ЭКОНОМИКА

სომხეთი და აზერბაიჯანი „შემთხვევითი ომის“ ზღვარზე (ნაწილი II)

21.11.15 14:45




ჩიხში შესული სამშვიდობო პროცესი

ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მოლაპარაკები მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი. აზერბაიჯანი დე-ფაქტო ყარაბაღის ხელისუფლებას კონფლიქტის მხარედ არ აღიარებს და უარს აცხადებს მასთან დიალოგის წარმოებაზე, შესაბამისად, ოფიციალური მოლაპარაკებები წარმოებს მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური მხარეების მონაწილეობით. ოცი წლის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებს საგრძნობი შედეგი არ მოუტანია, რადგან ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ – სომხები დამოუკიდებლობას ითხოვენ, აზერბაიჯანელები კი რეინტეგრაციას – რაც ნდობის აღდგენის ყველა მცდელობას ართულებს.



აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და მისი სომეხი კოლეგა 2014 წლის აგვისტო-ოქტომბრის შუალედეში სამჯერ შეხვდენენ ერთმანეთს. ეს დიდ გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს თუ გათვალისწინებთ იმას, რომ მათი ბოლო შეხვედრა 2013 წლის ნოემბერში შედგა. (იხილეთ: აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებში გადატვირთვაა? და მერყევი მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე). თუმცა, ამ მომენტისთვის ეუთოს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერ არ განახლებულა.

როგორც გირაგოსიანი აღნიშნავს, „არსებობს სამშვიდობო პროცესი, მაგრამ არა მშვიდობა, შესაბამისად, არ არსებობს პროცესიც."

ამ მოსაზრებას იზიარებს გრიგორიანიც და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის „მოლაპარაკებების პროცესი" არ არსებობს.

„ჩვენი პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები", – ამბობს ის. „კარგია, რომ შარშან შეხვდენენ ერთმანეთს, თუმცა ეს არ იყო მოლაპარაკებების პროცესი".

სირთულეების მიუხედავად, გრიგორიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების განახლება აუცილებელია.

„ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა... სიტუაცია დაძაბულია. მოლაპარაკებების გარეშე ის უფრო დაიძაბება", – აღნიშნა მან. „ანალიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა მოახერხონ და რაღაც დონეზე მაინც შეინარჩუნონ დიალოგი თავიანთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან".

რუსეთის ცვალებადი პოზიცია

წლის დასაწყისში სომხეთი ახალ რეგიონულ ალიანსში, რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა (რომლის წევრები უკვე არიან ყაზახეთი, ბელორუსია და რუსეთი, გაწევრიანებისთვის ემზადება ყირგიზეთიც). სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული დიდი ხნის კავშირების გათვალისწინებით, ამ ნაბიჯით სომხეთის უსაფრთხოება მხოლოდ უნდა გაზრდილიყო, თანაც იმ პირობებში, როცა ერთი მხრივ, მას ესაზღვრება თურქეთი და მეორე მხრივ, აზერბაიჯანი, რომელთანაც ის ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

დისკუსიის მონაწილეები არ დაეთანხმნენ ამ ლოგიკას და აღნიშნეს, რომ ახალი სტრატეგიული ალიანსის წევრობით არც სომხეთი გაძლიერებულა და არც აზერბაიჯანი დასუსტებულა.

„სომხეთი ბოლოდროინდელი ესკალაციის გათვალისწინებით უფრო სუსტია, ვიდრე იყო შარშან", – განაცხადა გირაგოსიანმა. „სომხეთი იძულებული გახდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებულიყო უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, თუმცა დღეს ჩვენ უფრო დაუცველები ვართ, ვიდრე ვიყავით ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე".

გრიგორინმა განმარტა რატომ მოხდა ისე, რომ ერევანმა უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა.

„ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება იყო სომხეთის ბოლო კოზირი რუსეთთან თამაშში. ახლა ჩვენ რუსეთს უბრალოდ აღარ ვაინტერესებთ. ჩვენ მას ყველაფერი მივეცით. რა ინტერესს წარმოვადგენთ ახლა მისთვის? – ამბობს ის. „რუსეთმა ახლა აზერბაიჯანზე უნდა იმუშაოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ის ევრაზიულ ზონაში გააერთიანოს, და საერთოდ, ჩართოს ის რუსეთის მიერ განხორციელებულ პროექტებში მთელი პოსტ-საბჭოთა რეგიონის მასშტაბით. ამიტომაც, ხშირად ვაწყდებით, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას, რისი მოწმეებიც გავხდით გიუმრიში".

ინციდენტს, რომლიც დროსაც რუსმა ჯარისკაცმა მთელი ოჯახი ამოხოცა, სომხეთში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რაც იმაზე მიუთითებს რომ სომხები მოსკოვთან არათანაბარი ურთიერთობის გამო არიან უკმაყოფილო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე დააბრუნეს, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, მას იქ გაასამართლებდნენ და არ გადასცემდნენ სომხურ მხარეს ისე, როგორც ამას ორმხრივი ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

გირაგოსიანის მიხედვით, „გიუმრის ტრაგედიამ წარმოშვა კრიზისი და ბუნებრივად წარმოქმნა უფრო დიდი შეკითხვები, რომლებიც საერთო ჯამში, დიდად არ უქმნის პრობლემებს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, თუმცა ნათლად გვიჩვენებს ურთიერთობებში არსებულ სახიფათო ასიმეტრიას.

1990-იან წლებში, პოსტ-საბჭოთა აზერბაიჯანი რუსეთს ჩამოშორდა, დაადანაშაულა ის ყარაბაღში სომხების ფარულად მხარდაჭერაში და ამის საპასუხოდ, ქვეყანამ ნავთობინდუსტრიის განვითარების მიზნით, დასავლური კომპანიები შემოიყვანა და მილსადენების მშენებლობა ჩრდილოელი მეზობლის გვერდის ავლით დაიწყო. ვითარება სულ ახლახან შეიცვალა, ურთიერთობა დათბა. მოსკოვი ბაქოს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის არ აკრიტიკებს და უფრო მეტიც, მზადაა მას მაღალტექნოლოგიური იარაღი მიაწოდოს, იმის მიუხედავად, რომ ეს საგრძნობლად გაზრდის აზერბაიჯანის უპირატესობას მწირი რესურსების მქონე სომხეთთან შედარებით.

რზაევის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, რადგან ყოველთვის მიაჩნდა, რომ ერევნის თანხმობა რუსეთს ისედაც „ჯიბეში ჰქონდა".

„რაც ნამდვილად შეიცვალა, ეს არის ურთიერთობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის", – დასძინა მან. „უკრაინის მოვლენების შემდეგ, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს მისი დარჩენილი კოლონიები, თუ შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი აზერბაიჯანს თავზე ევლება და ცდილობს ის თავისი პოლიტიკური ინტერესების სფეროში მოაქციოს. მაგალითად, ჩამოგდებულ ვერტმფრენზე კრემლის რეაქცია იყო ძალიან თავშეკავებული, რაც ხუთი წლის წინ გაცილებით მკაცრი იქნებოდა."

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი ყარაბაღის საზღვართან ახლოს 12 ნოემბერს ჩამოაგდეს, შედეგად დაიღუპა სამივე ეკიპაჟის წევრი. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ვერტმფრენიდან მათი სახმელეთო პოზიციების მიმართულებით ისროდნენ, თუმცა სომხური მხარის განცხადებით, ვერტმფრენი არ იყო შეიარაღებული და ის ყველასთვის კარგადცნობილ სამხედრო წვრთნებში ღებულობდა მონაწილეობას (იხილეთ: ყარაბაღის სამშვიდობო პერსპექტივა ჩამოგდებულ ვერტმფრენთან ერთად დასამარდა?).

რუსულ ეკონომიკური ბლოკში სომხეთის გაწევრიანების შესახებ საუბრისას, პოღოსიანმა აღნიშნა, რომ კავშირის წევრობა არ უნდა იყოს და ვერც იქნება სომხეთის უსაფრთხოების გარანტია.

„მიკვირს, როდესაც ამბობენ, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლა სომხეთის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს", – აღნიშნა მან. „სომხეთმა უნდა გაიგოს, რომ მას არ ჰყავს მეგობრები და მან თავისი ინტერესები თვითონ უნდა დაიცვას, აზერბაიჯანის პირისპირ, ყოველ შემთხვევაში."

მომავლის პერსპექტივები და რისკები

მომავალზე საუბრისას გირაგოსინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო, მათ შორის ის, რომ აზერბაიჯანის შეიარაღების ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, მისივე აზრით, ეს გარემოება სიტუაციის ცვლილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან „სომხეთის თავდაცვითი პოზიცია მაინც უფრო ძლიერია, ვიდრე აზერბაიჯანის პოტენციური თავდასხმითი შესაძლებლობა". მიუხედავად ამისა, ექსპერტი თვლის, რომ არსებობს ტენდენცია „სამხედრო ძალთა ბალანსის გადანაწილება, გრძელვადიან პერსპექტივაში, აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოხდეს".

გირაგოსიანმა აქვე დასძინა, რომ მინსკის ჯგუფის წევრი სამი ქვეყნიდან მხოლოდ ერთს, რუსეთს არა გააჩნია თანმიმდევრული პოლიტიკა, ის არაპროგნიზირებადი მოთამაშეა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთ-ერთი მთვარი მიმწოდებელია და მეორე მხრივ, ყარაბაღთან მიმართებაში ცვალებადი პოზიცია აქვს.

„უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, არსებობს იმის საშიშროება, რომ რუსეთმა ყარაბაღთან მიმართებში შესაძლოა თავისი ტრადიციული დამოკიდებულება შეიცვალოს", – განაცხადა მან.

მოსკოვის ცვალებად დამოკიდებულებაზე ისაუბრა გრიგორიანმაც და აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ 1994 წლიდან სომხეთი და აზერბაიჯანი საკუთარი ძალებით ახერხებენ ცეცხლის შეწვეტის რეჟიმის დაცვას, ძალიან პოზიტიური მომენტია.

„ჩვენ და თქვენ [აზერბაიჯანელები] ერთობლივად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ის დაძაბულია, ზოგჯერ კონტროლს არ ექვემდებარება და ამის გამო გამოვხატავთ უკმაყოფილებას, მაგრამ ასე თუ ისე, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. რაც არ უნდა უცნაური იყოს, სწორედ ეს მომენტი აერთიანებს ჩვენს ინტერესებს. სხვა მოთამაშე, რომელიც შეძლებს ვითარებაზე გავლენის მოხდენას, აქ არ უნდა არსებობდეს."

გრიგორიანი ასევე ფიქრობს, რომ თუ ესკალაცია გაგრძელდება, რუსეთმა ეს შესაძლოა კონფლიქტის ზონაში ჯარების შეყვანის საბაბად გამოიყენოს.

"ისინი ამას მშვიდობისმყოფელების კონტიგენტს ეძახიან, მაგრამ ყირიმის და დონბასის მაგალითზე ადვილი მისახვედრია, რა ძალებსაც შემოიყვანენ ყარაბაღში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არასახარბიელო იქნება როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის," – დასძინა მან.

„რუსეთიდან მომავალი საფრთხე ძალიან სერიოზულია და თქვენ [აზერბაიჯანში] უნდა იფიქროთ ამაზე. ამის შესახებ მარტო ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ. ჩვენ და თქვენ საკუთარი ძალებით უნდა ვაკონტროლოთ კონფლიქტის ზონა, სხვა შუამავლების გარეშე".

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента