სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უძრავი ქონება ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებში თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა ყველაზე იაფი კი, სამგორში. რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც, ღირებულებით პირველ ადგილზე მთაწმინდაა. ხოლო ბოლოზე – გლდანი.n nსაქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა.n nრაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში ასე ნაწილდება:n nმთაწმინდა – 5 737 ლარი;nვაკე – 5 247 ლარი;nსაბურთალო – 4 036 ლარი;nჩუღურეთი – 3 960 ლარი;nდიდუბე – 3 648 ლარი;nკრწანისი – 3 635 ლარი;nნაძალადევი – 3 581 ლარი;nისანი – 3 449 ლარი;nგლდანი – 3 425 ლარი;nსამგორი – 3 232 ლარი.n nმეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების – 4.8%, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 4.6%-ით. 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8%-ით.n n n1tv.ge