გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილესთან ფუად მირზოევათან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, პირველ მოადგილესთან სამირ ხიალოვთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გარდაბანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.n nამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.n nმათი ცნობით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ლესელიძის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიან მინი სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.n n„მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ისე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.n nამავე ქუჩაზე მოეწყო სამი ერთეული საბავშვო სკვერი, პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოისაზღვრა ღობით, დაიგო დეკორატიული ფილები და დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.n nაღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სკვერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მოეწყო.n nგანახლებული სივრცეები მოსახლეობას კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში დასვენების საშუალებას მისცემს.n nპროექტების ჯამური ღირებულება 200 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.n n nipn.ge