ЭКОНОМИКА

ილიას ბაბაევი: “კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“

21.11.15 15:36




ჩემი თანამესაუბრე გახლავთ ცნობილი ისტორიკოს–არქეოლოგი, აზერბაიჯანის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტი ილიას ბაბაევი

– ბატონო ილიას, მრავალი წელია რაც კავკასის ალბანეთის ცენტრალურ ქალაქ გაბალაში არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელოთ.ალბანეთის შექმნამდე ჩვენს ტერიტორიაზე როგორი მდგომარეობა იყო?

– ალბანეთი ჩვენს ერამდე IV საუკუნეში შეიქმნა .წინათ ეს მიწები აქემენიდების იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აქემენიდების იმპერია დასავლეთით ეგვიპტის ჩათვლით ჩრდილო– აღმოსავლეთ აფრიკიდან, აღმოსავლეთით ინდოეთის მდინარე ინდუსამდე, სამხრეთით სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკენის ჩრდილოეთ მხარეს დიდ კავკასიის მთებამდე გადაჭიმულ ფართო ტერიტორიას მოიცავდა.ასეთი დიდი იმპერია იმ დრომდე არ არსებობდა .

აქემენიდების იმპერია ჩვენს ერამდე 550 წელს იქნა შექმნილი. კვლევები გვიჩვენებენ ,რომ სამხრეთ კავკასია , კერძოდ კი დღევანდელი აზერბიაჯანის რესპუბლიკის ტერიტორია , სამხრეთ–აღმოსავლეთ კავკასია ჯერ კიდევ აქემენიდების იმპერიამდე მიდიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. ჩვენს ერამდე VII საუკუნეში ჩრდილოეთიდან კასპიის ,(ეს სახელი ჩვენთვის უფრო მშობლიურია) ზღვასა და კავკასიის მთებს შორის გადასასვლელზე (დერბენდის) მცხოვრებმა მომთაბარე სკვითებმა ,აქ სამეფო შექმნეს და 28 წლის მანძილზე იბატონეს. ჩვენს წ.ა. VI საუკუნის დასაწყისში მიდიის ხელმწიფემ კიაქსარმა მათზე გამარჯვების შედეგად ისინი განდევნა და მიდიის ბატონობა აღადგინა.

მიდიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი სპასეთის (ბერძნები პერსიდას უწოდებდნენ) რეგიონის ხელმწიფის ახამანის შთამომავალთაგან მყოფმა კურუს II –მ (ბერძნულ წყაროებში კირი) აჯანყება მოახდინა და მიდიის უკანასკნელი ხელმწიფე ასთიაგი დაამარცხა და აქემენიდების სახელმწიფო შექმნა. მოკლე დროის მანძილზე კურუს II–მ (ჩვენს ერამდე 550–530 წლებში) მისმა ვაჟმა კამბიზ II–მ (ჩვენს ერამდე 530–523 წ.) და დარა I–მა (ჩვენს წ.ა. 522–486 წ.) რამდენიმე ქვეყანა დაიპყრეს და უდიდესი იმპერია შექმნეს.ჰეროდიტის ინფორმაციით აქემენიდების იმპერიის ჩრდილო საზღვრები დიდი კავკასიის მთებამდე იყო გადაჭიმული.

არქეოლოგმა იდეალ ნარიმანოვმა ქალაქ გაზახის ტერიტორიაზე მდებარე სარითაფაზე არქეოლოგიური გათხრების დროს საყრდენქვეშ დასადები იპოვა., შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარებზე მდებარე გუმბათად წოდებულ ტერიტორიაზე დიდი ძეგლი იქნა აღმოჩენილი.ყოველივე ამით ერთხელ კიდევ დადასტურდა ის ფაქტი,რომ ჰეროდიტი სამხრეთ კავკასიის აქემენიდების იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ჩემი ხელმძღვანელობით შამქირში მიმდინარე საერთაშორისო ექსპედიციის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ძეგლი კი სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილი ასეთ ძეგლთაგან ყველაზე დიდია. მარტო ერთ ბინას ნახევარი ჰექტარი ადგილი უკავია, ეზოსთან ერთად კი 2– ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. რამდენიმე კვადრატული კილომეტრი კი დიდებულ სასახლეს უკავია. როგორც ჩანს აქემენიდების სამხრეთ კავკასიის სამმართველოს ძირითადი ადმინისტრაციული ცენტრი აქ მდებარეობდა.

– ალბანეთისა და ალბანელების შესახებ პირველადი ინფორმაცია რომელ პერიოდს ემთხვევა?

ალექსანდრე მაკედონიელი ჩვენს ერამდე 336 –ე წელს აქემენიების წინააღმდეგ გაილაშქრებს.ჩ. ერამდე 331–ე წელს გადამწყვეტ გაფგამალის ბრძოლის დროს ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის– ალბანელების სახელი არის მოხსენიებული .მათზე უწინ კი ამ მიწებზე ხაზარები ცხოვრობდნენ. ასე მიგვაჩნია,რომ ხაზარელთა სახელის ქვეშ ალბანელებიც იგულისხმებიან .ამრიგად, ჩ.ერამდე I ათასწლეულის II მეოთხედში ალბანელთა სახელმწიფოს შექმნისათვის სოციალურ–ეკონომიკურ ბაზა უკვე ფორმირებული იყო. 1959 წლიდან დღემდე ალბანეთის ცენტრალურ ქალაქ გაბალაში არქეოლოგიურ გათხრებს ვხელმძღვანელობ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაბალაში არქეოლოგიური გათხრების მონაწილე სალეჰ გაზიევისა და გარა ახმედოვის სახელებიც მოვიხსენიო.2006 წლიდან გერმანელები, რუსები და ქართველებიც იღებენ ამ გათხრებში მონაწილეობას.

ჩემი სადოქტორო დისერტაცია უძველესი ქალაქების შექმანსათან არის დაკავშირებული.ქალაქის არსებობა ,ეს უკვე სახელმწიფოს არსებობაზე მიანიშნებს, სახელმწიფოს არსებობა კი კანონმდებლობის არსებობას ნიშნავს. აღნიშნული პირობები ჩ.ერამდე I ათასწლეულის შუა წლებში იქნა შექმნილი. აქემენიდურ პერიოდში ამ მიწებზე მცხოვრები ტომების კონსოლიდაცია დასრულებული იყო. სტრაბონი ამ ტერიტორიაზე მცხოვრები 26 ტომის სახელს მოიხსენიებს. ყოველ ტომს კი სათავეში თავისი ტომის მეთაური უდგას. ჩვენთვის მათგან მხოლოდ სამის სახელია ცნობილი.ალბანეთის ცენტრალურ ქალაქს გაბალა წარმოადგენდა, ზოგერთ წერილობით წყაროებში ალბანელების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება.მაგრამ ეს წყაროები ზოგჯერ სიმართლეს არ შეესაბამება.

მაგალითად,სტრაბონი ამბობდა რომ ალბანელები ვაჭრობის მოყვარულნი არ არიან.ისინი ვაჭრობას გაცვლის მეთოდით ეწევიან. ე.ი. ვითომ ფულს არ სცნობდნენო.მაგრამ მინდა ავღნიშნო,რომ გათხრების დროს ჩვენ დიდი განძები აღმოვაჩინეთ.ცნობილი გახდა,რომ სტრაბონის მოღვაწეობის პერიოდზე 300 წლით ადრე ალბანელებს დიდი რაოდენობით ფული გამოუჭრიათ. მინდა ისიც ავღნიშნო,რომ ამ ფულებს მაკედონიელი ალექსანდრეს ფულებს ამსგავსებდნენ. ყოველივე ეს ინფორმაცია 1971 წელს მოსკოვში დაიბეჭდა.

ჩ.ერამდე. IV საუკუნეში ელინისტური ხანა იწყება ამ პერიოდში ვაჭრობა მსოფლიო ვაჭრობად გადაიქცევა. ჩვენს ერაზე უწინ II საუკუნეში იწყება დიდი აბრეშუმის გზით ვაჭრობის პერიოდი.დიდი აბრეშუმის გზა მსოფლიო ვაჭრობის საგზაო სისტემას წარმოადგენს.მისი ერთი ფრთა აბლანეთზე გადიოდა.

რომაელი მხედართმთავრის პომპეუსის ლაშქრობის დროს ალბანეთის ხელმწიფე აროისუს 60 000 ქვეითი და 22 000 ათასი ცხენოსანი ჰყავდა. რა თქმა უნდა ეს დიდი რიცხვია . მაკედონელ ალექსანდრეს აღმოსავლეთის ლაშქრობის დროს 30 ათასი ქვეითი და 5 ათასი ცხენოსანი ჰყავდა.ეს რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზეც მიანიშნებს. მინდა ისიც ავღნიშნო,რომ ჩვენს ერამდე . II საუკუნეში პტოლომეი ალბანეთის 29 ქალაქის სახელს მოიხსენიებს..მათგან რამოდენიმე მსხვილ საცხოვრებელ ობიექტებს წარმოადგენდნენ. ამ ქალაქთა რიცხვი დაახლოებით სათემოთა რიცხვს უტოლდება. ყოველივე ეს ქვეყნის მასშტაბის შესახებ ნათელ წარმოდგენას ქმნის.

გაბალაში წარმოებული გათხრების დროს იმდენი ძვირფასი აღმოჩენა იქნა რომ ისინი არა მარტო აზერბაჯანის,არამედ მთელი კავკასიის ,ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლის საფუძველს ქმნის.

ალბანეთი ჩრდილო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შჩამოყალიბებული პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. რა თქმა უნდა სამხრეთში მანნა და სხვა სახელმწიფოები იყვნენ. გაბალის სახელს ჩვენს ე.უ. I საუკუნეში შეხვდებით.გაბალის შესახებ დიდი პლინი– ნაშრომიც არის დაწერილი.პლინში მოხსენიებული გაბალას ადგილ–მდებარეობას 1967 წელს მივაგენი. ბოლო ორი წლის მანძიზე ჩემს მიერ წარმოებული გათხრების დროს ცნობილი გახდა,რომ აქ უფრო ძველი საცხოვრებელი ფართებიც არსებობდა. პირველი რკინიგზის პერიოდის დიდი ხორბალსაცავები,მათ ძირში დამწვარი ქერი ვიაოვე..ეს კი იმას ნიშნავს,რომ სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებს ახლიდან კიდევ უნდა გადავხედოთ. ე.ი. ჩვენს ე.უ. 7–6 საუკუნეებში დიდი ქალაქის შექმნისაათვის გიგანტური ბაზა არსებობდა.

გაბალა ჩვენს ერაზე უწინ V საუკუნის შუა წლებამდე ალბანეთის დედაქალაქად რჩება.აქემენების შემადგენლობაში ყოფნის დროს მათ აქ თავიაანთი რელიგია და სარწმუნოება არ გაუვრცელებიათ.ბერძნები წერენ,რომ ალბანელებს ზევისის,ჰელიოსისა და სელენასი სწამდათ. ყველაზე მეტად კი მთვარის ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ქვეყანაში მთვარის ღმერთი ,ხელმწიფის შემდეგ ყველაზე პატივცემული არსება იყო.

როგორც წესი ქალაქის შექმნისას დამწერლობაც იქმნება. პომპეისა და ალბანეთის ხელმწიფეს შორის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია არსებობს. მაგრამ ჩვენთან წერილობითი ძეგლები ძალიან ცოტაა. ჩვენს ერაზე უწინ ალბანელებს საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ. XV-XVI საუკუნის ხელნაწერებში ანბანისა და დამწერლობის მქონე ხალხთა სახელები მოხსენიებულია. აქ ალბანელებიც არის ნახსენები. ალბანელებს 53 სიმბოლოს შემცველი ანბანი ჰქონდათ. ისინი ყველანი ხმოვანი იყო.

ომის შემდგომ წლებში , მინგეჩევირის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის პერიოდში წარმოებული გათხრების დროს ქვებზე ნაწერები იქნა ნაპოვნი. მაგრამ წიგნები არ ყოფილა. ალბანურ დამწერლობას მესროპ მაშტოსის სახელთან აკავშირებენ.ის ალბანეთში ჩამოსულა და ალბანელი ხელმწიფე დიდი პატივისცემით დახვედრია.ალბანელ ხელმწიფეს მისთვის ბენიამინის სახლწოდებით თარიჯმანიც გამოუყვია.და მესროპ მაშტოს გარგარის დიალექტისა და ხორხისმიერი ხმებით მდიდარი ანბანი შეუქმნიაო რომც თქვან, ეს ძირითადში ასე არაა, მან უბრალოდ მოაწესრიგა ,გააუმჯობეს (ვიმეორებ არ შეუქმნია) .ბოლო წლებში ზაზა ალექსიძემ ჩრდილო–აღმოსავლეთ ეგვიპტეში მანუსკრიპტი ამოაჩინა. ეს არის ალბანურ ენაზე დაწერილი 160 გვერდიანი ისტორიული წყარო. ზაზა ალექსიძე აღნიშნულ წიგნს კავკასიური ენების საფუძველზე კითხულობდა. მას ვკითხე თუ რამდენი სიმბოლოა დამწერლობაში,მან მიპასუხა,რომ 52–54 –იო. მან აგრეთვე აღნიშნა,რომ აღნიშნული წიგნი ლექსონარიაო– ე.ი. არსებული წიგნების ერთობლივი კონსპექტი. ესე იგი ამ ენაზე წინათაც მრავალი წიგნი ყოფილა. ერთი სიტყვით კავკასიური ალბანეთი სიტყვის სრული მნიშვნელობით აზერბაიჯანული სახელმწიფოა. სახელმწიფოს ცენტრი კი დაახლოებით 800 წლის მანძილზე ქალაქი გაბალა ყოფილა. ალბანები ჩვენი მამა–პაპანი არიან. მაგრამ მინდა ისიც ავღნიშნო,რომ სახელწოდება ალბანეთი საიდან არის აღებული ცნობილი არაა. ზოგიერთ წყაროებში აღნიშნავენ,რომ ალბანეთი „ალბუს" ( ლათინურად „თეთრი") სიტვიდან არის ნაწარმოები. შეიძლება ეს სიტყვა აქ მცხოვრები თეთრკანიანი, მაღალი, ქერა ადამიანების მინიშნებაა.ამავე დროს იტალიაში, მექსიკაში, დღეს კი ევროპაში მდებარე დამოუკიდებელ გერმანიის სახელწოდებაში სიტყვა ალბანს ვხვდებით.

–ბატონო ილიას, როგორც ვიცით ალბანელებს ქრისტიანობა მიუღიათ. არის თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ თუ ქრისტიანობა პირველად ალბანელებმა მიიღეს თუ სომხებმა7

– არსებული წყაროების შესაბამისად, მოისეი კალანკათუქლუ აღნიშნავს,რომ ჩვენი ეკლესია სომხების ეკლესიაზე უწინ შეიქმნა.ჩვენს ე.უ. I საუკუნის ბოლოსა და II საუკუნის დასაწყისში მისიონერ იეგიშენს რელიგიის გასავრცელებლად გაუგზავნიათ. იმ პერიოდში ჩვენში შეიძლებ ქრისიატნული თემები უკვე არსებობდა . ქრისტიანული სარწმუნოება უძველეს რომში იდევნებოდა ,ნერონმა ქალაქი რომი რომ გადაწვა ქრისტიანებს გადააბრალა.კოლიზეიდა ქრისტიანებს გარეულ მხეცებს უგდებდა საჭმელად.ამიტომაც I საუკუნეში ეკლესიის ძებნა ტყუილია. მაგრამ შეიძლება განსაზღვრული სახით სამლოცველოები ,სალოცავის სახლები ყოფილიყო. მხოლოდ 312 წელს კონტანტინემ ქრისტიანული სარწმუნოება დამოუკიდებელ სარწმუნოებად გამოაცხადა.325 წელს თურქეთში მდებარე ქალაქ მიხეიში პირველი ქრისტიანული მსოფლიო ფორუმი შედგა. IV საუკუნის პირველ ნახევარში ალბანელებს ქრისტიანობა უკვე მიღებული ჰქონდათ. ჩვენს ტერიტორიას ბიზანტიელებისა და სასანებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარე ბრძოლებში ალბანეთი ,როგორც ქრისტიანული სახელმწიფო ბიზანტიას უჭერდა მხარს.მაგრამ იმ დროს ჩვენი ქვეყანა სასანებზე იყო დამოკიდებული და ამიტომ მოსახლეობას აიძულებდნენ ზარასტუსტრას რელიგია მიეღოთ.

მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ზარატუსტრა არ ირწმუნა. 450 წელს სასანთა ხელმწიფემ ალბანები, ქართველები და სომხები მიიწვია და აცნობა ,რომ მათ აუცილებლად ზარატუსტრას სარწმუნოება უნდა მიეღოთ. მათ იცოდნენ ,რომ სასანებზე ვერ გაიმარჯვებდნენ და თავი ისე მოაჩვენეს ,ვითომდაც ზარატუსტრას სარწმუნოება აღიარეს .სასანებმა ზარატუსტრას სარწმუნოების გასავრცელებლად 300 კაცი გაგზავნეს ალბანეთში. ხალხი აღნიშნული სარწმუნოების წინააღმდეგ პროტესტს აცხადებს და მისიონერებს დევნიდნენ. სასანები ალბანეთში ახლა ლაშქრით შევიდნენ და ალბანეთის ხელმწიფე ვაჩე გადაიბირეს და მან ტახტი დატოვა და ბერ–მოგზაურად იქცა . სასანები 30 წლის მანძილზე მემკვიდრეობით იმართებოდა. იმ პერიოდში დედაქალაქი გაბალა ბარდაში გადააქვთ. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი მიზეზი ის იყო,რომ გაბალა მთებში მდებარეობდა და ხშირად განიცდიდა მთიელთა ტომების შემოსევას. შემდეგ კი არაბების შემოსვლით ზარატუსტრას სარწმუნოების გავრცელებას ბოლო მოეღო .სასანელთა სახელმწიფო II იეზდაგირდის პერიოდში გაუქმდა . სასანელთა გაუქმებით ჩვენ არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევდივართ.

–სომხებისა და ალბანელების მიერ მიღებულ ქრისტიანულ სარწმუნოებაში საერთო რა ყო?

–ჩვენს ქრისტიანულ რელიგიაში რწმენა სხვადასხვა ყოფილა. VII საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის დასაწყისში ჩვენი ეკლესიები არაბთა დახმარებით მონოფიზიტად ქცეულან. სომხებიც მონოფიზიტები არიან. მაგრამ ჩვენთან დიაფიზიტებიც იყვნენ. მაგალითად, ნიჩ უდინები გრიგორიანები, ოღუზ უდინები მართლმადიდებლები. ალბანელებს ცალკე საკათალიკოსო ჰქონდათ და განსაზარი კათალიკოსთა ცენტრი იყო. მიხიტარ გოშმა ალბანელ კათალიკოსთა დავალებით კანონთა ნუსხა ჩამოაყალიბა .მიხიტარ გოში კანონმდებლობის წერისას ქრისტიანული და ისლამის რელიგიურ პრინციპებს ერთნაირად იყენებს. ჩვენი ეკლესიები VIII საუკუნეში არაბების გავლენით სომხების ეკლესიების იდენტური ხდება.ჩვენს ტერიტორიაზე მრავალი ქრისტიანული ძეგლია. ამ ძეგლების კვლევას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

–ბატონო ილიას, ალბანეთის პერიოდში ახლანდელი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომიხები თუ ცხოვრობდნენ?

– 1987 წელს უკანასკნელად ვესწრებოდი მეცნიერთა საბჭო შეკრებას ერევანში.სომხებს გვარად იარემიანი ცნობილი მეცნიერი ჰყავთ. იარემიანმა ჩემთან საუბრისას თქვა,რომ სომხეთში ის არ უყვართ. ძალიან გამიკვირდა, რადგანაც ის მართლა დიდი მეცნიერია. მიზეზი ვკითხე, მითხრა,რომ თურმე ის ამბობს ,რომ ყარაბაღში სომხები კი არა ალბანელები ცხოვრობდნენ. ვუთხარი, რომ ეს ამბავი მარტო თქვენ კი არა აკადემიკოსმა ორბელმაც კარგად იცის და ამის შესახებ დაწერა კიდეც. ეს უკვე ფაქტია. კავკასიის ალბანეთის დროს ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ, სომხები ყარაბაღში რუსების ოკუპაციის შემდეგ დასახლდნენ . იმ დროს წარმოებული აღწერებიც ამას ადასტურებს. XX საუკუნის დასაწყისში გამოცემულ სამხედრო მემურებს რომ გადავხედოთ , ვნახავთ,რომ გეორგაფიულ ტოპონიმთა 90 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანულ ენაზეა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента