საეკლესიო ენა კავკასიურ ალბანეთში – მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) კვლევები

ქრისტიანულ სამყაროში თანდათან თავისუფლდებიან სომეხი ნაციონალისტების მიერ თავსმოხვეული ისტორიული ტყუილისა და ფალსიფიკაციისაგან უძველეს ქრისტიანულ ეკლესიასთან – კავკასიურ ალბანეთთან დაკავშირებით. ამ ეკლესიის არსებობა  ვატიკანშიც კი აღიარეს. ახლახან გამოქვეყნდა სტატია „ქრისტიანობის საწყისებზე. ალბანეთის სამოციქულო ეკლესიის კვალდაკვალ აზერბაიჯანში. მოგზაურობა ძველ კავკასიურ ალბანეთში“ ვატიკანის ოფიციალურ გაზეთ L’Osservatore Romano-ში.n nსომეხი ნაციონალისტები და ეჯმიაძინი კი ჯიუტად იმეორებენ მითს იმის შესახებ, რომ კავკასიის ალბანური ეკლესია თითქოს „სომხური“ იყო და მტკიცებულებად მოჰყავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ ეკლესიაში ღვთისმსახურების ენა იყო ძველი სომხური ანუ გრაბარი. ამიტომაც, თითქოს, კავკასიის ალბანეთის მთელი მოსახლეობა იყო „სომეხი“ და ტიგრან დიდის „დიადი სომხეთის“  მოსახლეობის „შთამომავლები“.n nდღეს კი ვატიკანშიც აცნობიერებენ ასეთი განცხადებების უაზრობას. მაგალითად, დასავლეთ ევროპის ყველა კათოლიკურ ქვეყანაში, რეფორმაციამდე, საეკლესიო მსახურების ენა მხოლოდ ლათინური იყო. მათ შორის გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში. ამ ქვეყნებში ლათინური ასევე დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალური, სახელმწიფო ენა იყო. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ხალხები იყვნენ „ძველი რომაელების შთამომავლები“.n nგამოჩენილმა ქართველმა ღვთისმეტყველმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ ჩაატარა და გამოაქვეყნა კვლევა, თუ როგორ და რატომ გახდა სომხური ენა ღვთისმსახურების ენა ალბანეთის საკათალიკოსოში, ნაშრომში „საეკლესიო ენა ალბანეთში, ჰერეთში, გუგარქში და დასავლეთ საქართველოში VI-VII საუკუნეებში” კერძოდ, კავკასიის ალბანეთში საეკლესიო ენასთან დაკავშირებით ის წერს შემდეგს:n n„ალბანელმა ხალხმა V საუკუნეში შექმნა საკუთარი ეროვნული დამწერლობა, და შექმნილა კიდეც ალბანური ლიტერატურის ორიგინალური ძეგლები, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ. დამწერლობა, ცხადია, გამოიყენებოდა საეკლესიო ალბანურენოვანი წიგნების საჭიროებისათვის. აქედან ჩანს, რომ V საუკუნეში ალბანეთის ეკლესიებში საეკლესიო ენად ალბანური ენა გამოიყენებოდა, თუ მთელ ალბანეთში არა, მის ზოგიერთ კუთხეში მაინც. ამასთანავე ვარაუდობენ, რომ უკვე VII საუკუნის ალბანელი ისტორიკოსი მოსე კალანკატუელი თავის თხზულებას წერს არა ალბანურ, არამედ სომხურ ენაზე.“n nმართლაც, VI საუკუნეში დიდი ცვლილებები განხორციელდა ამიერკავკასიის ეკლესიებში. სომხურმა ეკლესიამ კონტროლი მოიპოვა სპარსეთის მიერ დაპყრობილ ამიერკავკასიის ქვეყნების ეკლესიებზე. სპარსეთმა საშუალება მისცა სომხურ ეკლესიას მოეპოვებინა წინამძღოლობა ამიერკავკასიაში (სპარსული ნაწილი). ამის წყალობით სომხურენოვანი ღვთისმსახურება ამა თუ იმ ხარისხით შემოვიდა სომხეთის მოსაზღვრე ამიერკავკასიის ეკლესიებში. ალბანეთი მეტ-ნაკლებად არმენიზებული ქვეყანა გახდა ადრეულ, IV-V საუკუნეებში, ამიტომ მე-6 საუკუნეში იქ სომხურენოვანი ღვთისმსახურების გავრცელება რთული არ იქნებოდა, შესაბამისად, სომხურმა საეკლესიო ენამ ჩაანაცვლა ალბანური საეკლესიო ენა. ამის შემდეგ საეკლესიო თვალსაზრისით ალბანეთი სომხურენოვანია. მათ შემდეგ ალბანური წიგნები და დამწერლობა აღარ გამოუყენებიათ – არც ერთ საუკუნეში. ალბანელი ხალხიც თანდათან გადაგვარდა.n nVIII საუკუნის შემდეგ სომეხი მონოფიზიტებისგან დევნილმა ალბანელმა ქალკედონელმა ბერებმა თავშესაფარი ჰპოვეს ქართულ მონასტრებში, ალბანეთიდან ჩამოიტანეს ალბანურ ანბანზე შესრულებული საეკლესიო წიგნები, მაგრამ შემდგომში მათი რიგები აღარ შევსებულა და წიგნები გამოიყენეს ქართველებმა, ისინი იქცნენ პალიმფსესტებად, განსაკუთრებით ალბანური წიგნები. მათ ქართული წიგნებისთვის იყენებდნენ“, – წერს მეუფე ანანია (ჯაფარიძე).n nსწორედ ამ ალბანური პალიმფსესტების წყალობით (ხელნაწერი (ჩვეულებრივ ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად.ეტრატი ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გამოუსადეგარ ტექსტს რეცხავდნენ და მასზე ხელმეორედ წერდნენ ახალს) დღემდე შემორჩა ალბანური დამწერლობის მაგალითები.n nისიც ირკვევა, ვისი წყალობით მოხდა საეკლესიო მსახურების „გასომხება“ კავკასიის ალბანეთში. აქ სომხურმა ინტრიგამ თავისი როლი შეასრულა სასანური სპარსეთის კარზე, რომელმაც, როგორც ცნობილია, თავისი ძალაუფლება კავკასიის ალბანეთზე გაავრცელა. სომეხი მონოფიზიტები, რომლებიც მაშინაც, როგორც ჩანს, აქტიურად ეწეოდნენ ვაჭრობას და ფლობდნენ ქონებას, მოაწყვეს თავიანთი „ლობი“ სასანიდების კარზე და სპარსეთის ადმინისტრაციის დახმარებით მიაღწიეს ალბანეთის კათალიკოსის სულიერ დაქვემდებარებას და სომხური ლიტურგიკული ენის მისთვის თავსმოხვევას.n nსომხურ ლობს ყოველთვის ჰქონდა იმპერიული ადმინისტრაციის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების უნარი. ამით ისარგებლეს რუსეთის იმპერიის დროსაც, უკანონოდ გაანადგურეს ალბანეთის საკათალიკოსო და მთელი მისი ეკლესია, ხოლო სამრევლო ეჩმიაძინს გადასცეს.n nკავკასიის ალბანეთის ენებზე მეუფე ანანია (ჯაფარიძე) წერს: “ალბანეთში იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნურ) ენათა ჯგუფის გარდა გავრცელებული ყოფილა ირანული და თურქული ენები, აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას მიუღია სომხური ენა, ანუ ნაწილობრივ არმენიზებული _ გასომხებული ყოფილა.” – წერს მეუფე ანანია.n nღიად რჩება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მათ შორის ყარაბაღის ალბანური მოსახლეობის სრული გასომხების დროის საკითხი. სავარაუდოდ, ეს საბოლოოდ მოხდა ამ ადგილებში სომეხი დევნილების მასიური შემოდინების შემდეგ და აზერბაიჯანის რუსეთის იმპერიასთან ანექსიის, ავტოკეფალური, თუმცა მონოფიზიტური, ალბანეთის საკათალიკოსოს გაუქმების შემდეგ, როდესაც ყველა ეკლესია ეჩმიაძინს გადაეცა. ამგვარ პირობებშიც კი სომეხმა ჩამოსახლებულებმა და საეკლესიო მოღვაწეებმა ვერ მოახერხეს კავკასიური ალბანეთის უძველესი მოსახლეობის შთამომავლების უდინების ქრისტიანული თემის გასომხება.n nმეუფე ანანია ჯაფარიძე ასევე წერს, რომ მონოფიზიტებმა სომხური ენა ჩანერგეს საეკლესიო სფეროში ყველგან, სადაც კი ახერხებდნენ თავიანთი გავლენის გავრცელებას. მათ შორის საქართველოს აღმოსავლეთ მხარეებში – კახეთში, სადაც, როგორც დღეს ცნობილია, მაშინდელი “სომხობის” კვალიც აღარ არის. ამრიგად, ჰერეთის საეკლესიო ენასთან დაკავშირებით, მეუფე ანანია ჯაფარიძე წერს: “განსახილველ პერიოდში, VI-VII საუკუნეებში, ჰერეთი ალბანეთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, მოქცეული მის დასავლეთით, ამიტომაც ის საეკლესიო რეფორმა, თუ ცვლილება, რომელიც ალბანეთში მიმდინარეობდა ამ დროს (საეკლესიო ენად სომხური ენის დანერგვა), ჰერეთშიც ტარდებოდა ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული თვალსაზრისით.n nჰერეთი თვით IX-X საუკუნეებამდე მონოფიზიტური იყო, ის ქალკედონიტობაზე მოაქცია დედოფალმა დინარამ. იქ “მეფობამდე იშხანიკისსა პირველნი ყოველნი იყვნეს მწვალებელნი”.n nამიტომაც, მონოფიზიტური ჰერეთის საეკლესიო ენა VI-IX საუკუნეებში იყო სომხური ენა, ისე როგორც მთელ ალბანეთში საერთოდ.…”n nთუმცა, ასეთი ისტორიული ფაქტის საფუძველზე – სომხური ლიტურგიკული ენის დროებითი გავრცელება კახეთსა და ჰერეთში – სომეხი ისტორიის გამყალბებლები ასკვნიან, თითქოს “სომხები ცხოვრობდნენ კახეთსა და ჰერეთში”. ამ ვარაუდებსაც ამხელს მეუფე ანანია (ჯაფარიძე):n n”სომხურ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია სხვა მოსაზრება, კერძოდ, თითქოსდა ჰერეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა სომხური მოსახლეობა _ ამგვარი ვარაუდი დღეისათვის უცხო აღარ არის _ იგი, როგორც ცნობილია, ჰერეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის თაობაზე მსჯელობისას ადრეც რამდენჯერმე ყოფილა გამოთქმული”, კერძოდ, მეცნიერებს ა. მნაცაკანიანს წიგნში “კავკასიის ალბანეთის ლიტერატურის შესახებ” და გ. მკრტუმიანს წიგნში _ “კახეთ-ჰერეთის სამეფო და სომხურ-ქართული ურთიერთდამოკიდებულება” გამოთქმული ჰქონიათ მოსაზრება _ “…ჰერეთის ტერიტორიაზე სომხური მოსახლეობის არსებობაზე…”.n nამიტომ _ ჰერეთში ან სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა და XI საუკუნის შემდეგ ეს ხალხი გაქართველდა, ანდა პირიქით ჰერები ქართულენოვანი ხალხი იყო, რომელმაც VI-X საუკუნეებში განიცადა ნაწილობრივი არმენიზაცია ალბანეთის სხვა კუთხეთა მსგავსად, XI საუკუნიდან ჰერეთი კვლავ ქალკედონიტური ქვეყანა გახდა და ამიტომაც აქ ეკლესიებში წირვა-ლოცვის ენად კვლავ აღდგა ჰერთათვის მშობლიური ქართულენოვანი ღვთისმსახურება. როგორც აღნიშნული გვქონდა, X საუკუნეში მონოფიზიტური ჰერეთი ქალკედონიტობაზე მოაქცია დინარა დედოფალმა. იქამდე VI-IX საუკუნეებში ჰერეთი მონოფიზიტური იყო. მონოფიზიტების საეკლესიო ენა ამ პერიოდში სომხური ენა იყო. შესაბამისად მაშინ, როცა ჰერეთი მონოფიზიტური იყო, აქ წირვა-ლოცვის ენა სომხური ენა იყო, ხოლო როცა ჰერეთი კვლავ დაუბრუნდა ქალკედონიტობას, მისი საეკლესიო ენა კვლავ ქართული ენა გახდა.n nჰერეთის არმენიზაცია ისე ღრმა არ ყოფილა, როგორც შუა და სამხრეთ ალბანეთისა იყო. თუ ალბანეთის მტკვრის მარჯვენა სანაპირო და ცენტრალური პროვინცია _ უტიქი მთლიანად იქნა არმენიზებული…”n nამრიგად, მხოლოდ კახეთისა და ჰერეთის მართლმადიდებლობაში დაბრუნებამ გვიხსნა სომეხი ნაციონალისტების მტკიცებისაგან, რომ ისინი თითქოს „თავიდანვე სომხური“ იყვნენ. ასევე, რელიგიური განსხვავებები არ აძლევდა საშუალებას კახეთის სომეხ ჩამოსახლებულებს, რომლებიც ასევე მასობრივად დასახლდნენ აქ რუსეთის იმპერიის დროს, შერეოდნენ და ჩაეყლაპათ ძირძველი მოსახლეობა, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანულ ყარაბაღში.n nმეუფე ანანიას (ჯაფარიძის) ნაშრომი კავკასიის ალბანეთის ისტორიაზე მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ ისაკუთრებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში დამყარებული იმპერიების დახმარებით სომხური ლობი სხვის სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას. სასწაულებრივად გახდა  შესაძლებელი საქართველოს ასეთი სრული „სულიერი ოკუპაციის“ თავიდან აცილება. ასეც რომ იყოს, სომეხმა ისტორიულმა ფალსიფიკატორებმა და ეჩმიაძინმა მიითვისეს ყველა ქართული ეკლესია ამჟამინდელი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და განაგრძობენ პრეტენზიის გამოთქმას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სულ მცირე 442 ქართულ ეკლესიაზე. ალბანეთის საკათალიკოსო, სამწუხაროდ, ვერ აგადაურჩა სომხების სულიერ დამონებას და მსოფლიო საქრისტიანო მხოლოდ ეხლა ეცნობა ისტორიულ ჭეშმარიტებას კავკასიის ალბანეთის ეკლესიის შესახებ.n n nგიორგი მაზნიაშვილი