გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა.n nამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.n nოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული დაცული ტერიტორია შეიქმნა და ქვეყნის მასშტაბით დაცულ ტერიტორიებს უკვე 900 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უკავია.n nმისივე თქმით, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების შექმნა/გაფართოებამ ტურისტების რაოდენობაც გაზარდა, რამაც როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი გაზარდა.n n„დაცული ტერიტორიების განვითარება ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს. ყოველწლიურად ვაარსებთ ახალ დაცულ ტერიტორიებს; ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა. დღეს უკვე 100 დაცული ტერიტორია გვაქვს, რომლის ფართობი 900 000 ჰა-ზე მეტია. წელს გურიაში დაარსდა ახალი ეროვნული პარკი, აქტიურად ვმუშაობთ რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნაზე. აღნიშნული, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ამავდროულად, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი ეკოტურისტული მიმართულებით და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სწორად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. ბოლო წლების განმავლობაში, 200 მილიონ ლარზე მეტია ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირებული, როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობა; მზარდია შემოსავალი როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსი, ისე რაც მთავარია, იმ ადგილობრივი მოსახლეობის, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული, ტურისტული მომსახურების განვითარების კუთხით. ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა თემებისთვის, ჩაერთონ მომსახურების პროცესში, სერვისში, მიიღონ შემოსავალი; ჩვენ არაერთი ასეთი მაგალითი გვაქვს. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება, ვიზრუნოთ მასზე და, ამავდროულად, მოვიზიდოთ მეტი ვიზიტორი, რაც რეგიონში კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.n nუწყების ცნობით, მედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა, მინისტრთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული დაცული ტერიტორია, კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მოპოვებული.n n„მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს, ოკაცეს კანიონს, ოკაცეს ჩანჩქერს, თეთრა მღვიმეს და კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ. გარდა ამისა, გაეცნენ ყველა იმ აქტივობას, რომლის განხორციელებაც ეროვნულ პარკში სტუმრობისას არის შესაძლებელი.n nმედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა ორთვიანი კამპანიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში განთავსებულია ბანერები და საინფორმაციო მასალები გზავნილებით „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლოა“. ჩამოსული სტუმრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე, საქართველოს უნიკალური ბუნების და ქართული ღვინის შესახებ, საზღვარზევე იღებენ ინფორმაციას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.n n nipn.ge