ЭКОНОМИКА

ალიევი: აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საკითხში დათმობაზე არ წავა

21.11.15 19:41




აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჯის" ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი ილხამ ალიევი მთიანი ყარაბაღის საკითხში დათმობაზე წასვლას გამორიცხავს.

"აზერბაიჯანული სახელმწიფო და ხალხი არადროს დათანხმდება მთიანი ყარაბაღისთვის რაიმე სტატუსის მინიჭებას, რომელიც მას აზერბაიჯანს ჩამოაცილებს. მოლაპარაკებების ფორმატში არ არის და ვერც მომავალში იქნება რაიმე მექანიზმის განხილვა, რომელიც აზერბაიჯანისგან მთიანი ყარაბაღის გამოყოფას განაპირობებს", - განაცხადა ალიევმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე

.

ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომეხმა მოსახლეობამ აზერბაიჯანის სსრ-ის საზღვრებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. შეიარაღებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეწყდა. შედეგად აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაკარგა.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) ფრომატში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ესწრაფვის, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მოლაპარაკების მხარედ არ განიხილება.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ "შუამავალთა წარმოდგენილი წინადადების თანახმად, უნდა აღდგეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონიდან უნდა გავიდნენ სომხეთის საუკოპაციო ძალები და აზერბაიჯანელი დევნილები

მშობლიურ მიწას დაუბრუნდნენ".

"რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსს, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ეს ვერ განისაზღვრება, რაც მოლაპარაკებებს უდევს კიდეც საფუძვლად და როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი ოდესმე თავისუფალი გახდება, ეს მათი ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი. მოლაპარაკებათა დოკუმენტში მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე ყველაფერი გასაგებად წერია. ამ საკითხზე აზერბაიჯანული სახელმწიფო იტყვის თავის სიტყვას და ის გადამწყვეტი იქნება", - დასძინა ალიევმა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента