"nbsp;ვისთან ომისთვის ამზადებს აშშ სომხეთის ჯარს?

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები “Eagle Partner 2024”  მიმდინარეობს. ისინი ძალიან პომპეზურად გაიხსნა შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის „ახალი სტრატეგიული ალიანსის“ ხაზგასასმელად. სწავლების გახსნის ცერემონიას სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი, აშშ-ის ელჩი კრისტინა ქუინი და სხვებიც ესწრებოდნენ.n nწვრთნები ჩატარდება 2024 წლის 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით. მასში მონაწილეობენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ძალები და კანზასის ეროვნული გვარდიის სამხედრო პერსონალი. სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების კოორდინაციის დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ასევე სომხური ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, აღნიშნა სომხეთის სამხედრო დეპარტამენტმა.n nყველაზე საინტერესო ის არის, რომ ადრე შეერთებულმა შტატებმა სკანდალურად გააუქმა, ფორმალურად „განუსაზღვრელი ვადით გადადო“ შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“. ეს გაკეთდა „ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვაზე დაყრდნობით“. პენტაგონმა განმარტა, რომ საქართველოსთან წვრთნების გაუქმების მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ „აშშ-სა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მიმართ ცრუ ბრალდებებია“.n nთუმცა, არავითარი “ცრუ ბრალდებები” არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლებამ აშკარად განაცხადა – დასავლეთი, შეერთებული შტატების და პროამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, უხეშად ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში, ორჯერ სცადა გადატრიალება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ დაადანაშაულა შეერთებული შტატები საქართველოზე ზეწოლაში, ფაქტობრივად აიძულა იგი გაეხსნა „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის ფარგლებში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ეს ომი დამღუპველი იქნება საქართველოს პატარა სახელმწიფოსთვის და აშშ-ის დახმარება, შესაძლოა, კიდევ უფრო „დოზირებული“ იყოს, ვიდრე უკრაინისთვიოს გამოყოფილი დღევანდელი დახმარება“.n nუნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის რუსეთთან ომში საქართველომ მიიღო ძალიან შეზღუდული მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან, დაკარგა ასობით ადამიანი, მიიღო ათასობით დაჭრილი, დევნილთა ახალი ნაკადი და ოკუპირებული ტერიტორიები. ხოლო რუსეთთან ახალი ომი უცილობლად კიდევ უფრო კატასტროფული იქნება.n nფაქტობრივად, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან მიმართებაში უარი განაცხადა ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მეტად უკმაყოფილონი იყვნენ, რომ საქართველომ უარი თქვა მორიგ შესაძლო გრძელვადიან ომში „სახარჯო მასალის“ და „საზარბაზნე ხორცის“ როლზე. სომხეთი, პირიქით, დიდი ზარ-ზეიმით ატარებს წვრთნებს შეერთებულ შტატებთან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ჯერ კიდევ რუსეთის „მოკავშირეა“ და ფორმალურადაც კი არ დაუტოვებია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.n nპირდაპირ რომ ვთქვათ, სომხეთი უბრალოდ ღიად ღალატობს რუსეთს. ის თავისი მთავარი გეოპოლიტიკური მტრის სამხედრო მხარეს იკავებს. მაშინ როცა საქართველოს, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთის „მტრად“ ითვლებოდა, ფუნდამენტურად არ სურს მასთან ბრძოლა შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე.n nაქედან გამომდინარეობს დასკვნა – თუ სომხეთი თავისი „სამხედრო ალიანსის“ დემონსტრირებას  ახდენს შეერთებულ შტატებთან, თანაც, ბევრად უფრო გულმოდგინედ, ვიდრე საქართველო, ეს ნიშნავს, რომ ის თანახმააჩაანაცვლოს საქართველო, როგორც მთავარი ანტირუსული ძალა სამხრეთ კავკასიაში. სომხურ-ამერიკული სამხედრო დაახლოების ამჟამინდელი ლოგიკით კი, გამოდის, რომ სომხეთი თანახმაა იტვირთოს რეგიონში „ანტირუსული ტარანის“ როლი. აშშ ხომ  არასოდეს ხარჯავს თავის ძალებსა და რესურსებს “ასე, უბრალოდ” მცირე ქვეყნების სამხედრო დახმარებაზე. შემდგომში ამ დახმარებისთვის და სწავლებებისთვის „საფასურს“ მოითხოვენ. შეერთებული შტატები არ შეაიარაღებს და აღჭურავს სომხურ არმიას ნატოს მოკავშირე თურქეთის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის წინააღმდეგ დიდი ომი ასევე ავტომატურად ნიშნავს სამხედრო დაპირისპირებას თურქეთთან. რაც შეეხება საკითხს, იბრძვის თუ არა სომხეთი ირანის წინააღმდეგ სამომავლოდ შეერთებული შტატების მხარეს, რომელსაც ექნება ერთადერთი „მეგობრული გასასვლელი საზღვარზე“, ღია რჩება. ირკვევა, რომ აშშ და დასავლეთი (პირველ რიგში საფრანგეთი) სომხეთის არმიას რუსეთის წინააღმდეგ აიარაღებს და ამზადებს.n nმრავალი წლის განმავლობაში საქართველო „ზღავდა“ შეერთებულ შტატების ერთობლივი წვრთნებისა და სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ჯარისკაცების სიცოცხლით, ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით. ახლა შეერთებული შტატები ითხოვს, რომ საქართველომ „დაფაროს თავისი ვალი“ რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩართვით, რასაც საქართველო აღარ ეთანხმება.n nდღეს საქართველოში სომხური მეხუთე კოლონა მკვეთრად განეწყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ სწორედ პროდასავლური და პროამერიკული პოზიციებიდან. ის, ქართულ პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს თითქოსდა “რუსულად” და “რუსული კანონების” მიღებაში. არც თავის განზრახვას მალავს მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში და არჩევნების შედეგებზე დაფუძნებული ძალზედ სავარაუდო სამოქალაქო შეიარაღებულ დაპირისპირებაში.n nეს კიდევ ერთ საფრთხეს იწვევს – საქართველოში სომხური მეხუთე კოლონის მონაწილეობით სიტუაციის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სომხური არმიის შეიარაღებული ინტერვენციის ალბათობა, რომელსაც ახლა საფრანგეთი ინტენსიურად აწვდის იარაღს და აშშ ამზადებს, საკმაოდ მაღალია. თანაც, შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევა.n nსომხური ჯარების საქართველოში შემოჭრა სულაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ეს შესაძლებელია ნებისმიერი საბაბით, რადგან სომხური სეპარატიზმი სამცხე-ჯავახეთში, რომელიც ადრე „პრორუსული“ იყო, ახლა სწრაფად ხდება პროდასავლური. ის საქართველოს მიმართაც მტრულადაა განწყობილი.n nთუ საქართველოში ვითარება დესტაბილიზდება, სომხური არმია შესაძლოა „ჯავახკელი“ სომხების დასახმარებლად გამოვიდეს. რუსეთი, რომელსაც ამჟამად სომხეთში, გიუმრში პრაქტიკულად დაბლოკილი სამხედრო ბაზა აქვს და ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ცხადია, ასევე ჩაერევა. რუსეთის ფედერაციას შეუძლია საქართველოს ტერიტორიის გავლით „სამხედრო დერეფნის“ გარღვევა გიუმრის იმავე ბაზამდე, რადგან მისი ჯარები უკვე „მზად არიან“ ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე თბილისისკენ მიმავალი გზატკეცილიდან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში. საქართველო „ჩათრეული“ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის დიდ ომში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქართული სახელმწიფოებრიობის სრული ლიკვიდაცია. სომხები კი, რომლებიც დასავლეთის მხარეზე მიიღებენ მონაწილეობას და პრეტენზიას გამოთქვამენ ქართულ მიწებზე, მოითხოვენ „ანაზღაურებას“ საქართველოს ტერიტორიებით ასეთი მონაწილეობისთვის.n nრა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, კიდევ ერთ დარტყმას მიიღებს რუსეთი, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება „მეორე ფრონტი“. ამიტომ, რუსებმა ახლა უნდა იფიქრონ იმაზე, რამდენად სწორად მოიქცნენ სომეხი ნაციონალისტების მხარდაჭერით ამდენი ათწლეულის მანძილზე, სომხეთის გამოკვებითა და მათზე ზრუნვით, მისი არმიის შეიარაღებით და უცხო ტერიტორიების ოკუპაციაში. გამოდის, რუსული იარაღით შეიარაღებული სომხეთი, ახლა ფაქტობრივად გადავიდა რუსეთის მტრების ბანაკში. მისი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება კი  მხოლოდ დროის საკითხია.n n nვარდენ წულუკიძე