"bdquo;საქსტატი"ldquo; – 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 847.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 847.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.n nმათივე მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა და 1 293.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.n n2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (271.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (129.6 მლნ. აშშ დოლარი).n n2024 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 101.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9%).n n nipn.ge