ЭКОНОМИКА

თამარ მეფე, ფიროსმანი, სტალინი და ფალიაშვილი სომხები ყოფილან!

21.11.15 15:47




ძვირფასო მკითხველო! დღევანდელ ნომერში ისეთ კარგ სომეხ ისტორიკოსს გაგაცნობთ, ისტორიკოსის უნახავს გაგხდით. თუმცა, მისნაირები სხვებიც მრავლად მოიპოვებიან ჩვენს სამეზობლოში, რომელთაც სჯერათ, რომ, მაგალითად, ქართული ანბანი მესროპ მაშტოცმა შეგვიქმნა და თამარ დედოფალი სომეხი იყო.



სჯერათ ან უნდათ, დაიჯერონ. მიზეზი მარტივია, როცა შენი მეზობლის ტერიტორიაზე, მის ისტორიულ თუ კულტურულ წარსულზე თვალი გიჭირავს, ყოველთვის ცდილობ, „დაასაბუთო", რომ ის შენ გეკუთვნის და საამისოდ ყველაფერს კადრულობ, უკადრებელსაც კი...

ერევნელმა აკადემიკოსმა სურენ აივაზიანმა ინტერვიუს დაწყებამდე ჯერ გვარი მკითხა და შემდეგ დამამშვიდა:

- თქვენ მეგრელები (წერილის ავტორი ბატონი ბორის ბოხუაა) საქართველოში ისეთივე უძველესი და მკვიდრი ერი ხართ, როგორც სომხები, ანუ ჩამოსულები არ ხართ. აი, აღმოსავლეთის ქართველები ნამდვილად მოსულები არიან.

ჯერ კიდევ 524 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძნული წყაროები იუწყებიან, რომ კავკასიის იბერები ესპანეთის იბერიიდან წამოსულან. ჩვენი, სომხური წყაროებიდან ირკვევა, რომ სომეხთა მეფე ტიგრან დიდს (ჰაიკაზუნი) ესპანეთიდან იბერიელი ქართველები წამოუყვანია და დაუსახლებია სომხურ ოლქში, სახელად გურში, რომელსაც ახლა გურია ეწოდება. ამ საკითხს მე რუსულად მივუძღვენი ჩემი რომანი, რისთვისაც მოსკოვში სახელმწიფო პრემია და ოქროს მედალი მომანიჭეს. საქმე ისაა, რომ კავკასიელი ხალხების ისტორია, სტალინის კონცეფციის თანახმად, დამახინჯებული იყო.

მაინც როგორ მოახერხა ტიგრანმა ხალხის ასეთი დიდი რაოდენობის შორ მანძილზე გადმოსახლება?

- ტიგრან მე-7 პალესტინაში გაემგზავრა და თავისი გარნიზონები იქ დატოვა, შემდეგ ლიბიაში წავიდა, იქიდან ისევ პალესტინაში დაბრუნდა, საიდანაც 300 ათასი ებრაელი თურქეთის ვანის რაიონში ჩაასახლა, ესპანეთიდან კი იბერიელები ჩამოიყვანა და დღევანდელი ლანჩხუთის ტერიტორიაზე დაასახლა, მეურვედ დაუნიშნა დიდი სომეხი თავადი დადიანი.

მანამდე იქ მეგრელები ცხოვრობდნენ... მე სომხეთის ისტორიაში გადატრიალება მოვახდინე, ხოლო ჩემი ოპონენტების მხრიდან ვერანაირი მეცნიერული დასაბუთებული უარყოფა ვერ მოვისმინე.

დადიანი გასაგებია, თანაც აშკარად სომხური ჟღერადობა აქვს, იესო ქრისტეზე რას გვეტყოდით?

- მე იესო ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები გავშიფრე და ლინგვისტიკაშიც მოვახდინე გადატრიალება. მან უკანასკნელი სიტყვები სომხურ ენაზე წარმოთქვა: ღმერთო, ღმერთო... ასე კვდება მასწავლებელი. ამას გარდა დავამტკიცე, რომ ევროპელების სამშობლო სომხეთშია.

ფიროსმანი ვინ იყო, ბატონო სურენ?

- იგი კახელი სომეხი იყო, ფიროსმანიანი. მაგ: სტალინის მამა ადელხანოვი იყო, ხოლო დედა გელაძის ქალი კი არა, გელიანი გახლდათ. მაშინ კახეთში 90 პროცენტი სომხები ცხოვრობდნენ, ეს მერე გააქართველეს ისინი. რა თქმა უნდა, ფიროსმანიანის ნახატები ქართული კულტურის კუთვნილებაა.

კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ფალიანი იყო, ხოლო კოტე მარჯანიშვილი - მარჯანიანი, მაგრამ მათ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს.

ილია ჭავავაძე ჭავჭავიანი იყო, თუმცა, ის ქართულ ენაზე წერდა და თქვენს ლიტერატურას ამდიდრებდა.

იგივე შეეხება შოთა რუსთაველსაც. მისი „ვეფხისტყაოსანი" სპარსული „შაჰ - ნამედან" სომხურად თარგმნა სომეხთა თავადმა სარქის თმქაბერციმ, რომელსაც თქვენ სარგის თმოგველს ეძახით და ეს ხელნაწერი, სახელად „ვაგრენავორი", იერუსალიმში იყო, როგორც სომხური ხელნაწერი, შემდეგ ის ეჩმიაძინს აჩუქეს, ამის მერე ქართველებს ჩაუვარდათ ხელში და შოთა რუსთაველმა ის ქართულად გადათარგმნა.

საერთოდ, მასზე ამბობენ, რომ აშოტა ერქვა და სომეხი იყო წარმოშობით, ჯავახეთის რუსთავიდან.

ჯავახეთს ხშირად სტუმრობთ ხოლმე, ბატონო სურენ?

- ეს მხარე ჩემი დედულეთია. შარშან გახლდით იქ. ჩემი გაზეთი „მეწამორი" ჩამაქვს და უფასოდ ვურიგებ მოსახლეობას. მე დავამტკიცე, რომ ინდოევროპელების სამშობლო სომხეთის მთიანეთია.

ბატონო სურენ! საქართველოს რომელ ნაწილს მიიჩნევთ სომხეთის ისტორიულ მხარედ?

- აქ, გენაცვალე, შორს წასვლა საჭირო არ არის. მაგალითად, 1920 წლამდე ჯავახეთი სომხეთის ნაწილი იყო (?!) 1918 წელს, როცა ებრაელმა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამცხე - ჯავახეთი, ახალციხის ჩათვლით, სომხეთს მიეკუთვნებოდა (?!)

ამ ყოველივეს ხომ უყვებით ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას, ხომ ანათლებთ მათ?

- რა თქმა უნდა. ახალქალაქში შეხვედრაზეც გამოვედი და ვთქვი ეს ყველაფერი. საერთოდ, უნდა იცოდეთ, რომ ქართული სამეფო, როგორც ასეთი, არასოდეს არსებულა, მას სომეხი მეფეები ბაგრატუნები მართავდნენ, ამ ტერიტორიაზე „დიდი სომხეთი" ბატონობდა. ქართული სახელმწიფო პირველად ნოე ჟორდანიამ შექმნა.

ე. ი. თამარის დროინდელი საქართველოც არ არსებობდა?

- თამარ დედოფლის მშობლები სომხები იყვნენ (?!). 800 წლის განმავლობაში საქართველოს არცერთი ქართველი მეფე არ მართავდა. მას სომეხი ბაგრატუნები განაგებდნენ.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента