ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნდა.n nდოკუმენტის თანახმად, ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.n nჯამში პროექტზე 12 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტში 9 მილიონი ლარი უნდა გამოყოს ჰაბის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებებისთვის.n n nipn.ge