სულ უფრო და უფრო იზრდება ალბათობა ახლო აღმოსავლეთში ომის რეალურად დაიწყებისა. დღეს მსოფლიოში არსებული მდგომარეობა საოცრად ჰგავს რუსეთ-უკრაინის ომის ზღვარს, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს.n nცნობილია, რომ 2022 წლის ომის მოლოდინი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფონზე მოხდა. ჩინეთში პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართა. პეკინი გახდა მესამე ქალაქი თამაშების თანამედროვე ისტორიაში (ტოკიოსა და ლოს-ანჯელესის შემდეგ), რომელმაც ორჯერ უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს. 2008 წელს პეკინში ასევე გაიმართა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ისინიც ინფორმაციულად „ომთან“ იყო დაკავშირებული, თუმცა ოლიმპიადის გახსნის დღესვე, 08/08/08. ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ფართომასშტაბიანი შემოჭრა საქართველოში, არსებითად დაიწყო „საზღვრების გადაკეთების“ გლობალური პროცესი, რასაც მივყავართ ამჟამინდელ ფეთქებად ვითარებამდე მსოფლიოს მრავალ რეგიონში.n nოლიმპიადა დღეს პარიზში ტარდება და 2024 წლის 11 აგვისტოს დასრულდება. დასავლური დაზვერვის წყაროებმა Sky News Arabia-ს განუცხადეს, რომ ირანი მომდევნო დღესვე გეგმავს თავდასხმას ისრაელზე.n nSky News Arabia-ის ცნობით, ირანის დარტყმა შეიძლება მოხდეს ტიშა-ბეავის დღეს (12-13 აგვისტო) ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობის საპასუხოდ. თავდასხმისთვის არჩეული თარიღი უკავშირდება ტიშ’ა ბე’ავ-ის სიმბოლურ მნიშვნელობას, როდესაც ებრაელები გლოვობენ პირველი და მეორე ტაძრების დანგრევას.n nSky News Arabia-ს თანახმად, ამ გეგმის მიხედვით, ვინც “საპასუხო დარტყმას” ამზადებს, შეიძლება მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა ისრაელებზე და აღადგინოს პროირანული ჯგუფების მორალური სულისკვეთება. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ მორალური სულისკვეთება სწორედ რომ ისრაელიანთა იმ ნაწილში გაიზრდება, ვინც პირველი და მეორე ტაძრების ნგრევის გახსენებისას მესამეს აღდგენაზე ოცნებობს. ირანთან დიდი ომიც შეიძლება ამის მიზეზი გახდეს.n nგაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ამგვარ ომს IRGC ამზადებდა. სწორედ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელმაც, მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა მასუდ პეზეშკიანს, ყველაზე მშვიდობისმოყვარე კანდიდატს.n nუფრო მეტიც, ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოთქვა ვარაუდი, რომ IRGC, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობდა ხელი შეეშალა მასუდ პეზეშკიანის არჩევისთვის ირანის პრეზიდენტად, შესაძლოა ჩართული იყოს ჰამასის ლიდერის ლიკვიდაციაში. ხოლო უსაფრთხოების რღვევა შეიძლება ყოფილიყო IRGC-ის მიზანმიმართული მცდელობა, შეელახა ირანის ახალი პრეზიდენტის რეპუტაცია.n nჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის გაპრეზიდენტების პირველ დღეს დაემთხვა. ქვეყნის ახალი ლიდერის წრის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ გარემოებების ეს დამთხვევა „შემთხვევითი არ ყოფილა“. მართლაც, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პეზეშკიანი დაშორდა ისლამური რესპუბლიკის ჩვეულ პროვოკაციულ პოლიტიკას, რომელსაც იგი ახორციელებდა IRGC-ის წაქეზებით და პირობა დადო, რომ დიალოგის გზით აღადგენდა ირანის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე.n nპეზეშკიანის ახლო თანაშემწემ The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების უკმარისობა შეიძლება იყოს IRGC-ის მიზანმიმართული მცდელობა ჩრდილი მიაყენოს ახალი პრეზიდენტის რეპუტაციას. თანაშემწემ, რომელიც მუშაობდა პეზეშკიანის საარჩევნო კამპანიაზე, თქვა, რომ IRGC არ ეთანხმება მის შეხედულებებს საერთაშორისო დიპლომატიასთან დაკავშირებით და მისი რეფორმისტული პოლიტიკის სხვა ასპექტებს. „ვერც ერთი საღად მოაზროვნე გონება ვერ მიიღებს იმას, რომ ეს შემთხვევით მოხდა, განსაკუთრებით ბატონი პეზეშკიანის თანამდებობაზე მუშაობის პირველ დღეს“, – თქვა მან. „მას შესაძლოა მოუწიოს ისრაელთან ომი ხელისუფლებაში ყოფნის პირველ დღეებში, და ეს ყველაფერი IRGC-ის გამოა“.n nმასუდ პეზეშკიანის შვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი “არ არის ომი ისრაელთან”. „სიღარიბე, კორუფცია, დისკრიმინაცია, უთანასწორობა და მფლანგველი პოლიტიკური ფრაქციები და დებატები არის რეალური ფრონტი, რომელსაც ირანელი ხალხი ებრძვის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დოქტორმა იუსეფ პეზეშკიანმა თავის ვებგვერდზე. „სოციალური რეფორმა და პროგრესი ირანში არის საუკეთესო კონტრშეტევა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ისრაელის წინააღმდეგ“, დასძინა მან.n nეს ცხადჰყოფდა, რომ საკმარისი იყო მასუდ პეზეშკიანს ძალაუფლებაში ფეხის მოეკიდა და დიდი ომის გაჩაღება გაუჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ, IRGC-მ გადაწყვიტა “აჩქარებულიყო”, თანაც, როგორც The Telegraph აღნიშნავს, ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობით მოსადთან ერთად. თუ The Telegraph-ს დავუჯერებთ, მაშინ თეირანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე, მათ მოახერხეს თითქმის ანეკდოტური “სუკისა და ცსს-ს ერთობლივი ოპერაციის” ანალოგის განხორციელება. თუ ეს მართალია, მაშინ, სამწუხაროდ, მილიონობით ადამიანს შეიძლება სახუმაროდ აღარ ჰქონდეს საქმე უახლოეს მომავალში.n nვითარების სერიოზულობაზე მოწმობს კიდევ ერთი ანალოგი 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომამდე – მკვეთრად შემცირდა ფრენების რაოდენობა ისრაელში და უკან. 2022 წლის თებერვალში ასევე მკვეთრად შემცირდა ფრენების რაოდენობა უკრაინაში, რომლებიც აშკარად ფლობდნენ შიდა ინფორმაციას, უბრალოდ გააუქმეს ფრენები იმ ქვეყანაში, რომელიც აპირებდა ომში ჩაბმას.n nიქნებ ყველაფერი ჯერ კიდევ მოგვარდეს, იქნებ ირანი ისრაელზე „სიმბოლური დარტყმით“ შემოიფარგლოს, ისე, როგორც უკვე განახორციელა 2024 წლის აპრილში. საფრთხე კი იმისა, რომ საქმე მხოლოდ „სიმბოლიზმით“ არ შემოიფარგლოს, ძალზედ დიდია. ამ შემთხვევაში, ირანისა და ისრაელის მეზობელ ქვეყნებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ. კერძოდ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების და ირანის ქალაქებზე დიდი ალბათობით საპასუხო თავდასხმების შედეგად ამ ქვეყნიდან შესაძლოა ასობით ათასი ლტოლვილი გადავიდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, რასაც ცოტა ხნის წინ არავინ ელოდა.n nალქსანდრე ზაქარიაძე