პაატა მანჯგალაძე – არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის ერასმუსის პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე, ქართული ოჯახებისთვის უფრო მეტ სიღარიბეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტ იზოლაციას ნიშნავს, – ამის შესახებ „ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ფორმულას“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.n nმანჯაგალაძის თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის 95 – მილიონიანი და ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შემდეგ, შესაძლოა ქვეყანაში მოქმედი 100-მდე პროექტიც შეჩერდეს, რაც მისი თქმით, სიღარიბესა და კიდევ უფრო დიდ ემიგრაციას გამოიწვევს.n n„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე, ქართული ოჯახებისთვის უფრო მეტ სიღარიბეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტ იზოლაციას ნიშნავს. ვნახეთ 95 მილიონიანი, ამერიკის შეერთებული შტატების შეჩერებული დაფინანსება, ევროპელი პარტნიორების მხრიდან პროგრამების შეჩერება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს 10 მილიარდი ლარის ღირებულების, 100-მდე პროექტი, ეს პროექტები თუ შეჩერდება, საქართველოს სიღარიბე და უმუშევრობა ემუქრება და კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს ქვეყნის დატოვება. თუ ხელისუფლება შეიცვლება, კიდევ 14 მილიარდს მიიღებს საქართველო, 4 წლის განმავლობაში, რაც სიღარიბის დამარცხებისა და ქართველების საქართველოში დაბრუნების წინაპირობა იქნება.n nარათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის “ერასმუსის” პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს, იმიტომ, რომ შენ თუ „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ ხარ, მაშინ არაფერი არ გესაქმება ევროპაში, უნდა წახვიდე ვენესუელაში ან ირანში. “ქართულმა ოცნებამ” ნათლად თქვა, “დასავლელი პარტნიორები არ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეგობრები არიან ირანი, “ჰეზბოლა”, ვენესუელაო“.nლუგარი ამერიკელების დაფინანსებული და შექმნილი პროექტია. ეს ლაბორატორია რომ არა, პანდემიის დროს, კოვიდ ანალიზების გაკეთება გაგვიჭირდებოდა.n nიმ 95 მილიონიანი დაფინანსებით, შესაძლებელი იყო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის 10-იანი ზრდა. ასევე შეგვიძლია ამ 95 მილიონით გადავიხადოთ ყველა პენსიონერის საბანკო დავალიანება.n nროგორც კი ხელისუფლება ამ პოლიტიკას გააგრძელებს, საქართველო ჩაიკეტება და ამას სიღარიბე, ინვესტორთა და მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლა მოჰყვება. ამ ხელისუფლების ყველა დღე ავის და ცუდის მომტანია საქართველოსთვის და მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.n n nipn.ge