საქსტატი – ივნისში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.9 პროცენტით მეტი იყო და 3.1 პროცენტი შეადგინა

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.n nსაქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის ივნისში ინფლაციამ 3.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.9 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 2.2-პროცენტიან ინფლაციაზე.n nრაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება:nსურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 1.0%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 2.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 3.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – -2.4%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -3.6%; ჯანმრთელობის დაცვა – 0.7%; ტრანსპორტი – 10.2%; კავშირგაბმულობა, – -1.1%; დასვენება, გართობა და კულტურა – 0.1%; განათლება – 3.7%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 9.9%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 2.5%.n n1tv.ge