ЭКОНОМИКА

დაკარგავს თუ არა საქართველო გეოპოლიტიკურ როლს კავკასიაში

21.11.15 15:39




ციურიხში თურ ქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნისა და დიპ ლომატიური ურურთიერთო ბის აღდგენის თაობაზე ხელშეკრულება დაიდო. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის, რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ურთიერთობის ნორმალიზება თავისთავად პოზიტიური შედეგის მატარებელია. კეთილმეზობლური ურთიერთობა და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაზრდის კავკასიის რეგიონის, როგორც გეოპოლიტიკური ერთეულის მნიშვნელობას. თუმცაღა ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ამასთანავე ბუნდოვანია ისიც, თუ რა აქვს ამ ნაბიჯით რუსეთს ჩაფიქრებული. მოხდება თუ არა ინტერესთა შეჯახება კავკასიაში და რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე?



ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი თვალსაზრისი გამოითქვა დამოუკიდებელი ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგება კარგია, მაგრამ თუ ეს არის სიტუაცია, როდესაც გარკვეული მოწესრიგება მიმდინარეობს მესამე მხარის ხარჯზე, ეს ცუდია, ცხადია მესამე სუბიექტად აქ საქართველო მოიაზრება. თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარი პრობლემა სომხეთს ჯერ ისევ გადასაწყვეტი აქვს აზერბაიჯანთან და ესაა მთიანი ყარაბაღი. მოლაპარაკებისას თუ არ იქნება გათვალისწინებული აზერბაიჯანის ინტერესები, მაშინ სომხეთის სრულფასოვანი ჩართვა რეგიონის განვითარებაში შეუ- ძლებელი იქნება. რეგიონალურ პროექტებში, იქნება ეს ენერგო მატარებლები, სატრანზიტო ხაზები თუ სხვა ღონისძიებები, სომხეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას აზერბაიჯანის კეთილი ნების გარეშე. შესაბამისად, სომხეთი მზად უნდა იყოს დაიწყოს ყარაბაღის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირება. ამისთვის კი მზად არც პოლიტიკური ელიტა და არც საზოგადოებაა. რაც შეეხება რუსეთს, ის, რა თქმა, უნდა დაინტერესებულია ყველანაირად, რომ საქართველო დატოვოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გარეშე. მას სურს საქართველო ჩაანაცვლოს მისი სტრატეგიული სომხეთით. ბუნებრივია, უფუნქციოდ დარჩენილ საქართველოს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებელ ერ- თეულად თავის დამკვიდრება. მე მაინც იმედს გამოვთქვამ, რომ ამერიკა, რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირი შეთანხმდებიან რაიმე რეალურზე. ისეთზე, სადაც სომხეთი შეიძენს გარკეულ ფუნქციას არა სხვის ხარჯზე, არამედ ის უბრალოდ ჩაერთვება იმ პროცესში, რასაც გეოპოლიტიკური ჯაჭვი ქვია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მოვლენის ამგვარი უკიდურესი შედეგი დღევანდელ ვითარებაში ნაკლებადაა შესაძლებელი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მარტივი რამ – აზერბაიჯანი და საქართველო არის უნიკალური მაგალითი გეოპოლიტიკური კვანძისა, რომელიც ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული, ანუ რაც კარგია ჩვენთვის, ის ცალსახად კარგია აზერბაიჯანისთვის. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამ ქვეყანას გააჩნია საკუთარი რესურსები, რომელიც შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი მიმართულებით. ჩვენ კი ვრჩებით უფუნქციოდ. ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაში კი საქართველო ინტერესს დაკარგავს ყველა მისი მოკავშირის თვალში. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვა ნაკლებად შესაძლებელია. ყველამ იცის, რომ სომხეთი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და მის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს კავკასიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ყარაბაღის ოკუპაციის სტატუსკვოს შენარჩუნება გაუჭირდებოდა. ბუნებრივია, კრემლი შეეცდება სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით გაზარდოს სომხეთის გეოპოლიტიკური როლი საქართველოს ხარჯზე. ამისათვის მან აზერბაიჯანი უნდა ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში, ან უნდა დაარწმუნოს სომხეთის მთავრობა, რომ იგი ჩაერ- თოს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში. ამისათვის კი არც სომხეთია მზად და არც ადგილობრივი ყარაბაღის მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობას (70%) ეთნიკური სომხები შეადგენენ.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента