ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელ და რუს ისტორიკოსებს შორის პოლიტიკური კონიუქტურის გავლენის ქვეშ წარმოიქმნა ერთგვარი „ანტითურქული შეთქმულება“. ეს შემთხვევითი არ იყო. გარდა ამისა, აზიის სუვერენულ სახელმწიფოებში – ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიას თურქული დინასტიები მართავდნენ, უფრო მეტიც – თურქული წარმოშობისა იყვნენ ინგლისელების მიერ დამხობილი დიად მონღოლთ დინასტია ინდოეთში.
ნაწილობრივ თურქულ-მონღოლური წარმოშობისა იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში 1911 წლამდე ჩინეთის მმართველი ცინების მანჯურთა დინასტია. სხვათა შორის, რუსეთის ტრადიციაში, მე-18 საუკუნემდე ჩინეთი (კატაეთი, ხატაეთი, და კიდანი) იწოდებოდა «თტრული» ანუ თურქულ სახელმწიფოდ. დღეს რუსულ ენაში დამკვიდრებულია მცდარი ტრადიცია უწოდონ ჩუნგო/ცინგოს-ჩინეთი და ხანის ხალხს-ჩინელები. ეს იწვევს ხანელთა გაოცებას, რომელთაც სულაც არ მოსწონთ, როცა მათ რუსულ ენაზე თურქი ხალხის თვითდასახელებით მოიხსენიებენ კატაეთი/კიტაი/კიდანი ან ყარა-კიტაი, ხოლო ამ მხარეს უწოდებენ შუასაუკუნოვანი თურქული სახელმწიფოს სახელწოდებით ყარა-კიტაის (ყარა-ჩინეთის) სახელმწიფოს. მაგალითად, რუსული ენისაგან განსხვავებით, აღმოსავლურ ენებში ეთმანეთისაგან მკვეთრად ასხვავებენ ჩინ/ცინს თურქული კატაეთი/ხატაეთისაგან.
დავუბრუნდეთ «ანტითურქული შეთქმულების» არსს, უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიზეზი იყო ევროპელთა, რუსთა და სხვა ძლიერ სახელმწიფოთა მიერ ოდესღაც თურქულ სახელმწიფოებში შემავალი ფართო ტერიტორიების მიერთება ან კოლონიებად გადაქცევა. ახალ კოლონიზატორებს კარგად ესმოდათ, რომ ყოველთვის არსებობდა თურქული თვითშეგნების გაღვიძების საფრთხე, რომელიც თურქებსა და სხვა ხალხებს კოლონიალური უღელისაგან გაათვისუფლებდა და დაიწყებოდა აჯანყება. საჭირო იყო ახალი ოდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც თურქი ხალხის დაქსაქსვასა და მათდამი სხვა ერების დაპირისპირებას გამოიწვევდა, ამიტომ თურქული მემკვიდრეობა გამოცხადდა „ველურად“ და «ბარბაროსულად», რომელიც თითქოს მხოლოდ უშლიდა «არიულ» და სხვა არათურქულ ხალხებს განვითარებაში.
ახალგამომცხვარ «არიელთა» სიაში ჩაეწერა ევრაზიის ვრცელ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა არათურქი, რის მეშვეობითც ინდუსების ირლანდიელებს დაუნათესავეს, ირლანდიელები შოტლანდიელებს, კავკასიელები სლავებს, სომხები ანგლო-საქსებს და ა.შ. დაიწყო მასირებული «ახალ-არიული» იდეის სკოლაში სწავლება და ფართო სამეცნიერო კვლევების წარმოება აღნიშნულ თემასთნ დაკავშრებით ინდო-ევროპული დოქტრინის დამამტკიცებელი ბაზის შექმნის მიზნით.
ამიტომ მთელი მეორე ასწლეულის განმავლობაში ჩინური ცივილიზაციის თურქული ფუძე და თურქული კვალი ჩინეთის ისტორიაში ნახევრად აკრძალულ თემად ითვლება. დამტკიცდა კონცეპცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი, ინდოეთისა და ირანის მსგავსად, უძველესი ცივილიზაციაა, რომელსაც მუდმივად „არბევდნენ ბარბაროსი თურქები და მონღოლები“. ამ კონცეპციას მრავალი მიმდევარი ყავს, ვინაიდან უკვე მრავალი თაობა სწავლობდა ამ საკითხს სწორედ ასე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
თუმცა, ბოლო წლებში, ჩინეთის ისტორიის არქეოლოგიური მონაცემები, ასევე ისტორიული წყაროების შესწავლა სხვა რამეზე მეტყველებს. ჩინეთის ცივილიზაციის ბირთვი მუდმივად ჩრდილოეთში იყო, მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ზონების მიჯნაზე. ჩინური დინასტიების უმეტესობას ჩრდილოური, უპირატესად თურქული, თურქულ-მონღოლური და თურქულ -მანჯურიული წარმომავლობა ქონდა.
ამასთან მეტად საინტერესო კანონზომიერებას ჰქონდა ადგილი: ჩინეთში თურქული წამოშობის ჩრდილოელმა ხალხმა ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და განვითარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ჩამოაყალიბეს, რომელიც ამოძრავებდა ჩინურ კულტურასა და ცივილიზაციას სამხრეთისაკენ, ეხმარებოდა რა ჩინელებს ასიმილირებასა და ბარბაროსი სამხრეთელების „კულტურულ გაკეთილშობილებაში“.
შემდგომში, დროთა განმავლობაში, თურქები გაჩინელდნენ, ხოლო ასიმილირებული სამხრეთელი ბარბაროსები ჩრდილოელ თურქ „ადმინისტრატორთა“ ხელმძღვანელობით მრავლდებოდნენ. შემდგომში, სახელმწიფოებრიობა სუსტდებოდა, იწყებოდა აჯანყებები და „რევოლუციები“, ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ კატასტროფას.
შემდეგ, ისევ ჩრდილოელი, არა განებივრებული თურქები იპყრობდნენ ჩინეთს და ციკლი კვლავ მეორდებოდა.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სახელწოდება „კიტაი“ (ჩინეთი) რუსულ ენასა და მსოფლიოს სხვა ენებში თურქული სახელმწიფოების დასახელებებისაგან გადავიდა-კიდანეი და «ყარა-ჩინეთი» (ხარ-ხოტანი) რომელთაც წარმოქმნეს სხვა იმპერიები უდიდეს ტერიტორიებზე, ჩრდილოეთი და დასავლეთი ჩინეთის რაიონები. გარდა ამისა, ერთ-ერთი ცნობილ მოგზაურთაგანი მარკო პოლო ჩინეთს «ხატაეთს» უწოდებს, ისევ და ისევ ქიდანეისა და ყარა-ჩინეთის თურქული წარმოშობის ელიტის მყოლი სახელმწიფოების სახელების მიხედვით.
სახელმწიფო ყარა-ჩინეთი ანუ ხარ-ხოტანი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალთაის, საიანის, დასავლეთ მონღოლეთისა და ჯუნგარიის თურქულ და მონღოლურ ხალხებს, XIII საუკუნეში ჩინგიზიდების იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო მისი მოსახლე თურქული ხალხები მონაწილეობას ღებულობდნენ ჩინგიზ ყაენისა და მისი მემკვიდრეების დაპყრობით ომებში. ვინაიდან ისტორიული თელესები და მათი მეზობლები, როგორც ჩინგიზიდების იმპერიის მომსახურე ტომები აქამდე შედიოდნენ ყარა-ჩინეთის (ხარ-ხოტანის) სახელმწიფოს შემადგენლობაში, მათ თავისი თვით დასახელება და ტოპონიმები ახალ სამოსახლოშიც გადაიტანეს-კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთში.
სხვათა შორის, მომსახურე თურქულ-მონღოლური ტომების მემკვიდრეთა ირანულენოვანება – გილზაებისა, ხაზარებისა და ჩარაიმაკებისა – სწორედ «ტომობრივი მრავალფეროვნებით» აიხსნებოდა – როცა ყოველ ტომს ქონდა თავისი მშობლიური დიალექტი.
ერთი ტომის დიალექტის სხვებზე გაბატონება სხვების დაკნინებას ნიშნავდა და გამოიწვევდა დაპირისპირებას, ამიტომ ინგიზიდების სახელმწიფოთა ხელისუფლება გონივრულად მოიქცა – ირანულენოვან ენებში სპარსული ენა იქცა საკანცელარიო და ოფიციალურ ენად, არაბული კი-აბაულენოვანში. ამასთან, მოცემული ენები იქცნენ არა მხოლოდ საკანცელარიო ენად, არამედ ტომთაშორისი ურთიერთობის ენად ყველა ჯარის ნაწილისათვის და რაც მეტი იყო ჩინგიზიდების ჯარების ტომობრივი მრავალფეროვნება ირანულენოვან რეგიონებში (ავღანეთის ჩათვლით), მით უფრო მაღალი იყო ალბათობა იმისა, რომ ტომები თანდათან ირანიზირდებოდნენ.
სწორედ ამიტომ, თალიშელი აქსაკალები XIX საუკუნის დასაწყისში ირანში რუს პოეტსა და კონსულს ალექსანდრე ხოდზკოს გამოუტყდნენ, რომ «ჩინგიზედების ერთ-ერთმა შთამომავალმა ხუდაბენდემ, თავისი ვეზირის, ამირ ჩოპანის რჩევით და დახმარებით, ასობით ტომი ჩაასახლა კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, გეშკერისა და აზერბაიჯანის პროვინციებს შორის». (Aleksander Chodzko. «Specimens of the popular poetry of Persia, as found in the adventures and improvisations of Karroglu the bandit-minstrel of Northern Persia and in the songs of the people, inhabiting the stores of the Caspian sea». – London, 1842. рр. 506-507)
გასაგებია, რომ «რამდენიმე ასობით ტომი» ცოტა გადაჭარბებული ნათქვაია, მაგრამ რამდენიმე ტომი ხომ ნამდვილად იყო და ისინი თავდაპირველად მეტყველებდნენ სხვადასხვა თურქულ და მონღოლურ დიალექტებზე, მაგრამ აქედან არც ერთი არ იყო უპირატესი.
ხოლო მათი გამაერთიანებელი ფაქტორი ის იყო, რომ ისინი წარმოდგებოდნენ ყარა-ჩინეთის (ხარ-ხოტანი) სახელმწიფოდან. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ სოფელი ხარხოტანი ლენკორანის დაბლობის შუაგულ ცენტრში მდებარეობს, მაგრამ ვინაიდან ადრე თალიშები, ხაზარებისა და ჩარაიმაკების მსგავსად, მსახურობდნენ ადგილებში, სადაც ირანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა, სადაც ისინი მსახურობდნენ «კარის ჯარში» და ირანულენოვან ჩინოვნიკებთან ურთიერთობდნენ, ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ისინი, ხაზარების, ჩარაიმაკებისა და გილზაების მსგავსად თანდაანობით ირანიზაციის მსხვერპლნი გახდნენ.
ალექსანდრე ხოდკოს ნაშრომსა და მატიანეში «ტარიხ-ი-შეიხ-უვეისი» («შეიხ უვეისის ისტორია») აღნიშნულია, რომ კასპიის ნაპირებზე თალიშების პირველი დასახლებები-ეს გახლავთ ილხან ოლჯეიტუ ხუდაბენდესა და ამირა ჩობანის ეპოქა, ხოლო ამ დასახლებას ხელმძღვანელობდა ჩობანიდების ოჯახის წარმომადგენელი – ჩობანის შვილი, თალიში.
ამიტომ, ობანიდების ისტორიას მეტი ყურადღება სჭირდება. ჩობანიდები გახლავთ დინასტია, რომელიც წარმოდგება მონღოლური ტომისაგან სულდუსი (სულდუზი). ჩობანიდების წინაპარი, სორხან შირა, დაეხმარა ჩინგიზ ყაენს ტაიჯიუტის ტყვეობაში ყოფნისას. ჩილაუნი, სორღან-შირი ჩინგიზ ყაენის პირადი გვარდიის ერთ-ერთი მეთაური გახლდათ.
ჩილაუნის მემკვიდრეები ულუს ხულაგუში (ხულაგიდების სახელმწიფოში) უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ. ულუსის არსებობის ბოლო პერიოდში, ჩობანიდები მართავდნენ მარიონეტი ილხან-ხულაგუიდების სახელით ჯალაირიდების დინასტიის თანადროულად (ჯალაირიდები ასევე თურქულ-მონღოლური წარმომავლობისა იყვნენ), ხოლო ხულაგუიდების დინასტიის გადადგომის შემდეგ მათ საკუთარი სახლემწიფო შექმნეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ჩობანიდების დინასტიის სანაცვლოდ.
ჩობანიდების დინასტიიდან სახელგანთქმულნი იყვნენ:
• შრხან-შირა
• ჩილაუნი, სორხან-შირას შვილი
• შუდუნ-ნოინი, ჩილაუნ-ბატორის შვილი
• ტუდაუნი (გარდ. 1277), შუდუნ-ნოინის შვილი
• მელიქი (?), ტუდაუნის შვილი
• ჩობანი, მელიქის შვილი (?), ულუსელი ემირი ხულაგუიდების სახელმწიფოსა (ლუს ხულაგუ) (1307—1327)
• დიმიშკ-ხოჯა, ჩობანის შვილი, ვეზირი, აზერბაიჯანელი ნაიბი და ორივე ერაყისა
• ჰასანი, ჩობანის შვილი, ხორასანისა და მაზანდერანის ნაიბი (?—1329)
• თალიშ, ჰასანის შვილი, ისპაჰანის, ფარსასა და კერმანის ნაიბი, (1324—1329)
• ტიმურტაში, ჩობანის შვილი, რუმას ნაიბი (1319—1327)
• შეიხ ჰასან კიუჩუკი (род. 1319), ტიმურტაშის შვილი, ულუს ხულაგის ბეკლერბეკი და აზერბაიჯანელი ნაიბი (1327—1343)
• ალ-მალიკ ალ-აშრაფი, ტიმურტაშს შვილი, ულუს ხულაგის ბეკლერბეკი და აზერბაიჯანელი ნაიბი (1353—1357)
• ახიჯუკი, ალ-მალიკ ალ-აშრაფის მონა, აზერბაიჯანის სულტანი (1357—1359)
აღსანიშნავია, რომ ჩობანიდების დინასტიის ისლამიზაცია ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
თავდაპირველად, დინასტიის წარმომადგენლებს უშუალოდ თურქულ-მონღოლური სახელები ჰქონდათ. შემდეგ -მუსულმანური, და ბოლოს მხოლოდ მუსულმანურ სახელებს ატარებდნენ.
ამასთან, მონღოლთა და თურქთა სათვადოხშირად არქმევდნენ საკუთარ ვაჟებს ხელმძღვანელი ტომებისა და დინასტიის სახელებს. ხშირად პირიქითაც ხდებოდა – ზოგჯერ გამოჩენილი მოღვაწის სახელს არქმევდნენ მთელს ერს. ასე მაგალითად, ნოღელები ატარებენ ულუს ჯუჩის (ოქრის ურდოს)ნოღის სახელს, რომელიც თალიშის თუ არა, მისი ბაბუის თანამედროვე მაინც იქნებოდა. მატიანე «შეიხ უვეისის ისტორია» მოწმობს ჩობანის, მისი ვაჟებისა და შვილიშვილების სიდიადეს: «ჩობან ემირის სიდიადემ ზეცას მიაღწია. დამირ-ტაში გაემართ რუმში და ხელში ჩაიგდო იგი; მაჰმუდ შეიხმა საქართელო დაიპყრო; ჰასანმა-ხორასანი, თალიშმა, ჰასანის ვაჟმა გარსისა და კერმანის საამიროები დაისაკუთრა. დიმაშკ-ხოჯამ აზერბაიჯანი და ორივე ერაყი თავის საკუთრებად აქცია. აბუ საიდს ფადიშაჰის მხოლოდ სახელიღა შერჩა და იმ დონემდე გაკოტრდა, რომ დიმაშკ-ხოჯის ამირებიამბობდნენ: «აბუ საიდს სადილად მაგიდაზე არაფერი უდევსო».
ამგვარად, თალიშ, ჰასანის ვაჟი და ჩობანის შვილიშვილი ისტორიასა და მატიანეებში, ასევე წყაროებში შემთხვევით სულაც არ შესულა. ისპაჰანის, ფარსისა და კერმანის ნაიბი-აი ეს იყო მისი საკვანძო თანამდებობები. თალიში ნამდვილად იყო გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე თურქულ-მონღოლური ელიტიდან ხულაგიდების სახელმწიფოში. ბუნებრივია, იმ პირობებში იგი ყველაზე მეტად ეყრდნობოდა „ერთგულ“ ტომთა წარმომადგენლებს, მათ შორის მათ, რომლებიც გადაასახლა კასპის სანაპიროებზე. მაგრამ ჩობან ემირისა და მისი ვაჟების აღზევებამ მარცხი განიცადა. იგი დაიღუპა უძლეველ აბუ საიდთან დაპირისპირებისას. თუმცა, ჩობანიდების ხელისუფლების მარცხმა ამ ტერიტორიაზე და მათი წინამძღოლის-თალიშის დაღუპვამ აიძულა მისი ერთგული ტომები დაბრუნებულიყვნენ თავის თანამემამულეებთან აზერბაიჯანში. იქ მათი წინამძღოლის სანათესაოს-ჩობანიდების ხელისუფლება ვრცელდებოდა და თალიშების უმეტესობა ცხოვრობდა. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ტელეს-თალიშების საბოლოო გადასახლება იმ მიწებზე, სადაც ამჟამად მათი შთამომავლობა ცხოვრობს, სწორედ თალიშის დაღუპვის შემდეგ მოხდა, 1329 წ. თურქულ-მონღოლური წარმოშობის ტომების წარმომადგენელთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ისტორიას ისეთ პიროვნებას უკავშირებდნენ, როგორიცაა თალიშ ნაიბი, გაიზარდა და ეს სახელი მთლიან ერს შერჩა.
როგორც ნოღაელებმა შეინარჩუნეს თავის სახელწოდებაში საკუთარი ერის წინამძღოლის ნოღის სახელწოდება, ასევე თალიშებმა შეინარჩუნეს თვითდასახელებაში ერის წინამძღოლის სახელი. უდიდეს როლთან დაკავშირებით, რომელიც ჩობანმა და მისმა შვილიშვილმა თალიშმა შეასრულეს თალიშების ისტორიაში, მათი სახელების უკვდავყოფა შეიძლებოდა.
მაგალითდ, უნგრეთში, ბუდაპეშტში დგას ძეგლი მადიარისა და თურქული ტომების წინამძღოლისა, არპადუსი, რომელმაც ეს ტომები უნგრეთის ტერიტორიაზე მიიყვანა. ბულგარეთში, სოფიაში დგას თურქული ტომის (რომელმაც მოგვიანებით სლავიანიზაცია განიცადა) ბელადის, ბულგარ ყეენის ასპარუხის ძეგლი, რომელმაც ბალკანებზე ბულგარეთის სახელმწიფო დააარსა, ხოლო ლენკორანი სწორედ რომ შესაფერისი ადგილია ისტორიულ მოღვაწეთა, ჩობანისა და მისი შვილიშვილის, თალიშის სახელების უკვდავსაყოფად.
KavkazPlus