ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.n nროგორც საქართველოს მთავრობის ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიის დაგეგმვასაც შეძლებენ.n n„საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელს ინოვაციური პროექტი – „მობილური იუსტიციის სახლი“ ემსახურება.n nმიმდინარე წელს კიდევ ათი იუსტიციის სახლი გაიხსნება თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, თბილისში (გლდანში), ჭალაში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ცაისში“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაშიn n n1tv.ge