მარკ რუტე -"nbsp;ნატო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა"nbsp;დიდი პატივია,"nbsp;ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი

ნატო-ს გენერალურ მიდვნად დანიშვნა დიდი პატივია, ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ ნატო-ს ახალ გენერალურ მდივნად დაინიშნა.n nმარკ რუტე უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება.n n„ნატო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც მსუბუქად არ მივიჩნევ. მადლობელი ვარ, ყველა მოკავშირის ნდობის გამოცხადებისთვის. მოუთმენლად ველოდები დიდი ენთუზიაზმით ოქტომბერში თანამდებობის დაკავებას, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელიც ნატო-ს უწევდა გამორჩეულ ლიდერობას ბოლო 10 წლის განმავლობაში და რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი“, – წერს მარკ რუტე.n n n1tv.ge