ЭКОНОМИКА

გურამ მარხულია „დაშნაკცუტუნის“ სისხლიანი ნაკვალევი' თავი XII

21.11.15 12:30




დანართი
დოკ.№1
სომხური რევოლუციური პარტია „დაშნაკცუთუნის" ორგანიზაციისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები.


1905-1906 წწ. წარმოადგენდა საკმაოდ სისხლისმღვრელ პერიოდს, რაც გახდა სომხებისა და თათრების საუკუნოვანი მტრობის მიზეზი.
ამ ბრძოლაში „დაშნაკცუთუნმა" თავისი ძალა გამოაჩინა, არაორგანიზირებულ თათრულ ბანდებს დაუპირისპირა გაწვრთნილი და მკაცრად დისციპლინირებული რაზმები.
ამ პერიოდში, დაშნაკების რევოლუციურ გამოსვლებს ბერვი ადამიანის, მათ შორის ადმინისტრაციული თანამდებიბის პირების სიცოცხლე შეეწირა, კერძოდ- გენერალ ალიხანოვი, ბაქოს გუბერნატორი თავადი ნაკაშიძე, ელისავეტპოლის ვიცე-გუბერნატორი ანდრეევი, საოლქო ხელმძღვანელები: ბოგუსლავსკი, შმერლინგი, ნეშანსკი, პავლოვი, პოლიცმაისტერი სახაროვი, ჯავახოვი, შუმაკვიჩი, სასაზღვრო დაცვის პოლკოვნიკი ბიკოვი და მრავალი სხვა. გარდა ამისა მათ სხვა მიზანსაც მიაღწიეს: ამიერკავკასიის ტერიტორიაზე სომხების თათრებისაგან გამიჯვნა, მიწების განთავისუფლება და მათი თურქეთიდან და ნაწილობრივ სპარსეთიდან გადმოსახლებული სომხებით დასახლება.


ახალგაზრდა დაშნაკებ:-ის ჯგუფი გამოეყო სხვა დაჯგუფებებს, 1908წ. შეუერთდა სოციალ-რევოლუციონისტურ პარტიას და შეწყვიტა არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ერთეულმა.
1906წ. სომხურ-თათრული ჟლეტის დასრულების შემდეგ, ანაზღაურების გარეშე დარჩენილმა დაშნაკცაკანის წევრება დაიწყეს ძარცვა და გამოძალვა, თავს კი „დაშნაკცუთუნი"-ს სახელს აფარებდნენ.
დღეს „დაშნაკცუთუნი" რუსეთსა და კავკასიაში მოღვაწეობს რევოლუციური განხრით, საბოლოო მიზნის მისაღწევად- სახელმწიფოში არსებული საზოგადოებრივი წყობის ჩამოგდება და რუსეთთან ფედერაციული დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბება- იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ტერორს.
„დაშნაკცუთუნი"-ს ცენტრალური კომიტეტების ადგილმდებარეობა ნაწილობრივად დადგენილია. დანარჩენი ნაწილის ადგილმდებარეობა გაურკვეველია, თუმცა შესაძლებელია ქალაქების დასახელება: კავკასიაში: ბაქო-„ვოსკანაპადი", თბილისი-„დიდი ქალაქი", „მეძ-კაგაკ", ბათუმი-„ნავგანკისტ", ყარსი-„ჯარაპერტ", ერევანი-„მირკასტან", ალექსანდროპოლი-„კარ", შუშა-„აპარაჟ". სულ 7. სპარსეთში: თეგერანი და ტავრიზი. სომხურ თურქეთსა და მცირე აზიაში-ერზერუმი და ვანი. ყველა ეს 13 თუ 14 (შეიძლება მეტიც) კომიტეტი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ არ ექვემდებარება იმაღლეს დაწესებულება „ აღმოსავლეთ ბიურო"-ს, რომელიც თბილიში იმყოფება.
თითოეული ცენტრალური კომიტეტი ავტონომიურია, თუმცა არ სცილდება სახელმძღვანელო პროგრამის ფარგლებს. ის წარმოადგენს ყველა ჩვენ დაწესებულებათა ერთიანობას სასამართლოს ჩათვლით. გამოიცემა პარტიული ბილეთი. ცენტრალური კომიტეტების ჯგუფს განაგებს „პასუხისმგებელი" ორგანო, რომელიც შედგება 5-6 ადამიანისაგან; თუმცა ორგანოთა ზუსტი რაოდება უცნობია. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი იმყოფება თბილისში, ამიერკავკასიის რეგიონის მართვისათვის. სავარაუდოდ ბაქოში არსებობს ჩრდილოეთ კავკასიის მაკონტროლებელი კომიტეტი, ბაქოს გუბერნიასა და ელისავეტპოლის აღმოსავლეთ ნაწილში. მეორე ყარსში ან ერევანში, რომელიც განკუთვნილია უკვე თავისუფალი სომხეთის ტერიტორიის მართვისათვის. ( ცენტრალური კომიტეტები: ყარსი, ერევანი, ნახიჩევანი, შუშა)
პარტიის მთავარი ორგანოების გარდა, არსებობს დამხმარე, ძირითადად სპეციალური დანიშნულების ორგანოები, რომლებიც პარტიის მისაზრების მიხედვით
იმყოფება მთავარი ორგანოების გავლენის ქვეშ.
დამატებითი ორგანოებია: „პროფესიონალური და სოფლის კავშირები", „წითელი ჯვრის", „სასწავლო ორგანიზაცია", „შუაპარტიული ორგანო", „კვლევის ორგანო", „პრესის ორგანიზაცია", „კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოება", „პატორიკი", „დამხმარე წევრები", „დაშინების ორგანიზაცია" და ორი „სტუდენტური ორგანიზაცია".
პროფესიონალური კავშირები ორგანიზდება პარტიის დაბალი აგენტების მიერ, თავდაპირველად ვერბოვდებიან პროფესიულ ხუმბებში: აქ ისინი იღებენ პოლიტიკურ-რევოლუციურ აღზრდას სემდგომში კი გადაყავთ შესაბამის კავშირებში. ყოველი კავშირი ხელმძღვანელობს გამომუშავებული „ბიუროს" წესდებით. ტაქტიკას
ხელმძღვანელობს ცენტრალური კომიტეტი. წესდება გადაეცემა ხუმბებს აგიტაციურ მასალებთან ერთად. პირველი კატეგორიის ხუმბებს მიეკუტვნება: აფთიაქის, დალაქების, მეღვინეების, მხვნელ-მთესავების, მეაბრეშუმეების, მუშების, მჭედლებისა და ა.შ. მეორე კატეგორიას განეკუთვნება: წითელის ჯვრის, ტერორისტების, დელი, თავდაცვისა და ჯარისკაცების.
„წითელი ჯვრის" ხუმბები ქვეკომიტეტის დაქვემდებარებაშია, თუმცა მათ განაგებს ცენტრალური კომიტეტი. ქვეკომიტეტი მხოლოდ ასწავლის და წვრთნის. „წითელი ჯვრის" მიზანია-ფულის ნებისმიერი ხერხით მოპოვება პატიმრებისათვის, დაზარალებულებისათვის და გადასახლებულებისათვის. პატიმართათვის, საკვებისა და რევოლუციური მიმოწერის მიწოდება. საქმეებში შუამდგომლობა, დაკავებულთა განთავისუფლებისათვის ყველა ზომების გამოყენება (ციხიდან გაქცევაში დახმარება, ქრთამის მიცემა, სასამართლოს მოსყიდვა, თავდასხმა). შემდეგი ორგანიზაცია, რომელიც ავტონომიითა და განსაკუთრებული წყობით ხასიათდება, არის სასწავლო ორგანიზაცია, რომელიც ცენტრალური კომიტეტის დავემდებარების ქვეშ იმყოფება : ქმნის საკუთარ პროპაგანდისტურ და მოსამზადებელ ხუმბებს. ხუმბების წარმომადგენლები ( ხუმბანეტები) ქმნიან ქვეკომიტეტებს, ირჩევენ 4-6 ადამიანს. დელეგატების საერთო კრება ირჩევს წარმომადგენელს ,,კომიტეტში-კონტრონიკო' ცენტრალურ კომიტეტსა და აღსრულების ორგანოში, რომელსაც ჟურნალის რედაქცია ექვემდებარება. სასწავლო ორგანიზაციის მიზანი იყო დაშნაკცუთუნის მიზნების განხორციელების ხელისშეწყობა და თავიანთ სფეროში ინტელიგენტებისა და მომზადებული პარტიული მუშაკების აღზრდა.
უფრო ინტელიგენტურ ორგანოს წარმოადგენდა ,,კვლევის ორგანო' და ,,საერთაშორისო ორგანოს', რომელიც დამოკიდებული იყო ,,პასუხისმგებელ ორგანოზე' ან ,,ბიუროზე'. ,,საერთაშორისო ორგანოს' ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რევოლუციურ საქმეში, ევალებოდა რევოლუციონერთა შორის ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება...
...გააჩნიათ სტამბები, რედაქციები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები და გამომცემლობები. დაშნაკცუთუნის ევროპული და რუსული სტუდენტური ორგანიზაცია განცალკევებულია ყველა სხვა ორგანიზაციებისაგან. მათ ევალებათ სტუდენტების გადაბირება და ნაციონალურ-რევოლუციური პროპაგანდა. ორგანიზაციებთან კავშირს ამყარებენ წარმომადგენლების მეშვეობით.
ორგანიზაციებთან არ არის დაკავშირებული ე.წ. ,,დამხმარე წევრები', რომლის რიგებშიც შეიძლება გაწევრიანდეს დაშნაკური იდეოლოგიის ნებისმიერი მხარდამჭერი.
ჩამოთვლილი მშვიდობიანი ორგანიზაციების გარდა არსებობს კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ ,,საბჭოს კავშირს'. ეჩმიაძინის სინოდდთან არებული პარტია ,,პატორიკი', რომელიც მოქმედებდა სომხების ფსიქოლოგიაზე რელიგიური კუთხით. პარტიის სამხედრო ჯგუფებიდან ცნობილია:,,თავდაცვა', ,,შიშის ორგანიზაცია', ,,ტერორისტული მოსამზადებელი კომიტეტი', ,,მოქმედი პასუხისმგებელი კომიტეტი' და ,,დელი'.
,,თავდაცვა' წარმოადგენს სახელმწიფო მილიციას, რომელიც შეიქმნა კავკასიაში მომხდარი ბოლო არეულობის დროს. მილიციონერების ხუმბები იკრიბებიან დაშნაკების ხელმძღვანელობით და გადიან სამხედრო წვრთნას. ,,თავდაცვა' ასპარეზზე გამოდის მღელვარებისა და მასობრივი შეტაკებების დროს. დანარჩენი სამხედრო ორგანიზაციები არსებობენ აქტიური და კონსპირაციული პარტიული გამოსვლებისთვის. ისინი ძირითადად პარტიის დავალებით ახორციელებენ მკვლელობებს.
საერთო ყრილობა ნიშნავს სამ ადამიანს, რომლებიც გათვითცნობიერებულნი არიან პარტიის მოღვაწეობის შესახებ. მოცემულ სამ ადამიანს ეწოდება ,,მოსამზადებელი ტერორისტული კომიტეტი'. ისინი ექვემდებარებიან მხოლოდ ,,საბჭოს კავშირს'. ,,მოქმედი კომიტეტი' ცენტრალური კომიტეტის ბრძანებით შესრულებაში მოყავს ტერორისტული განაჩენები დაბალი რანგის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე, უფრო სერიოზულ დავალებებს ასრულებს ,,პასუხისმგებელი ორგანოს' დავალებით ,,მოქმედი კომიტეტის' მოვალეობაა იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების შეძენა დამზადება. პარტიამ ამ მიზნებისათვის შეიძინა საკუთარი ქარხნები და სახელოსნოები. ცენტრალურ კომიტეტთან არსებობს კონსპირაციული ორგანიზაცია ,,დელი' იგივე მზვერავები. მათი მოვალეობაა იმ პირების თვალთვალი და ლიკვიდაცია, რომლებიც ხელს უშლიან დაშნაკცუთუნის მოღვაწეობას.
,,დიადი სომხეთის ' შექმნის იდეით შეპყრობილი დაშნაკები მიზნის მისაღწევად ერთად-ერთ გამოსავალს შეიარაღებულ გამოსავალაში ხედავდნენ. მათ არ მიაჩნიათ, რომ ეროვნული მილიციის დახმარებით მოიპოვებენ დამოუკიდებლობას და ჩამოაყალიბეს საკუთარი ეროვნული არმია. არმიის ფორმირებას საფუძველი ჩაეყარა 1992 წლის პირველ სხდომაზე. დაფინანსება და შეიარაღება განუწყვეტლივ გრძელდებოდა, თუმცა გამოუცდელობის გამო ჯარი აღმოჩნდა ძალიან დაბალი დონის.
სომხეთის აღდგენა ვერ განხორციელდა,რადგან ეს მცდელობა რუსეთში ჩახშობილ იქნა. რუსულმა არმიამ მთავრობის მხარე დაიჭირა. ამ დროს კავკასიაში სომხებმა ვე შესძლეს მუსულმანების მიმართ სიძულვილის დამალვა და გააჩაღა ომი. მუსულმანების გაჟლეტვის ხარჯზე, სომხებმა გაანთავისუფლეს ტერიტორიის ნაწილი. რევოლუციური ფონდი დუძლურდა არმიის დიდი დაფინანსების გამო. ზინვორებს ,,მებრძოლებს' შეუწყდათ ანაზღაურება, რის გამოც შექმნეს თავმდამსხმელი ბანდები, ძარცვავდნენ და კლავდნენ როგორც სომხებს ასევე სხვა ეროვნები წარმომადგენლებსაც. ამის შედეგად დაშნაკცუთუნის ავტორიტეტი საგრძნობლად დაეცა. სამხედრო იერარქიამ ხვდებოდა, რომ ასეთ გარემოში აჯანყება იოლად დამარცხდებოდა და აღმოჩნდებოდა რუსეთისა და თურქეთის ზეწოლის ქვეშ. ამის თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა ,,მწვანე გვარდია', რომელიც გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას ბანდიტური დაჯგუფებების აღმოფხვრის მიზნით. ავტორიტეტის ასამაღლებლად გამოცხადდა სამხედრო დიქტატურა, რაც ხელისუფლების დაპყრობის მცდელობას წარმოადგენდა. ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ გასცა პასუხი და 1907 წელს შექმნა ,,დაშინების ორგანიზაცია', გამოაცხადა ტერორი და სამხედრო დიქტატურის მეთაურებს სიკვდილი მიუსაჯა. ამასთან ერთად ორგანიზაციებს გაეცათ ბრძანება: გაენადგურებინათ საკუთარი სასამართლოს წესით. პარტიის დადგენილებით 1907 წელს სომხების მიერ განხორციელდა მთელი რიგი მკვლელობები. აჯანყება ჩახშობილ იქნა. მძარცველები და ყაჩაღები დღემდე ნადგურდებიან. რეგულარული არმიის შემადგენლობაში დარჩნენ მხოლოდ დისციპლინირებული ზინვორები. ისინი ვალდებულნი არიან იმუშაონ და შეიძინონ იარაღი საკუთარი სახსრებით. ანაზღაურება ეძლევათ მხოლოდ ლაშქრობისა და ომის პერიოდში. ბულგართის ყრილობამდე, რმდენიმე დროით ადრე ჩამოყალიბდა სასწავლებელი, რომელმაც 1907 წელს გამოუშვა 53 ოფიცერი. ოფიცრები გადიან მომზადებას აგრეთვე ამერიკის სასწავლებლებშიც. შეიარაღებული ძალების სათავეში დგას ,,მთავარი სამხედრო საბჭო', რომელიც შედგება შვიდი გამოცდილი ოფიცრისაგან. ,,მთავარ საბჭოსთან' არსებობს 5 კაციანი შემადგენლობის ,,გენერალური შტაბი'. მართველობის ყველაზე დაბალ ინსტანციას წარმოადგენს ცენტრალური კომიტეტების ტერიტორიაზე არსებული ,,სამხედრო საბჭოები'. თანამედროვე ეპოქაში პარტიის შიდა პოლიტიკა კონსპირაციულია, თუმცა პროპაგანდის საკითხში მოქმედებს ღიად და მაშტაბურად. გაძლიერებულია დაშნაკთა მოღვაწეობა, დისციპლინის სიმკაცრე და რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფო ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. პარტიის პრესა ექვემდებარება მკაცრ ცენზურას.
დაშნაკცუთუნს გააჩნია საკუთარი საფინანსო სისტემა. ორგანიზაციაში გაწევრიანებული ყველა ადამიანი ვალდებულია საკუთარი შემოსავლებიდან გამოყოს გარკვეული თანხის ნაწილი. ფონდში შედის სახსრები ლექციებიდან, საქველმოქმედო საღამოებიდან, სპექტაკლებიდან, ბაზრობებიდან, შემოწირულობიდან.

დედანთან სწორია
განსაკუთრებული განყოფილების კანცელარიის
საქმეთმწარმოებელი. მისი იმპერატორის დიდებულება კავკასიაში
1909 წლის 17 აპრილი
(ხელმოწერა)

დოკ. №2
კაგიმაზმანის ოლქის უფროსის 46 წერილიდან. „ თურქეთში სომხებს შორის არსებობს თურქების წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო ორგანიზაცია" 1914 წ. 4 აგვისტო. №82. გ.კაგიზმანი.
ღრმადპატივცემული სერგეი ალექსანდროვიჩი,(...)
8/ თურქეთში სომხებს შორის არსებობს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის თურქეთთან ომის შემთხვევაში შექმნის განსაკუთრებულ რაზმებს თურქების წინააღმდეგ და თავს დაესხმევა ზურგიდან. თუ ეს არ მოხერხდება რაზმები გადავლენ რუსეთში და იომებენ რუსეთის ჟართან ერთად.(...)
(РГВИА. Ф.2100,оп.1,д.528,л.1,1 об., 2, 2 об.)

დოკ.№3
სამხედრო გუბერნატორ პოდგურსკის ტელეგრამა სარაკამისში პოლკოვნიკ გრიგოლისა და არდაგანის, ოლტისა და კაგიზმანის ოლქების მეთაურებს.
„ მიიღეთ იმკაცრესი ზომები ქრისტიანების მიერ მუსულმანური მოსახლეობის ძარცვისა და მარადიორობის აღკვეცისათვის." სამხედრო გარემოებების საფუძველზე. გამოაცხადეთ მათი სამხედრო სასამართლოში გადაცემისა და მკაცრი დასჯის შესახებ;
დააკავეთ, განიარაღეთ, გადაეცით ტრიბუნალს, დაბალი ჩინები გადაეცით ნაწილებს. ჩამაბარეთ ანგარიში.

ხელი მოაწერა. გუბერნატორ პოდგურსკიმ. №59. გაგზავნილია 1915წ.12 იანვარს
დედანთან სწორია
საქმეთმწარმოებელი/ხელმოწერა/
СРГВИА. Ф.2100,оп.2,д.460,л.75.
დოკ.№4
რუსეთის კავკასიური არმიის მეთაურ ი.ზ.ოდიშილიძის ტელეგრამა.
„სომხური ჯარები ახორციელებენ მასობრივ მხეცობას თურქული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არ გამორიცხავენ ქალებსა და ბავშვებს". ტიფლისი. ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარეს. ასლი: მთავარმეთაურს, 16 თებერვალი №225 სარიკამიში 136 5 132 15 12 10 თარიღი: 15.02.1918
№ 7 7 3 2 /3 6 5 /1 146 4
სომხური ჯარი ძალიან სუსტი აღმოჩნდა. მიუხედავათ ქურთი ყაჩაღების დახმარებისა, ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას თურქულ რეგულარულ ჯარს, ვერ ასრულებდნენ სამხედრო ბრძანებებს. ისევე, როგორც რუსული ჯარი, მალე დეგრადირდებიან, რასაც ხელს უწყობს მათი მხეცური თვითნებობის დაუსჯელობა. დარჩენილი საკვების მაგარი ძალიან მცირეა. ერზრუმსა და სარიკამისში გაძარცვულია საკვებისა და შეიარაღების საწყობები რუსეთის ჯარის მიერ, რუსეთის რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით. ყველაფერი წაღებულია. თუ არმია და 12 ათასიანი სომხური მოსახლეობა იძულებული გახდება ამ გზით უკან დაბრუნდეს, ისინი გამხეცდებიან შიმშილისაგან და ძნელია წარმოვიდგინოთ თუ რა მოუვა ადგილობრივ მოსახლეობასა და ჯარს. ამიტომ თავს ვაძლევ უფლებას ვურჩიო მთავრობას სარიკამისში უზრუნველყოს საკვებისა და ფურაჟის მოწოდებასა და მშვიდობიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების დაჩქარებას. მშვიდობის დამყარების საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსების გაქცევის შემდეგ დატოვებული მილიონიანი ქონების გატანა. 15 თებერვალი, 1918წ. 7 5 4 5 3

ოდიშილიძე.
(РГВИА. Ф.2100,оп.1,д.698,л4-5.

დოკ.№ 5
საბჭოთა სომხეთში გამომცემლობა " ხორდაინ აიასტან"-შ გამოქვეყნდა, წარმოშობით აზერბაიჯანელის, სომხეთის მოქალაქეობის მქონე ბეის ბეისოვი მოგონებები, რომელიც იყო ბასარ-გეჩარის რაიონის ბ.მაზრის სასაქოლნო ფერმი ბრიგადირი „ რა სასტიკობების აღარ ჩაუდენიათ დააშნაკებს". დანშნაკებმა ტყვიის სტვენის ქვეშ, ზამთარშიაგვყარეს სოფლებიდან. ამ „საქმეს" ხელმძღვანელობდნენ გენერლები სილიკოვი და თევოსოვი. თურქული სოფლები ფერფლად აქციეს. ჩემი 8 კაციანი ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ მე დავრჩი. ამ მთებში, სადაც ეხლა ვსეირნობთ, უამრავი გვამი იყო. დაბნელებისას შიშით ველოდებოდით მძარცველებსა და მკვლელებს- დაშნაკებს. გასაბჭოების შემდეგ მე და ჩემი მეზობლები დავბრუნდით განადგურებულ სოფლებში და ვნახეთ, რომ თითო ოჯახიდან ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.

(ხორდაინ აიასტან. 1 9 3 6. 12 ივლისი. ციტ. : ა.ლ. ლალაიანი. დაშნაკცუთუნის პარტიის კონტრევოლუციური საქმიანობა //ისტორიული ჩანაწერები. 1928.№2. C.106.)

დოკ.№6
საბჭოთა ისტორიკოსის ირანდუსტის წიგნიდან „ქემალისტური რევოლუციის მამოძრავებელი ძალები"

„ თურქული მოსახლეობის ფიზიკური განადრურების პროგრამა ხორციელდებოდა, სრულიად შეგნებულად, ფრანგი ოკუპანტების ეგიდით".

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყარდება ტერორის რეჟიმი. ფრანგების მიერ, დაშნაკების რიგებიდან იქმნება ჟანდარმერიის რაზმები, რომლებიც თურქული მოსახლეობის მასობრივი მკვლელობით არიან დაკავებულნი. მოკავშირეები ოფიციალურად განიხილავენ „დიადი სომხეთის" შექმნის პროგრამას, გადაჭიმულს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე, ქილიიისა და თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციების ჩათვლით, ტრაპიზუნდამდე.(...) ზოგ შემთხვევაში გაჟლიტეს მთლიანად სოფლები. (...) პროგრამა ტარდება ოკუპანტების ხელმძღვანელობით.

(ირანდუსტი. ქემალისტური რევოლუციის მამოძრავებელი ძალები. მოსკოვი-ლენინგრადი: სახელმწიფო გამომცემლობა,1928.გვ.67,69)

დოკ.№ 7
დაშნაკური სომხეთის გენშტაბის პოლკოვნიკ ზინკევიჩის 1918წ. 17 აგვისტოს მოხსენებიდან.
„საჭიროა მუსულმანებისაგან განთავისუფლებული ფართი".

(...) „ დამოუკიდებლობის მიზანი- მთელი სომეხი ერის შეკრება, რათა გადავარჩინოთ ის მთელ მსოფლიოში გაფანტულობისაგან, როგორც ებრაელები. ამისათვის საჭიროა მუსულმანებისაგან განთავისუფლებული ფართი და მფარველობა, რომელიც ააღორძინებს სომხეთის ეკონომიკურ მომავალს. რუსეთი ერთნაირად უყურებს ყველა ერს და არ მოგვცემს თათრების გასახლების უფლებას. ეკონომიკური დახმარების მიღებას რუსეთისაგან შევძლებთ მხოლოდ 15 წლის შემდეგ.(...)
(ა.ი. დენიკინი. რუსული სმუტის მონახაზი. ტ.4. ბერლინი, 1925.გვ.174.)

დოკ.№8
1920წ. ახალ ბაიაზ-ბაარამიდან დაწერილი, დაშნაკური ოფიცრის მოხსენება
„თათრების წინააღმდეგ ყველაზე გამართლებული ხერხია- ბრძოლის შემდეგ, გადარჩენილთა ჭებში ჩაგდება და მძიმე ლოდებით დაფარვა."
ბასარ-გეჩარში განურჩევლად გავანადგურე თათრული მოსახლეობა. ხანდახან ტყვია გვენანება." მე ზუსტად ესე მოვიქეცი- ქალებით, კაცებითა და ბავშვებით ამოვავსე ჭა და ქვები დავაყარე".
(ა.ა.ლალაიანი. პარტია დაშნაკცუთუნის კონტრრევოლუციური როლი// ისტორიული ჩანაწერები. 1928.№2. გვ.101.)

დოკ.№9
ლევ ტროცკი
ანდრანიკი და მისი რაზმი
ცხოვრება ადამიანზე უფრო ძლიერია და მას უწევს მორგება.დადიან სამსახურში, ინახავენ ოჯახს, უჩივიან რევმატიზმს და საერთოდ ჭკნებიან, მაგრამ როდესაც კარს ქაოსი მიადგებათ, ცოცხლდებიან, პირველივე შეძახილზე იცვამენ ბოთფორტებს და ანგარიშებს მოუწესრიგებლად ტოვებენ.
სოფიაში ჩამოყალიბებული მოხალისე სომეხთა რაზმს მეთაურობს ანდრანიკი- სიმღერებისა და ლეგენდების გმირი. საშუალო სიმაღლის, კეპსა და მაღალ ჩექმებში, ჭაღარითა და გაპარსული ნიკაპით. იმ ადამიანის იერით, რომელმაც ხანგრძლივი ისტორიული ანტრაქტის შემდგომ კვლავ იპოვა საკუთარი თავი. იგი 46 წლის, წარმოშობით- თურქული სომხეთიდან. 1988წ.დან დაიწყო რევოლუციური მოღვაწეობა სივასის ვილაეთში. 1892 წ. მიემხრო დაშნაკებს. რუსულ-თურქული ომის დროს, 70-იან წლებში მოიხვეჭა სახელი. პეტროგრადის დიპლომატიის აგენტები ცდილობდნენ თავის მხარეს გადაებირებინათ სომეხი რევოლუციონერები, თუმცა ალექსანდრე II-ს მეფობის დროს პოლიტიკა სხვა კურსით წავიდა.
1894 წ. სასუნში დაარბიეს და გაჟლიტეს სომხები. დაშნაკები აგზავნიან შეიარაღებულ რაზმს. ანდრაკინი საბრძოლო ნათლობას იღებს. 1895-1896 წწ.-ში სომხური რაზმის სათავეში იცავს სომხურ სოფლებს. ებრძოლება ქურთებსა და მცირერიცხოვან თურქულ რაზმებს. 1897 წ. მოდის კავკასიაში, უკავშირდება პარტიას და სომხეთში ბრუნდება ფართო უფლებამოსილებითა და იარაღის დიდი რაოდენობით.
1899წ. მოკლულია რამოდენიმე საუკეთესო მხედართმთავარი. ანდრანიკს ევალება სასუნის ოლქის რაზმების ხელმძღვანელობა. მის განკარგულებაშია 38 სოფელი.
1900 წ. თურქეთის სამსახურში მყოფმა კურმა აგა ბრაშე-ხალილმა მოკლა ერთ-ერთი გამორჩეული სომეხი რევოლუციონერი-სეროპი, რისთვისაც მიენიჭა სულთანის ორდენი. 8 თვის შემდეგ ანდრანიკმა შური იძია მოკლა აგა ბრაშე-ხალილი და 17 კურდი. ტროფეის სახით დაიტოვა აბდულ-გამიდის ორდენი, რომელიც ინახება დაშნაკცუთუნის ჟენევის არქივში.
ანდრანიკი სახელს იხვეჭს, სომხები მას ემორჩილებიან, თურქებს ეშინიათ, სულთანის ჯარი კი კვალ და კვალ დასდევს.
38 წლის ასაკში ხდება მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვაინ მოვლენა.8 ზარბაზნით შეიარაღებულმა ორმა თურქმა ბატალიონმა ალყა შემოარტყა სასუნის მთებს. მოლაპარაკებები 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. 13 აპრილს დაიწყო სომხური სოფლების დაბომბვა. ცეცხლი არ წყდებოდა 8 დღის განმავლობაში. ტურქებმა ასობით ჯარისკაცი დაკარგეს. გვამებს პირდაპირ მდინარეში ისროდნენ. მოსახლეობამ სასუნის სოფლები დატოვა. ანდრანიკის რაზმმა ვანის ტბისკენ დაიხია. ანდრანიკმა შეიბყრო სამიალქნიანი გემი და მისი მეშვეობით რაზმი გადაიყვანა ახმარის კუნძულზე მონასტერში. 3 დღის შემდეგ იმავე გემით გადავიდა ვანში. კონსტანტინოპოლს დეპეშით ამცნობა, რომ ვანი მისია. საქმეში ჩაერია ინგლისის ელჩი და მას წასვლა ურჩია. ანდრანიკმა სომხეთის დატოვება გადაწყვიტა. მეშვიდე დღეს სპარსეთში ჩავიდა, შემდგომ კავკასიაში და რუსეთის გავლით მიაღწია ვენას. რამოდენიმე ხანი ცხოვრობდა ჟენევაში, შემდგომ ეგვიპტეში და საბოლოოდ სოფიაში დაბინავდა, სადაც დაუახლოვდა მაკედონელ რევოლუციონერებს. „ მე ნაციონალისტი არ ვარ" ამბობს ანდრანიკი, „მე ვაღიარებ მხოლოდ ერთ ნაციას: დაჩაგრულების ნაციას".

დოკ.№10
სსრკ-ს მინისტრთა საბჭო დადგენილება №4083
1947წ. 23 დეკემბერი. მოსკოვი. კრემლი
კომეურნეებებისა და სხვა აზერბაიჯანული მოსახლეობის გადასახლების შესახებ, საბჭოთა სომხეთიდან კურა-არაკსინის დაბაში, საბჭოთა აზერბაიჯანში.
Доп.10/III-48წ. №754

სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ დაადგინა:
1.1948-1950 წწ.-ში გადასახლდეს 100 ათასი კოლმეურნეები და სხვა აზერბაიჯანული მოსახლეობა,საბჭოთა სომხეთიდან კურა-არაკსინის დაბაში, საბჭოთა აზერბაიჯანში. 10 ათასი- 1948წ., 40 ათასი ადამიანი-1949წ. და 50 ათასი ადამიანი-1950წ.
2. დაევალოს საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა სომხეთის მინისტრთა საბჭოებს:
ა)კოლმეურნეებსა და სხვა აზერბაიჯანელ მოსახლეობას განემარტოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული შეღავათებისა და გადასახადების პირობები.
ბ) უზრუნველყოს კოლმეურნეობასთან სრული ანგარიშსწორება- გამგზავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, იმ ფარგლებში, რაც განპირობებულია მათ მიერ შემუშავებული გეგმით.
გ) უზრუნველყოფილ იქნეს გადასახლებულთა პირადი ნივთების, ფრინველებისა და და საქონლის დანიშნულების ადგილამდე გადატანა.
3. სამინისტროს ელმძღვანელებსა და უწყებებს დაევალოს იმ პირთა სამუშაო ადგილებიდან განთავისუფლება, რომლებიც გადასახლდებიან საბჭოთა სომხეთიდან კურა-არაკსინის დაბაში, საბჭოთა აზერბაიჯანში.
4. გადასახლებული მოსახლეობისთვის დადგინდეს შემდეგი შეღავათები:
ა)სახელმწიფოს ხარჯზე მოსახლეობას დაუდგინდეს უფასო გადაადგილება, საქონლის გაყვანა, ქონების გატანა-2 ტონის რაოდენობით, თითო ოჯახზე.
ბ)გადასახლებულ კოლმეურნეებზე გავრცელდეს ციკ-ისა და სოვნარკომის 1937წ. 17 ნოემბრის დადგენილება №115/2043 „სოფლისმეურნეობის გადასახლების შეღავათები", რძის აუცილებელი მიწოტების შეღავათების გამოკლებით.
გ)გასვლის დროს გადასახლებულების ოჯახებს გადაეცეს ფულადი თანხა 1000 რუბლის ოდენობით და 300 რუბლი ოჯახის თითოეულ წევრზე.
დ)კურა-არაკსინის დაბაში, საბჭოთა აზერბაიჯანში ჩასახლებულებს მიეყიდოს ხორბალი ნაღდი ანგარიშსწორებით 1,5 ცენტნერის ოდენობით ოჯახზე, 0,5 ცენტ. ოჯახის თითო სულ წევრზე.
5. დაიშვას გაცვლითი ჩეკების (კვიტანციების) მეშვეობით პროდუქტების გაცემა (ხხორბალი, კარტოფილი) საქონელი, რომელიც კარანტინის პირობებში აკრძალულია. ადგილზე იგივე რაოდენობით მიღების უფლებით.
6. სამეურნეო ბანკს დაევალოს:
ა)კურა-არაკსინის დაბაში გადასახლებულ გაჭირვებულ პირებზე 20 ათასი მანეთის რაოდენობის კრედიტის გაცემა სახლის მშენებლობებისათვის, 10 წლის ვადით, დაფარვა დაიწყება კრედიტის აღებიდან მესამე წელს.
ბ)ხანგრძლივი ვადით, 3 ათასი მანეთის რაოდენობის კრედიტის გაცემა საქონლის შესაძენად 5 წლის ვადით. გადახდა მესამე წლიდან.
7. გზების სამინისტროს დაევალოს:
ა) უზრუნველყოს დეზინფიცირებული და სათანადოდ აღჭურვილი ეშელონებით მოსახლეობის გადაყვანა.
ბ) ტრანსპორტის მიწოდება განხორციელდეს მკაცრი გრაფიკით, ფულის გადახდის გარეშე.
8. საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსახლეობის სამედიცინო შემოწმების უზრუნველყოფა და მათი სამედიცინო-სანიტარული მომსახურება მგზავრობისას. გამოეყოს ეშელონების გამცილებლები და მედიკამენტები.
9. ფინანსთა სამინისტროს დაევალოს საბჭოთა აზერბაიჯანის 1948წ. ბიუჯეტში გაითვალისწინოს სახსრები, რომელიც გადასახლებულ მოსახლეობას დასჭირდება.
10. საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს დაევალოს ამ დადგენილების შესრულება ერთი თვის ვადაში და ეღტობლივად კონკრეტული ქმედებების განხორციელება, მოსახლეობის კურა-არაქსინში გადასახლების უზრუნველსაყოფად.
11. სომხეთის მინისტრთა საბჭოს მიეცეს უფლება აზერბაიჯანელების გადასახლების შედეგად გათავისუფლებული მიწების გადასცეს ემიგრაციიდან დაბრუნებულ სომხებს.
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ი.სტალინი
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ი.ჩადაევი

დოკ.№11
სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს დადგენილება №754
1948წ. 10 მარტი. მოსკოვი. კრემლი.
საბჭოთა სომხეთიდან კურა-არაკსინის დაბაში, საბჭოთა აზერბაიჯანშიკომეურნეებებისა და სხვა აზერბაიჯანული მოსახლეობის გადასახლებისთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.
1947წ. 23 ნოემბრის, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს №4083 დადგენილების დამატება:
1. კომეურნეებს, რომლებიც გადასახლებაში მიდიან, მიეცეთ უფლება თან წაიღონ ასრებული წარმოების საშუალებები (მანქანები, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალება და სხვა საკუთრება, ნატურალური და სხვა ფონდები)
2. დადგინდეს, რომ სომხურ კოლმეურნეობებს, საიდანაც გადასახლდნენ აზერბაიჯანელი კოლმეურნეები, კუთვნილი ინვენტარის, საქონლის და ა.შ. ფულადი ღირებულება დაუბრუნდეს საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა სომხეთის მინისტრთა საბჭოების მიერ დადგენილ ვადაში.
3. საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა სომხეთის მინისტრთა საბჭოებს დაევალოს, ერთი თვის ვადაში,კოლმეურნეობასთან ანგარიშსწორების წესის დადგენა
4.საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა სომხეთის მინისტრთა საბჭოებს დაევალოს დახმარების გაწევა გადასახლებული მოსახლეობისათვის, ხოლო სახელმწიფო მოხელეებს სახლების გაყიდვაში.
5. მართებულად მიიჩნიონ კოლმეურნეობის განყოფილების რეორგანიზაციის ფაქტი.
6. კურა-არაქსინის სარწყავი მიწების ათვისების სამმართველოს დაევალოს ტექნიკური დახმარების გაწევა და სამშენებლო მასალების მომარაგების უზრუნველყოფა. ქვეწარმოებების მშენებლობების დახმარება, მათი კეთილდღეობის უზრუნველყობის მიზნით.
7. აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს და საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის საბჭოს უფლება მიეცეს კანტორა" აზპერესელენსტროი"-ს მმართველობაში შექმნან სამშენებლო-სამნტაჟო კანტორები სალიანში, ალიბაირამლში, საბირაბადსა და პუშკინოში.
8. საბჭოთა აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს მიცეს უფლება:
ა) შექმნას გადასახლებულთა წარმომადგენლობა საბჭოთა სომხეთში(ერევანი) გადასახლებისათვის საჭირო ვადით.
ბ) 1948წ. მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის გადასახლებასთან ( პროექტირება, მშენებლობა, ორგანიზაცია, მასალების შეძენა, სამშენებლო დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები) 11 მილიონი რუბლის ასიგნაცია.
გ) 1948წ. შეიკრიბოს 700 კაციანი ჯგუფი, მოლოტოვის ოლქში ხე-ტყის სამუშაოების წარმოებისათვის.
9. სარწყავი მიწების ათვისების სამმართველოს მიეცეს უფლება:
ა)1948წ. ჩაატაროს სამუშაოები შენობა-ნაგებობების აშენებისათვის, ჩაატაროს მოსამზადებელი ღონისძიებები და გადასახადების ფინანსური გათვლები.
ბ) 1948-1950წწ. გაზარდოს მოლოტოვის ოლქში დესპრომხოზების წარმოების სიმძლავრე.
10. სსრკ-ს გოსნაბს, საავტომობილო და სატრანსპორტო, ელექტროწარმოების, რძე-ხორც წარმოების, სამშენებლო მასალების წარმოების, ქიმიური საწარმოებისა და საკვების მომარაგების სსრკ-ს სამინისტროებს დაევალოს კურა-არაკსინის დაბაში საჭირო რაოდენობის მოწყობილობებისა და მასალების მიწოდება.
11. ცენტსაბჭოს აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით დაევალოს სამშენებლო მასალებისა და მანქანების კურა-არაკსინის დაბაში, კოლმეურნეობებშიგასაყიდად ჩატანა.
12. საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცეს უფლება გამოუყოს აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს 50 ცხენი.

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ი.სტალინი
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ი.ჩადაევი

დოკ.№ 12
აზერბაიჯანელების დეპორტაცია სომხეთიდან

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის პრეტენზიებმა თურქეთთან და სომხების ამ პროცესში აქტიურმა მონაწილეობამ დიდი ტრაგედია გამოიწვია აზერბაიჯანელი ხალხის ყოფიერებაში.
1945წ. ნოემბერში ცკ ვკპ-ს პოლიტბიურომ დაუშვა ემიგრანტ სომეხთა დაბრუნება საბჭოთა სომხეთში. 2 დეკემბერს გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომიტეტის შესაბამისი ოფიციალური გადაწყვეტილება. ეს განდაწყვეტილება განპირობებული იყო საბჭოთა ხელმძღვანელობის მისწრაფებით, დაემყარებინათ თავიანთი პრეტენზიები თურქეთშ. ი. სტალინმა გადმოასახლა 360-400 ათასი სომეხი. ამით იმის თქმა უნდოდა მსოფლიოსთვის, რომ სომხები დაუბრუნდნენ სამშობლოს, მაგრამ მათი ადგილი არ არის. სსრკ-ს პრეტენზიები აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე გაახმოვანა ვ.მოლოტოვმა მოსკოვში, თურქეთის ელჩ ს.სარპერთან მოლაპარაკების დროს 1945წ.7 ან 18 ივლისს. სწრაფ ტემპში დაიწყო იმ ტერიტორიების გაზომვა, რომლის წართმევასაც აპირებდა სსრსკ თურქეთისაგან, დაიხაზა სათანადო რუკები, ტერიტორიის სომხეთისთვისა და საქართველოსთვის გადანაწილებით. სსრკ-ს საგარეო საქმეთა კომიტეტში 1945წ. შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, თურქეთისთვის უნდა წაერთვათ 26 ათასი კვ.კმ. სემხეთს შეხვდებოდა-20,5 ათასი კვ.კმ, ხოლოს საქართველოს- 5,5. სსრკ იმდენად დარწმუნებული იყო, რომ თურქეთისაგან მიიღებდა ყარსსა და ერდახანს, რომ პოლიტბიურომ სომხეთის ყარსის ოლქის კომპარტიის კომიტეტის მდივნად დანიშნა ვინმე ა.კოჩინიანი. თუმცა სსრკ-ს გეგმები ჩაიშალა. გარდა ამისა, მათ ვერ შესძლეს სომხების საჭირო რაოდენობის ჩამოსახლება, მათო რაოდენობა შეადგენდა მხოლოდ 60 ათასს.ნაწილმა უკან დაბრუნება მოისურვა და ასობით სომეხი, სახელმწიფო საზღვრის დარღვევით დაბრუნდა თურქეთში. სომეხი ემიგრანტებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვი, რათა დათანხმებოდნენ სომხეთში ჩამოსვლა, 1947წ. 23 დეკემბერს მიიღო სომხეთიდან აზერბაიჯანელების გადასახლების გადაწყვეტილება. მათ უფლება მისცეს მხოლოდ პირადი საჭიროებსი ნივთები წაეღოთ. ართმევდნენ სახლებს, ეზოებს, მიწებსა და საქონელს. მიუხედავათ იმისა, რომ გადასახლებული ერს თავიანთი პრობლემა გამოაქვთ ევროსაბჭოზე, მოგაწვდით იშვიათ ისტორიულ დოკუმენტს.

დოკ.№13
სრულიად საიდუმლოდ
ცნობა
სომხეთის აზერბაიჯანული მოსახლეობის განწყობა მომავალი გადასახლების შესახებ აზეირბაიჯანის სსრკ-ში.
ჯერ კიდევ მთავრობის ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებიდან, აზერბაიჯანლების გადასახლება სიმხეთიდან აზერბაიჯანის სსრკ-ში დადიოდა არასწორი ინფორმაცია გადასახლებასსთან დაკავშირებითდა ყოველივე ამან არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო. ჩვენს მიერ დაფიქსირებული იყო მრავალი ფაქტი აზერბაიჯანლების მხრიდან გადასახლებაზე უარის თქმისა, ისინი დადიოდნენ თავიანთი წინაპრების სასაფლაოზე, ლოცულობდნენ რომ თავიდან აეცილებინათ გადასახლება. დაფიქსირებული იყო აგრეთვე პროტესტი-უარს ამბობდნენ საველე სამუშაოებზე, ჩეხავდნენ ბაღ-ვენახებს, ანადგურებდნენ საცხოვრერებელ ნაგებობებს.
ჩვენამდე მოდიოდა ცნობები, რომ მტრული ელემენტები იყენებდნენ რა უკმაყოფილო განწყოფილებას აწარმოებდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციას და ამზადებდნენ ნიადაგს სამომავლოდ სსრკ-სა და თურქეთს შორის ომისთვის.
მთავრობის მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента