ЭКОНОМИКА

აზერბაიჯანის საელჩოსთან არქიმანდრიტ დემეტრეს კახის ტერიტორიაზე არშეშვების გამო აქცია გაიმართა

20.11.15 20:28




აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კახის ტერიტორიაზე წმინდა გიორგის ეკლესიაში არქიმანდრიტი დემეტრე არ შეუშვეს, რის გამოც აზერბაიჯანის საელჩოსთან დღეს აქცია გაიმართა.

აქციის წევრები ამბობენ, რომ მამა დემეტრე, რომელიც 4 წლის განმავლობაში კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურებდა, 21 ივნისს აზერბაიჯანის საზღვარზე არ გაატარეს. როგორც აქციის წევრები ამბობენ, მღვდელს განუმარტეს - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქმიანობისთვის მას ქვეყნის მოქალაქეობის მიღება სჭირდება.

აღნიშნულ ფაქტზე ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს:

„ისტორიულ ჰერეთში ქართულ ენაზე აღსრულებული ქრისტიანული ღვთისმსახურების უწყვეტობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იქ მცხოვრები ქართველებისთვის.

ისევე როგორც, ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აზერბაიჯანელებისათვის აქვს დიდი მნიშვნელობა მათი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რის უზრუნველყოფასაც ჩვენი სახელმწიფო ახდენს კიდეც.

გამოვთქვამ იმედს, რომ მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს ისტორიული ჰერეთის ქართველობის სასიცოცხლო მოთხოვნილებას, კვლავ გამოავლენს კეთილ ნებას და არქიმანდრიტ დემეტრეს მიეცემა შესაძლებლობა სულიერად უწინამძღვროს ისტორიული ჰერეთის ქრისტიანულ, ქართველ მრევლს", - წერს გაბუნია.

http://reportiori.ge/?menuid=3&id=70412

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента