IRGC (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) და "bdquo;ირანის შურისძიების"ldquo; საკითხი

საერთაშორისო ანალიტიკოსების აზრით, 2024 წლის 2 აგვისტოდან 4 აგვისტომდე ახლო აღმოსავლეთში მკვეთრი სამხედრო ესკალაციის ალბათობა მოიმატებს. ავიაკომპანიები უკვე აჩერებენ ფრენებს ისრაელში – ისევე, როგორც უკრაინაში მოიქცნენ ფრენებთან მიმართებაში 2022 წლის 24 თებერვლის მიჯნაზე, როდესაც, შეგახსენებთ, განხორციელდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა ამ ქვეყანაში. დღესდღეობით შიშის საფუძველს ირანის შესაძლო საპასუხო “შურისძიების დარტყმა” იძლევა, ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს გარდაცვალებისა და ბეირუთზე თავდასხმის საპასუხოდ, რომლის დროსაც მოკლულიქნა პროირანული ჰეზბოლას მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური ფუად შუკრი.n nთავად ჰამასის მოძრაობამ მოუწოდა არაბულ სამყაროს “მრისხანების დღის” ორგანიზებისაკენ პარასკევს, 2 აგვისტოს, ორგანიზაციის პოლიტბიუროს მოკლული ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს ყატარში დაკრძალვის შემდეგ. სინამდვილეში ყველას ესმის, რომ მთავარი საფრთხე რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებისა დამოკიდებული იქნება არა ჰამასზე, არამედ ირანზე.n nვარაუდობენ, რომ ირანის დარტყმა ისრაელზე შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, ათვლა კი 2 აგვისტოდან იწყება, მით უმეტეს, რომ ეს ოფიციალურად “გამოცხადდა”. უკვე ცნობილია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა თეირანში ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ. ამის შესახებ, კერძოდ, The New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.n n„სამი ირანელი ოფიციალური პირი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ორი წევრი, აცხადებს, რომ ხამენეიმ ბრძანება გასცა ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჰანიე მოკლულია“, – იტყობინება გამოცემა.n nირანელი მეთაურები იკვლევენ კომბინირებული რაკეტისა და თვითმფრინავის დარტყმის ვარიანტს, რაც ირანმა აპრილში განახორციელა, აცხადებენ გაზეთის წყაროები. რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები შეიძლება მიმართული იყოს თელავივისა და ჰაიფას მახლობლად სამხედრო ობიექტებზე, ამასთან, დაგეგმილია სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების თავიდან აცილება.n nწელს, ფორმალურად, ერთხელ უკვე განხორციელდა მასიური სარაკეტო და უპილოტო დარტყმები ირანის და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2024 წლის 13 აპრილს და დასრულდა მეორე დღეს, 14 აპრილს. ამ დარტყმებმა გამოიწვია 7 წლის ბედუინი გოგონას სერიოზული დაზიანება, რომელიც შემთხვევით ცარიელ სამხედრო ობიექტთან იყო. გამოდის, ირანის პირველი დარტყმები ისრაელზე ისტორიაში, ფაქტობრივად, სრულიად „სიმბოლური“ იყო, თუმცა, ბუნებრივია, ირანის პროპაგანდა იტყობინება, რომ „კატასტროფული ზიანი მიაყენა სიონისტ სამხედროებს“.n nროგორც მიხვდით, დღესაც IRGC გახლავთ ისრაელის წინააღმდეგ „საპასუხო დარტყმის“ მთავარი ინიციატორი. მრავალი თვალსაზრისით, ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ეს მხოლოდ “სიმბოლური” დარტყმა “უდაბნოში ცარიელ ბაზებზე და ფარდულებზე”, რეალურად გამოიწვევს თუ არა მრავალრიცხოვან მსხვერპლს და გახდება თუ არა მიზეზი ისრაელისთვის, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი ლიბანის წინააღმდეგ და საპასუხო დარტყმები განახორციელოს როგორც ირანზე, ასევე პროირანულ ძალებზე სირიასა და ერაყში.n nბუნებრივია, ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის მეთაურობით, არ სურს ფართომასშტაბიანი ომი და, შესაბამისად, ირანში ახლა შიდა ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს „საპასუხო დარტყმა“ – სიმბოლური თუ ისეთი, რომელიც გამოიწვევს დიდ ომს.n nმანამდე ირანის ხელმძღვანელობამ ახერხებდა “სიმბოლურად შურისძიებას” და ამავდროულად დიდი ომის თავიდან აცილებასაც. ამ „მოლაპარაკებით დარტყმების პოლიტიკის“ ყველაზე მნიშვნელოვან გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს ირანის „შურისძიება“ 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის 3 იანვარს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შემდეგ. ამ დარტყმის შედეგად დაიღუპა ყუდსის ძალების მეთაური, გენერალი ქასემ სოლეიმანი. მაშინ მთელი მსოფლიო გარინდებული ელოდა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას.n nირანის საპასუხო ოპერაცია „მოწამე სოლეიმანი“ IRGC-მ 2020 წლის 8 იანვარს განახორციელა. ამ ოპერაციის დროს დაზიანდა 1 ამერიკული ვერტმფრენი და დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. დაღუპულები არ დაფიქსირებულა, თუმცა ირანული მედია იტყობინებოდა სულ მცირე 80 დაღუპული „ამერიკელი აგრესორების“ შესახებ.n nსულ რამდენიმე კვირის შემდეგ, ყველას დაავიწყდა, რომ მსოფლიო აშშ-ირანის ომის ზღვარზე იყო, რადგან გლობალური მასშტაბით დაიწყო Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებდა „მოლაპარაკების საწყისებზე“ ირანი „ანგარიშსწორებას“ გენერალ სოლეიმანისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ისაუბრა: “ირანელებმა დაგვირეკეს და გვითხრეს: „ყური დაგვიგდეთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ უნდა დაგარტყათ. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის პატივისცემა“. მე მივუხვდი მათ. თუ დავარტყამდით, ისინი რაღაცას მოიმოქმედებდენ. თქვეს, რომ 18 რაკეტას გაუშვებდნენ ჩვენს კონკრეტულ სამხედრო ბაზაზე. გეხსომებათ ის ღამე. საინტერესო ღამე იყო. ერთადერთი ვიყავი, ვინც არ ნერვიულობდა, რადგან ვიცოდი, რა მოხდებოდა. მათ გვითხრეს, “არ ინერვიულოთ, ჩვენ 18 რაკეტას გავუშვებთ თქვენს სამხედრო ბაზებზე, მაგრამ არცერთი მათგანი მიზანს არ მოხვდება“. ეს საკმაოდ მაღალი სიზუსტის რაკეტებია. ეს ის რაკეტებია, რომლებიც არასოდეს სცდება მიზანს. საკმაოდ სანდოა, ძალიან ზუსტი”.n nამერიკის პრეზიდენტის ამგვარი გულახდილობა იმაზე მეტყველებს, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციის არხები არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ ირანსა და ისრაელს შორის კომუნიკაციის იგივე არხებია. ჯერაც არსებობს იმედი, რომ ირანის „საპასუხო დარტყმები ისრაელის წინააღმდეგ“ მხოლოდ ბლეფი იქნება. თუმცა არის იმის საშიშროებაც, რომ დარტყმები ამჯერად რეალური და მტკივნეული იყოს. არსებობსინფორმაცია, რომ IRGC-ის ხელმძღვანელობაში, ბოლო პერიოდში „მძიმე დარტყმების“ მომხრეებმა პოზიციები გააძლიერეს.n nგიორგი კვინიტაძე