აფხაზი ქალი: ‘არ მინდა, რომ აფხაზეთი იქცეს სომხეთად’

ეთნიკური სომხები უკვე დიდი ხანია აფხაზეთში უმრავლესობად იქცნენ და რაოდენობრივად თავად აფხაზებსაც აჭარბებენ. ეს სიახლეს კი არ წარმოადგენს, არამედ უკვე დადასტურებული ფაქტია. სეპარატისტული სტატისტიკა მიზანმიმართულად „ამშვიდებს“ გადაშენების პირას მყოფ აფხაზებს, „უხატავს“ რომ ისინი „უმრავლესობას“ წარმოადგენენ, თუმცა ყველას უკვე კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის. სეპარატისტული „არცახის“ ლიკვიდაციის შემდეგ კი სომხების შემოდინება აფხაზეთში კიდევ უფრო გაიზარდა.n nრუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა უმდიდრესმა სომეხმა ბიზნესმენმა, სამველ კარაპეტიანმა ინტერვიუ მისცა РБК-ის გამოცემას, სადაც მან პირობა დადო, რომ აზერბაიჯანული ყარაბაღიდან წასულ სომხებს აფხაზეთში გადასვლასა და დასახლებაში დაეხმარებოდა. თუმცა ინტერვიუ უმალვე წაშალეს, რათა აფხაზებს დროზე ადრე არ აეტეხათ განგაში, მაგრამ ამ ინტერვიუს გვერდის სკრინშოტი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა აფხაზურმა ინტერნეტ რესურსმა გამოაქვეყნა.n n”ტაშირი – РБК-ის მფლობელი: კრიზისი ახალი შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ახალი საცხოვრებელი ფართის პოვნაში აფხაზეთის რესპუბლიკაში. Tashir ჯგუფის დამფუძნებელმა სამველ კარაპეტიანმა განუცხადა РБК-ს ას მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფის გეგმის შესახებ აფხაზეთში მთიანი ყარაბაღიდან დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად“.n nაფხაზებმა ნელ-ნელა გააცნობიერეს, რომ კარგავენ მიწას, სადაც სულ უფრო მეტი სომეხი ჩამოსახლებულია და აფხაზეთის ეკონომიკა დიდი ხანია მათ ხელშია. აფხაზებს სომხური ლობის ეშინოდათ და  აქამდე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ბედავდნენ. მიზეზი იყო საჭირო.n nპაშინიანის სომხეთმა მისცა მათ ამგვარი მიზეზი ცოტა ხნის წინ, მხოლოდ იმისთვის, რომ „ჩაუსვაროს“ რუსეთს (და არა საქართველოს მიმართ „სიყვარულით“), რომელმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისცა ხმა ქართველი ლტოლვილების “დაბრუნებას” აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასევე მოიძებნა მამაცი ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა აფხაზეთში სომხების მიერ ჩადენილი უკანონობის საკითხის დაყენებას – სოციალ-აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის „თავისუფლება“ შექმნა.  ადრე ჯანსუღ ადლეიბა გამოდიოდა სეპარატისტული რეჟიმისთვის სომხური ლობის მიერ დაწესებული „აპარტამენტების კანონის“ წინააღმდეგ. მართალია, ახლა სომხების მიმართ თავის პრეტენზიებს აფხაზურ საზოგადოებაში შემოტანილი ქართველთმოძულეობით ამართლებს, მაგრამ დღეს სეპარატისტულ აფხაზეთში სხვაგვარად შეუძლებელია, სხვაგვარად „მოღალატედ და ქართველ აგენტად“ გამოცხადდებიან.n nჯანსუღ ადლეიბას ღია მიმართვის ტექსტი:n n”მიმართვაn nსომხეთი მხარს უჭერს დასავლეთის პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან სომხური დიასპორის დიდი ნაწილი ცხოვრობს აფხაზეთში, რომელიც იმყოფება კრიმინალური ავტორიტეტის რობერტ ტატულიანის გავლენის ქვეშ, ის კი პრეზიდენტ ბჟანია ა.გ.-ის თანაშემწეა, აქვს დიპლომატიური პასპორტი და არის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე. სომხეთის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას დევნილთა შესახებ. სომხეთი ასევე მრავალი წლის განმავლობაში არ ცნობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. სომეხი საზოგადოების გავლენა აფხაზეთში იზრდება, რაც უკიდურესად მიუღებელია! ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „თავისუფლება“ ითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას და ამ საკითხის გადაწყვეტას აფხაზეთის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ! ჩვენი აზრით, სომეხი ეროვნების პირებს არ უნდა და არც აქვთ მორალური და სამართლებრივი უფლება მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და დაიკავონ მთავრობაში მაღალი თანამდებობები! ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს, სხვა გზა არ გვაქვს!!n nეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის „თავისუფლება“  წარმომადგენელი. “თავისუფლება” ადლეიბა ჯ.ი. 07/07/24.”n nსეპარატისტულ აფხაზეთში ყოვლისშემძლე სომხური ლობის წაქეზებით უმალვე დაიწყო ჯანსუღ ადლეიბას დევნა. კერძოდ, მოჰყვა რეაქცია ე.წ. „აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანების“ მხრიდან და, ფაქტობრივად, აფხაზი სომხების შეფასება მის ღია მიმართვაზე. „მოქალაქე ადლეიბას“ განუმარტეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-12 მუხლი, რომლის მიხედვითაც „ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა, ენის, წარმოშობისა, ქონებრივი და სამსახურებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. რელიგიის, რწმენის, იდეოლოგიების და სხვა გარემოებებისადმი დამოკიდებულება“.n n„ამგვარად, კონსტიტუციამ კანონიერად გაამყარა სომეხი და ნებისმიერი სხვა ეროვნების ჩვენი მოქალაქეების თანასწორობის უფლება აფხაზეთში ცხოვრების ყველა საკითხში. ამ თანასწორობამ გააერთიანა ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთის ხალხის სამამულო ომში, როდესაც სხვადასხვა წარმოშობის ხალხი აფხაზებთან ერთად გვერდიგვერდ იბრძოდა აფხაზეთში ნაციონალისტური ლოზუნგებით მოსული ქართული ჯარის წინააღმდეგ. მათ შორის, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა და აფხაზეთის გმირის უმაღალესი წოდება დაიმსახურა, ბევრი ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის მებრძოლი და დაღუპული სომეხი იყო. ეს ფაქტი მოწმობს ჩვენი სომეხი ეროვნების მოქალაქეების მორალურ უფლებაზე, იამაყონ აფხაზეთის მოქალაქეობით… საჭიროდ მიგვაჩნია შევახსენოთ მოქალაქე ადლეიბას, რომ მისი და მისი მხარდამჭერების მიერ გახმოვანებული საჯარო განცხადება არის დისკრიმინაციული და აკნინებს ადამიანის ღირსებას მათი ეროვნული ნიშნით. მსგავსი ქმედებები აკრძალულია აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და დროულად უნდა შეწყდეს“. – აცხადებს „აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება“.n nაი, აფხაზეთში სომხების მორიგი რეაქცია ჯანსუღ ადლეიბას მიმართვაზე:n n„საერთაშორისო დაპირისპირების პროვოკატორიn nცნობილი ოპოზიციური ოდიოზური პროვოკატორი ჯანსუღ ადლეიბა “აპარტამენტების” მხარდამჭერების მოკვლით მუქარიდან აფხაზეთში ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაზე გადავიდა და მოქალაქეებს ხმის მიცემის, ეთნიკური ნიშნით საჯარო თანამდებობის დაკავებისა და არჩევის უფლების ჩამორთმევის აუცილებლობის შესახებ გამოაცხადა.n nმისი განცხადებები მაშინვე აიტაცა სახელმწიფო დეპარტამენტის რესურსმა „ЭХО КАВКАЗ-მა“ და უწოდა მას სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე სამოქალაქო პოზიციის მქონე აქტივისტი.n nჩვენ ვგმობთ ისეთ განცხადებებს, რომლებიც იწვევს ეთნიკურ მტრობასა და უთანხმოებას. სომეხი ეროვნების აფხაზეთის მოქალაქეები აქტიურად იცავდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ახლა მუშაობენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ნაციონალისტური განწყობებით სპეკულაციები იძლევა მოკლევადიან იაფ პოპულისტურ ქულებს, მაგრამ შედეგები სამწუხაროა და ძნელად გამოსასწორებელი.n nმოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას განზე არ დადგეს და საჯაროდ დაგმოს მსგავსი განცხადებები, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს კი  – შეამოწმონ დ.ადლეიბის განცხადება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 280 შესაბამისობაზე“.n nფრიად საინტერესოა. გამოდის, რომ სომეხი ნაციონალისტების თვალთახედვით, ქართველების გაძევება და დახოცვა, საცხოვრებლის ჩამორთმევა, გალის რეგიონის აბსოლუტურად უძლური ქართველების ხმის უფლების გარეშე დატოვება გეტოში – ეს არანაირად არ არის „ეთნიკური სიძულვილის გაღვივება. .” სამაგიეროდ, იმათი დომინირების შეზღუდვის მცდელობა, ვინც ყველაზე მეტად ისარგებლა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდით და იგივეს გასაკეთებლად ემზადება აფხაზების წინააღმდეგ – თურმე „ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაა“.n nსაბედნიეროდ, აფხაზებს აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გააცნობიერა სომხების გაბატონების გამო აფხაზური ეთნიკური ჯგუფის წინაშე მდგარი საფრთხე და მხარი დაუჭირა ჯანსუღ ადლეიბას. კერძოდ, აფხაზი რიმა კვიცინია წერდა:n n„ადლეიბა აბსოლუტურად მართალია. მე პატივს ვცემ სომხებს, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი სახელმწიფო. მე არ მინდა, რომ აფხაზეთი სომხეთად იქცეს.n nსამწუხაროდ, აფხაზეთის პატრიოტებს ჯერ არ ესმით, რომ აფხაზეთის „საზღვაო სომხეთად“ ან „კრასნოდარის ტერიტორიის სოხუმის ოლქად“ გადაქცევის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის მოძმე ქართველ ხალხთან შერიგება და მათთან ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება, სადაც აფხაზებს გარანტირებული აქვთ ავტონომია და აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსი. აფხაზებს მხოლოდ ქართველ ხალხთან ერთად შეუძლიათ თავიდან აირიდონ გადაშენება და აფხაზეთში მასიურად ჩასახლებული სომეხი ახალმოსახლეების მხრიდან შევიწროვება.n n nგიორგი კვინიტაძე