ЭКОНОМИКА

უცხოელები აფხაზეთზე

20.11.15 19:34




,,მეოტის ჭაობთან [აზოვის ზღვასთან] და პონტოსთან [შავ ზღვასთან] მდინარე ყუბანის ნაპირებზე, რომელიც ერთვის ჭაობს, ცხოვრობს აფგაზი ხალხი... მდინარე ყუბანის შემდეგ მდებარეობს სამეგრელო".

სიგიზმუნდ ჰერბერშტეინი (1486-1566 წწ.)

გერმანელი დიპლომატი, ავტორი ცნობილი წიგნისა
,,ჩანაწერები მოსკოვიის შესახებ".



,,საქართველოს სამეფო მიდიოდა კაფამდე [ქ. ფანაგორიამდე]".

არქანჯელო ლამბერტი

იტალიელი მისიონერი, 1633-1649 წლებში ცხოვრობდა სამეგრელოში
ავტორი წიგნისა ,,სამეგრელოს აღწერა" (1654 წ.).

,,კოლხთა სამეფოს ასეთი მცირე ტერიტორია როდი ეჭირა, როგორც დღეს. იგი ერთი მხრივ განვრცობილი იყო მეოტიდის ჭაობამდე [აზოვის ზღვამდე], მეორე მხრივ კი-იბერიამდე".

ჟან შარდენი

ფრანგი მოგზაური, საქართველოში იმყოფებოდა
1672-1673 წლებში. ავტორი წიგნისა
,,მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში".

,,ავხეთი... [აფხაზეთი] სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილია, რომელსაც, თურქები და ყაბარდოელები ავხაზოსს უწოდებდნენ, ჩვენი წინაპრები ობეზებს ეძახდნენ. ამჟამად მისი მეტი ნაწილი ყუბანელებითაა დასახლებული".

ვასილ ტატიშჩევი (1686-1750 წწ.)

პირველი რუსი პროფესიონალი ისტორიკოსი,
სახელმწიფო მოღვაწე.

,,ეს ხალხი [აფხაზები], როგორც ჩანს, წარმოშობით არის კავკასიის მთების ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან".

პიეტრო სიმეონ პალასი (1741-1811 წწ.)

გერმანელი მეცნიერი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

,,ფიქრობენ, რომ ისინი [აფხაზები] ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის აბორიგენები არიან და მოგვიანებით გავრცელდნენ სხვა რაიონებში".

ჰენრიხ იულიუს კლაპროტი (1783-1835 წწ.)

გერმანელი მოგზაური და ენათმეცნიერი,
საქართველოში იმყოფებოდა 1807-1808 წლებში.

,,სოხუმის ციხე-სიმაგრის ახლომდებარე მიდამოებიც ყველაზე მიუდგომელი და ველური ადგილია მთელს კავკასიაში. მოსახლეობა [აფსუა-აფხაზები] რუსეთის ყველაზე საშიში და შეურიგებელი მტერია. ისინი, ნაწილობრივ, ყირიმისა [ყაბარდოს] და ყუბანის ხანებისა და სულთნების ჩამომავლები არიან, რომლებიც თავის ტომებთან ერთად დასახლდნენ ამ ადგილებში".

ედმუნდ სპენსერი (XIX ს. პირველი ნახევარი.)
ინგლისელი მოგზაური.

,,ვფიქრობთ, რომ ადიღეური ტომების მიერ შევიწროებულმა აბასკთა დიდმა ტომმა გადალახა გაგრის ქედი, ნაწილობრივ ფსეაშხოს, ახბირცის, ცაგერკერის, მარუხის, ქლუხორის უღელტეხილები. ეს მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შესაძლოა, XVI-XVII საუკუნეებში".

ალექსანდრე დიაჩკოვ-ტარასოვი

XX ს. დასაწყისის რუსი ისტორიკოსი,
დაიბადა აფხაზეთში.

,,აფხაზები ყოველთვის არ ცხოვრობდნენ იქ, სადაც ამჟამად არიან, მათი გადმოცემები, ბევრი ისტორიული მონაცემი და ზნე-ჩვეულებები მიუთითებენ, რომ ისინი მოვიდნენ ჩრდილოეთიდან და შეავიწროვეს ქართველური ტომები, სანამ ენგურთან არ შეჩერდნენ".

ალექსანდრე დიაჩკოვ-ტარასოვი

XX ს. დასაწყისის რუსი ისტორიკოსი,
დაიბადა აფხაზეთში

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента