ЭКОНОМИКА

ილჰამ ალიევი: ვიდრე აზერბაიჯანული მიწები ოკუპირებულია, სომხეთი შიშში იცხოვრებს

21.11.15 19:32




"ჩვენ ვაძლიერებთ არმიას და იგი ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილია მთელს რეგიონში. უკვე მრავალი წელია ჩვენი მიწები ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა სომხური აგრესია. 1990-იანი წლების დასაწყისში სომხეთმა და მათმა მფარველებმა საზღვარგარეთ ისარგებლეს არასტაბილური ვითარებით, აზერბაიჯანში გამეფებული ქაოსით და ხელში ჩაიგდეს ჩვენი მიწების ნაწილი", _ განაცხადა ალიევმა

და დასძინა, "დღეს აზერბაიჯანს ყველაზე მძლავრი სამხედრო პოტენციალი აქვს. დღეს აზერბაიჯანის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალის შედარებაც კი არ შეიძლება სომხურთან".

ალიევი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ეს საკითხი მოლაპარაკებების მეშვეობით მოვაგვაროს, მაგრამ არაფერი გამოდის, ამიტომაც, მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს ყველა სხვა ვარიანტისათვის. "თუკი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ ჩვენი მიწები სამხედრო გზით უნდა გავათავისუფლოთ,"-აცხადებს ალიევი.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента