ЭКОНОМИКА

ფარჰად მამედოვი:„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“

21.11.15 18:43




სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი ფარჰად მამედოვი.

–ბატონო ფარჰად, თქვენ, 2012 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ბრძანდებით.ამ დროის მანძილზე სკც –მა სომხების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის, დანაშაულებების, იძულებითი დეპორტაციის აქტების, სომხების აზერბაიჯანზე აგრესიის ფაქტების მსოფლიო საზოგადოებრიობამდე მიტანის საქმეში რა ღონისძიებები განახორციელა?

–აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევის ცენტრი ექვსი წელია რაც ფუნქიონირებს . და რადგანაც სკც ჩვენი ქვეყნისათვის ახალი კვლევის სტრუქტურაა,შეიძლება ითქვას,რომ გასული ექვსი წელი მის ფორმირებას,ჩვენი სახელმწიფოს შიდა და გარე პოლიტიკის,ეკონომიკური სტრატეგიის მოთხოვნათა შესაბამისი სამოღვაწეო მიმართულების განსაზვრას მოხმარდა.



ბუნებრივია,რომ სკც–ს ძირითადი კვლევის თემა სომხეთ–აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. ამ სფეროში ჩვენი მოღვაწეობა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი მიმართულება კონფლიქტის საერთაშორისო იურიდიულ ჩარჩოში მოგვარებას მოიცავს.ჩვენი სპეციალისტები საერთაშორისო იურიდიული აქტების ,ანალოგიური პრობლემების შესახებ დოკუმენტების ექსპერტიზების, შესაბამისი იურიდიული კონსულტაციების მომზადებასთან ერთად სერიოზულ სამეცნიერო მოღვაწეობპსაც ეწევიან .სხვადასხვა ენებზე გამოიცემა წიგნები და სტატიები. ამის პარალელურად ჩვენს უცხოელ კოლეგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ამ მეცნიერული თანამშრომლობის ჩარჩოში, კონფლიქტის შესახებ წიგნების დაკვეთებსაც გვაძლევენ. მინდა ავღნიშნო,რომ რამდენიმე ხნის წინ ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისათვის დამატებითი საინფორმაციო ბაზის შექმნის მიზნით გამოვეცით დოკუმენტების ახალი კრებული და დავარიგეთ. აღნიშნულ კრებულში თავი მოვუყარეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სომხეთ–აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მიღებულ დოკუმენტებს.

ჩვენი მოღვაწეობის მეორე მიმართულებას წარმოადგენს სკც–ის საინიციატივო კვლევებში მონაწილეობის მოღება და მისი მხარდაჭერა. ჩვენს ერთ–ერთ ძირითად მიზანს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანელთა თემის რეალური მხარდაჭერა ,სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებზე მისი წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ანუ საერთაშორისო არენაზე გვინდა გავაცნობიოროთ ის ფაქტი,რომ „მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის„ მცნება მარტო სომხებს არ ნიშნავს ,იქ ეთნიკური აზერბაიჯანელები და მათი პრობლემებიც შედის. ჩვენი სურვილია ეს მცნება საერთაშორისო საზოგადოებრივ ბრუნვაში ჩაერთოს. ამავე დროს მოლაპარაკებების განსაზღვრულ ეტაპზე აზერბაიჯანის,როგორც დაინტერესებული მხარის, მონაწილეობა ვუზრუნველყოთ, ამის გარდა პრობლემასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში ჩამოსულმა ნებისმიერმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრებმა მთიანი ყარაბაღის თემის წევრებთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა დაამყარონ,შეისწავლონ მათი პოზიცია და გაიცნობიერონ,რომ კონფლიქტით დაზარალებული მხარე ზუსტად,რომ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანელი მოსახლეობაა.

ჩვენი მორიგი მიმართულება სომხური პროპაგანდული მანქანის მეშვეობით გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციების ფონზე, აზერბაიჯანული სიმართლის მსოფლიო საზოგადოებამდე მიტანიაში აქტიური მონაწილეობის მიღებაა.ამსთან დაკავშირებით რამოდენიმე ავტორიტეტულ უცხოელ ავტორთან ურთიერთობა დავამყარეთ და კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ.

სკც მეოთხე სამოღვაწეო მიმართულება სომხეთ–აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის „ გაყინული კონფლიქტის„ სტატუსის წინააღმდეგ მოქმედების გაძლიერებაში მდგომარეობს. დრო და საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს,რომ „გაყინული კონფლიქტი„ს სახელწოდების სამხედრო–პოლიტიკური კონფლიქტების მიმართ ,როგორც წესი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კლებულობს , იცვლება მათდამი დამოკიდებულება, მოლაპარაკებები კარგავს თავის ინტენსივობას და ბოლოს პრობლემის მოგვარების შესახებ გაწეული მოღვაწეობა განუსაზღვრელ დროში კონსერვირდება.ეს კი სასურველი არაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ექსპერტები სერიოზულად აანალიზებენ ევროპაში არსებულ ეთნოტერიტორიული კონფლიქტებს. მიუხედავად იმისა,რომ დღეს ევროპაში საყოველთაო მშვიდობა სუფევს, ეთნოტერიტორიულ კონფლიქტები მრავალი წლის მანძილზე რეგიონის ერთ–ერთ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა. აღნიშნული მიმართულების მხრივ წარმოებულ საქმეთა ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს უგულებელყოფა ოფიციალური ერევნის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და პოლიტიკური მითისა, რომელიც დაბეჯითებით ამტკიცებს,რომ ვითომდაც , „სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთად ცხოვრება შეუძლებელია„

–ამ დროის მანძილზე ,რა თქმა უნდა სომხური პროპაგანდისტული მანქანაც არ ჩერდება. ისინიც შეკოწიწებული „სომხური გენოციდის „

პრეტენზიებს ,მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მითვისების მიმართულებით მცდელობებს არ იშურებენ. სკც თუ ხვდება ასეთ პრობლემებს? ამოცანის გადასაწყვეტად რომელ ღონისძიებებს ახორციელებს?

– უპირველესად მინდა ავღნიშნო,რომ ჩვენ როდესაც საინფორმაციო ომზე ვსაუბრობთ ყურადღება უნდა გავამახვილოთ კონფლიქტის სათავე –სასტარტე წერტილზე ,80–იანი წლების ბოლოს, ამ წერტილზე აზერბაიჯანელების და სომხების მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობებს თვალს თუ გადავავლებთ ,ვნახავთ,რომ იმ პერიოდში მოწინააღმდეგე მხარეს უფრო ძლიერი პოტენციალი გააჩნდა.ერთის მხრივ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებელი სომხური დიასპორა ძლიერი იყო,მეორე მხრივ კი საბჭოთა წყობილების დროს სომხები ერთადერთი ხალხი იყო,რომ მათთვის, თავიაანთ დიასპორასთან პირდაპირი ურთიერთობისათვის შესაბამისი პირობები იყო შექმნილი. რაც შეეხება „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის„ მიმართულებით მიმდინარე საინფორმაციო ომის ოფიციალურ დასაწყის წერტილს ,ის ძალიან სიმბოლურია.მან , სომეხი აკადემიკოსის ა.აღამბეკიანის ფრანგულ გაზეთ „ჰუმანიტე„ში მიცემული ინტერვიუს მეშვეობით აიღო სტარტი.

ამან და მსგავსმა სხვა ფაქტორებმა პირველ პერიოდში კონფლიქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში მცდარი აზრის ჩამოაყალიბებაზე სერიოზული გავლენა იქონია მავე დროს,გასული საუკუნის 90–იან წლებში მიმდინარე პროცესებმა აზერბაიჯანში ყურადღება ძირითადად შიდა პრობლემის მოგვარებაზე გადაიტანა.რის შედეგადაც აზერბაიჯანული სიმართლის მსოფლიო საზოგადოებრიობამდე მიტანის სფეროში სერიოზული სიცარიელე წარმოიქმნა. მაგრამ ჩვენი ხალხის საყოველთაო ლიდერის ჰეიდარ ალიევის სახელმწიფოს სათავეში ჩადგომამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა და აზერბაიჯანმა მსოფლიო ყურადღების მიპყრობა შეძლო. წლების მანძილზე აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა–სტაბილური გახდა, დაიწყო წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანამ განვითარების ეტაპზე შეაბიჯა,გაძლიერებული იქნა სამხედრო თავდაცვის პოტენციალი, რეგიონში და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული იქნა ძალზედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები და სხ. და ეს პოლიტიკა დღესაც წარმატებით გრძელდება. განსაკუთრებულად ისიც უნდა აღინიშნოს,რომ აზერბაიჯანის რესპულიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, კონფლიქტის მოგვარებისათვის მიზანმიმართული მოღვაწეობა,წინმსწრები დიპლომატია სწორედ რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ სიდიადეს და ეკონომიკურ განვითარებას ეყრდნობა.

– დაიწყო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების აზერბაიჯანში მორიგი ვიზიტი. თქვენ, კონფლიქტის მოგვარების მხრივ მათ მოღვაწეობას როგორ აფასებთ?

–ვიზიტებისა და მოლაპარაკებების ფორმატი რა თქმა უნდა ცნობილია. ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენელი სახელმწიფოები მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები არიან.ეს ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებად გვევლინებიან . მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული იქნა ოთხი დადგენილება,მაგრამ დღეს სომხეთ–აზერბაიჯანის,მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მხრივ საზიარო და ობიექტური აზრი არ არსებობს. ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა, კონფლიქტის მოგვარებაში , ამ სამი სახელმწიფოს გარდა სხვა სახელმწიფოების ჩართვა და ამით მოლაპარაკებების ეფექტიურობის გაზრდა ?

–როგორც სახელმწიფო მეთაურმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი კონფლიქტის შესახებ საერთაშორისო სამართლის აღდგენის მომხრეა. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ,რომ თუ ერთი კონფლიქტის შემთხვევაში საერთაშორისო უფლებები ირღვევა, სხვა კონფლიქტების დროსაც იგივე მდგომარეობა შეიძლება განმეორდეს. ბოლო ათის წლის მანძილზე ევროპაში და მსოფლიოში არსებულმა კონფლიქტის ნიმუშებმა გვიჩვენეს,რომ თანათავჯდომარე სახელმწიფოები თავიაანთი კორპორაციული ინტერესების გათვალისწინებით საერთაშორისო სამართლის პრინციპებს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვანაირად უდგებიან .ეს კი უწინარეს ყოვლისა საერთაშორისო სამართლის კრიზისზე მიანიშნებს. თუ ყოველი სამი თანათავჯდომარე სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწების აგრესორი სომხეთის მიერ ოკუპირების ფაქტს აღიარებს,მაშინ ამ ქვეყნის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები უნდა იქნას მიღებული. აზერბაიჯანის სურვილიც ესაა,მაგრამ სამწუხაროდ სომხეთის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯები არ იდგმევა. აზერბაიჯანს სომხეთის მიწების ერთ მტკაველიც არ სურს და ამასთან ერთად როგორც ბატონი პრეზიდენტი აცხადებს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას არაფრის დიდებით არ დავუშვებთ.

– 2015 წელს სომხების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის,ეთნიკური წმენდის პოლიტიკის 110 წლისთავი სრულდება. «1905.az» საიტიც AVCİYA–ას ამასთან დაკავშირებული პროექტის შემადგენელი ნაწილია.სკც–ის აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით გეგმების შესახებ რას გვეტყოდით?

–ჩვენ,AVCİYA-ის ისეთ პროექტის,როგორიცაა 1905.az საიტი დიდად ვაფასებთ და ღირსეულ საქმედ მივიჩნევთ და რა თქმა უნდა მზად ვართ მას მხარი დაუჭიროთ . სარეთოდ მე 20–ე საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები ობიექტურად უნდა იქნას შესწავლილი და შესაბამისად ფართო პროპაგანდა გაეწიოს. ბუნებრივია,რომ სკც ამ მიმართულებით აქტიურად მოღვაწეობს .

–სკც სომეხთის სიცრუის სააშკაროზე გამოტანის მიმართულებით თურქეთის შესაბამის ორგანიზაციებთან თუ თანამშრომლობს?

– სომეხთა სიცრუისა და ცილისწამების სააშკარაოზე გამოტანის მიმართულებით საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან და სხვადასხვა ავტორებთან პროექტებს ვახორციელებთ.ერთობლივი თანამშრომლობისათვის, ჩვენს თურქ პარტნიორებს მივმართეთ. ეს პროექტები ნებისმიერი წიგნის გამოცემით, ადგილობრივი ,რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებების განხორციელების ფორმითაც შეიძლება ხორციელდებოდეს. მთელს მსოფლიოში გენოციდის ფაქტების ობიექტური შეფასების მომხრენი ვართ და ამ მიმართულებით მოღვაწეობას ვეწევით. თურქეთში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია AVİM –ი გამოსცემს „ სომხური კვლევები„ სახელწოდების ჟურნალს .მისი ბოლო ნომერი შვეიცარიაში „პერენჩიკის სასამართლოს„ ეძღვნება. აღნიშნულ ჟურნალში „ შეთითხნული სომხური გენოციდი„ და „პერინჩეკის სასამართლო„ს სახელწოდების სტატიებია გამოქვეყნებული., რომელთა ავტორიც მე გახლავართ. მინდა ავღნიშნო,რომ შვეიცარიაში მიღებული იქნა კანონი, რომლის შესაბამიდაც პასუხისგებაში მიცემული იქნება პირი, თუ იგი „სომხურ გენოციდს„ არ აღიარებს. .აღნიშნული კანონი დიდი პოლიტიკური და იურიდიული სკანდალის მიზეზი გახდა. მაგრამ დრომ გვიჩვენა,რომ დოღუ პერინჩეკინი მართალი იყო, ადამიანთა უფლებების დამცველმა ევროპის სასამართლომ ის გაამართლა.

2015 წელს აზერბაიჯანელების გენოციდის 110 წლისთავთან დაკავშირებით რამოდენიმე ღონისძიების ჩატარება გვაქვს დაგეგმილი . პირველ რიგში კი საზვარგარეთ არსებული ჩვენი დიასპორების ამ საქმეში ჩართვაა საჭირო და ჩართულები არიან კიდეც. ჩვენ გენოციდთან დაკავშირებული ფაქტები საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა გავაშუქოთ და მათ შესაბამისი პროპაგანდა გაუწიოთ.

Прочитано : 10


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента