ЭКОНОМИКА

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონ უილიამ ჯ.კლინტონისადმი – ქ. ბაქო, 1999 წლის 8 თებერვალი

21.11.15 12:20




პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში არ არის პროგრესი. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ისევ დარღვეულია, აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, 1 მილიონი აზერბაიჯანელი ლტოლვილი, ძალადობრივად გამოძევებული მშობლიური ადგილებიდან, აი, უკვე ხუთი წელია დიდ გაჭირვებას განიცდის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები NoNo 822, 853, 874, 884 ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების უპირობო გაყვანის მოთხოვნით არ სრულდება.



როგორც ცნობილია, 1992 წლის მაისში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიზნით შეიქმნა ეუთო-ს მინსკის ჯგუფი და განისაზღვრა სამომავლო სამშვიდობო კონფერენციის მანდატი. კონფერენციაზე სომხეთი და აზერბაიჯანი მიჩნეულ იქნა კონფლიქტის მხარეებად, ხოლო მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული და სომხური სათვისტომოები ‑ დაინტერესებულ მხარეებად. მიუხედავად ამისა, სომხეთის რესპუბლიკის აგრესია, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ 1988 წელს დაიწყო, გრძელდება და მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან ერთად ოკუპირებულია აზერბაიჯანის კიდევ შვიდი დიდი რაიონი.

გასული შვიდი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევაა გაწეული მოლაპარაკების ეფექტური პროცესის საწარმოებლად მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში. მაგრამ სომხეთის რესპუბლიკის დესტრუქციული პოზიციის გამო მოლაპარაკებები მუდმივად ჩიხში შედიოდა და დადებითი შედეგები არ იქნა მიღებული.

კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის ჩვენი მცდელობისა და მინსკის ჯგუფის მიერ ამ მცდელობის მხარდაჭერის შედეგად 1994 წლის მაისში მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილი იყო ეუთო-ს ბუდაპეშტის სამიტზე 1994 წლის დეკემბერში იმ მრავალეროვნული საერთაშორისო ძალების შექმნის შესახებ, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ რეგიონში და უზრუნველყონ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგების ლიკვიდაცია, აგრეთვე 1996 წლის დეკემბერში ეუთო-ს ლისაბონის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც განსაზღვრეს კონფლიქტის დარეგულირების საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, შეიძლება მივიჩნიოთ დიდი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ მიღწევად სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირებისათვის. მაგრამ იმ ობსტრუქციის შედეგად, რომელსაც აგრძელებდა სომხეთის რესპუბლიკა, და იმის გამო, რომ ეუთო-ს არ შესწევდა უნარი წესრიგისაკენ მოეწოდებინა მისთვის, ამ სამიტის გადაწყვეტილებები არ შესრულდა.

როგორც ცნობილია, 1997 წლის 1 ივნისს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის სახით კონფლიქტის დარეგულირების ლისაბონის პრონციპებზე დაყრდნობით წარმოადგინეს ყოველმხრივი შეთანხმების ორ-ნაწილიანი პროექტი ‑ შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტა და მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა. აზერბაიჯანის მხარემ მიიღო თანათავმჯდომარეთა ეს წინადადებები, მაშინ როდესაც სომხეთმა უარყო ისინი. სომხეთმა, არ მოისურვა რა ეცნო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და ეყრდნობოდა რა მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის დაუშვებლობას მინსკის კონფერენციის მოწვევამდე, უარყო თანათავმჯდომარეთა წინადადებები. სიტყვამ მოიტანა და უნდა აღინიშნოს, რომ 1997 წლის 20 ივნისს აშშ-ში დენვერის ცნობილი შეხვედრის დროს რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა თავის სპეციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ ამ წინადადებებს.

1997 წლის 19 სექტემბერს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს ახალი, ლისაბონის სამიტის შემდეგ მეორე წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის ეტაპობრივ დარეგულირებას. ამ წინადადების მიხედვით პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია იმ ექვსი ოკუპირებული რაიონის განთავისუფლება, ლაჩინის რაიონის გამოკლებით, რომლებიც მდებარეობენ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიული ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ, ეუთო-ს ოპერაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია მშვიდობის დაცვისაკენ, განთავისუფლებულ ტერიტორიებზე ლტოლვილების დაბრუნებისაკენ, აგრეთვე ომის შედეგად დანგრეული, სომხეთისა და მის მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის არსებობისათვის მნიშვნელოვანი კომუნიკაციების აღდგენისაკენ. მოგვიანებით, მეორე ეტაპზე, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მხარეებმა ხელი უნდა მიჰყონ მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში და მისი უსაფრთხოების ზომების მიღებას.

1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე განაცხადეს თანხმობა გაეგრძელებინათ მოლაპარაკებების პროცესი 1997 წლის 19 სექტემბრის წინადადებების საფუძველზე, რამაც იმედი მოგვცა, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებულად ჩაივლიდა და კონფლიქტი სამართლიანად დარეგულირდებოდა. მაგრამ შემდეგ სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის გადაყენებამ და სომხეთის ახალი ხელმძღვანელობის პოზიციის გამკაცრებამ ნულამდე დაიყვანა ამ სამართლიან საფუძველზე მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა.

გაჭიანურებული შესვენების შემდეგ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა წარმომადგენლებმა, ალბათ მოლაპარაკების პროცესის გამოცოცხლების მიზნით, 1997 წლის 9 ნოემბერს შემოიტანეს რიგით მესამე წინადადება, რომელმაც იმედი გაუცრუა აზერბაიჯანის მხარეს და მოლაპარაკებების გაგრძელებას ხელი შეუშალა. ეს წინადადება ეყრდნობოდა "საერთო სახელმწიფოს" მსოფლიო პრაქტიკაში არარსებულ იდეას და სხვა არაფერი იყო, თუ არა ეუთო-ს ორი სამიტის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე ადრინდელი პოზიციიდან უკანდახევა. სინამდვილეში ეს წინადადებები გამოყოფენ მთიან ყარაბაღს, როგორც სახელმწიფო ტერიტორიულ სტრუქტურას რესპუბლიკის ფორმით და ანიჭებენ მას აზერბაიჯანის თანასწორ სტატუსს გამოგონილი "საერთო სახელმწიფოს" ჩარჩოებში. ამავე დროს, მინიშნება იმაზე, რომ ეს "საერთო სახელმწიფო" შეიქმნება აზერბაიჯანის საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, არ იძლევა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს, სინამდვილეში არღვევს მათ.

მიმაჩნია, რომ შუამავალთა დაუფიქრებელმა ქმედებებმა, უთუოდ, სერიოზული ზიანი მიაყენეს დარეგულირების პროცესს და უკან დახიეს იგი. ეს იწვევს ჩვენში ღრმა შეშფოთებას, კერძოდ კი იმის გამო, რომ, როგორც არაერთხელ თქმულა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს სომხეთის რესპუბლიკის გაძლიერებულ შეიარაღებას. ამის ნათელი მტკიცებულებაა რუსეთის მიერ სომხეთში MIQ-29 თვითმფრინავების და C-300 რაკეტების გაგზავნა ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების უკანონო გადაცემის კვალდაკვალ.

ჩემი აზრით, თუ თანათავმჯდომარეები არ გამოიჩენენ სიმტკიცეს, თუ აშშ-ს, რუსეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელები არ მიიღებენ ქმედით ზომებს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირება შეუძლებელი იქნება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგულებას ლისაბონის სამიტის სამი პრინციპისადმი, რომელთა სასარგებლოდ ხმა მისცა მსოფლიოს 53-მა სახელმწიფომ.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ აგრეთვე როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს და დაჟინებით გთხოვთ, გააძლიეროთ თქვენი პირადი და აგრეთვე თქვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების საქმიანობა ამ გაჭიანურებული კონფლიქტის სწრაფი დარეგულირების მიზნით ლისაბონის სამიტის პრონციპების საფუძველზე, ვინაიდან ეს კონფლიქტი ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის წყაროს წარმოადგენს.

პატივისცემით,

ჰეიდარ ალიევიაზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი

ტექსტი გადათარგმნილია ქართულ ენაზე გაზეთიდან "ბაკინსკი რაბოჩი", 1999 წლის 17 აპრილი.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента