ЭКОНОМИКА

აფხაზი თუ აფსუა? (ნაწილი 1)

20.11.15 19:50




გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! _

ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია.

მომენატრა მზე, სინათლის მფენი;

მომენატრა ზღვა, რომელიც შორია.

გალაკტიონი

კვლავ დღის წესრიგში დადგა "ბედი ქართლისა". ქართველი ხალხის მტრები ვერ იტანენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ცდილობენ ამისთვის სასტიკად დასაჯონ საქართველო, _ წაართვან აფხაზეთი და შიდა ქართლის დიდი ნაწილი, ცხინვალჯავის რეგიონი. ამიტომ ყოველი ქართველი ვალდებულია გაიცნობიეროს აღნიშნული კუთხეების საქართველოსაგან განუყოფლობა, როგორც მისი ძირძველი მიწაწყალისა. სხვაგვარად იგი ვერ მოიხდის პატრიოტულ ვალს სამშობლოს წინაშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში1.



საბჭოთა იდეოლოგიური სამსახურები მეცნიერებს აიძულებდნენ ეწერათ სიცრუე, პარტიის პოლიტიკისათვის მისაღები სიცრუე. ცენტრიდან მოდიოდა დირექტივა, რომ სსრკს ტერიტორიაზე ყველა ხალხი ადგილობრივი, ავტოქტონური წარმოშობისაა. ეს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ 100-ზე მეტი ერისა და ეროვნების კონსოლიდაციის (გარუსების) პროცესი უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ეთნოკონფლიქტების გარეშე წარმართულიყო. ამით ისარგებლეს არამკვიდრმა ხალხებმა (აფსუებმა, ოსებმა...) და თავის ძველ აბორიგენულ მოსახლეობად გამოაცხადეს, ტერიტორიები მიისაკუთრეს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც განიზრახეს, ცხადია, დიდი რუსეთის უშუალო დახმარებით. ქართველმა მეცნიერებმა სხვა რომ ვერაფერი მოახერხეს, აფსუათა მონოაბორიგენობის ცრუ თეორიას ორაბორიგენობის ცრუ თეორია დაუპირისპირეს, აქაოდა, აფხაზეთში აფსუებთან ერთად ქართველებიც ცხოვრობდნენო. ცრუ თეორიების "ჯირითმა" საბოლოოდ ყველაზე მეტად მაინც ქართული მხარე დააზარალა2. იგივე იქნებოდა გვეთქვა: ქართულ-კახური, ქართულ-იმერული, ქართულ-მეგრული მიწა და ა. შ.

ეს მითი სათავეს იღებს იდეაფიქსიდან "აფხაზეთი _ საქართველო არ არის"3. ამიტომ დღევანდელი ვითარება აიძულებს ქართველ მკვლევარებს ყურადღება მიაქციონ "ქართულაფხაზური" ურთიერთობის ჭეშმარიტ ისტორიას. დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე გაეცეს პასუხი აფხაზი სეპარატისტებისა და მათი დემოგოგი აპოლოგეტების აბსოლუტურად უსამართლო "თეორიებს".

დღეისათვის მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ ანტიკურ და შუასაუკუნოვან წერილობით წყაროებში მოხსენიებული დასავლეთ საქართველოს მცხოვრები "აფხაზები" ჩრდილო კავკასიური წარმოშობის არიან. ამ თვალსაზრისის მომხრეთაგან ერთნი თვლიან, რომ ისინი უძველესი დროიდან სახლობენ შავი ზღვის სანაპიროზე. მეორენი ფიქრობენ, რომ აფხაზები აქ მოვიდნენ III საუკუნეებში, სხვები კი _ XVII საუკუნიდან ჩამოსახლებულად მიიჩნევენ.

მკვლევართა ნაწილის აზრით, ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე მოსახლე აფხაზები ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორიც მათ ირგვლივ მცხოვრები ქართები, ეგრები, სვანები. ხოლო ისინი, ვინც თავის თავს "აფხაზებს" უწოდებენ, XVII საუკუნის შემდეგ არიან ჩამოსახლებულნი და რადგან ისტორიული აფხაზეთის (საქართველოს) მიწაწყალზე დასახლდნენ, ქართველები მათ აფხაზებს უწოდებდნენ, ხოლო ისინი თავის თავს აფსუებს"4.

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას კვლევის შედეგებიდან აშკარად ჩანს, რომ აფხაზთა ეთნიკური ისტორიისა და ეთნიკური პროცესების შესწავლაში გასათვალისწინებელია ერთ შემთხვევაში წყაროები მათ წინაპრებად საგულვებელი აფსილების (//აფშილების) თუ აბაზგების შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში მონაცემები უმთავრესად გვიანფეოდალურ ხანაში ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში ჩამოსახლებული და ადგილობრივ ტომებთან სინთეზირებული მუსლიმანური ადიღეურ-ჩერქეზული მოდგმის ეთნიკური მასივის შესახებ. ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შეუძლებელია აფხაზთა შორეულ წინაპრებად ნავარაუდევი აფსილების ყოფაცხოვრების დახასიათება. სამაგიეროდ დიდი მსგავსება შეინიშნება "აფხაზებსა" და ადიღეურჩერქეზული მოსახლეობის ყოფაცხოვრებაში. ეს კარგად გამოჩნდა სხვადასხვა ეპოქაში წარმოებული შედარებითი კვლევაძიების შედეგებიდან, რაშიაც უსათუოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ს. ჯანაშიამ5.

კოლხეთის სახლემწიფოს გაჩენიდან რვაასი წლის შემდეგ, სახელდობრ, ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ძველი კოლხეთის სახლემწიფოს ტერიტორიაზე იხსენიებიან აბაზგები, რომელნიც მოძრაობის შემდეგ სახლდებიან ბზიფსა და გუმისთას შორის, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც 800 წლის წინათ სახლობდნენ კოლხური ტომები _ კოლები და კორაქსები, ხოლო შემდგომ, ასევე _ სანიგები (სანები, ჭანები). აბაზგები რიგ ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ დღევანდელი აფსუების წინაპრად, რაც არ მტკიცდება. მაგრამ, რომც ვთქვათ, და დავუშვათ, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აფსუები არიან აბაზგების შთამომავალნი, სულერთია, ასეთ შემთხვევაშიც აფსუები ვერ ჩაითვლებიან დღევანდელი აფხაზეთის მკვიდრ აბორიგენ ეთნოსად, რადგან მათი შესაძლო წინაპრები, აბაზგები საქართველოში, კოლხეთში, მოვიდნენ დიდი ხნის შემდეგ, როცა, როგორც ითქვა, აქ უკვე რვა საუკუნე იყო გასული, რაც ქართული სახლემწიფო, კოლხეთი არსებობდა, სახელმწიფო, რომლის წამროქმნის დრო არის ეთნოსის მკვიდრობის ამოსავალი და განმსაზღვრელი ნიშანი6.

სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ეთნოსს უკვე თავისი ტერიტორიული სამშობლო გააჩნია და ის ეთნოსი ითვლება ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიის აბორიგენ მკვიდრად, რომელიც სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესში ამ ტერიტორიაზე სახლობდა და ამ სახელმწიფოს ქმნიდა, ხოლო შემდგომ ამ სახელმწიფოში მოსულ-დასახლებული უცხო ტომები და ეთნოსები აქ აბორიგენ მკვიდრად არ ჩაითვლებიან და მათ აქ ცალკე სახელმწიფოს შექმნის უფლება არა აქვთ.

სახელმწიფოს შექმნის დრო რომ არ იყოს ეთნოსის მკვიდრობის განმსაზღვრელი ნიშანი, მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მოსული ყველა ხალხი მკვიდრად გამოცხადდება და საერთაშორისო სამართლით დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლება ექნებათ: ებრაელებს, სომხებს, ბერძნებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, ოსებს და ვის გინდა რომ არა, რომელნიც საქართველოს რომელიმე კუთხეში კომპაქტურად სახლობენ.

შეიძლება აფსუებმა თქვან: ჩვენ აქ, აფხაზეთში, ორი ათასი წელია ვცხოვრობთო. ეს არ მტკიცდება, მაგრამ დავუშვათ და, ვთქვათ, ეს ასეა. მერედა რა? ორი ათასი წლის შემდეგ საქართველოში ცხოვრების ორი ათასზე მეტი წლის სტაჟი ექნებათ რუსებს, ოსებს, აზერბაიჯანელებს და სხვებს, თუ აქ დარჩებიან და ყველა მათგანმა რომ ცალკე სახლემწიფო ჩამოაყალიბონ საქართველოში, რაღა დარჩება საქართველოდან? კიდევ მეტი, აფსუებზე გაცილებით მეტი ხნის ცხოვრების სტაჟი აქვთ საქართველოში ებრაელებს, მაგრამ მათ აქ ცალკე სახელმწიფოს შექმნა ან ავტონომია არ მოუთხოვიათ.

მაშასადამე, აფსუები ძველი აბაზგების შთამომავალნიც რომ იყვნენ, ისინი მაინც არ ჩაითვლებიან საქართველოს უძველესი კუთხის, აფხაზეთის მკვიდრ აბორიგენ მოსახლეობად, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში აქ აფსუები მოვიდნენ მას შემდე, რაც რვაასი წელი უკვე არსებობდა ქართული სახელმწიფო _ კოლხეთი. ამიტომ მათ საქართვლოში ცალკე სახელმწიფოს შექმნის იურიდიული უფლება არა აქვთ, ისე როგორც საქართველოში მცხოვრებ სხვა ხალხებს _ ებრაელებს, ბერძნებს, ქურთებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, სომხებს და სხვებს7.

მეცნიერებაში ყოველთვის იყო და იქნება კიდეც აზრთა სხვადასხვაობა ნებისმიერ საკითხზე მსჯელობის დროს. გამონაკლისს არ წარმოადგენს, ამ შემთხვევაში, აფხაზეთის ძველი და შუა საუკუნეების პერიოდის ისტორიაც, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში აღნიშნული ხანის აფხაზეთის ისტორიული წარსული საკმაოდ მაღალ დონეზეა შესწავლილი.

ყოველივე ეს სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ ისტორიკოსებმა კვლევა მიატოვონ და მიღწეულით დაკმაყოფილდნენ. პირიქით, დღეს, როდესაც ყველა სფეროში ბოლო ეღება სტერეოტიპულ აზროვნებას, სულ უფრო მეტი პერსპექტივები იშლება საისტორიო მეცნიერების წინაშეც, მაგრამ ახლის ძიების წყურვილმა, მით უფრო პოლიტიკურმა ამბიციებმა, არ უნდა გამოგვიყვანოს წონასწორობიდან და არ გვათქმევინოს უარი იმ პოზიტიურ ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობაზე, რომელიც რჩება და კვლავაც დარჩება სწორი მეცნიერული კონცეფციების საფუძვლად8.

რთული და პასუხსაგები პრობლემის სრულებით ახალი თვალსაზრისით განხილვისა და დებულებათა წარმოყენების დროს, შეცდომებისაგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია. მეცნიერებამ მრავალი მაგალითი იცის, როდესაც არამც თუ თვით ავტორის მიერ შეუმცდარად აღიარებული, არამედ ფართოდ განმტკიცებული მოძღვრებაც კი მცდარი გამომდგარა და წინათ ურყევ ჭეშმარიტებად მიჩნეული სრულებით უკუგდებული ყოფილა9 და რაც მთავარია ჩვენმა ერმა არ დაივიწყოს ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, ეპისკოპოსის პეტრე კონჭოშვილის ანდერძი, სადაც აღნიშნავს: "სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს მამულები გადავიდა სხვა ტომთა ხელში და ჩვენი ერი კი შემდეგ დარჩა ბოგანოდ... უკეთუ ჩვენმა ერმა, დაიცვა თავისი არსებობა აქამდის, ეს სხვათა მიზეზთა შორის იმისთვის, რომ თავის მამულზედა, მის წინაპართა სისხლით მორწყულზედ, იყო იგი მტკიცედ დამკვიდრებული... დროა გამოვიღვიძოთ და განვიფრთხოთ ღრმა ძილი!"10

ისტორიოგრაფიული "ომი"

დღეს რასაკვირველია, ძნელია ყოველმხრივ გაანალიზებულ იქნას აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ცხადია: აფხაზური ნაციონალსეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა ყველაფერი იღონეს, და მიაღწიეს კიდეც იმას, რომ აფხაზს ქართველში დაენახა არა მოძმე და მოყვარე, არამედ მტერი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, "ართმევს" მას სამშობლოს და, საერთოდ, ყოველგვარ ისტორიულ პერსპექტივას "უკარგავს". ბუნებრივია, ეს ერთბაშად არ მომხდარა. ეს არის შედეგი იმ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდისა, რომელსაც ასე გამიზნულად და თანმიმდევრულად ეწეოდნენ აფხაზი ნაციონალსეპარატისტები ათწლეულების განმავლობაში.

ამ ფართო მასშტაბის ანტიქართულ კამპანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ისოტრიის ფალსიფიკაციას. სწორედ ისტორიული სიმართლის გაყალბებას ეკავა გამორჩეული ადგილი სეპარატისტთა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ არსენალში11. მოკლედ, აფსუებს რაც უნდა ეწერათ, მთავარია ეწერათ და თეთრზე შავი ეთქვათ, საკუთარი ტყუილი თვითონაც დაეჯერებინათ და თვისტომსაც ასე ერწმუნა.

სამეცნიერო ლიტერატურაში არის გამოთქმული მოსაზრება, რომ პოლიტიზირებული სამეცნიერო კამათის საფუძველი და სათავე ყოფილა XX საუკუნის 50-იან წლებში პავლე ინგოროყვას მიერ წამოყენებული "ანტიმეცნიერული თეორია", რომ თითქოს თანამედროვე აფხაზები მოვიდნენ ჩრდილო კავკასიიდან XVII საუკუნეში აფხაზეთში, სადაც აქამდე ცხოვრობდა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა12.

სინამდვილეში სეპარატიზმის იდეოლოგიური მომზადება და ისტორიის გაყალბება დაიწყო XX საუკუნის დამდეგს. სწორედ მაშინ გამოჩნდა ვინმე ნ. ვორონოვის ბროშურა საკმაოდ გამომწვევი სათაურით: "Абхазия – не Грузия" (М., 1907), რომელიც შეიცავდა ქართულაფხაზური ურთიერთობების აშკარა დამახინჯებასა და ცილისმწამებლურ თავდასხმებს ქართველი ხალხის მიმართ. ასეთ არაობიექტურ მკვლევართა მონოგრაფიებსა თუ პუბლიცისტურ წერილებში, უარყოფილი იყო აფხაზეთში ქართული ეთნიკური თუ კულტურული ელემენტების ისტორიული არსებობა და მისი როლი; ტენდენციურად იხილავდნენ შუა საუკუნეების აფხაზეთის ადგილს საქართველოს ისტორიაში. მათ მიზანს შეადგენდა "მეცნიერული" საფუძველი შეექმნათ აფხაზეთის საქართველოსაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ არსებობას13. აფხაზეთთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქართველიც აღმოჩენილა კარიერისტი და ქართული ინტერესების მოღალატე. რად ღირს თუნდაც XX საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოს დიმიტრი (დავით) აბაშიძის მაგალითი, რომელიც განთქმული იყო ანტიქართული გამოსვლებით და რომელიც ფარულად წერდა სინოდს იმის შესხებ, რომ საერთოდ უნდა აკრძალულიყო ქართული წიგნების ბეჭდვა და წირვალოცვა, რადგან ქართულ წარწერებში თურმე ბევრი ყოფილა ღვთისმგმობელი და სეპარატისტული აზრები. რუსეთში გადახვეწის შემდეგ (იგი საქართველოდან ჩოხაში გადაცმული გაიქცა 1905 წელს რევოლუციის დაწყებისთანავე), მას ასეთი საოცარი რამეც აქვს ნათქვამი: "სოხუმი არასოდეს ყოფილა საქართველოს ნაწილი. ხალხიც იქ უმეტესეად აფხაზობა და რუსებია... სასაცილო იქნებოდა რუსებს აფხაზეთის გაქართველება რომ მოესურვათ..." კერძო წერილში, კირიონი დიმიტრი აბაშიძეს ასე ახასიათებდა: "რძენაწყენი რენეგატი დიმიტრი აბაშოღლი..."14.

1925 წელს საყოველთაოდ ცნობილმა აფხაზმა "სწავლულმა" ს. აშხაწავამ გამოსცა "საპროგრამო" ნაშრომი "Пути развития Абхазской истории", რითაც სათავე დაუდო ე. წ. "აფხაზურ ისტორიოგრაფიას", სეპარატისტულ იდეოლოგიას15. მისი საქმის ღირსეული გამგრძელებლები გახდნენ აფხაზი და რუსი სწავლულები: მ. ტრაპში, შ. ინალიფა, გ. გულია, მ. გუნბა, გ. ტურჩანინოვი, ი. ვორონოვი, მ. კოროსტოვცევი, ვ. კოჟინოვი, ვ. არძინბა და სხვ.16 ჩამოთვლილ ავტორთა ნააზრევზე დაყრდნობით სეპარატისტთა ლიდერები ურცხვად გაიძახოდნენ, რომ მათი სახელმწიფოებრივი ისტორია სულ მცირე 1200 წელს ითვლის. უფრო მეტიც, ამ ბოლო დროს, სეპარატისტთა ცნობილმა იდეოლოგმა ი. ვორონინმა ესეც არ იკმარა და ისტორიული მეცნიერება თავისი ახალი სენსაციური "აღმოჩენით" განაცვიფრა. მისი ატვორიტეტული მტკიცებით, აფხაზური სახელმწიფოებრიობა, თურმე, არც მეტი, არც ნაკლები _ 2500 წლის ყოფილა17.

საპირისპირო მოსაზრება სეპარატისტი იდეოლოგებისათვის ყოვლად მიუღებელია და მათი ავტორები მკაცრად ისჯებიან. მაგალითად, პროფესორ ხ. ბღაჟბას _ "აფხაზური ენის ბზიფური დიალექტის" ავტორს თავის დროზე არ "აპატიეს" მეცნიერული კეთილსინდისიერება და წიგნი აკრძალეს, ხოლო მეცნიერი პარტიიდან გარიცხეს18. ქართველმა ეთნოგრაფებმა, არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა, ფილოლოგებმა ენათმეცნიერებმა აღზარდეს და სამეცნიერო მუშაობის ფართო ასპარეზზე გამოიყვანეს აფხაზი სპეციალისტები, რომელთა ერთი ნაწილი რადიკალურად გაემიჯნა სოლიდარული თანამშრომლობის ადრინდელ ტრადიციას. ამგვარმა ტენდენციამ განსაკუთრებით იჩინა თავი ისტორიულეთნოგრაფიული კვლევის სფეროში. ისტორიული წარსულის მრუდე სარკეში ჩვენება დღეს აფხაზური ისტორიოგრაფიის თვითმიზნად იქცა. პირველ რიგში ეს ჩანს ეთნიკური ისტორიის მაგალითზე19.

ამ საქმეში ერთერთ აღიარებულ ლიდერად მოგვევლინა (აწ განსვენებული) პროფესორი შალვა ინალიფა. განსაკუთრებით, 1976 წელს გამოქვეყნებული კიდევ ერთი ანტიქართული ნაშრომით (Ворпосы этнокультурной истории абхазов, сухуми). საყოველთაოდ ცნობილია, რომ შ. ინალიფას წიგნის გამოქვეყნების წელს და მის შემდგომ ხანაშიც ქართველ მეცნიერებს ფაქტიურად ეკრძალებოდათ ანტიქართული გამოხდომების მხილება. ჯერ კიდევ 1978 წელს დაწერილი ზოგიერთი რეცენზია (ა. ბაქრაძის, დ. მუსხელიშვილის...) მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ შ. ინალიფა აკად. გიორგი ჩიტაიას ასპირანტი იყო მაშინ, როდესაც ისტორიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტებს ერთდროულად ხელმძღვანელობდა აკად. ს. ჯანაშია. შ. ინალიფას ქართველი კოლეგები ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები თინათინ ოჩიაური და ჯულიეტა რუხაძე იხსენებენ იმ ძნელ პერიოდს, როდესაც ასპირანტებს ძალზე უჭირდათ. როგორც ისინი წერენ, "სხვებზე მეტად შ. ინალიფას უჭირდა, რომელსაც აქ ოჯახი არ ჰქონდა და აკადემიის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. განსაკუთრებით ზრუნავდნენ მასზე ბატონი გიორგი და მისი მეუღლე პროფ. ვერა ბარდაველიძე. როდესაც შალვამ ასპირანტურა დაასრულა და დისერტაცია დაიცვა, ვ. ბარდაველიძემ ერთ თანამშრომელს ფული მისცა და დაავალა შალვასთვის, დაცვის აღსანიშნავად წვეულება მოეწყო"20. აფხაზეთის ხელმძღვანელობა და საზოგადოება მტრულად შეხვდა სახელოვანი ქართველი მეცნიერის, პავლე ინგოროყვას შრომის "გიორგი მერჩულეს" გამოქვეყნებას 1954 წელს. ის შეაფასეს, როგორც ისტორიის ფალსიფიკატორი და პოლიტიკურად საშიში, ბოროტი მწერალი, რომ მის ნაშრომში გაყალბებულია აფხაზი ხალხის ისტორია და კულტურა21.

აფხაზეთის ხელმძღვანელობა აღშფოთებას ვერ მალავდა, რომ ინგოროყვას ნაშრომი საქართველოს პარტიულ პრესასა და სამეცნიერო წრეებში აღინიშნა, როგორც "ბოლო ისტორიული სიტყვა საქართველოს ისტორიის კვლევის მხრივ"22.

"გიორგი მერჩულეს" გამოქვეყნებას მოჰყვა აფხაზთა მხრიდან საპროტესტო აქციები: უარის თქმა აფხაზეთის კულტურის დღეების ჩატარებაზე თბილისში, ქართული ეროვნების წარმომადგენელთა აფხაზეთში დასახლებაზე წინააღმდეგობა და სხვ.23

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მასობრივი რეაქცია მოჰყვებოდა ხოლმე აფხაზთა მხრიდან ქართველ მეცნიერთა გამოქვეყნებულ ნებისმიერ სტატიასა და წიგნს, თუ ის აფხაზთა ისტორიის მათ მიერ შემუშავებულ ნორმებს სცილდებოდა. ქართულაფხაზური ურთიერთობების ისტორიის საკამათო საკითხებში, მის განხილვაში რთავდნენ მთელ აფხაზურ მოსახლეობას, მაშინ, როცა ქართველების მხრიდან ეს საკითხები განიხილებოდა მხოლოდ პარტიულსამთავრობო წრეებში.

სამაგიეროდ თავისი მეცნიერული დასკვნების გამოსატანად უფრო ახალი წყაროთი სარგებლობდა აფსუათა აღიარებული ისტორიკოსი შ. ინალიფა. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ აფხაზები უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ არა მხოლოდ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში. შ. ინალიფა დასავლურქართულ კოლხთა ტომს აფხაზებად აცხადებს. 1952 წლის ივნისში ეშერაში _ წერს იგი _ 70 წლის დიხაირ ხიბბასაგან ჩავიწერე შემდეგ თქმულება: კავკასიის მთელი ზღვის სანაპირო იწოდებოდა კალხად. კალხას მოსახლეობა ლაპარკობდა აფხაზურ ენაზე. მისი საზღვრები შორს ვრცელდებოდა ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამ სამეფოს მართავდა აფხაზი მეფე, რომელსაც ძლიერი ჯარი და 360 ციხე ჰქონდა24.

კოლხების აფხაზებად მონათვლის შემდეგ შ. ინალიფა აფხაზებად ნათლავდა კოლხების შთამომავლებს _ ლაზებსაც. შემდეგი "ენათმეცნიერული გამოკვლევის" საფუძველზე ასკვნიდა: "ჩრდილოდასავლეთ აფხაზთა შორის დღესაც გვხვდება გვარი გუბაზი, რომელიც, როგორც ცნობილია, ლაზების მეფეთა სახელი იყო. აქ ბგერა "ძ" აფხაზური ენის ბზიფური დიალექტის დამახასიათებელი სისინაშიშინა ბგერა არის"25. მაგრამ "აღმოჩენები" ამით არ მთავრდება. ქართველებისათვის იქ ადგილი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან "აფხაზეთი იმდენად მჭიდროდ იყო დასახლებული აფხაზებით, რომ აფხაზური თქმულების მიხედვით "კატას სახლების სახურავზე სირბილით, მიწაზე ფეხის დაუდგმელად შეეძლო ზღვის სანაპიროდან კავკასიონის ქედის მწვერვალზე მისვლა"26

შ. ინალიფას ამ მონაჩმახზე არც კი ღირდა ლაპარაკი, პროვოკატორები ამ "აზრებს" რომ არ იყენებდნენ სხვადასხვა ანტიქართული თეორიების შესათხზავად. ის, რომ თურმე აფხაზები ოდესღაც თითქმის მთელ კავკასიაში და კავკასიის გარეთაც მცხოვრები დიდი ხალხი იყო, მაგრამ უცებ გამოჩნდნე ქართველები, გაანადგურეს აფხაზები და დღესაც მოსპობით ემუქრებიან.

ფალსიფიკატორი ინალიფა ყოველნაირად იფართოებდა "მოღვაწეობის" ასპარეზს. 1980 წელს იგი აფხაზეთის საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარედ დაინიშნა.

ცნობილია, რომ გარკვეული წრეები მოსკოვიდან ხელს უწყობდნენ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას და პატარა ერის "დაცვის" საბაბით ამხედრებდნენ და ამხედბრებენ აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ. როდესაც შ. ინალიფას ნაშრომი ქართველმა მეცნიერებმა პრესაში გააკრიტიკეს, "დაჩაგრულმა მეცნიერმა" დახმარებისათვის მოსკოვს მიმართა, სადაც მას მყის გამოუჩნდნენ ქომაგნი. თუ რა მიზანი ამოძრავებდათ ამ შემთხვევაში აფხაზი ხალხის მოსკოველ "მეურვეებს" ნათლად გამჟღავნდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივნის, ტრაპეზნიკოვის მიერ 1979 წელს სოხუმში წაკითხულ საჯარო ლექციაზე, რომელზედაც მან საქვეყნოდ განაცხადა: "ბერია რომ არ დაეხვრიტათ, აფხაზებს გადაასახლებდნენ და მათ მიწაზე ქართველები დასახლდებოდნენ". იქვე მან მაღალი შეფასება მისცა შ. ინალიფას წიგნს, რომლის გასაგებად თურმე ქართველ მეცნიერებს "ძალა არ შესწევდათ". აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთში უაღრესად რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა27

შ. ინალიფას "მონაცემებით" "ჩვ. წ. აღმდე II საუკუნის ბოლოს აფხაზეთი შედიოდა პონტოს მეფე მითრიდატეს დაქვემდებარებაში, ხოლო I საუკუნის შუა ხანებში რომაელი სარდლის პომპეუსის მიერ განადგურებული მითრიდატე 66 წელს შეიჭრა აფხაზეთში"28. აღნიშნულ პერიოდში კი, აფხაზების და აფხაზეთის ხსენება საერთოდ არ არის ბერძენ და რომაელ ავტორებთან.

იგივე ავტორი სხვა ნაშრომში ცდილობს აფხაზეთი წარმოადგინოს როგორც დამოუკიდებელი ისტორიის სახელმწიფო. მისი აზრით, "აფხაზეთი მიეკუთვნება სწორედ ისეთი ქვეყნების რიცხვს, რომლებიც პირველყოფილი თემური წყობილებიდან, მონათმფლობელობის გვერდის ავლით, პირდაპირ ფეოდალიზმში გადავიდნენ"29.

კ. ს. შაკრილისა და ზ. ვ. ანჩაბაძის მოსაზრებას თუ გავიზიარებთ, ჩვ. წ. აღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის ბოლოს აფხაზების წინაპრები აბეშალას ტომია. ტერმინი აბეშალა _ იგივე აფსილი _ აფსუა ყოფილა. ამ დროს აფხაზები (აბეშალები ლაპარაკობდნენ აფხაზურ (აბეშალურ) ენაზე (კ. შაკრილი)30.

სინამდვილეში "ასურული ლურსმული წყაროების "ქაშქებსა" და "აბეშლაელებში" შეიძლება დავინახოთ დასავლურქართული წარმოშობის ტომები, რომელთა იდენტურობა უნდა იყოს ნაგულისხმევი ტიგლათფილასარ I-ის წარწერებში". აბეშლაელთა სახით საქმე გვაქვს კოლხური (დასავლურქართველური) წარმოშობის ტომებთან2. სიტყვა "აფსილის" სუფიქსი –ილ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პროტოხეთურქართველური წარმომავლობის აღმნიშვნელი –ელ სუფიქსი, ხოლო "აფსილ" ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც "აფსელი" "აფსიდან მომდინარე" (შდრ. ქასქების საკუთარი სახელი "ქასქაილ", ე. ი. "ქასქელი" და ა. შ.)31.

დასახელებული მკვლევრები საქმეს ისე წარმოადგენენ, რომ აფხაზთა სამეფო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული არსებობდა და მოქმედებდა ანტიკურ ხანაში. "თუ ადრეულ ელინისტურ პერიოდში აფხაზეთის სანაპირო ზონა _ აღნიშნულია ნაშრომში _ კერძოდ, მისი ქალაქები აყვავებას განიცდიდნენ, ჩვ. წ. აღმდე II საუკუნეში იწყება მეურნეობისა და პოლიტიკური ცხოვრების თანდათანობითი დაცემა..."32 ე. ი. ის, რაც დამახასიათებელი იყო საქართველოსა და კერძოდ, დასავლეთ საქართველოსათვის, მკვლევარი აფხაზთა სამეფოს მიაწერს. მართალია, ტერმინს _ სახელმწიფო _ არ ახსენებს, მაგრამ კონტექსტში ასე გულისხმობს.

ასეთი "აღმოჩენები" დიდი ხანია გასცდა აფხაზეთის საზღვრებს. 1972 წელს მოსკოვში გამოცემულ აფხაზეთის კულტურის ძეგლთა ღია ბარათების სერიის "წინასიტყვაობაში" გ. გულია წერს, რომ თურმე ძველი ქართული წარწერებით შემკული ქართული არქიტექტურის სტილით აგებული ტაძრები _ ბედია, მოქვი, დრანდა, ლიხნი და ბიჭვინთა, რომლებშიც წირვალოცვა ქართულად მიმდინარეობდა და მწიგნობრობაც მხოლოდ ქართული იყო "ძველი აფხაზური კულტურის" ძეგლები ყოფილა, რადგან ამ ამბავს ხშირად მოუთხრობდა მას მისი 118 წლის ბებია ასინეთი.

აკად. ნ. ბერძენიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1966 წელს გამოქვეყნდა მის მიერვე მომზადებული "საქართველოს ისტორიის საკითხების" III წიგნი. ამ წიგნში მრავალ სხვა ნაშრომთან ერთად დაიბეჭდა მისი ორი სტატია: "მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო" და "აფხაზეთის შესახებ". ასე დაიწყო კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება ითქვას, ე. წ. "აფხაზეთის პრობლემა". "აფხაზ" ისოტრიკოსთა ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია ნიკო ბერძენიშვილის აზრმა, რომ ქართული შუა საუკუნეების სახელმწიფოს, ქართული კულტურის, რუსთაველის კულტურის შექმნაში ერთნაირად მონაწილეობდნენ ქართები, კახები, ეგრები, აფხაზები... უკმაყოფილება გამოიწვია სახელდობრ იმან, რომ აფხაზები მოხსენიებული იყვნენ ქართების, კახების ე. ი. საკუთრივ ქართველების გვერდით და არ იყო აღნიშნული, რომ აფხაზები არ არიან ქართველები. ნიკო ბერძენილშვილს არასოდეს დაუყენებია აფხაზთა ეთნიკური კუთვნილების საკთხი, რადგან მიაჩნდა, რომ არსებული წყაროთმცოდნეობითი ბაზის ვითარებაში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდებოდა. მაგრამ მისთვის აშკარა იყო (ის გარკვევით მიუთითებდა ამას), რომ შუა საუკუნეებში აფხაზები ისტორიულკულტურულად ქართველები იყვნენ. სტატიაშიც სწორედ ეს თვალსაზირისი იყო გამოთქმული. საქმე მხოლოდ "აფხაზი" ისტორიკოსების უკმაყოფილებით არ დასრულებულა. ქალაქ სოხუმში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის შენობის წინ, მოედანზე, შეიკრიბნენ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები, დაანთეს კოცონი, დაწვეს ეს წიგნი და მოითხოვდნენ მის მიმოქცევიდან ამოღებას. საკითხი გაიტანეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უნდა მიეღო დადგენილება ამ წიგნის ამოღების შესახებ. ქართველ ისტორიკოსთა ერთმა ჯგუფმა, რომელთაც მიეცათ ბიუროს სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოთქმის საშუალება, გადაარჩინეს ეს წიგნი კანონგარეშედ გამოცხადებას, მის ამოღებას წიგნთსაცავებიდან და განაგდურებას.

"აფხაზეთის საკითხი" ამით არ დამთავრებულა. გამოსაცემად მომზადდა "საქართველოს ისტორიის საკითხების" VIII წიგნი, რომელშიც წარმოდგენილი ოყო ნიკო ბერძენიშვილის ზოგადი დებულებები "ქვეყნის" ქართლი, ეგრისი, აფხაზეთი და ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბების შესახებ, სადაც კრიტიკულად იყო განხილული ისტორიოგრაფიაში გამოთქმული თვალსაზრისი VII-VIII სს.ში აფხაზი ხალხის, როგორც ისტორიული კატეგორიის შესახებ. სამწუხაროდ, საგანგებოდ დაბეჭდილი წიგნიდან მთელი ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის პრობლემას ეხებოდა, ამოღებულ იქნა. ეს მაშინ ისე ოპერატიულად გაკეთდა (1975 წ.), რომ ისტორიკოსებს არაფერი გაუგიათ. საბედნიეროდ, ბატონი ნიკოს არქივში შემორჩა ამ წიგნის ერთი, დაუჭრელი ცალი, რომელიც 1990 წელს თავდაპირველი, სრული სახით გამოქვეყნდა. ამ წიგნში ნიკო ბერძენიშვილი წერს: "ქართული ფეოდალური აზროვნება მუდამ ერთ სამყაროდ სთვლიდა კავკასიას (ლეონტი), კიდევ უფრო "საქართველოს" რომლის სწორუფლებიანი წევრები იყვნენ, ჰეროსის, ქართლოსისა და ეგროსის ხვედრი ქვეყნები _ მათ შორის სვანეთი, აფხაზეთი... ყველა ესენი ქართველები იყვნენ და არა მარტო კონფესიური თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით, ამდენადვე აქ არ შეიძლება სხვადასხვა ეროვნებაზე, როგორც ეთნოკულტურულ ცნებაზე, საუბარი. როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო, და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი". ხოლო რაც ნაგვიანევ საუკუნეებში მოხდა, ნიკო ბერძენიშვილი, ისტორიული ქართული აფხაზეთის მიწაწყალზე ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარეთა ჩამოსახლებით ხსნის, საგანგებოდ განიხილავს ამ ჩამოსახლების ეტაპებს და დამხდურ მოსულთა ურთიერთობის ფორმებსა და საკითხებს34.

როდესაც "აფხაზები" გვსაყვედურებდნენ, რომ ისინი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დროს იჩაგრებოდნენ, ამასთან დაკავშირებით თავად ფაქტები ღაღადებენ:

აფხაზეთის ასსრ ერთადერთი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ავტონომიური რესპუბლიკებიდან, რომელსაც კონსტიტუციაში ჰქონდა მუხლი აფხაზურის, როგორც სახლემწიფო ენის შესახებ.

თუ XX საუკუნის 70-იან წლებში ყაბარდობალყარეთის, ჩრდილოოსეთის, ჩეჩნეთინგუშეთის, კალმიკიის ასსრ, ადიღეს, ყარაჩაიჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქებში ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვებს უფლება არ ჰქონდათ მშობლიურ ენაზე ესწავლათ, აფხაზეთში ფუნქციონირებდა 25 აფხაზური სკოლა. ბოლო პერიოდში კი 73 (აფხაზური და შერეული), რომელშიც "აფხაზურ ენაზე" (ე. ი. აფსუების) სწავლობდა ოთხი ათასზე მეტი მოსწავლე.

სოხუმში ფუნქციონირებდნენ: აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის ეროვნული ტელევიზია, რომელიც მხოლოდ აფხაზურ ენაზე გადიოდა ეთერში; აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი, დ. ი. გულიას სახ. ლიტერატურულმემორიალური მუზეუმი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მოცეკვავეთა ანსამბლები "შარათინი" და "ერცახუ", სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ქალთა ვოკალურინსტრუმენტული ანსამბლი "გუნდა", ხანდაზმულთა სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიული ანსამბლი "ნართაა", რომელიც მრავალჯერ იყო საზღვარგარეთ^ საგასტროლოდ და საერთაშორისო პრიზიც მოიპოვა (უნგრეთში).

ფუნქციონირებდა მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, არქიტექტორთა კავშირები, სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრალური საზოგადოება. საკუთარ გამომცემლობაში "ალაშარა" მშობლიურ ენაზე იბეჭდებოდა მხატვრული, ისტორიულეთნოგრაფიული ლიტერატურა.

დ. ი. გულიას სახ. ისტორიის, ენისა და ლიტერატურის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის გარდა ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებდა 20-ზე მეტი სამეცნიეროკვლევითი დაწესებულება. მრავალ მათგანს საკავშირო და მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტებად აირჩიეს (ამჟამად გარდაცვლილი) ცნობილი აფხაზი მეცნიერები გიორგი ძიძარია და ზურაბ ანჩაბაძე. საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის თხოვნით აფხაზი პოეტი ბაგრატ შინქუბა წარდგენილ იქნა სკკპ ცკში "სოციალისტური შრომის გმირის" წოდებაზე. ანალოგიური გზით მიიღო სსრკ სახალხო არტისტის წოდება შ. ფაჩალიამ35

აფხაზეთის ინტელიგენციის ათობით და ასობით წარმომადგენელმა _ ცნობილმა მწერლებმა, პოეტებმა, მხატვრებმა, სახალხო მეურნეობის მოღვაწეებმა პროფესიული ცოდნა მიიღეს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში...36

დღეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისტორიული მეცნიერება არ უნდა იქცეს პოლიტიკის მონად, მსახურად, როგორც ეს იყო საბჭოთა ეპოქაში, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გახდეს ეროვნული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საფუძველი, ერთერთი საყრდენი. ე. ი. ოფიციალური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერებას და არა მეცნიერება _ პოლიტიკიას37.

--------------------------------------------------

1 დ. გოგოლაძე, "აფხაზთა" საერთისთავოს, დღევანდელი აფხაზეთის ძველ ეთნოსთა ვინაობისა და ეთნოსის მკვიდრობის საკითხი, თბ., 1995, გვ. 4.
2 შუმერი, 1999, #28.
3 Г. Жоржолиани, Исторические и политические корни конфликта в Абхазии/ Грузия, Тб., 2000, с. 7.
4 მ. ლორთქიფანიძე, რა საფუძველზე ვდგავართ, რა მოგვდევდა ძველთაგან, "საქართველოს რესპუბლიკა", 1992, 22 აგვისტო.
5 ვ. ითონიშვილი, სიმონ ჯანაშიას ღვაწლი ქართულ ეთნოგრაფიაში, თბ., 1991, გვ. 105.
6 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 38.
7 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 39.
8 ზ. პაპასკირი, აფხაზეთი საქართველოა, თბ., 1998, გვ. 42.
9 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. X, თბ., 1992, გვ. XV.
10 ვ. კიკნაძე, ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა, თბ., 2003, გვ. 123.
11 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 76.
12 გ. ანჩაბაძე, ქართულაფხაზური ურთიერთობის საკითხები, თბ., 2006, გვ. 2728.
13 ბ. ხორავა, ოდიშაფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბ., 1996, გვ. 7.
14 ვ. კიკნაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 64.
15 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 121.
16 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 24.
17 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 122.
18 ი. კვესელავა, საქართველოს ისტორიის ქრონიკები (19701990), I, თბ., 2004, გვ. 226.
19 ვ. ითონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 107.
20 ვ. ითონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 107.
21 საქართველოს პრეზიდენტის არქივი (შემდეგში სპა), ფ. 14, ანაწ. 30, საქ. 374. ფურც. 3.
22 იქვე, ფურც. 4.
23 იქვე, ფურც. 18.
24 შ. ინალიფა, აფხაზთა ეთნოკულტურული ისტორიის საკითხები, თბ., 1976, გვ. 202.
25 იქვე, გვ. 180.
26 იქვე, გვ. 404.
27 ა. სონღულაშვილი, საქართველოს პოლიტიკური პორტრეტი, თბ., 2004, გვ. 190.
28 Ш. Иналипа, Абхазы, Сухуми., 1960, с. 4041.
29 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 10.
30 З. В. Анчабадзе, Очерки этнической истории Абхазского народа, Сухуми, 1976, с. 22.
31 გ. გიორგაძე, ხეთური და ასურული ლურსმული ტექსტების ქასქების (ქაშქების) და აბეშლაელების ეთნიკური წარმომავლობისათვის, ახალციხე, 2000, გვ. 70.
32 გ. გიორგაძე, ხეთური და ასურული ლურსმული ტექსტების ქასქების (ქაშქების) და აბეშლაელების ეთნიკური წარმომავლობისათვის, ახალციხე, 2000, გვ. 71.
33 ზ. ანჩაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.
34 მ. ლორთქიფანიძე, ნიკო ბერძენიშვილი, "საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები", VIII, თბ., 2005, გვ 14-15
35 Л. В. Маршания, Трагедия Абхазии, Тб, 1995, с. 11.
36 იქვე, გვ. 5.
37 ჯ. გამახარია, აფსილაბაზგთა ეთნიკური ვინაობის საკითხისათვის, თბ., 1998, გვ. 5.1 დ. გოგოლაძე, "აფხაზთა" საერთისთავოს, დღევანდელი აფხაზეთის ძველ ეთნოსთა ვინაობისა და ეთნოსის მკვიდრობის საკითხი, თბ., 1995, გვ. 4.
2 შუმერი, 1999, #28.
3 Г. Жоржолиани, Исторические и политические корни конфликта в Абхазии/ Грузия, Тб., 2000, с. 7.
4 მ. ლორთქიფანიძე, რა საფუძველზე ვდგავართ, რა მოგვდევდა ძველთაგან, "საქართველოს რესპუბლიკა", 1992, 22 აგვისტო.
5 ვ. ითონიშვილი, სიმონ ჯანაშიას ღვაწლი ქართულ ეთნოგრაფიაში, თბ., 1991, გვ. 105.
6 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 38.
7 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 39.
8 ზ. პაპასკირი, აფხაზეთი საქართველოა, თბ., 1998, გვ. 42.
9 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. X, თბ., 1992, გვ. XV.
10 ვ. კიკნაძე, ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა, თბ., 2003, გვ. 123.
11 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 76.
12 გ. ანჩაბაძე, ქართულაფხაზური ურთიერთობის საკითხები, თბ., 2006, გვ. 2728.
13 ბ. ხორავა, ოდიშაფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბ., 1996, გვ. 7.
14 ვ. კიკნაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 64.
15 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 121.
16 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 24.
17 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 122.
18 ი. კვესელავა, საქართველოს ისტორიის ქრონიკები (19701990), I, თბ., 2004, გვ. 226.
19 ვ. ითონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 107.
20 ვ. ითონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 107.
21 საქართველოს პრეზიდენტის არქივი (შემდეგში სპა), ფ. 14, ანაწ. 30, საქ. 374. ფურც. 3.
22 იქვე, ფურც. 4.
23 იქვე, ფურც. 18.
24 შ. ინალიფა, აფხაზთა ეთნოკულტურული ისტორიის საკითხები, თბ., 1976, გვ. 202.
25 იქვე, გვ. 180.
26 იქვე, გვ. 404.
27 ა. სონღულაშვილი, საქართველოს პოლიტიკური პორტრეტი, თბ., 2004, გვ. 190.
28 Ш. Иналипа, Абхазы, Сухуми., 1960, с. 4041.
29 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 10.
30 З. В. Анчабадзе, Очерки этнической истории Абхазского народа, Сухуми, 1976, с. 22.
31 გ. გიორგაძე, ხეთური და ასურული ლურსმული ტექსტების ქასქების (ქაშქების) და აბეშლაელების ეთნიკური წარმომავლობისათვის, ახალციხე, 2000, გვ. 70.
32 გ. გიორგაძე, ხეთური და ასურული ლურსმული ტექსტების ქასქების (ქაშქების) და აბეშლაელების ეთნიკური წარმომავლობისათვის, ახალციხე, 2000, გვ. 71.
33 ზ. ანჩაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.
34 მ. ლორთქიფანიძე, ნიკო ბერძენიშვილი, "საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები", VIII, თბ., 2005, გვ 14-15
35 Л. В. Маршания, Трагедия Абхазии, Тб, 1995, с. 11.
36 იქვე, გვ. 5.
37 ჯ. გამახარია, აფსილაბაზგთა ეთნიკური ვინაობის საკითხისათვის, თბ., 1998, გვ. 5.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента