ЭКОНОМИКА
20.11.15 20:05
დემის პოლანდოვი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის
რადიო ეხო კავკაზას მთავარი რედაქტორი რადიო თავისუფლების პროექტის
თუკი საქართველოში ვინმე სერიოზულად ფიქრობს ქვეყნის განვითარების ვექტორის პრორუსულისკენ ცვლილებაზე, მაშინ "ჩრდილოელი მეზობლის" ურთიერთობის ამ ფაზამ მისი მოკავშირეები უნდა გამოაფხიზლოს.
ამ შემთხვევაში სომხეთს არ ვგულისხმობ, სადაც, ჩემი აზრით, არსებული ვითარება უმეტესწილად შიდა პოლიტიკური კრიზისითა და ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული. თუმცა, თუკი რუსული ტელეარხები კვლავაც გააგრძელებენ "პროფესიონალურ საქმიანობას", მაშინ შეიძლება რეალობად იქცეს სრულფასოვანი "ელექტრომაიდანი", ანტირუსული ლოზუნგებით. მე ახლა აფხაზეთზე ვსაუბრობ, რომელმაც ისეთი "წინადადება მიიღო, რაზეც უარის თქმაც არ შეიძლება", თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე გამონახა საკუთარ თავში ძალა, რომ უარი ეთქვა.
ჩემი წინა სტატია ნეტგაზეთში ასე დავასრულე: "ის ფაქტი, რომ ფული განვითარებისთვის რესპუბლიკას არა და არ მიუღია, მიუთითებს მკაცრ პირობებზე, რასაც რუსეთი სვამს რაულ ხაჯიმბას წინაშე სხვადასხვა საკითხზე. რახან ჯერ ფული არ არის, ის ეწინააღმდეგება. დღეს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, კონკრეტულად რაში მოუხდება აფხაზეთს დათმობა".
ერთი თვე გავიდა და ანალიტიკოსებს ვარაუდები აღარ ჭირდებათ. აფხაზეთის პარლამენეტის სკანდალურ სხდომაზე, რომელიც გასულ ოთხშაბათს გაიმართა, კედელთან მიყენებულმა პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ (რომელსაც დეპუტატები ეკითხებოდნენ - სად არის ფული?) ღიად განაცხადა, თუ რას ითხოვს რუსეთი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ: ხელი მოაწეროს შინაგან საქმეთა ორგანოს რუსულ-აფხაზური საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას.
აფხაზები ამ საკითხში დათმობაზე არ წავიდნენ. დებატების შემდეგ დეპუტატებმა თითქმის ერთხმად მისცეს ხმა ამ შეთანხმების რუსული პროექტის წინააღმდეგ. "მომხრედ" მხოლოდ ერთი დეპუტატი - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გამოვიდა, რაც შოკისმომგვრელი გახდა ბევრისთვის აფხაზეთში.
მოსკოვის შეთავაზებაა - შეიქმნას სტრუქტურა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დანიშული უფროსი უხელმძღვანელებს და ვისაც აფხაზეთში, რაც მოუნდება, ფაქტობრივად, ყველაფრის კეთება შეეძლება. ცხადია, ეს პირდაპირ ასე არ წერია პროექტში, გათვალისწინებულია ცენტრის რუსი თანამშრომლების აღჭურვა დიპლომატიური იმუნიტეტით, რომლებსაც ვერც ადმინისტრაციულ და ვერც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ. აქედან გამომდინარე, ჩემი ზემოთ აღნიშნული ფორმულირება უფრო ახლოსაა რუსეთის მიერ სასურველ რეალობასთან, ვიდრე - უფრო თავშეკავებული აფხაზი დეპუტატების განცხადებები.
რუსეთს სურს, რომ მის ძალოვნებს შეეძლოთ აფხაზეთში განახორციელონ დაკავებები და პირადი ჩხრეკა, გამოიყენონ იარაღი და სპეციალური საშუალებები, აწარმოონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა (დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი საფუძვლით). პროექტით გათვალისწინებულია სატელეფონო საუბრების მოსმენები, საფოსტო გზავნილების კონტროლი, ოპერატიული დანერგვა და ა.შ.
ანუ წარმოდგენილი პროექტით, ყველაფერი, რასაც ახლა აფხაზეთის შსს აკეთებს, უნდა გააკეთონ რუსებმა, თანაც მათივე ხელშეუხებლობის სტატუსით.
უფრო მეტიც, რუს ძალოვნებს სურთ მიიღონ უფლება, რომ დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერ სახელწმიფო დაწესებულებაში. ამასთან, ცენტრის ტერიტორიაზე აფხაზებს შეუძლიათ შევიდნენ მხოლოდ რუსი უფროსის ნებართვით. ცენტრის დოკუმენტების ბრუნვა და მონაცემთა ბაზები, ცხადია, დახურული უნდა იყოს.
ამას გარდა, რუსებს რატომღაც ძალიან სურთ აფხაზეთში სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება. ერთ-ერთმა აფხაზმა ბლოგერმა ივარაუდა, რომ პირველ შეკითხვებს შორის შეიძლება იყოს ასეთი: თუკი უახლოეს კვირა დღეს ჩატარდება რეფერნდუმი რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ, როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება?
ალბათ, ეს არის ის "რუსული სამყარო", რომელზეც ასე ოცნებობს კრემლის სტრატეგი ვლადისლავ სურკოვი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეს კურირებს (მის სახელს დღეს აფხაზეთში ყველა ბრუნვაში ატრიალებენ) - ყოვლისშემძლე ძალოვანები და მორჩილი მოსახლეობა. გაუგებარია, სინამდვილეში რისი იმედი ჰქონდა სურკოვს, როცა ასეთი წინადადება წაუყენა აფხაზებს?
გასაგებია, რომ სოხუმში ვერ ხედავენ რუსეთის ვერავითარ ალტერნატივას და აფხაზეთის "ჩრდილოელ მეზობელზე" დამოკიდებულება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე - სომხეთში შემთხვევაში. თუმცა იმის იმედად ყოფნა, რომ აფხაზი დეპუტატები მორჩილად მიცემდნენ ხმას, რომ უარი ეთქვათ თავის, თუნდაც შეზღუდულ დამოუკიდებლობაზე, შეუძლიათ მხოლოდ მათ, რომლებსაც საერთოდ არაფარეი ესმით აფხაზური პოლიტიკის.
პირადად მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ოსი დეპუტატებიც კი მორჩილად მიიღებენ ანალოგიურ შეთანხმებას, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტში უმრავლესობა აქვს პარტიას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრეა.
ამის სხვადასხვანაირი ახსნა შეიძლება იყოს. პროცესების უმრავლესობის დახურულობის გათვალისწინებით, რაიმეს თქმა, ალბათ, რთულია. შეიძლება სურკოვს რაღაცისთვის ჭირდება "კონტროლირებადი კრიზისი" აფხაზეთში. მაგრამ მე უფრო არაკომპეტენტურობას დავაბრალებდი, ქედმაღლობას და საკუთარ თავში დარმწუნებლობას - ეს არის კრემლის პოლიტიკის "ქვაკუთხედი", რომელიც მუდმივად იჩენს თავს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ მომენტში, როცა სომხეთში ქუჩაში დგას საკუთარი ხელისუფლებით და რუსული კომპანია" ინტერ რაო იესით" უკმაყოფილო ათსობით ადამიანი. ამავდროულად რუსეთი ელექტროენერგიას აძვირებს სამხრეთ ოსეთში.
Прочитано : 1
Напишите комментарии
Новостная Лента
-
Ираклий Кобахидзе встретился с послом Венгрии в Грузии
14:2128.03.24
-
В связи с EURO 2024 увеличивается частота рейсов из Грузии в Германию
13:4528.03.24
-
"Грузстат" - В 2023 году по сравнению с предыдущим годом рождаемость в Грузии снизилась на 5%
12:5528.03.24
-
В результате атаки российских сил на Херсон погиб один человек
12:0028.03.24
-
Германия передать Украине 10 тысяч артиллерийских снарядов
11:2128.03.24
-
На "Блэк Си Арена" пройдут концерты OneRepublic, Scorpions и Jungle
10:4028.03.24
-
ЕС и США «разделяют» Южный Кавказ, подчиняя Грузию хайскому лобби?
18:0527.03.24
-
18:0027.03.24
-
Каха Каладзе – 26 марта 2024 года будет вписано золотыми буквами в новейшую историю Грузии
17:2027.03.24
-
Грузия получит от УЕФА 9,25 млн евро за выход на Евро 2024
16:4027.03.24
-
16:0027.03.24
-
Владимир Зеленский - Алексея Данилова переводят на другое направление, об этом вы узнаете позже
15:2027.03.24
-
28-29 марта в Грузии ожидается теплая погода преимущественно без осадков
14:4027.03.24
-
14:0827.03.24
-
Посольство ЕС – Вместе с Грузией мы празднуем эту историческую победу!
13:0527.03.24
-
12:1027.03.24
-
Сегодня пройдет судебный процесс Михаила Саакашвили по делу о событиях 7 ноября
11:2127.03.24
-
10:4027.03.24
-
Армении не дадут «соскочить» с «Большой войны» - «Сасна Црер» опять «предупреждает»
8:5127.03.24
-
Дмитрий Кулеба призывает Запад передать Украине системы ПВО - Дайте нам эти чертовы Patriot
18:0026.03.24
-
Робин Данниган - Желаем сборной Грузии удачи в сегодняшней игре, все посольство болеет за вас
17:0026.03.24
-
16:2026.03.24
-
Ираклий Чиковани принял словацких дипломатов
15:4026.03.24
-
На участке Гудаури-Коби восстановлено движение легкового транспорта
15:0026.03.24
-
14:2026.03.24
-
Михаил Сарджвеладзе встретился с представителями медицинского сектора
13:4026.03.24
-
Из-за футбольного матча на «Динамо Арене» продлено время работы муниципального транспорта
13:0326.03.24
-
12:2326.03.24
-
Австрийское туристическое издание публикует статью о Грузии - Грузия, гордая история, часть Европы
11:2426.03.24
-
На перевале Накерала запрещено движение прицепов и полуприцепов
10:4026.03.24
-
18:0025.03.24
-
17:3425.03.24
-
17:0025.03.24
-
Угроза терактов во Франции поднята на самый высокий уровень
16:2525.03.24
-
15:4025.03.24
-
По Киеву нанесен ракетный удар
15:0025.03.24