ЭКОНОМИКА
21.11.15 19:48
ვინც შეურაცხყოფს აზერბაიჯანის დროშას, შეურაცხყოფს საქართველოს და ვინც შეურაცხყოფს საქართველოს დროშას, შეურაცხყოფს აზერბაიჯანს, – ასე ეხმაურება „დინამო"-„გაბალას" მატჩზე მომხდარ ინცინდენტს 2030-ის მთავარი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე.
როგორც მაღლაფერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არც მოქალაქეების და არც ხელისუფლებათა დონეზე პრობლემა არ არსებობს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს და გაირკვეს, ვინ გეგმავს მიზანმიმართულ პროვოკაციას.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არც მოქალაქეების და არც ხელისუფლებათა დონეზე პრობლემა არ არსებობს, რაც ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის გამორჩეულად კეთილმეზობლური. თბილისი და ბაქოს ინციდენტები არ გამომდინარეობს ამ ორი ხალხის განწყობიდან და არც მათ ინტერესებში შედის.
საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა, რათა მივხვდეთ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად გეგმავს პროვოკაციას და სურს, პატრიტულ გრძნობებზე თამაშით აიყოლიოს მოსახლეობის შეიძლება გულწრფელი, მაგრამ ნამდვილად არაშორსმჭვრეტელი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება მძიმედ დააზიანებს ორივე ქვეყანას.
რასაკვირველია, შეგვიძლია ვიმარჩიელოთ და ვივარაუდოთ, ვინ არის ეს ვიღაც, უფრო მეტიც, გვევალება, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა ბოლომდე გამოვიძიოთ და გავიგოთ, ვინ გვიპირებს ხანძრის გაჩენას, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის პროვოკატორებს გამოვაცალოთ ფსევდოპატრიოტული იდეოლოგიური საყრდენი, რასაც სინამდვილეში ანგარება ასაზრდოებს.
ჩვენი მიდგომა ამგვარი პროკატორების მიმართ უნდა იყოს მკაფიოდ ერთმნიშვნელოვანი – ვინც შეურაცხყოფს აზერბაიჯანის დროშას, შეურაცხყოფს საქართველოს და ვინც შეურაცხყოფს საქართველოს დროშას, შეურაცხყოფს აზერბაიჯანს. განურჩევლად იმისა, ვინმე ანგარებით სჩადის ამ ცუდ საქმეს თუ უგუნურებით, იგი მტრობს თავის ქვეყანას", – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
Прочитано : 10
Напишите комментарии
Новостная Лента
-
Новый официальный курс доллара – 2.7087 лари
18:0026.07.24
-
17:0526.07.24
-
Пропавшие в Сванетии молодые люди нашлись
16:1326.07.24
-
15:1526.07.24
-
14:3426.07.24
-
Сегодня на реке Сена в Париже откроется Олимпиада
13:5126.07.24
-
Поисково-спасательная операция двух граждан в Сванетии: пропавшие найдены, они заблудились
12:5526.07.24
-
12:0926.07.24
-
Транзит казахстанской нефти по БТД превысил 700 тыс. тонн
11:1726.07.24
-
10:3026.07.24
-
Закон об апартаментах в Абхазии отозвали - можно ли успокаиваться абхазам?
9:3026.07.24
-
18:0025.07.24
-
Новый официальный курс доллара – 2.7160 лари
17:4125.07.24
-
17:0025.07.24
-
Дмитрий Песков – Россия открыта для переговоров, но нужно понять, насколько готова к ним Украина
16:2225.07.24
-
Россия отправляет военные корабли на Кубу
15:2525.07.24
-
14:4425.07.24
-
14:0425.07.24
-
12:5025.07.24
-
Азербайджан с начала года поставил в Грузию около 580 млн кубометров газа
12:0225.07.24
-
11:1625.07.24
-
10:3025.07.24
-
Индийская и хайская диаспоры или благодаря кому Армения стала крупнейшим покупателем оружия из Индии
20:5824.07.24
-
18:0024.07.24
-
В Москве взорвалась машина офицера Разведывательного управления Минобороны России
17:3324.07.24
-
17:0024.07.24
-
16:2224.07.24
-
15:4624.07.24
-
NDI начинает миссию по долгосрочной оценке парламентских выборов 2024 года
14:4024.07.24
-
До 28 июля в Грузии ожидается дождливая погода
13:4024.07.24
-
13:0024.07.24
-
12:2124.07.24
-
При нападении российских сил на Харьков погиб один человек
11:3524.07.24
-
10:3524.07.24
-
Оккупанты будут «выжигать калёным железом» абхазов за «русофобию»
9:3824.07.24
-
Рада Украины продлила военное положение и всеобщую мобилизацию на 90 дней
18:0023.07.24