ЭКОНОМИКА
21.11.15 19:47
19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ლისაბონში არ გაემგზავრებოდა. მას ავღანეთში ISAF-ის მხარდამჭერი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მართალია, სარგსიანის ბოიკოტს NATO-ს სამიტის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა არ ჰქონია, მაგრამ ლოკალურ დონეზე, ყარაბახის კონფლიქტის კუთხით მინსკის ჯგუფისათვის მნიშვნელოვან გზავნილად შეიძლება განვიხილოთ. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს ასტანაში გაიმართება ეუთოს სამიტი, სადაც ყარაბახის შესახებ
რეზოლუციას განიხილავენ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც რეზოლუცია, ასევე საკუთრივ მოლაპარაკებათა პროცესი მეტად მნიშვნელოვანია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.
ვიზიტის გაუქმების მიზეზის ოფიციალური ვერსია სერჟ სარგსიანის განცხადებას ეყრდნობა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს დეკლარაციის სამუშაო ვარიანტში სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან საერთაშორისო სამართლის მხოლოდ ერთი პრინციპის – ტერიტორიული მთლიანობის, გამოყენებამ შესაძლოა, ნაგატიური გავლენა იქონიოს მოლაპარაკებათა პროცესზე. ბოიკოტის ოფიციალურ მიზეზად ითვლება NATO-ს რეზოლუციის ტექსტში კავკასიაში ერთა თვითგამორკვევის პრინციპის არარსებობა.
გადაწყვეტილების გახმოვანებამდე სარგსიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში, სადაც ის ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ეს მიზეზი საკმარისი აღმოჩნდა სომხური ელექტრონული მედიისთვის, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძვლად პუტინისადმი "სოლიდარობა" ჩაეთვალა. მართლაც, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მისთვის მიუღებელი იყო, რადგან იგი პირდაპირ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ასტანის სამიტის წინ სიტუაცია კიდევ უფრი იძაბება. თუკი ადრე მხოლოდ აზერბაიჯანის მხარე განიხილავდა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას, დღეს სომხეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები პრევენტიული ომის აუცილებლობის შესახებ. ერთ-ერთი სომხური ინტერნეტ-გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც გაანალიზებული იყო სომხეთის შესაძლებლობები პრევენტიული ომის შემთხვევაში – თუ რა პრობლემებს შექმნის დემოგრაფიული სიტუაცია და რამდენ დღეს მისცემს ბრძოლის საშუალებას ბიუჯეტი სომხურ ჯარს?! პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დღეს სომხეთის არმია ძლიერია, როგორც არასდროს". ცხადია, ასეთი რიტორიკა კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, მაშინ როცა სასაზღვრო ზოლში არასტაბილური სიტუაციაა. ბოლო პერიოდში ორივე მხრიდან ათამდე სამხედრო დაიღუპა.
სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ეუთოს სამიტი დამატებით ღირებულებას იძენს. აზერბაიჯანში ღიად აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მიიღონ მინსკის ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუცია. საპირისპიროდ, სომხეთში ეუთოს სამიტისაგან მნიშვნელოვანს არაფერს ელოდებიან. ისინი მხარს არ დაუჭერენ დოკუმენტს, სადაც თვითგამორკვევის პრინციპი არ იქნება დომინანტი. გარკვეულწილად სარგსიანის „დემარში" სწორედ ამის ნათელყოფას ითვალისწინებდა. მისი გადაწყვეტილება წარმოადგენდა გზავნილს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოებისთვის – "NATO-ს მსგავს რეზოლუციას კონფლიქტების თაობაზე" სომხეთი ხელს არ მოაწერს.
თუკი მოხერხდება ასტანაში რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა, თუნდაც სიმბოლურის, ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების ნორმალიზაციას და სიტუაციის დეესკალაციას. შესაძლებელია შერბილდეს აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ჩართვას კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. თუ ვერ მოხერხდა რაიმე შეთანხმების მიღწევა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ეუთოს როლი, მინსკის ჯგუფის რელევანტურობა. ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და მოვლენების ფორსირებას.
Прочитано : 10
Напишите комментарии
Новостная Лента
-
Новый официальный курс доллара – 2.7087 лари
18:0026.07.24
-
17:0526.07.24
-
Пропавшие в Сванетии молодые люди нашлись
16:1326.07.24
-
15:1526.07.24
-
14:3426.07.24
-
Сегодня на реке Сена в Париже откроется Олимпиада
13:5126.07.24
-
Поисково-спасательная операция двух граждан в Сванетии: пропавшие найдены, они заблудились
12:5526.07.24
-
12:0926.07.24
-
Транзит казахстанской нефти по БТД превысил 700 тыс. тонн
11:1726.07.24
-
10:3026.07.24
-
Закон об апартаментах в Абхазии отозвали - можно ли успокаиваться абхазам?
9:3026.07.24
-
18:0025.07.24
-
Новый официальный курс доллара – 2.7160 лари
17:4125.07.24
-
17:0025.07.24
-
Дмитрий Песков – Россия открыта для переговоров, но нужно понять, насколько готова к ним Украина
16:2225.07.24
-
Россия отправляет военные корабли на Кубу
15:2525.07.24
-
14:4425.07.24
-
14:0425.07.24
-
12:5025.07.24
-
Азербайджан с начала года поставил в Грузию около 580 млн кубометров газа
12:0225.07.24
-
11:1625.07.24
-
10:3025.07.24
-
Индийская и хайская диаспоры или благодаря кому Армения стала крупнейшим покупателем оружия из Индии
20:5824.07.24
-
18:0024.07.24
-
В Москве взорвалась машина офицера Разведывательного управления Минобороны России
17:3324.07.24
-
17:0024.07.24
-
16:2224.07.24
-
15:4624.07.24
-
NDI начинает миссию по долгосрочной оценке парламентских выборов 2024 года
14:4024.07.24
-
До 28 июля в Грузии ожидается дождливая погода
13:4024.07.24
-
13:0024.07.24
-
12:2124.07.24
-
При нападении российских сил на Харьков погиб один человек
11:3524.07.24
-
10:3524.07.24
-
Оккупанты будут «выжигать калёным железом» абхазов за «русофобию»
9:3824.07.24
-
Рада Украины продлила военное положение и всеобщую мобилизацию на 90 дней
18:0023.07.24