ორლიში აფეთქებიდან 41 წლის შემდეგ – სომხური ტერორიზმის საფრთხე არსად გამქრალა

სომეხი ტერორისტების ერთ-ერთი 1983 წლის 15 ივლისის ყველაზე სისხლიანი ტერაქტის შემდეგ  უკვე 41 წელი გავიდა. სომხურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ASALA-მ ააფეთქა ბომბი თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) ოფისში პარიზის ორლის აეროპორტში. ტერაქტის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი (და კიდევ ერთი ფრანგი ქალი, რომლის შვილიც მოგვიანებით, აფეთქების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა) და 55 დაშავდა.n nმიუხედავად ტერაქტის აშკარა „ანტითურქული“ ხასიათისა, აფეთქების შედეგად დაღუპული 8 ადამიანიდან მხოლოდ 2 იყო თურქი, დანარჩენები კი სხვა ეროვნებისა. კერძოდ, აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის 4 ფრანგი, ერთი შვედი და ერთი ამერიკელი გახლდათ. ASALA-მ კიდევ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა თურქულ ობიექტებზე, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 50 მშვიდობიანი მოქალაქე.n nორლის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმა პირველი არ იყო ASALA-სთვის. მეტიც, ცნობილი გახდა სომეხი ტერორისტებისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების კავშირი. ორლის აეროპორტში აფეთქების შემდეგ, საერთაშორისო პრესაში გაჩნდა ცნობები საფრანგეთის მთავრობასა და სომეხ ტერორისტებს შორის 1982 წლის იანვარში დადებული საიდუმლო შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა მითიური „სომხების გენოციდი“, ასევე მიეცათ სომეხი ტერორისტებისთვის შესაძლებლობა თავისუფლად ესარგებლათ საფრანგეთის აეროპორტებით საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების არ განხორციელების ვალდებულების სანაცვლოდ. ამ შეთანხმების თანახმად, თურქეთის საელჩოზე თავდასხმისთვის 1981 წელს დაპატიმრებულმა ოთხმა სომეხმა ტერორისტმა მიიღო მსუბუქი სასჯელი, ხოლო ASALA-ს ერთ-ერთი ლიდერი, მონტე მელქონიანი, რომელიც ციხეში იჯდა, გაათავისუფლეს (მოგვიანებით მან აზერბაიჯანის ყარაბაღში სისხლიანი დანაშაულებით “გაითქვა სახელი”).n nსომეხი ტერორისტების თქმით, საფრანგეთის მთავრობამ არ შეასრულა დაპირება „გენოციდის“ აღიარების შესახებ, არ სურდა თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება და შეთანხმება ტერორისტებმა დაარღვიეს. ამრიგად, ორლიში მომხდარი ტერაქტი გვიჩვენებს სომეხ ტერორისტებთან და ნაციონალისტებთან ნებისმიერი შეთანხმების დანაშაულებრივობას. დღესდღეობით სომხეთის გარშემო არსებული მდგომარეობა სწორედ ამას ცხადჰყოფს.n nსსრკ-ს დაშლის შემდეგ, სომხური ნაციონალიზმის მხარდაჭერის „ესტაფეტა“ რუსეთის ხელისუფლებამ გადაიბარა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ თვალს ხუჭავდნენ სომეხი ოკუპანტებისა და ტერორისტების დანაშაულებებზე აზერბაიჯანულ ყარაბაღში, არამედ რუსი სამხედროებიც კი მონაწილეობდნენ მათში (კერძოდ, ხოჯალის გენოციდში). და რა გამოიწვია ამან? მას შემდეგ, რაც დასუსტებული რუსეთი კიდევ ერთხელ არ ჩაერთო ომში სომეხი აგრესორების მხარეს, სომხეთი რუსეთის „მოკავშირედან“ ჩვენს თვალწინ ყველაზე უმადურ და მზაკვრ მტრად იქცა. სომხეთის ხელისუფლება დემონსტრაციულად იწვევს აშშ-სა და ნატოს კავკასიაში და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებს. უდავოა, რომ სომეხი სამხედროების მონაწილეობა რუსეთის წინააღმდეგ მომავალ ომში მხოლოდ დროის საკითხია.n n41 წლის წინ საფრანგეთის ხელისუფლება გააბრაზა სომეხი ტერორისტების მიერ „შეთანხმების დარღვევამ“ და დიდწილად სწორედ ამიტომ მიუსაჯა ტერაქტის მთავარ ორგანიზატორს, ვარუჟან კარაპეტიანს სამუდამო პატიმრობა. სომეხი ნაციონალისტებისთვის კი ვარუჟან კარაპეტიანი მაშინვე “გმირად” იქცა და მათ ბრძოლა დაიწყეს  მისი განთავისუფლებისთვის.n nგაზეთის „აზგ“ ცნობით, „სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები“ ​​გამოვიდნენ კარაპეტიანის, უფრო სწორად, სომხეთის სსრ-ში ტერორიზმისა და მიზანთროპიის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, ყარაბაღის ომის წაქეზებაზე პასუხისმგებელი სილვა კაპუტიკიანის, ზორი ბალაიანის, გევორგ ემინის, პერჩ ზეიტუნციანის და სხვების  დასაცავად. სომხური ლობის ძალისხმევის წყალობით, 2001 წელს, 17 წელზე მეტი პატიმრობის შემდეგ, კარაპეტიანი ვადამდე გაათავისუფლეს და გაგზავნეს სომხეთში, სადაც მკვლელს უმაღლესი დონის დახვედრა მოუწყვეს, როგორც “გმირს”. 2001 წლის 4 მაისს კარაპეტიანთან შეხვედრისას სომხეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარკარიანმა სიხარული გამოხატა მისი გათავისუფლების გამო. სომხეთის ხელისუფლების მომხრე ვარუჟან კარაპეტიანი დიდხანს ცხოვრობდა და გარდაიცვალა 2019 წლის 29 იანვარს ერევანში გულის შეტევით, ნიკოლ ფაშინიანის ახალი მთავრობის დროს.n nსომეხ ნაციონალისტებს არ გამოუხატავთ არავითარი სინანული, არც ბოდიში მოუხდიათ ASALA-ს ტერორისტული თავდასხმების როგორც ორლის აეროპორტში დაღუპულთა, ისე სხვა მსხვერპლთა წინაშე,  ისევე როგორც სომხეთის ხელისუფლებას, რომელიც განადიდებს ტერორისტებს. ამიტომ სომხური ტერორიზმის საფრთხე არათუ არ მცირდება, არამედ პირიქით, იზრდება. მით უმეტეს, რომ ცხადი ხდება – სომეხი ნაციონალისტები სამხედრო გზით ვერ შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას „დიადი სომხეთის“ შექმნის საკითხში.n nვარდენ წულუკიძე