6 თვეში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 8,2 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 8,2 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით %%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ბიუჯეტში 7 835 964.91 ლარი შევიდა.n2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი კი 2022 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტი იყო. 2022 წლის იგივე პერიოდში 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ბიუჯეტში 2 000 680.30 ლარი შევიდა.n nმთლიანად, 2023 წელს ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების  19,024,257 ლარი შეადგინა.n nადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იწყება.n n„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია კოდექსში.n nფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 183.472 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 169.289 მლნ ლარი შევიდა.n ncommersant.ge