თალიში-პირველი ხსენება წყაროებში: რატომ ვერ „ამჩნევენ“ ამას ირანელი ან სომეხი „მეცნიერები“?

ისტორიკოსები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ „წმინდა ირანული“ ან „ჭეშმარიტად არიული“ წარმოშობა თალიშებისა, რატომღაც თავის არიდებენ კითხვაზე პასუხს: როდის გაისმა ახლო და შუა აღმოსავლეთის ისტორიაში პირველად სიტყვა თალიში. სომეხი ფსევდო ისტორიკოსები მიზანმიმართულად თავს არიდებენ ამ კითხვას, ისინი რაღაცას თხზავენ თალიშებისა და „უძველესი ირანელი ხალხის“ იდენტურობის შესახებ.

ამ კითხვის პასუხი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ თელესებისა თუ თალიშების გამოჩენა შუა აღმოსავლეთში, ისევე როგორც ირანიზებული ხაზარებისა და ჩარაიმაკებისა სწორედ ჩინგიზ ყაენისა დამპყრობელობასა და მონღოლეთის იმპერიის წარმოქმნასთანაა დაკავშირებული, რომელიც მოგვიანებით დაიყო რამდენიმე ცალკეულ სახელმწიფოდ – ულლუსები, სამხრეთ კავკასია, ირანი, ერაყი და ავღანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ულუს ხულაგში შედიოდა (ხულაგიდების სახელმწიფო) სადაც ხელისუფლება ხელთ ეპყრა მონღოლურ-თურქულ სამხედრო ელიტას.
თალიში გახლავთ ჩობანიდის დინასტიის თურქულ-მონღოლური წარმოშობის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, ისპაჰანის, ფარსისა და კერმანის ნაიბისა (მეფისნაცვალი)1324-1329 წწ. იგი ჩობან ემირი შვილიშვილი იყო, რომელიც ფაქტობრივად მართავდა ხულაგიდების ზესახელმწიფოს. მონაცემები თალიშზე, ასევე მის მამასა და ბაბუაზე მოგვეწოდება სარწმუნო წყაროდან, თხზულებიდან «ტარიქ-ი-შეიხ-უწეისი» («შეიხ უწეისის ისტორია») ანონიმი ავტორისა. მოცემულ ნაშრომში აღწერილია მონღოლეთის დასავლეთ ნაწილის ისტორიისა და მისი დაშლის შემდგომ წარმოქმნილ სახელმწიფოებზე. ქრონოლოგიურად ეს წყარო თვალს ადევნებს ამ რეგიონის ისტორიას შეიხ- უვეისის მმართველობამდე ჯელაიდირების თურქული დინასტიიდან (ირანისა და აზერბაიჯანის წესდება 757—776 წწ. ხიჯრა – 1356-1374 წწ.), რომესაც ის ფაქტობრივად ეძღვნება.

ერთადერთი ცნობილი ხელნაწერი ინახება ლეიდენის აკადემიის ბიბლიოთეკაში (№ 2635, Warn, 341) და აღწერილია დე გუეს კატალოგში (CataloguecodicumOrientaliumbibliothecaeAcademiaeLugduno-BatavaeauctoreM. J. DeGoeje, vol. V, LugduniBatavorum, 1873, 228), სადაც, მართალია, სულაც არ არის აღნიშნული რომ გამოტოვებულია მონღოლთა წარმოშობის შესახებ თავები (ხიჯრამდე 651 ადრე) და თავად შეიხ უვეისის ისტორიაც. წყაროს რუსულ თარგმანში «აბუ ბაქარ ალ-კუტბი ალ-ახარი-შეიხ უწეისი ისტორია“შეგვიძლია გავეცნოთ აქ (http://www.vostlit.info/Texts/rus9/Uvejs/frametext.htm) (თარ. მ.დ. კიაზიმოვისა და წ.ზ. პირიევისა) ტექსტი გამოცემულია: აბუ ბაქარ ალ-კუთბი ალ-ახარი, ბაქო, ელმ 1984).

ანუ, გამოდის, რომ ხელთა გვაქვს უნიკალური ისტორიული დოკუმენტი, სადაც პირველადაა ნახსენები თალიში. ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდათ თალიშელი ხალხის „მეგობრებს“, ერევნელ და თეირანელ „სწავლულებს“ არ სურთ ამ დოკუმენტის „შემჩნევა“? და მის სანაცვლოდ გვთავაზებენ სრულიად გაუგებარ რასისტულ კონცეპციას თალიშების წარმოშობის «ჭეშმარიტად არიულ» წარმომავლობას გებელსისეული პროპაგანდის მიხედვით? რაში სჭირდებათ სომეხ პროპაგანდისტებს თალიშელი ხალხის ისტორიის ყალბი კონცეპციის შექმნა?

ეთნოგენეზის სპეციფიკაში, ასევე ერთიანი ჩინგიზიდების მონღოლური იმპერიის დაშლის შემდგომი თურქი-მონღოლი ხალხის ენობრივ ასიმილაციაში რომ გავერკვეთ, აუცილებელია გვესმოდეს მისი სახელმწიფოებრივი მოწყობის თავისებურება. ჩინგიზიდები ცხადია არ ენდობოდნენ დაპყრობილ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ირანული წარმომავლობის ხალხს, რომელთაც არა ერთხელ გამოუმჟღავნებიათ საკუთარი მტრული განწყობა თურქულ-მონღოლური მმართველობის მიმართ. ეს მტრული განწყობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმას ღებულობდა, ხოლო მე-14 ასწლეულში ამ ამხრივ გამოირჩეოდა სერბედარების აჯანყება, რომლის დროსაც ხორასანში თურქულ-მონღოლური ელიტის წინააღმდეგ ნამდვილი გენოციდი განხორციელდა. ამიტომაც მთელი ძლაუფლება ჩინგიზიდების სამეფოებში უშუალოდ თურქულ-მონღოლურ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, რომელიც ეყრდნობოდა შესაბამის თურქულ და მონღოლურ ტომებს.

ამ ტომთაგან ისტორიკოსები განსაკუთრებით გამოარჩევენ სულდუსების ტომსა და ოირატების ტომობრივ გაერთიანებას, რომლებიც მონღოლური ხელისუფლების საყრდენს წარმოადგენდნენ ხულაგიდების ზესახელმწიფოს დასავლეთ ნაწილებში – ირანში, ერაყსა და აზერბაიჯანში.

სულდუსები ერთ-ერთი თურქულ-მონღოლური ტომია. მათი ნაწილი ჩინგიზ ყაენის არიმის შემადგენლობაში დეშტ-ი-ყივჩაღში მდებარეობდა, ხოლო მეორე ნაწილი-თანამედროვე უზბეკეთის ტერიტორიაზე, შემდეგ ისინი გადავიდნენ ირანსა და აზერბაიჯანში. ჩინგიზ ყაენის იმპერიასა და მისი დაშლის შემდგომ წარმოქმნილ სახელმწიფოებში (ულუს ხულაგის ჩათვლით) ყველაზე ავტორიტეტული ემირები ჰყავდათ სულდუსებს. (ბ. ხ. კარმიშევის წყაროები, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სამხრეთ რაიონების ეთნიკური ისტორიის ნომახაზები, მ., 1976, უზბეკეთის ეროვნული ენციკლოპედია. — ტაშკენტი, 2000—2005. (უზბ.))

მეორე თურქულ-მონღოლური ტომი დასახლდა ირანში, ერაყსა და აზერბაიჯანში 1295 წ., გაზან-ხანის ტახტზე ასვლის შემდეგ, კერძოდ, ისინი დასახლდნენ მოსულასა და ბაღდადის მიდამოებში. სულთან აბუ საიდის მმართველობის დროს მათზე გავლენა ხელისუფლების მხრიდან ძალიან გაიზარდა. მათი ბელადი ალი ფადიშაჰ იბნ ჩიჩეკი (ბიძა დედის მხრიდან, აბუ საიდის მმართველობა) გახლდათ არაბული ერაყის მეფისნაცვალი აბუ საიდის დროს არაბულ ერაყში. მაშინ ბაღდადი სრულიად ოირატების ძალაუფლების ფარგლებში იყვნენ მოქცეულნი. აღსანიშნავია, რომ თალიშელთ წინაპრები – თელესები ოირატების ტომობრივ კავშირში შედიოდნენ. უფრო მეტიც, ის ოირატები, რომლებმაც არ მიატოვეს საკუთარი მიწები დასავლეთ მონღოლეთში, ალტაისა და ციმბირში, თითქმის სრულად შეინრჩუნეს ტომობრივი ორგანიზაციის სტრუქტურა თურქული ტომების, თელესების ჩათვლით. ოირატების ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო – ჯუნგარიის სახანო მოიცავდა თელესებსაც. ამაზე მოწმობს რუსული დოკუმენტები 17-18 საუკუნეებისა, სადაც თელესებს (ტელეუტებს, ტელენგიდებს) «თეთრ ყალმუხებს» უწოდებდნენ საკუთარი ოირატებისაგან განსხვავებით, ასევე უბრალოდ ყალმუხებს ან «შავ ყალმუხებს» (ყალმუხელი ხალხი, დღესდღეობით, ყალმუხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და ისინიც ოირატების შთამომავალნი არიან).
ოირატებით-ჯუნგარებით თელესთა ნაწილი გადასახლდა ამჟამინდელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე და მათგან წამოვიდნენ თანამედროვე ყირგიზ თელესთა გვარები. ანუ ოირატების შემადგენლობაში, რომლებიც ხულაგიდების ხელისუფლებას უზრუნველყოფდნენ ირანის, ერაყისა და აზერბაიჯანის მთელს ტერიტორიაზე, აუცილებლად თელესებიც უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც შუასაუკუნოვანი ისტორიიდან მოყოლებული, მუდმივად ოირატების გვერდიგვერდ მოდიოდნენ.
აქ მეორე მომენტიც მნიშვნელოვანია: როგორ წარმოიქმნებოდა და მკვიდრდებოდა თურქ-მონღოლ ხალხთ თვით დასახელებები ჩინგიზიდების მონღოლური იმპერიის დაშლის შემდგომ? ძალზედ ხშირად, წარმოშობით თურქულ-მონღოლური ეროვნებები (ირანიზებულებიც კი) თავიანთ დასახელებად რომელიმე თურქი-მონღოლი მმართველის სახელს ირქმევდნენ. მით უმეტეს, თუ ეს მმართველი მათი ტომიდან იყო ან მასთან გარკვეული კავშირი ჰქონდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია – ყველაზე დიდი თურქი ხალხის მაგალითი ცენტრალურ აზიაში – უზბეკებისა. მეცნიერთა აზრით, ამ ხალხის სახელწოდებაზე იმოქმედა იმან, რომ უზბეკური ტომები საკუთრ თვს აიგივებდნენ ცნობილ ყაენთან, ულუს ჯუჩი (ოქროს ურდო) უზბეკთან.

თურქი ხალხი ნოღაელები საკუთრ წარმომავლობას ცცნობილ ტუსაღთან, ულუს ჯუჩი ნოღაისთან აიგივებენ. ირანიზებული ჩარამაიკული ტომი კი საკუთარ სახელწოდებას სახელგანთქმულ სახელმწიფო მმართველთან, თურქულ-მონღოლური წარმომავლობის ამირა თემურთან ანუ თამერლანთან აიგივებენ. მოგვიანებით ამ ტომმა, ისევე, როგორც ტალიშებმა, ირანიზაცია განიცადეს. ანუ თურქულ-მონღოლური წარმომავლობის ხალხის მიერ ცნობილი ისტორიული პიროვნებების სახელების დარქმევა მეტად გავრცელებულ წესად ჰქონიათ «მონღოლური სახელმწიფოების განვითარების ეპოქაში, რომლებიც ჩინგიზიდების ერთიანი იმპერიის დაშლის შემდგომ წარმოიქმნენ.  ნაიბი თალიში, რომელიც «შეიხ უვეისის ისტორია» ხელნაწერებშია ნახსენები, თურქულ-მონღოური წარმომავლობისაა, ისევე, როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი ტომები, რომელნიც ხულაგიდებისა და ჩობანიდების სახელმწიფოებრივ საყრდენს წარმოადგენდნენ.

ისტორიულ ნაიბ ტალიშსა და მის მეომრებს, რომელთა შორის მათი თანატომელნი-თელესები- ირიცხებოდნენ, არაფერი აქვთ საერთო ირანელებთან და მსგავს «ჭეშმარიტ არიელებთან».აქედან კი ცხადია, თუ რატომ არაფერს ამბობენ ისტორიაში ტალიშთა პირველად ხსენების შესახებ ირანელი და სომეხი მეცნიერები, რომლებიც თალიშებისა და მათი წინაპრების ფესვებსა და წარმომავლობას იკვლევენ. ვინაიდან ამ თალიშს არაფერი აქვს საერთო ირანელებთან, არამედ გახლავთ თურქულ-მონღოლური წარმომავლობის ელიტა ჩინგიზიდების ერთიანი იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოსი.

ხულაგიდებისა და შემდეგ ჩობანიდების სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენდნენ ოირატების ტომები, რომელთა უმეტესობა აზერბაიჯანელ ხალხს შეერწყა, ასევე ირანელ თურქმენებს (თურქომანებს) რომელნიც ერაყის ქალაქების, ყირკუკისა და მოსულის მახლობლად სახლობენ. ოირატების ტომობრივ კავშირში მუდამ ერთიანდებოდნენ თელესები, ეს კი პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ თალიშელი ხალხის ფორმირება უნდა განვიხილოთ თურქულ-მონღოლური სახელმწიფო წარმონაქმნების ფორმირების ისტორიის პარალელურად თანამეროვე აზერბაიჯანის, ირანისა და ერაყის ტერიტორიებზე.

თალიშების-ხაზართა და ჩარაიმაკთა თურქული ხალხის მსგავსად აზერბაიჯანში – გადასახლება დაკავშირებულია გვიანი ხულაგიდების სახელმწიფოს ეპოქასთან (ულუს ხულაგ).

უფრო სწორედ კი უზარმაზარი მონღოლური იმპერიის ამ ნაწილში ხელისუფლების მომპოვებელ ჩობანიდების დინასტიასთნ. ემირ ჩობანის, მისი შვილიშვილის თალიშის, ჩობანიდების დინასტიის ისტორია და მათი გავლენა ეთნოგენეზის პროცესზე აზერბაიჯანსა და ერაყში ცალკე კვლევისა და განხილვის თემაა.

KavkazPlus