არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, მაშინ მათ, ვინც არ ეთანხმება უნდა დაიცვან ნეიტრალიტეტი ადგილობრივ საქმეებში, ან უნდა მოზებნონ ახალი ადგილი თავისი საქმიანობისათვის.
164. ორგანოს წევრს თავისი საქმიანობისათვის დიდი ხნით ადგილის მიტოვება შეუძლია მხოლოდ ამხანაგთა უმრავლესობის თანხმობით.
166. არცერთ ორგანოს არ შეუძლია არავითარი ღონისძიების გატარება სხვა ორგანოს ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.
167. რაიონის უმაღლეს ორგანოს შეუძლია დათხოვნილად გამოაცხადოს მისად¬მი დაქვემდებარებული ორგანო, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰყავს მას წევრთა საჭირო რაოდენობა.
სასამართლო (დისციპლინა)
მუდმივი არმიის შეცვლა სახალხო მილიციით. იარაღის ტარების უნარის მქონე თითოეული მოქალაქე მონაწილეობს მილიციაში. მილიციონერები მოვალეობას იხდიან თავიანთ ოლქებში. მილიციის გაწვევა ხდება მაშინ, როცა სახელმწიფოს თავისუფლებასა და ერთიანობას საფრთხე ემუქრება...
168. კავშირის თითოეულ ორგანოს შეუძლია მიიღოს დისციპლინარული სასჯელი თავისი წევრის მიმართ.
169. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს დასჯის ხასიათი, სრულდება ხმების 2/3 თანხმობით.
170. მძიმე დანაშაულის ან დარღვევის შემთხვევაში ყველა ორგანო რიცხავს თავის წევრს.
171. გარიცხვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა დამტკიცდეს ცენტრალური კომიტეტის მიერ, არაა საბოლოო მისი რაიონული კრების მიერ დამტკიცებამდე.
172. რაიონული კრება ვალდებულია მოიწვიოს დამნასავე იმისთვის, რომ მას მიეცეს თავის დაცვის საშუალება.
173. მხოლოდ რაიონული კრების, ხოლო ქვეყანაში პასუხისმგებელი ორგანოს მიერ დამტკიცების შემდეგ გადაწყვეტილება იტვლება საბოლოოდ და კავში¬რი-დან ბრალდებულის გარიცხვის შესახებ ცხადდება ,,დროშაკში."
174. ბიუროს შეუძლია შეაჩეროს ცენტრალური კომიტეტის მოქმედება რაიმე ჩადენილი დარღვევის გამო და მისი საბოლოო დაშლისთვის მიმართავს რაიონულ კრებას.
175. რაიონის ორგანიზაციის მიერ ეჭვმიტანილის ან გარიცხული ამხანაგის შესახებ მაშინათვე უნდა ეცნობოს სხვა ორგანოებს და ბიუროს.
176. ცენტრალური კომიტეტის რაიონიდან გარიცხული წევრი არ შეიძლება მიღებულ იქნეს სხვა რაიონის ცენტრალურ კომიტეტში ბიოროს ან პასუხისმგებელი ორგანოს მიერ საკითხის გარკვევამდე.
შენიშვნა: გარიცხული ამხანაგის გამოსწორების შემთხვევაში შეიზლება მისი ხელახლა მიღება, მაგრამ მისი გამრიცხავი ორგანოს თანხმობით.
ამრიგად, ზემოთ მოტანილი დოკუმენტიდან კარგად ჩანს თუ რა მიზნები ქონდათ დაშნაკებს. თვით სომხებისათვის კი ეს, როგორც თვითონ აცხადებენ - ,,სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია". საკითხის არსი, როგორც სომხები, უფრო სწორად კი მათი მეთაურები და გრიგორიანული ეკლესია, ამტკიცებს, შემდეგში მდგომარეობს. სომეხი ერი – ყველაზე ძველი, კეთილი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ცივილიზებულია. მაგრამ იმავე დროს ის ყველაზე შეურაცხყოფილი, დევნილი და მრავალჭირნახულია. მომთაბარე-ბარბაროსებმა უბედური სომხები გაჟლიტეს და ,,დიდი არმენიის" ძირძველი მიწები მიიტაცეს. ამიტომ სომხები გაფანტული არიან მთელი დედამიწის ზურგზე. დღეს კი საჭიროა აღდგეს სამართლიანობა და საკადრისი მიუზღონ ვანდალებს; ხოლო მსოფლიო საზოგადოება ვალდებულია საერთო ძალისხმევით დაეხმაროს სომხებს და განდევნოს ბარბაროსი-დამპყრობლები ძირძველი სომხური მიწებიდან – დასავლეთ არმენიიდან (ეს არის თითქმის მთელი თურქეთი და სირია), აღმოსავლეთ არმენიიდან (აზერბაიჯანი, საქართველო, ირანის ნაწილი) და ჩრდილოეთ არმენიიდან (კავკასია, სტავროპოლის ჩათვლით, კრასნოდარის მხარე, როსტოვის ოლქი და კიდევ უფრო შორს, ვორონეჟამდე). ხოლო თუ ეს ,,XX საუკუნის მომთაბარეები" არ ისურვებენ წასვლას, მაშინ ისინი უნდა ამოწყვიტონ და განდევნონ სომხური ტერიტორიებიდან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ მიწების გათავისუფლების შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობა უნდა დაეხმაროს სომხებს ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმული (იგულისხმება შავი, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვები) დიდი არმენიის შექმნაში.
ყველაფერი ეს სომეხი ხალხის მოთხოვნაა და არა ფანტაზია. ეს არის ,,სომხური საკითხის" მთავარი არსი, რომელიც მთელი სერიოზულობით დააყენეს კაცობრიობის წინაშე სომხებმა. ამასთან, ყველაფერი დოკუმენტურად აქვთ დაფიქსირებული.
სომხები მათ მიერ წამოყენებული ბრალდების - ,,თანამედროვეობის პი¬რ¬¬ველი გენოციდის'_ დასამტკიცებლად უსინდისოდ ტყუიან, რომ თურქები ყო¬ვე¬ლ¬თვის დაუნდობლად ექცეოდნენ არამუსულმანებს, მათ შორის სომხებსაც. სხვ¬ან¬აირად ისინი ვერაფრით ახსნიან იმ უდავო ფაქტს, რომ ორივე ხალხი ას¬წლ¬ეუ¬ლების მანძილზე კარგად ეწყობოდა ერთმანეთს და უცებ თურქები ,,გა¬მხეცდნენ" და დაიწყეს სომხების ხოცვა!
ოსმალეთის იმპერიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სომხური თ¬ე¬¬¬მი იზრდებოდა და ვითარდებოდა სულთნის მიერ ნაბოძები თავისუფლების წყალობით. სომხებმა სოლიდური წვლილი შეიტანეს თურქულ-ოსმალურ კულტურაში, ყოფა-ცხოვრებასა და სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. ისინი სულთნის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ და მათ ,,ერთგულ თემსაც" კი უწოდებდნენ. ოსმალეთის სომხები იყვნენ მდიდარი ბანკირები, ვაჭრები და მეწარმეები, ზოგიერთ მათგანს მთავრობაში მაღალი პოსტიც კი ეკავა. მაგ., XIX საუკუნეში 29 სომეხს მიანიჭეს ფაშის – ყველაზე მაღალი სახელმწიფო წოდება; სომეხი ეროვნების 22 პირს იმპერიაში მინისტრის, მათ შორის საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრების, თანამდებობაც ეკავათ; 33 სომეხი არჩეულ იქნა პარლამენტში, რომელიც 1826 წელს იქნა ფორმირებული; 7 სომეხი ელჩი იყო, ხოლო 11 _ კონსული.
სომხებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თურქული, ოსმალური ხელოვნების განვითარებაში. მათ ჰყავდათ ხელოვნების ბრწყინვალე ოსტატები, რომლებიც წარმოადგენდნენ როგორც თურქი, ასევე სომეხი ხალხის სიამაყეს.
1848 წლის რევოლუციის შემდეგ, ევროპაში რეაქციის პერიოდში ბევრი პოლიტიკური დევნილი ოსმალეთის იმპერიაში ეძებდა და პოულობდა კიდეც თავშესაფარს.
ასე რომ, ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ თურქები სასტიკად ექცეოდნენ არამუსულმანებს, მათ შორის სომხებსაც, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არ დასტურდება რეალური ისტორიული ფაქტებით. როგორც ინგლისელი ისტორიკოსი ფილიპ მარშალ ბრაუნი, რომლის დადანაშაულება არაობიექტურობასა და პროთურქულ სიმპატიებში ძალზე ძნელია, წერდა: ,,მიუხედავად მათი ბრწყინვალე გამარჯვებებისა, თურქებმა ყველა დაპყრობილ ხალხს გულუხვად მისცეს თვითმართველობის უფლება მათივე საკუთარი კანონებითა და ტრადიციებით". ხოლო ყველასთვის ცნობილი ფილოსოფოსი ვოლტერი აღნიშნავდა: ,,თურქებმა ქრისტიანებს ასწავლეს ზომიერება მშვიდობაში და შემწყნარებლობა გამარჯვების დროს."
საინტერესოა, რომ როცა ნაპოლეონ ბონაპარტემ 1798-1799 წწ. კამპანიის მხარდასაჭერად განიზრახა პალესტინასა და სირიაში მოეწყო სომეხ¬თ¬ა აჯ¬ა¬ნ¬-ყება, საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა სტამბულში სებასტიანიმ მისწერა: ,,სომხები იმდენად კმაყოფილი არიან აქ თავისი ცხოვრებით, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია".
როგორ მოხდა, რომ XIX ს. ბოლოს ოსმალეთის იმპერიაში გაჩნდა ,,სომხური საკითხი"? ,,ერთგულმა" სომხებმა რატომ დაიწყეს ბრძოლა ოსმალთა მმართველობის წინააღმდეგ? რამ გამოიწვია ის მოვლენები, რასაც უწოდეს სომეხთა ,,გენოციდი"? ცხადია, რომ ამ და სხვა მასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ვრცელ, ფართომასშტაბიან კვლევას მოითხოვს, აქ კი ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია შევეხოთ მხოლოდ უმთავრესს _ იმას, რის გარეშეც შეუძლებელია 1915 წლის სამწუხარო მოვლენები.
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ,,სომხური საკითხის" წარმოქმნას ხელი შეუწყვეს როგორც მეფის რუსეთმა, ასევე დასავლეტის ქვეყნებმა – ინგლისმა და საფრანგეთმა, რომლებიც ქრისტიანთა დაცვის ნიღაბქვეშ ცდილობდნენ ოსმალეთის იმპერიის დანგრევას. ასე მაგ., იმისთვის, რომ კონტროლი დაემყარებინა ხმელთაშუა ზღვაზე, რუსეთის იმპერია მხარს უჭერდა სულთნის ქვეშევრდომი ქრისტიანი ხალხების, კერძოდ, ბერძნების, ბალკანეთის სლავების, ასევე სომხების ნაციონალისტურ ამბიციებს.
ანალოგიურ მოსაზრებას ემხრობოდა ბრიტანეთის კონსული არზრუმში გრე-ივსი: ,,რევოლუციური კომიტეტების მიზანია _ გააღვივონ საერთო უკმა¬ყო¬ფ¬-ილ¬ება და აიძულონ თურქეთის მმართველობა საპასუხო ძალადობაზე, ამით კი მი¬იპყრონ უცხო ქვეყნების ყურადღება და აიძულონ ისინი იმოქმედონ სი¬ტ¬უ¬ა¬ც-ი¬ის გამოსასწორებლად".,,ნიუ-იორკ ჰერალდის" კორესპოდენტის კითხვაზე _ ,,მოხდებოდა თუ არა ეს შეტაკებები საზღვარგარეთიდან რომ არ ჩამოს¬ული-ყვ¬ნენ რევოლუციონერი სომხები?", იმავე გრეივსმა გულწრფელად უპასუხა: ,,რა თქმა უნდა არა. მე მეეჭვება, რომ თუნდაც ერთი სომეხი მოეკლათ".
მკვლევართა უმრავლესობის აზრით, ,,სომხური ამბოხებების მიზეზი არ ყოფილა სიღარიბე და ჩაგვრა, არამედ ისინი წარმოადგენდნენ სომხური რევ¬ო¬ლ¬უც¬იური კომიტეტებისა და სომხური ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგს, რომლებიც მოქმედებდნენ დასავლეთის იმპერიებთან და რუსეთთან შეთანხმებით, რათა შეემზადებინათ ნიადაგი ოსმალეთის იმპერიის დასანგრევად".
აჯანყებაზე ოსმალეთის სახელმწიფოს რეაქცია ზუსტად ის¬¬ე¬თი იყო, როგორიც მსგავს სიტუაციაში ექნებოდა ნებისმიერ ქვეყანას – წესრიგის დასამყარებლად გაგზავნა შეიარაღებული ძალები.
დაშნაკცუთუნი სომხების ერთადერთი შემდგარი პარტიაა, გამართული სტრუქტურითა და იდეოლოგიით. მოკლე ხანში დაშნაკცუთუნი იქცა სომეხი ხალხის ნაციონალურ ფასეულობად. ამ პარტიის საქმიანობამ, მის მიერ არმენიის ,,ძიებამ" თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში დიდი უბედურება მოუტანა პირველ რიგში სომეხ ხალხს.

---------------------------------------------------------
Скотланд-Лиддел. Война с мусульманами. Армяне опять нападают. Тифлис, 30 января 1919 г. Министерство иностранных дел, дело № 205, связка §14. - ЦГАОР Аз. ССР, ф. 894., оп. 10, д. 81, л. 9-10.

В.Гурко-Кряжин. Армянский вопрос.БСЭ. Изд. 1, т. 3. — М.: 1926, gv.437-440.

ЦГАОР СССР, ф. 102, оп. 253, ед. хр. 285 дл. 1-18 об. (dokumentis stili da zogierTi gramatikuli Tavis¬eb-ureba daculia.)http://www.karabakh-doc.azerall.info/ru/armyanstvo/arm30-7.php.

ЦГАОР СССР, ф. 102, оп. 253, ед. хр. 280, лл. 1-2 об., http://www.karabakh
doc.azerall.info/ru/armyanstvo/arm30-7.php

ЦГАОР СССР, ф. 102, оп. 253 ед. хр. 280, лл. 1-12 об.,http://www.karabakh-doc.azerall.info/ru/armyanstvo/arm14.htm
О.Качазнуни. Дашнакцутюн больше нечего делать. gv.28.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента