საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.n nინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.n n”მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაკეთდება. პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.n nირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების საქმეში და სამინისტროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.n nპრემიერმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის.n nშეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.n nსაქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომდე მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის სამინისტროებში იმყოფებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.n n nipn.ge