სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მარიამობა მიულოცა.n nილია მეორე სიონში საზეიმო წირვას დაესწრო, რის შემდეგაც მრევლს მიმართა.n n„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.n n28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.n nhttps://1tv.ge/