ЭКОНОМИКА

31 მარტი აზერბაიჯანელების გენოციდის დღეა

21.11.15 12:40




აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიული წარსულის შესახებ ობირქტური სურათის შექმნა. ცნობილი ხდება ისეთი ფაქტები, რომლებიც არც თუ შორეული წარსულში გასაიდუმლოებული იყო, ღიად საუბრობენ აკრძალულ თემებზე და ადრე დამახინჯებული მოვლენები თავის რეალურ, ჭეშმარიტ სეფასებებს ღებულობენ.





გენოციდი აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, და მრავალი წლის მანძილზე არ ღებულობდა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ფურცელია ქვეყნის ისტორიაში.

1813-1828 წლებში გიულისტანისა და თურქსენჩაის ხელმოწერილმა ხელშეკრულებებმა საფუძველის დაუდეს აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანული ისტორიული მიწების დაყოფას. აზერბაიჯანელი ხალხის ამ ეროვნული ტრაგედიის გაგრძელება მისი მიწების ოკუპაციის დაწყება იყო. ეს პოლიტიკა უმოკლეს ვადებში რეალობად გადაიქცა და განხორციელდა სომეხთა მასობრივი გადასახლება Aაზერბაიჯანის მიწაზე. გენოციდი აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ირევანის, ნახჭევანის და ყარაბახის სახანოების ტერიტორიებზე ჩასახლებული სომხები, იქ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან შედარებით უმცირესობაში იყვნენ, მათ, თავიანთი მხარდამჭერების მფარველობის წყალობით, მიაღწიეს იმას, რომ შეიქმნა ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, რომელიც "სომხურ ოლქად" იწოდებოდა. მსგავსი ხელოვნური ტერიტორიული დაყოფით ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა აზერბაიჯანელი ხალხირ საკუთარი ტერიტორიებიდან განდევნისა და მათი განადგურების პოლიტიკას. დაიწყო "დიდი სომხეთის" იდეის პროპაგანდა. აზერბაიჯანის მიწებზე ამ გამოგონილი სახელმწიფოს წარმოქმნის "გამართლების" მიზნით რეალიზებული იყო ფართომასშტაბიანი პროგრამები, რომლებიც მიმართული იყო სომეხი ხალხის ისტორიის გაყალბებაზე. აზერბაიჯანისა და ზოგადად, ამიერკავკასიის ისტირიის დამახინჯება ამ პროგრამების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

"დიდი სომხეთის" შექმნის იდეით შეპყრობილმა სომეხმა დამპყრობლებმა, აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ 1905-1907 წლებში განახორციელეს ფართომასშტაბიანი სისხლიანი აქციები. ბაქოში დაწყებულმა სომხურმა აგრესიამ მოიცვა აზერბაიჯანი და დღევანდელი სასომხეთის ტერიტორიაზე მდებარე აზერბაიჯანული სოფლები. ასობით დასახლებული პუნქტი განადგურდა, ათასობით აზერბაიჯანელი ულმობლად მოკლეს. ამ მოვლენების ორგანიზატორები წინააღმდეგობას უწევდნენ საქმის არსებით გახსნას, მის სწორ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას, ქმნიდნენ აზერბაიჯანელი ხალხის უარყოფით სახეს, და მიწებზე თავიანთ ავანტურისტულ პრეტენზიებს ოსტატურად ნიღბავდნენ.

სომხები, რომლებმაც მოხერხებულად გამოიღეს სარგებელი პირველი მსოფლიო ომიდან და რუსეთში თებერვლისა და ოქტომბრის გადატრიალებებიდან, ბოლშევიკების დროშის ქვეშ მიაღწიეს საკუთარი პრეტენზიების რეალიზებას. 1918 წლის მარტიდან, ბაქოს კომუნის კონტრრევოლუციურ ელემენტებთან ბრძოლის ლოზუნგით, დაიწყო ამაზრზენი გეგმის განხორციელება, რომლის მიზანი იყო აზერბაიჯანლებისაგან მთელი ბაქოს გუბერნიის გაწმენდა. იმ დღეებში სომეხი ხალხის მიერ ჩადენილი დანაშაული სამუდამოდ დარჩა აზერბაჯანელი ხალხის მახსოვრობაში. ათასობით მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლე იყო მოკლული მხოლოდ მისი ეროვნული კუთვნილობის გამო. სომხები წვავდნენ სახლებს, ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, ანგრევდნენ და ანადგურებდნენ ეროვნული არქიტექტურის მარგალიტებს, სკოლება, საავადმყოფოებს, მეჩეთებსა და ძეგლებს, ბაქოს უდიდესი ნაწილი ნანგრევებად იქცა.

აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდი განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელდა ბაქოს, შამახინის, გუბინის მაზრებში, ყარაბახში, ზანგეზურში, ნახჭევანში, ლიანკიარნაში და აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში. ამ ტერიტორიებზე ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობას, დაიწვა და აღიგავა პირისაგან მიწისა დასახლებები, სოფლები, დაინგრა და განადგურდა ეროვნული კულტურის ძეგლები.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა 1918 წლის მარტის მოვლენებს. ამ ტრაგედიის გამოძიების მიზნით, 1918 წლის 15 ივლისს მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება საგანგებო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიამ შეისწავლა მარტის გენოციდი, შამახში განხორციელებული სისხლიანი მოვლენების საწყისი ეტაპი, სომხების მიერ ირევანის გუბერნიის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულებები. იმისათვის, რომ ეს რეალობები მსოფლიო საზოგადოებისათვის ცნობილი გამხდარიყო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური სტრუქტურა ჩამოაყალიბა. 1919 და 1920 წწ. 31 მარტი აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გლოვის დღედ გამოაცხადა. ეს იყო ისტორიაში პირველი მცდელობა Aაზერბაიჯანის გენოციდის პროცესსა და საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელებულ ოკუპაციას მისცემოდა პოლიტიკური შეფასება. მაგრამ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის გამო ამ მუშაობას დასრულების საშუალება არ მიეცა.

სომხებმა, რომლებმაც თავისი ბინძური მიზნებისათვის ამიერკავკასიის გასაბჭოება გამოიყენეს, 1920 წელს ზანგეზური და აზერბაიჯანის რიგი სხვა მიწებისა სომხეთის სსრ ტერიტორიად გამოაცხადეს.

შემდგომ პერიოდში, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები აზერბაიჯანელების დეპორტაციის პოლიტიკის შემდგომი გაფართოების მიზნით, გამოყენებული იყო ახალი ხერხები. ამისათვის, სომხებმა სახელმწიფო დონეზე მიაღწიეს სსრ მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 23 დეკემბრის სპეციალური დადგენილების მიღებას "სომხეთის სსრ-დან კოლმეურნეებისა და სხვა აზერბაიჯანელი მოსახლეობის აზერბაიჯანის სსრ მტკვარი-არაზის დაბლობში გადასახლების შესახებ" და აზერბაიჯანელების თავისი ისტორიული მიწიდან მასობრივი დეპორტაციის შესახებ 1948-1953 წლებში.

სომეხმა ნაციონალისტებმა თავისი მომხრეების დახმარებით, 50-ანი წლებიდან დაიწყეს მორალური აგრესიის მასობრივი კამპანია აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ. ისინი ცდილობდნენ, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში რეგულარულად გავრცელებულ წიგნებში, ჟურნალებსა და გაზეთებში მომხდარიყო Aაზერბაიჯანის ეროვნული კულტურის, კლასიკური მემკვიდრეობის, არქიტექტურის ძეგლების ყველაზე გამორჩეული ნიმუშების სომეხი ხალხის კუთვნილებად დამტკიცება. პარალელურად გახშირდა მცდელობები მთელ მსოფლიოში მომხდარიყო აზერბაიჯანელების უარყოფითი სახით ფორმირება. სომხები ქმნიდნენ "გაჭირვებული, უსახლკარო სომეხი ხალხის" სახეს, ხოლო საუკუნის დასაწყისში მომხდარ მოვლენებს განზრახ ამახინჯებდნენ. ამგვარად, ისინი, ვინც თავად ქმნიდა გენოციდს აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, თავად წარსდგებოდნენ როგორც გენოციდის მსხვერპლი.

გასული საუკუნის დასაწყისში, აზერბაიჯანელები, განიცდიდნენ რა მასობრივ დევნას, განდევნილი იყვნენ ქალაქ ირევანიდან და სომხეთის სსრ სხვა რეგიონებიდან, სადაც მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანლები შეადგენდნენ. აზერბაიჯანლების უფლებები უხეშაფ ირღვეოდა სომხების მიერ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისათვის წინააღმდეგობები იქმნებოდა, ხორციელდებოდა რეპრესიები. იცვლებოდა აზერბაიჯანული დასახლებების ისტორიული სახელწოდებები, ადგილი ჰქონდა ტოპონიმიკის დამახინჯების პროცესს, რომლის ანალოგები ისტორიას არ ახსოვს- ძველი აზერბაიჯანული ტოპონიმების შეცვლა თანამედროვე სახელწოდებებით.

გაყალბებული სომხური ისტორია აყვანილი იყო სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და ქმნიდა იმის საფუძველს, რომ ახალგაზრდა სომხები შოვინიზმის სულისკვეთებით აღზრდილიყვნენ. აზერბაიჯანელების ახალგზარდა თაობა, რომელიც აღზრდილი იყო აზერბაიჯანის ლიტერატურისა და კულტურის უდიდესი ჰუმანიტარული იდეალების მსახურის სულისკვეთებით, ექსტრემისტული სომხური იდეოლოგიის მატარებელთა მხრიდან დევნას განიცდიდნენ.

აზერბაიჯანელი ხალხის მორალური ფასეულობების, ეროვნული ღირსებისა და სიამაყის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამება პოლიტიკური და სამხდრო აგრესიისათვის იდეოლოგიურ ნიადაგს ქმნიდა. იმის გამო, რომ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ გატარებულმა გენოციდის პოლიტიკამ ვერ მიიღო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, საბჭოთა ბეჭვდით გამოცემებში ბევრი ფაქტის დამახინჯება ხდებოდა, ხოლო საზოგადოებრივი აზრი დეზორიენტირებული იყო. სომხების მიერ განხორციელებული ანტიაზერბაიჯანული პროპაგანდა, რომელიც 80-იანი წლების შუა პერიოში კიდევ უფრო გაძლიერდა, დროულად არ იყო შეფასებული Aზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მხრიდან.

აზერბაიჯანში ასევე არ მიეცა სწორი პოლიტიკური შეფასება იმას, რომ 1988 წელს დაწყებული მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ასობით ათასი აზერბაიჯანელი იდევნებოდა საკუთარი ისტორიული მიწიდან. აზერბაიჯანელი ხალხი სერიოზული უკმაყოფილებით შეხვდა სომეხთა გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ჰქონდა სამართებლივი საფუძველი, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქის სომხეთის სსრ შემადგენლობაში შეყვანის შესახებ, და მოსკოვის მიერ განსაკუთრებული მართვის კომიტეტის დახმარებით ამ ოლქის აზერბაიჯანის დაქვემდებარებიდან ფაქტობრივად გაყვანას. აზერბაიჯანლები იძულებულები იყვნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქციებისათვის მიემართათ. თუმცა, რესპუბლიკაში გამართული მიტინგების დროს მათი მიწების ოკუპაციის პოლიტიკა მკვეთრი დაგმობის ქვეშ მოექცა, Aზერბაიჯანის ხელმძღვანელობა კვლავინდებურად პასიურ პოზიციას იკავებდა. ამის შედეგი იყო ის, 1990 წლის იანვარში, სახალხო მოძრაობის აღკვეთის მიზნით, რომელმაც მასობრივი ხასიათი მიიღო, ბაქოში შეყვანილი იქნა ჯარები, ასობით აზერბაიჯანელი დაიხოცა, დაინვალიდდა და დაიჭრა, ისინი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

1992 წლის თებერვალში სომხები სასტიკად გაუსწორდნენ ქალაქ ხოჯალის მაცხოვრებლებს. Aაზერბაიჯანის ისტორიაში ხოჯალის გენოციდად წოდებული ეს სისხლიანი ტრაგედია აზერბაიჯანელების განადგურებითა და ტყვეობით დასრულდა. ქალაქი ხოჯალი აღიგავა პირისაგან მიწისა,

მთიან ყარაბაღში სომეხი სეპარატისტების მიერ დაწყებული ავანტურისტული მოძრაობის შედეგი ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელის დევნა გახდა საკუთარი, მშობლიური მიწიდან, ისინი, დღეს, იძულებულნი არიან იცხოვრონ კარვებში. სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინა Aზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ათასობით აზერბაიჯანელი შეხიდებად იქცა (დაიღუპა), და მიიღო სხეულის დაზიანებები.

XIX –XX საუკუნეებში აზერბაიჯანში მომხდარ ყველა ტრაგიკულ მოვლენას თან ახლდა მიწების მიტაცება და ეს იყო სომხების მიერ გეგმიური წესით განზრახ განხორციელებული აზერბაიჯანლების გენოციდის პოლიტიკის გარკვეული ეტაპი. იყო მცდელობა პოლიტიკური შეფასება მისცემოდა ამ მოვლენებიდან მხოლოდ ერთს- 1918 წლის მარტის სისხლიან მოვლენებს. როგორც Aაზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე, აზერბაიჯანის რესპუბლიკა დღეს თავის ვალდებულებად თვლის მიეცეს გენოციდის მოვლენებს პოლიტიკური შეფასება, როგორც იმ გადაწყვეტილებების გაგრძელებას, რომლებიც ბოლომდე ვერ შეასრულა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ.

Прочитано : 10


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента