უკრაინის მომავალი ნატოშია, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთად ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.n nმისი თქმით, ის უკრაინას მხარს დაუჭერს „ნატოში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე“.n n„მივესალმები თქვენს წინსვლას რეფორმების მიმართულებით და ვიდრე ამ მნიშვნელოვან საქმეს განაგრძობთ, ჩვენ დაგიჭერთ მხარს ნატოში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.n nამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა გადაწყვეტილებებზე უკრაინის დახმარებასთან მიმართებით, რომელიც სამიტის ფარგლებში მოკავშირეებმა დაამტკიცეს.n n„აქ, ვაშინგტონში, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყონ უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გუშინ ჩვენ შევთანხმდით არსებით პაკეტზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.n n nkvira.ge