ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – აზერბაიჯანელი, რეფორმატორი, მშვიდობის მომხრე

ირანის ისლამური რესპუბლიკის ვადამდელსაპრეზიდენტო არჩევნებში ჯანდაცვის ყოფილმამინისტრმა, კარდიოქირურგმა და რეფორმისტულიშეხედულებების მქონე პოლიტიკოსმა მასუდ პეზეშკიანმადამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 2024 წლის 5 ივლისსარჩევნების მეორე ტურში მან ხმების 53,7% მიიღო. მისმაკონკურენტმა, კონსერვატორმა საიდ ჯალილიმ მოიპოვახმების 44,3%, მიუხედავად ისლამური რევოლუციისგუშაგთა კორპუსის (IRGC) მხარდაჭერისა, რომელიცირანში დიდი ხანია იქცა “სახელმწიფოდ სახელმწიფოში”.n nარჩევნების შედეგები შეიძლება ჩაითვალოს აშკარადამარცხებად ირანული ელიტის იმ ნაწილისთვის, რომელიც ეყრდნობა IRGC-ს. ხოლო ხმებში ასეთი სხვაობა- 8 პროცენტზე მეტი – იმისდა მიუხედავად, რომ IRGC ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სოციალური ცხოვრებისყველა სფეროს მოიცავს, აჩვენებს, რომ ამ ორგანიზაციის”ყოვლისშემძლეობა” მობეზრდა ირანელებისუმრავლესობას, ისევე, როგორც  მისი ფოკუსირება ომზე. ქვეყნის მოქალაქეებს მშვიდობა უნდათ და ეს მათხმამაღლა გამოთქვეს.n nრა თქმა უნდა, ირანის ახალი პრეზიდენტი და ისინი, ვინცმის უკან დგანან, ვერ შეძლებენ IRGC-ს სწრაფადჩამოშორებას პოლიტიკური ასპარეზიდან. ახალპრეზიდენტს მოუწევს მოლაპარაკება IRGC-სთან. შემთხვევითი არ არის, რომ ირანის ისლამურირევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მთავარსარდალმა, გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმმიულოცა მასუდ პეზეშკიანს ირანში საპრეზიდენტოარჩევნებში გამარჯვება და გამოხატა IRGC-ის მზადყოფნაგააგრძელოს ურთიერთობა და თანამშრომლობა ქვეყნის ადმინისტრაციასთან.n nთუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანში აზერბაიჯანისწინააღმდეგ ისეთი პროვოკაციული დემარშები იყოსშესაძლებელი IRGC-ის მხრიდან, როგორიცაადემონსტრაციული „იარაღის ჟღარუნი“ და ჯარებისგანლაგება ჩრდილოეთ საზღვარზე იმ დროს, როდესაცსეპარატისტული „არცახი“ ჯერ კიდევ არსებობდა ანტერორისტული თავდასხმა ირანში აზერბაიჯანისსაელჩოზე 2023 წლის 27 იანვარს.n nცნობილია, რომ მასუდ პეზეშკიანი ვაშინგტონთანურთიერთობის დალაგებისა და „კონსტრუქციულიბირთვული შეთანხმების“ საკითხთან დაბრუნებისმომხრეა. იმ პირობებში, როდესაც რესპუბლიკელები დაგანსაკუთრებით აგრესიულად განწყობილი ანტიირანულიდონალდ ტრამპი, დიდი ალბათობით კვლავ მოვიდნენხელისუფლებაში თეთრ სახლში, ამგვარი პოზიცია ახლოაღმოსავლეთში სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავებისშემთხვევაში „დაზღვევას“ ჰგავს.n nIRGC-ისგან განსხვავებით, გონიერი ირანული ელიტისმნიშვნელოვან ნაწილს არ სურს თავისი ქვეყნის „დიდომში“ ჩათრევა შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან. ეს არც გარდაცვლილ პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს  სურდა(რაც შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც გადაიხადა), მიუხედავად მთელი ანტიამერიკული და ანტიისრაელისრიტორიკისა. რაც შეეხება მასუდ პეზეშკიანს, ის დიდიალბათობით ასევე შეამსუბუქებს რიტორიკასშეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ, რათაარ მისცეს სხვა მიზეზი ირანის ომში ჩათრევისთვის.n nმანამდე მასუდ პეზეშკიანმა ორჯერ სცადა ირანისპრეზიდენტი გამხდარიყო. 12 წლის წინ მან საკუტარინებით გამოეთიშა საარჩევნო რბოლას, ხოლო 2021 წელსმის კანდიდატურას ირანის სამეთვალყურეო საბჭოსთანხმობა არ მიუღია. ამგვარად, სურვილის შემთხვევაში, ირანში უზენაეს ძალას, იგივე უზენაეს ლიდერს აიათოლაალი ხამენეის, სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვასტრუქტურებს შეეძლოთ არ მიეცათ უფლებაპეზეშკიანისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. IRGC-ის წაქეზებით, შეეძლოთ ჩაეტარებინათ პირობითიარჩევნები და დაენიშნათ იგივე ჯალილი პრეზიდენტად. მაშინ გარდაუვალი გახდებოდა აშშ-თან და ისრაელთანურთიერთობების შემდგომი გამწვავებისკენ მიმართულიკურსი და საშინაო პოლიტიკა გააგრძელებდა „დიდსპარსულ“ ნაციონალიზმს და თურქ ხალხებისინტერესების უგულებელყოფას, რაც ირანის აზერბაიჯანშიუკვე გახდა ცენტრალური ხელისუფლებითუკმაყოფილების მიზეზი.n nმასუდ პეზეშკიანს არჩევნებში დაშვებით ირანისხელისუფლებამ არჩევნების ლეგიტიმურობისა და ქვეყნისერთიანობის საკითხი გადაჭრა. საიდუმლო არ არის, რომწინა არჩევნებზე ირანის ისლამური რესპუბლიკისაზერბაიჯანულმა და თურქულმა მოსახლეობამ უბრალოდშეწყვიტა ხმის მიცემა. ხალხს ესმოდა, რომ ქვეყნისთურქი მაცხოვრებლების საჭიროებებსა და მისწრაფებებსნაკლებად გაითვალისწინებდნენ. შედეგად, არჩევნებში, რომლითაც ებრაჰიმ რაისის მეორე ვადა იყოუზრუნველყოფილი, ზოგადად ჩატარდა „პირობითი“ კენჭისყრა ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობით.n n2024 წლის არჩევნებში კი მასუდ პეზეშკიანმა ხაზგასმითაღნიშნა თავისი თურქული წარმომავლობა, მოახდინაირანელი აზერბაიჯანელების და ქვეყნის სხვა თურქიხალხების მობილიზება მის მხარდასაჭერად. შედეგად, ამომრჩეველთა აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებითძალიან მაღალი იყო და ირანის პრეზიდენტი ნამდვილადიქცა „სახალხო“ რჩეულ კანდიდატად, რომელსაც ხმამისცეს თურქებმა, სპარსელებმა, ქურთებმა, ისევეროგორც ირანის ისლამურმა რესპუბლიკის ხალხების სხვაწარმომადგენლებმა.n nგასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს ახლოაღმოსავლეთში ვითარება არ იყო ისეთი ფეთქებადი, როგორც ახლა, ღაზაში ომის დაწყების და ისრაელისაშკარა მუქარის შემდეგ ლიბანში პროირანული ჰეზბოლასმოძრაობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისდაწყების შესახებ, (რომელსაც მხარს უჭერს IRGC). მაგრამსინამდვილეში, ჩვენ ვისაუბრებთ ირანის ომში ჩაბმაზედა ისრაელის ფართომასშტაბიან დარტყმებზე ირანზე, რომლებსაც შესაძლოა შეერთებული შტატები შეუერთდეს.n nის ფაქტი, რომ ირანის სამეთვალყურეო საბჭომ მასუდპეზეშკიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, იმაზე მეტყველებს, რომ მმართველ აიათოლაებს, როგორც პრეზიდენტს, ნამდვილად სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არგააუარესოს ურთიერთობა დასავლეთთან და არ ეომოსაშშ-ს. ამავე დროს, დიდი ალბათობით, თანდათანშეწყდება რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ირანის მონაწილეობა მისი იარაღისა დათვითმფრინავების მიწოდებაში უკრაინის წინააღმდეგომში, რომელმაც ირანს არაფერი მისცა, გარდარეპუტაციის დაკარგვისა. ეს კი, თავის მხრივ, უბიძგებსკრემლს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს ომი დამიაღწიოს მშვიდობას თუ არა, მყარ ზავს მაინც.n nთითქმის არ არსებობს ეჭვი, რომ მასუდ პეზეშკიანისმმართველობისას ირანის თანამშრომლობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და თურქულ ქვეყნებთან მკვეთრადგააქტიურდება. მათ შორის ტრანზიტის სფეროში. აქედანგამომდინარე, შეიძლება ველოდოთ რაშტ-ასტარასრკინიგზის დაჩქარებული წესით დასრულებას, რომელიცინდოეთის ოკეანეში მდებარე ირანის პორტებს უმოკლესისარკინიგზო მარშრუტების გასწვრივ აზერბაიჯანთან, საქართველოს, შავ ზღვასთან და რუსეთთანდააკავშირებს. სწორედ ამ დანიშნულების მქონეანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიცსაქართველოში შენდება, გახდება უფრო მეტადმოთხოვნადი.n n n nგიორგი კვინიტაძე