ახლოვდება 105-ე წლისთავი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისა და მისი სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან 1921 წელს. ამასთან, იმდროინდელი მოვლენებისა და ოკუპაციის მიზეზების ანალიზს ყველაზე ანგაჟირებული ისტორიკოსებიც კი სომხურ კვალთან მიჰყავს.
სწორედ სომხური ფაქტორი, კერძოდ კი „მუშათა და გლეხთა აჯანყება“ (ფაქტობრივად დაშნაკებისა) ლორეს ნეიტრალურ ზონაში გახდა საბჭოთა რუსეთის აგრესიის მიზეზი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც საქართველოს სრული ოკუპაციით დასრულდა 1921 წლის თებერვალსა და მარტში 1921 . ამას თავად სომეხი ისტორიკოსები აღიარებენ.
კერძოდ, ინფორმაცია სომხური ფაქტორის შესახებ საქართველოს გასაბჭოებაში განთავსებულია ვებ-გვერდზე aravot.am ვიდეომასალაში, ფრიად მეტყველი სათაურით „სომხეთი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩავარდნა 1921 წელს“ (http://ru.aravot.am/2017/02/14/234297/ ). გასაგებია, რომ ისინი საბჭოთა რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, თითქოს მან თავისით შეიყვანა სამხედრო ძალა ლორეში ხოლო სომხები, თითქოს, საერთოდ არაფერ შუაში არიან, მაგრამ მაინც იძულებულნი არიან აღიარონ, რომ «1921 წლის 25 თებერვალს საქართელოში დამყარდა საბჭოთა წესრიგი და მიუხედავად იმისა, რომ სომხებს, ფაქტობრივად, ამაში ბრალი არ მიუძღვით, ოფიციალურმა მოსკოვმა თავისი საომარი აგრესია სწორედ სომხების ფაქტორით ახსნა, ამით მან ათწლეულებით გაართულა ქართულ-სომხური ურთიერთობები.» თუმცა სომხების ბრალი საქართელოს გასაბჭოებაში ყველა ისტორიკოსისთვისაა ცნობილი, რომლებიც 1921 წლის დასაწყისის მოვლენებს შეისწავლის. საქმე იმაშია, რომ ჯერ ერთი, რომ არა სომხების აჯანყება, ლორეს ზონაში საბჭოთა ჯარების შეყვანის აუცილებლობა არ გაჩნდებოდა და მეორე, საბაბი წითელი არმიის შემდგომი ექსპანსიისათვის გახდა ე.წ. მუშათა და გლეხთა აჯანყება შულავერაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სომხები. სომეხ ისტორიკოსებს არც იმის გახსენება სიამოვნებთ დიდად, თუ რატომ აღმოჩნდა ქართული არმია ლორეს ნეიტრალურ ზონაში, ვინაიდან ეს სრულიად ეწინააღმდეგება სომხების პროპაგანდას მასზედ, თითქოს სომხები თურქების მხრიდან გენოციდს განიცდიდნენ, ხოლო ქართველებს, თითქოს „არ სურდათ სომხების შველა თურქული ხოცვა-ჟლეტისაგან» და თურმე ქართველები „ცუდები“ არიან.
საქმე იმაშია, რომ 1920 წლის ნოემბერში ქართველებმა სწორედ სომხების თხოვნით დაიკავეს ლორე მათი თურქებისაგან დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ 1920 წლის შემოდგომაზე სომხურმა აგრესიამ გამოიწვია სომხურ-თურქული დაპირისპირება, რომლის დროსაც სომეხ დამპყრობლებზე გამანადგურებელი დარტყმა განხორციელდა, რადგანაც მათ გადაწყვიტეს დროზე ადრე განეხორციელებინათ თურქი მოსახლეობის გენოციდი ტერიტორიებზე, რომლის გადაცემას ანტანტა გეგმავდა „დიადი სასომხეთისათვის“ სევრსკის შეთანხმების თანახმად. თურქები დარტყმას დარტყმაზე ახორციელებდნენ და ყველგან, სადაც მიდიოდნენ, მშვიდობიანი მუსულმანური მოსახლეობის წინააღმდეგ სომხების მიერ ჩადენილი სისასტიკის კვალს აწყდებოდნენ. საკუთარი დანაშაულის გამო შურისძიების შიშით, სომეხი ტერორისტები და მათი მესვეურნი დაშნაკელთა შეიარაღებულ ბანდფორმირებებთან ერთად უკან იხევდნენ. 1920 წლის 7 ნოემბერს თურქულმა არმიამ დაიკავა ალექსანდროპოლი (გიუმრი). დაშნაკებმა ზავი მოითხოვეს რაზედაც თურქები დათანხმდნენ. თუმცა 11 ნოემბერს საომარი მოქმედებები განახლდა. სომხურმა ჯარებმა, სომეხი ბოევიკების ჩათვლით, რომლებიც მშვიდობიანი თურქი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში ღებულობდნენ მონაწილეობას და საკუთარ ქმედებებზე პასუხისგების შიშით, სწორედ ლორეს ნეიტრალურ ზონას შეაფარეს თავი, ვინაიდან მშვენივრად ესმოდათ, რომ დაშნაკები სხვა რაიონში აუცილებლად დამარცხდებოდნენ.
თურქულ ჯარებს შეეძლოთ ლორეს აღება. მით უმეტეს, რომ ამგვარად წარმოიქმნებოდა ერთგვარი დერეფანი თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს შორის, რომელიც უკვე გასაბჭოებული იყო, მაგრამ პერსპექტივაში, შესაძლო იყო გამხდარიყო თურქეთისა და თურქული სამყაროს დამაკავშირებლად.
თურქეთის ჯარებს ლორე რომ დაეკავებინათ, საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრებოდა, ვინაიდან სამხრეთით მას მხოლოდ თურქეთი ეყოლებოდა მეზობლად, რომელიც თავის მხრივ დაინტერესებული იყო, რომ მეზობლად დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ყოლოდა.
თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები დაჰყვნენ დაშნაკების რჩევებს, რომლებიც ითხოვდნენ «ლორეს სომხური მოსახლეობის დაცვას» თურქების «სისასტიკისა და გენოციდისაგან». შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად 13 ნოემბერს 3 თვით ქართული ჯარები ლორეს ნეიტრალურ ზონას დაიკავებდნენ სწორედ რომ «სომხების დასაცავად»,აქ გამოქცეული დამნაშავეებისა და ტერორისტების ჩათვლით, რომლებიც გასამართლებას და სასჯელს იმსახურებდნენ თურქული კანონების მიხედვით, თურქი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის გამო. თანახმად შეთანხმებისა, თუკი ის არ გაგრძელდებოდა, 1921 წლის 13 თებერვლისათვის საქართველოს ჯარებს ერთმნიშვნელოვნად უნდა დაეტოვებინათ ლორეს ზონა. და რით უპასუხეს სომხებმა ქართველებს თურქებისაგან დაცვისათვის, რამაც ათასობით დაშნაკი დამსახურებული პასუხისგებისაგან იხსნა? აი, ამით!
13 თებერვლის დადგომამდე, როცა ქართული ჯარი შეთანხმებისამებრ უნდა გასულიყო ლორედან – 1920 წლის 12 თებერვალს საქართველოს შეფარებულმა დაშნაკებმა წამოიწყეს ე.წ. მუშათა და გლეხთ აჯანყება და მოიწვიეს წითელი არმია.
ამასთნ, თვითონ აჯანყება, აჯანყებულთა ლოზუნგების თვალსაზრისით, სრულიად აბსურდული იყო. სომხებმა აჯანყება წამოიწყეს, თითქოს «მენშევიკური საქართველოს მიერ ლორეს ზონის ოკუპაციის“ წინააღმდეგ, მაგრამ ეს ოკუპაცია (რომელსაც თავად სომხები ითხოვდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში ) უნდა შეწყვეტილიყო მომდევნო დღეს, 1921 წლის 13 თებერვალს. 14 თებერვალს ლორეში არც ერთი ქართველი ჯარისკაცი არ უნდა დარჩენილიყო. ანუ «აჯანყებულებმა» უმიზეზოდ დაიწყეს ქართველი მებრძოლების ხოცვა, რომლებიც დისლოკაციის ადგილებს ტოვებდნენ და საერთოდ არ ელოდნენ მოვლენათა ამგვარ განვითრებას. ხატოვნად რომ ვთქვათ, ქართველებს ზურგში ესროდნენ, ვინაიდან ისინი, ჩქარობდნენ რა სისრულეში მოეყვანათ შეთანხმება 13 თებერვლისათვის, სწრაფად ტოვებდნენ პოზიციებს და გამაგრებულ პუნქტებს, არ იყვნენ მზად თავდაცვისათვის და სრულიად დაუცველნი აღმოჩნდნენ.
ქართველ ჯარისკაცებს სწორედ ის დაშნაკები ხოცავდნენ, რომელთაც ეს ჯარისკაცები სამი თვის განმავლობაში იცავდნენ თურქების სამართლიანი სასჯელისაგან იმ სისასტიკეთა გამო, რომლებსაც დაშნაკები სჩადიოდნენ მშვიდობიანი თურქების მიმართ. აი, ასე გადაუხადეს „მადლობა“ სომხებმა ქართველებს! პრინციპში, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის უკეთესი იქნებოდა, რომ იმ კრიმინალებსა და მოღალატეებს ეზღოთ დანაშაულისათვის თურქი ხალხის წინაშე. მაშინ ხომ საქართველო სახელმწიფოებრიობას არ დაკარგავდა. მართალი, შემდეგ სომეხი ისტორიკოსები საქვეყნოდ იყვირებდნენ „“გენოციდის“, «ქართველების გენოციდის» შესახებ, რომელთაც „თითქოს არ უშველეს მრავალტანჯულ სომეხ ერს და არ დაიცვეს ისინი თურქებისაგან“. ამგვარად, ისტორია გვასწავლის, რომ სიკეთისათვის სომეხი ნაციონალისტები ყოველთვის ბოროტებით პასუხობენ, ამასთანავე დაუყოვნებლივ. ჯერ კიდევ 1920 წლის ნოემბერში დაშნაკელი ბანდიტები, იმის შიშით, რომ თურქებს ლორე არ დაეკავებინათ, არ იცოდნენ სად წასულიყვნენ და ქართველ ჯარისკაცებს ნამდვილ მხსნელებად აღიარებდნენ, მაგრამ, არ გასულა სამი თვეც, რომ აჯანყება მოაწყვეს და საკუთარ მხსნელებს ზურგიდან დაარტყეს, შემდეგ კი საშველად წითელ არმიას„ უხმეს, რომელმაც ეს შესაძლებლობა გამოიყენა და სრულიად საქართველო დაიპყრო. აი, ეს გახლავთ სომხური მადლიერების საბედისწერო საფასური საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი.
KavkazPlus