ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი – ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს

ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს, – ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ნასერ ქანაანი ავრცელებს.n n„თეირანში, ისმაილ ჰანიეს მოწამეობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის ღრმა და განუყოფელ კავშირს გააძლიერებს“, – განაცხადა ქანაანმა.n nშეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.n n nipn.ge