ცოტა ხნის წინ, რუსულმა ტელეგრამის არხმა NABAT-მა გამოაქვეყნა საინტერესო პროგნოზი საქართველოსთვის უახლოეს მომავალში, რომელიც არც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობის პროგნოზში შემცდარა: „როგორც ჩანს, ზაფხულის ბოლოს – შემოდგომის დასაწყისში დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცდებიან ვითარება დაძაბონ საქართველოში, სავარაუდოდ, მათ არ ექნებათ საკმარისი ძალა თავად საქართველოში, ისინი გამოიყენებენ რუს გეკებსა და ნავალნის, ასევე აქტივისტებს მეზობელი სომხეთიდან. ამავდროულად, როგორც მე ვფიქრობ, არის სცენარი, როდესაც საქართველოს საპირწონედ სომხეთს დააყენებენ. მსგავსი რამ თუ მოხდება, მივიღებთ აფეთქებულ კავკასიას ჩამქრალი უკრაინის სანაცვლოდ. დღესდღეობით დაფიქრება გვმართებს – სამომავლოდ როგორი წარმოგვიდგენია კავკასია. რამდენად სჭირდება რუსეთს ერივანის პროვინცია და რა უნდა უყოს ულამაზეს ტიფლისს?“n nგამოდის, რომ უკვე რუსეთის ფედერაციაში ნამდვილად შიშობენ არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში ვითარება აირევა (ჩრდილო კავკასიაში „ცეცხლის“ გავრცელების პერსპექტივით), არამედ ისიც იციან, საიდან მოვლენ „ხანძრის გამომწვევები“. სომხეთის რესპუბლიკიდან, თუ არ ჩავთვლით თვით საქართველოში არსებულ სომხურ მეხუთე კოლონას.n nამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე პირდაპირ განიხილება სომხეთის ყოფილი მოკავშირის მტრობა რუსეთის მიმართ, კერძოდ მისი მონაწილეობა ნატოს ბლოკის ანტირუსულ საქმიანობაში. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ რუსული მხარე დაღონებულია სომხეთის მონაწილეობის გამო ნატოს სამიტში ვაშინგტონში.n n„უსაფრთხოების სფეროზე საუბრისას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთი რჩება CSTO-ს წევრად, არის მრავალი ორმხრივი შეთანხმების მონაწილე სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში“, – აღნიშნა გალუზინმა და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ „სომხეთს ურჩევნია გაზარდოს ურთიერთობა ნატოსთან ან ალიანსის ცალკეულ წევრებთან, განსაკუთრებით ნატოს სტანდარტების დანერგვის, იარაღის შესყიდვის ან ერთობლივი საბრძოლო მომზადების აქტივობების განხორციელების კუთხით“.n nმიხეილ გალუზინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ტემპით თანამშრომლობის გაღრმავებით მათთან, ვისი მიზანიც არის რუსეთის „სტრატეგიული დამარცხება“, ერევანი საკუთარი ხელით რისკავს სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სერიოზულ დესტაბილიზაციას, მათ შორის, საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ. მისი აზრით, ერევანმა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისა და ყველა პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, „სხვა გზა აირჩია“.n nგასაგებია, რატომ აირჩია სომხეთმა ეს „სხვა გზა“. რუსეთის დახმარებით სომეხი ნაციონალისტები ვერ ახორციელებენ თავიანთ რევანშისტურ გეგმებს და „დიადი სომხეთის“ შექმნის პროექტს. ახლა კი ამ საკითხში დასავლეთსა და ნატოს ეყრდნობიან. რა უნდა ახლა დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში? გვჭირდება “მეორე ფრონტი” რუსეთის წინააღმდეგ?n nსაქართველომ უარი თქვა ამ ავანტიურაში მონაწილეობაზე. სომხეთი კი მზადაა არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღოს, არამედ დასავლეთს „სამსახურიც კი გაუწიოს“. კერძოდ, ხელი შეუწყოს საქართველოში გადატრიალების მოწყობას, რათა არა მხოლოდ „მეორე ფრონტი“ გახსნას, არამედ საქართველოს დაყოფაშიც მიიღოს მონაწილეობა, რომლის საფრთხეც „დიდი ომის“ შემთხვევაში განუზომელია. ფაქტობრივად, სომხეთი და სომეხი ნაციონალისტები მზად არიან კიდევ ერთხელ უღალატონ საქართველოს და „ზურგიდან დაარტყან“, რათა „ახალი ბატონების“ კეთილგანწყობა მოიპოვონ.n nამასობაში, საქართველო ნატოში გაწევრიანებას აპირებდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარების იმედით. დასავლეთის მხრიდან კი ამ მიმართულებით რეალური დახმარება არ ყოფილა და 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს, თითქოს „მშვიდობისმყოფელისა და შუამავლის“ როლში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ფაქტობრივად, თბილისს კაპიტულაციის შეთანხმება მოუტანა.n nნატოს ვაშინგტონის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებმა 2024 წლის 11 ივლისს მიიღეს, იგრძნობოდა არა მხოლოდ აშკარა ანტირუსული ორიენტაცია (რუსეთი 43-ჯერ იყო ნახსენები ექსკლუზიურად უარყოფითად), არამედ ირიბად ანტიქართულიც შეინიშნებოდა – ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ნათქვამი, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი“ და რომ წევრობის სამოქმედო გეგმა იქნება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია“.n nვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მოხსენიებულია მხოლოდ ერთხელ, მე-17 პარაგრაფში, სადაც დეკლარაცია „მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე“. საქართველო არ არის ნახსენები 28-ე პარაგრაფში პარტნიორი ქვეყნების შესახებ, სადაც ნახსენებია მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. საქართველო ასევე არ არის ნახსენები შავი ზღვის რეგიონის შესახებ სტატიაში (მუხლი 31).n nდასავლეთის ქვეყნების მხრიდან საქართველოზე პირდაპირ განხორციელებული ზეწოლის გათვალისწინებით, სთხოვენ რა უარი თქვას სუვერენულ პოლიტიკაზე და ამავდროულად სომხეთს „ხოტბას ასხამენ“, ძნელი მისახვედრი არ არის, საიდან მომდინარეობს ჩვენი ქვეყნისთვის „უახლოესი საფრთხე“. განსაკუთრებით გარედან შთაგონებული და დასავლეთის წაქეზებით სიტუაციის დესტაბილიზაციის შემთხვევაში. ამიტომ, იგივე NABAT-ის სატელეგრაფო არხიზე გამოთქმული ვარაუდი, რომ საქართველოს სომხეთიდან „ელის ვითარების გამწვავება“, აქ „აქტივისტების“ შემოგდებით (და არსებული ქსელისა და მეხუთე სვეტის გამოყენებით) სრული სერიოზულობით უნდა იქნას მიღებული. შემთხვევითი არ არის, რომ სომხური სეპარატისტული „ჯავახკის“ საინფორმაციო რესურსები საქართველოში ბოლო დროს მკვეთრად „ოპოზიციური“, „პროდასავლური“ და „ანტირუსული“ გახდა.n nალექსანდრე ზაქარიაძე