თანდათან შეუქცევადი ხდება აფხაზეთის დასახლება „ექსცენტრიკოსებით“ და, რაც მთავარია, ამ დასახლების „დაკანონება“. აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, სეპარატისტულმა ე.წ. „პარლამენტმა“ ფაქტობრივად დაამტკიცა მშენებლობა ე.წ „აპარტამენტებისა“ აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში, რაც აუცილებლად გამოიწვევს ათობით, თუ არა ასობით ათასი ეთნიკური სომეხისა და რუსის დამატებით დასახლებას.n nსეპარატისტულმა ხელისუფლებამ კი უკვე დაიწყო აფხაზი პატრიოტების დევნა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სომხების გაბატონებას აფხაზეთში. ჯანსუღ ადლეიბა დააკავეს, სავარაუდოდ, „იარაღის გამოყენებისთვის“. ეჭვგარეშეა, რომ რეპრესიები შეეხება სხვა აფხაზ აქტივისტებსაც. ე.წ. „აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მათ, ვინც “აპარტამენტებს” ეწინააღმდეგება, „რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება სურთ“. ის თავად მხარს უჭერს ამ კანონპროექტს, რომელიც საპილოტე კანონპროექტია და „მომავალში საზოგადოებაც დამშვიდდება“. უფრო სწორად, მას „დაამშვიდებს“ ოკუპანტების მიერ ძალიან კარგად ნაცადი რეპრესიული ზომები.n nძალზე საგანგაშოა, რომ რუსეთში მათ, ვინც ბოლო დრომდე თითქოს “აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს”, დაიწყეს მუქარა აფხაზი პატრიოტების წინააღმდეგ. მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი ცარგრადის ტელეარხის ჟურნალისტი მიხაილ ტიურენკოვი, რომელმაც თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აფხაზები “რუსოფობიაში” დაადანაშაულა და ბოლოს მოუწოდა, რომ ეს რუსოფობია “გავარვარებული რკინით ამოიშანთოს”:n n„ჩემი საყვარელი აფხაზეთის უბედურება ის არის, რომ ომის შემდგომი 30 წლის განმავლობაში იქ ცდილობდნენ შეექმნათ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ეთნოკრატიული სახელმწიფო.n nდიახ, ეს ნაწილობრივ გასაგებია. შეგახსენებთ, რომ 1992-93 წლების მართლაც რომ საზარელ ომში წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 4 ათასი აფხაზი დაიღუპა (რესპუბლიკის ომამდელი აფხაზი მოსახლეობის დაახლოებით 4%). ხოლო 1993 წლის სექტემბრის გამარჯვების შემდეგ აფხაზებმა მთელი რესპუბლიკური ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღეს (მხოლოდ მინიმალურად გაუზიარეს ადგილობრივ რუსებსა და სომხებს).n nისიც გასაგებია, თუ რატომ არ უშვებდნენ ამ წლების განმავლობაში აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე ქართველებს აფხაზეთში (სხვათა შორის, ბევრია: მათ შორის მეგრელები – მოსახლეობის დაახლოებით 20%). სამწუხაროდ, საბჭოთა (ძირითადად სტალინურმა) განსახლების პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ 1920-80-იან წლებში აფხაზეთში ქართველების რაოდენობა პროცენტულად გაორმაგდა და აფხაზები თავიანთ მიწაზე უმცირესობად იქცნენ. ეს დისბალანსი მოგვარდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1993 წელს აფხაზეთის ყველა რაიონიდან (და თავიდან იქიდანაც), გარდა გალისა ქართველები თითქმის სრულიად გაიქცნენ.n nმეტიც, მე მშვენივრად მესმის ისიც, თუ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, რუსებს, უძრავი ქონების შეძენა აფხაზეთში. უფრო სწორედ, მას მხოლოდ ის ყიდულობს, ვინც აფხაზური პასპორტის აღება შეძლო, ან ფიქტიურად არის რეგისტრირებული ადგილობრივების სახელზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ხშირად „ატყუებენ“ გულუბრყვილო მყიდველებს. ადვილი წარმოსადგენია, აფხაზეთში კანონმდებლობის ტოტალური ლიბერალიზაციის შემთხვევაში როგორ შეისყიდიან მთელ სანაპირო ზოლს ცბიერი მოსკოველები (და არა მარტო).n nთავად აფხაზეთის უბედურება ეს კი არ არის, არამედ ის, რომ რუსეთისა და რუსების გარეშე ის ერთი წელიც ვერ იარსებებს. ვერც ეკონომიკურად და ვერც სამხედრო-პოლიტიკურად. ამიტომ, როდესაც აფხაზეთის ხელისუფლება და ოპოზიცია მუდმივად ცვლიან ადგილებს პრორუსიზმის/რუსოფობიის ვერბალურ ვარჯიშებში, ეს აფერხებს თავად რიგითი აფხაზების ნორმალურ ცხოვრებას.n nროგორც ახლა, ამ დღეებში, აფხაზური ოპოზიცია ცდილობს “შეანჯღრიოს” პრეზიდენტი ბჟანია. მხოლოდ იმიტომ, რომ ის პროპაგანდას უწევს კანონპროექტს აპარტამენტების შესახებ, რომლის ყიდვის უფლებაც უცხოელებს (სხვათა შორის, თავად თითქმის ყველა აფხაზს აქვს რუსული პასპორტი) ექნებათ ტურიზმის ინდუსტრიისთვის რესპუბლიკის სამ ყველაზე ნაკლებად პრესტიჟულ რეგიონში (ოჩამჩირე, ტყვარჩელი და გალი). წელიწადში არაუმეტეს 180 დღით დარჩენის უფლებით. ეს ოპოზიციური არეულობა სხვა არაფერია, თუ არა ტიპიური წვრილმანი ნაციონალისტური რუსოფობიური ველურობაა.n nდარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში ნორმალური ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ძლიერ კავშირში (საკავშირო სახელმწიფოში), რაც გულისხმობს არა მხოლოდ ცალმხრივ დახმარებას. ადგილობრივი რუსოფობიის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლით, როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ახალი ათონის მონასტერი 2011 წლიდან დაპყრობილიქნა ფსევდომართლმადიდებლური სექტის “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” მიერ, უკრაინული OCU-ს დე ფაქტო ანალოგი (გარდა იმისა, რომ შეცდომაში შეჰყავს რუს ტურისტებს, რათა მათგან ფული “გამოიღოს”) . მთელი ამ წლების განმავლობაში აფხაზეთის ხელისუფლება ამ აბსცესზე თვალს ხუჭავდა, სექტანტებისა და მათი თანამზრახველების მხრიდან არეულობის შიშით.n nმე გულწრფელად მიყვარს აფხაზეთი და აფხაზები. მაგრამ ნებისმიერი რუსოფობია, მიუხედავად მისი წარმოშობისა, გავარვარებული რკინით უნდა ამოიშანთოს“. პოსტის დასასრული.n nზოგადად, ბოლო დროს ცარგრადის ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში თავიანთ პოსტებში და სტატიებში ახმოვანებენ კრემლის აზრებს. ასე რომ, ცოტა ხნის წინ, სხვა ცარგრადის მიმომხილველმა ანდრეი პერლამ დაწერა უბრალოდ კანიბალური სტატია „ბავშვთა საავადმყოფო კიევში არ არის შემთხვევითობა, დროა აღიაროთ და გათავისუფლდეთ შიშისგან“, სადაც ის არათუ ამართლებს რუსეთის სარაკეტო დარტყმას კიევის საავადმყოფოზე, არამედ პირდაპირ მოუწოდებს უკრაინელი ბავშვების მკვლელობისკენ, აქეზებს ღაზას დაბომბვას:n n„კიევის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებამ გამოიწვია საუბრები ჰუმანიზმზე. ეს საუბრები მტრის სასარგებლოდ მიმდინარეობს. ვინც დღეს მტრის შვილებს სწყალობს, საკუთარსაც არ ინდობს… ღაზას სექტორში, გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2024 წლის აპრილისთვის 13 ათასი ბავშვი დაიღუპა. ამ დროისთვის ღაზაში სულ 34 000 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი მესამედი ქალი და ბავშვი იყო. გარდა ამისა, ღაზაში ათობით საავადმყოფო და სკოლა განადგურდა. ისრაელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ. და დასძენს: ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის. იქ ბავშვებს კი ისრაელის სიძულვილით ზრდიან და თითოეული მათგანი მზა ტერორისტია… იქნებ შევთანხმდეთ, რომ დნეპრის მეორე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის? და აქციოთ მათი ქალაქები „ღაზად“…“ წერს ანდრეი პერლა. თუმცა, მოგვიანებით ამ სტატიის ირგვლივ ატყდა სკანდალი და ის ამოიღეს. მეტად სიმბოლურია, რომ მასალა განთავსდა იმავე “ცარგრადის” ვებგვერდზე, რომელიც 3 წლის წინ უკრაინელებს “ძმებად” თვლიდა.n nანდრეი პერლას კოლეგა, მიხაილ ტიურენკოვი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ წერს მის მოჩვენებით „სიყვარულზე“ აფხაზეთისა და აფხაზების მიმართ (იმავდროულად, აშკარად მხარს უჭერს ქართველების ეთნიკურ წმენდას – ასე ვთქვათ, „ახალი მფლობელებისთვის“ აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობისგან ნაწილობრივ გაწმენდის სისხლიანი „ბინძური სამუშაოს“) უკვე ემუქრება აფხაზებს. გვთავაზობს აფხაზური „რუსოფობია“ გავარვარებული რკინით „ამოშანთონ“. როგორ განხორციელდება ეს რეალურად, შეიძლება მიხვდეთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი კოლეგა უკრაინაში სთავაზობს რუსეთის მტრებთან ბრძოლას ბავშვების მკვლელობით. ასე რომ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, „რუსი პატრიოტები“ აფხაზებს ნამდვილად არ დაინდობენ. მეტიც, უკრაინელებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჰყავთ სრულად საბრძოლო მზა არმია და აქვთ დახმარება დასავლეთიდან, აფხაზებს სრულად აკონტროლებენ ოკუპანტები და მათ არავინ ეხმარება. ამიტომ, არის საშიშროება, რომ აფხაზეთიდან თავად აფხაზებთან ერთად ამოძირკვავენ (ამოწვავენ) ყბადაღებულ „რუსოფობიას“.n nგიორგი მაზნიაშვილი