ЭКОНОМИКА

23 მაისი, ,,აფხაზეთობა'

20.11.15 19:34




23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის' დღედ დადგინდა.



ღონისძიების სცენარი:

23 მაისი - თბილისი:

09:00 საათი - სიონის საკათედრო ტაძარში, მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა; (არზაყან ემხვარის მოხსენიება);
10:30 - 11:30 საათი - გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა, ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა;
12:00 -17:00 საათი - ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,აფხაზეთობა" სახალხო ზეიმის მოწყობა - საზეიმო გახსნა, აფხაზეთის სამუსიკო სკოლების და სხვადასხვა მუსიკალური, შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტის გამართვა, ხელნაკეთი და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა , სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მოწყობა, საზ-კვების ობიექტების მოწყობა, სამხატვრო და ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მოზარდების დაჯილდოვება;
12:00 საათზე - ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზეიმო მიღება , აფხაზეთობის საზეიმო გახსნა, მთავრობის წევრების, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენციისა და ეთნიკური აფხაზების მისალმებები , აფხაზური კერძების დაგემოვნება, მცირე კონცერტი (ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები);
18:00 საათი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ,,აფხაზეთის" პრეზენტაცია , თბილისი არტ-ჰოლი";
14 - 23 მაისი - აფხაზეთის საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილის, ლიტერატურული საღამოს ჩატარება;
28 აპრილი - 04 მაისი კონკურსის გამოცხადება აფხაზეთის საჯარო სკოლებში თემაზე: ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი', კონკურსში გამარჯვებული დევნილი ბავშვების ნახატების გამოფენა;
რეგიონები:

18-23 მაისი საქართველოს ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, წყალტუბოსა და რუსთავში სიმბოლური აქცია (ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა, ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა, შემოქმედებითი საღამოების მოწყობა );
23 მაისი - ზუგდიდში ე.წ გამყოფ ხაზთან სიმბოლური აქცია მოსწავლეების, ახალგაზრდების მონაწილეობით (სიმბოლური სამშვიდობო სლოგანები, მიმართავენ აფხაზ თანატოლებს ახლაგაზრდები, ფრანებისა და სამშვიდობო გზავნილების გაშვება) ;
21-23 მაისი სენაკსა და რუსთავში ჟიული შარტავას მემორიალის გვირგვინით შემკობა;
ევროპა:

18-25 მაისი აფხაზეთობის აღნიშვნა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ქართული დიასპორის ჩართულობა - სიმბოლური, სამშვიდობო აქცია, გამოფენა, საღამო (ინგლისი-ლონდონი, გერმანია-ბერლინი, რუსეთი-მოსკოვი, უკრაინა-კიევი, საფრანგეთი-პარიზი, იტალია-რომი). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრსოთან და დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარათთან კოორდინირებული მუშაობა;
8 ივნისს 17:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის , შოთა რუსთაველის , საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента